პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რი­სა და მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ, გა­მო­ით­ქვა მზად­ყოფ­ნა, კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ფარ­გლებ­ში, ემ­სჯე­ლა მო­სა­მარ­თლე­თა უვა­დო და­ნიშ­ვნის სა­კი­თხზე. თუმ­ცა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ცალ­კე­უ­ლი წევ­რე­ბის მიერ, სა­კუ­თარ გუნდთან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე, მომ­ზად­და კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბებს. პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ვერ მი­ი­ღებს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რას.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გრძელ­დე­ბა სა­სა­მარ­თლოს სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რი დის­კუ­სია. მმარ­თველ­მა გუნ­დმა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის უს­მენს სა­კუ­თარ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ამ დის­კუ­სი­ის ფონ­ზე იმ­თა­ვით­ვე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტე­ბის არ­ჩე­ვის გა­და­ვა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამას­თან, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბით, და­ი­წყო უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რი­სა და კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა. და­ი­დო პი­რო­ბა, რომ კან­დი­და­ტე­ბი ობი­ექ­ტუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და თა­ვი­სუ­ფა­ლი კენ­ჭისყ­რის შე­დე­გად და­ი­კა­ვე­ბენ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბას. უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შერ­ჩე­ვა იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მიერ ღია და გამჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­დუ­რის სა­ფუძ­ველ­ზე, აგ­რეთ­ვე ანა­ლო­გი­უ­რი ღია და გამჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­დუ­რის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა მათი არ­ჩე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში. მი­უ­ხე­და­ვად მმარ­თვე­ლი გუნ­დის ამ­გვა­რი მიდ­გო­მი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლი დის­კუ­სია, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად, არა­ჯან­საღ ხა­სი­ათს იძენს.

პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რი­სა და მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ, გა­მო­ით­ქვა მზად­ყოფ­ნა, კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ფარ­გლებ­ში, ემ­სჯე­ლა მო­სა­მარ­თლე­თა უვა­დო და­ნიშ­ვნის სა­კი­თხზე. თუმ­ცა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ცალ­კე­უ­ლი წევ­რე­ბის მიერ, სა­კუ­თარ გუნდთან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე, მომ­ზად­და კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცი­ის იმ დე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც, თა­ვის მხრივ, ევ­რო­საბ­ჭო­სა და ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად იქნა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. მხედ­ვე­ლო­ბა­შია მი­სა­ღე­ბი ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ამ ფორ­მით მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის სის­ტე­მა­ში გა­ნა­ხევ­რდე­ბა მო­სა­მარ­თლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა და გაღ­რმავ­დე­ბა პრობ­ლე­მა სა­სა­მარ­თლო­ე­ბის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბი­სა და საქ­მე­თა გან­ხილ­ვის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის დას­კვნე­ბის თა­ნახ­მად, მო­სა­მარ­თლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ მცი­რე 100 მო­სა­მარ­თლით გაზ­რდას, ოპ­ტი­მა­ლურ შემ­თხვე­ვა­ში კი - გა­ორ­მა­გე­ბას სა­ჭი­რო­ებს, მო­სა­მარ­თლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის გა­ნა­ხევ­რე­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას მძი­მე პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის და შე­საძ­ლოა, მისი პა­რა­ლი­ზე­ბაც გა­მო­იწ­ვი­ოს. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცხა­დია, ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ვერ მი­ი­ღებს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რას.

ამავდრო­უ­ლად, ვა­ცხა­დებთ სრულ მზა­ო­ბას, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­ვამ­ზა­დოთ იმგვა­რი წი­ნა­და­დე­ბე­ბი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის უვა­დოდ და­ნიშ­ვნის სა­კი­თხზე, რომ­ლე­ბიც იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან და ევ­რო­საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ებ­თან, აგ­რეთ­ვე არ გა­აღ­რმა­ვებს პრობ­ლე­მას სა­სა­მარ­თლოს გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამ მიზ­ნით, მივ­მარ­თავთ ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ას, ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­მუ­შა­ვე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე ჩა­ერ­თოს აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში.

მმარ­თვე­ლი გუნ­დი აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის მე­ო­თხე ტალ­ღა­ზე. სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის ფარ­თო სპექტრი, მათ შო­რის ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი - ევ­რო­საბ­ჭოს ოფი­სის, აშშ-ის სა­ელ­ჩოს, ევ­რო­კავ­ში­რის და გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რის­თვი­საც მათ გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას ვუხ­დით. ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, რე­ფორ­მის მე­ო­თხე ფაზა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო­სა და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი სკო­ლის რე­ფორ­მის, დის­ციპ­ლი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო­ე­ბის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის სა­კი­თხებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ნახ­ლდე­ბა და უპი­რო­ბოდ დას­რულ­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე სა­პარ­ლა­მენ­ტო სე­სი­ის ბო­ლომ­დე. ამა­ვე ფორ­მატ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე­თა უვა­დო და­ნიშ­ვნის სა­კი­თხიც. მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, ვინც რე­ა­ლუ­რად არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გან­მტკი­ცე­ბით, მისი ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გაზ­რდი­თა და სის­ტე­მის მი­მართ ნდო­ბის ამაღ­ლე­ბით, ღიად და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად ჩა­ერ­თონ რე­ფორ­მის მე­ო­თხე ტალ­ღის შე­სა­ხებ დის­კუ­სი­ა­ში, რო­მელ­მაც 2012 წლის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გარ­და­ტე­ხის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მო­ნა­პოვ­რის, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დგო­მი გან­მტკი­ცე­ბა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს.

მმარ­თვე­ლი გუნ­დი იმოქ­მე­დებს სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და შექ­მნის ყვე­ლა პი­რო­ბას სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის ამაღ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

ავტორი:

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს. პარტიის პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საჯარო სივრცეში გრძელდება სასამართლოს საკითხთან დაკავშირებული აქტიური დისკუსია. მმართველმა გუნდმა, რომელიც ყოველთვის უსმენს საკუთარ საზოგადოებას, ამ დისკუსიის ფონზე იმთავითვე მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის გადავადების თაობაზე. ამასთან, დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით, დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავება. დაიდო პირობა, რომ კანდიდატები ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად, ინდივიდუალური და თავისუფალი კენჭისყრის შედეგად დაიკავებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. უზრუნველყოფილი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა იუსტიციის საბჭოს მიერ ღია და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე, აგრეთვე ანალოგიური ღია და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე ჩატარდება მათი არჩევა საქართველოს პარლამენტში. მიუხედავად მმართველი გუნდის ამგვარი მიდგომისა, აღნიშნული დისკუსია, სამწუხაროდ, ხშირად, არაჯანსაღ ხასიათს იძენს.

პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინიციატივის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაღრმავდება პრობლემა სასამართლოების გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თვალსაზრისით. იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების დასკვნების თანახმად, მოსამართლეთა რაოდენობა საქართველოში სულ მცირე 100 მოსამართლით გაზრდას, ოპტიმალურ შემთხვევაში კი - გაორმაგებას საჭიროებს, მოსამართლეთა რაოდენობის განახევრება სასამართლო სისტემას მძიმე პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა, მისი პარალიზებაც გამოიწვიოს. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას.

ამავდროულად, ვაცხადებთ სრულ მზაობას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოვამზადოთ იმგვარი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, აგრეთვე არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით. ამ მიზნით, მივმართავთ ვენეციის კომისიას, ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში.

მმართველი გუნდი აგრძელებს მუშაობას სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე. სამუშაო პროცესში ჩართულია დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები - ევროსაბჭოს ოფისის, აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, რეფორმის მეოთხე ფაზა, რომელიც მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის, დისციპლინური წარმოებისა და სასამართლოების გადატვირთულობის საკითხებს, დაუყოვნებლივ განახლდება და უპირობოდ დასრულდება მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე. ამავე ფორმატში განიხილება მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხიც. მოვუწოდებთ ყველას, ვინც რეალურად არის დაინტერესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებით, მისი ეფექტიანობის გაზრდითა და სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებით, ღიად და კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ დისკუსიაში, რომელმაც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვრის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება უნდა უზრუნველყოს.

მმართველი გუნდი იმოქმედებს სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და შექმნის ყველა პირობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები