სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოთის გემთსაშენის ყოფილი მენეჯმენტი დავოსის შეხვედრას ეხმაურება
ფოთის გემთსაშენის ყოფილი მენეჯმენტი დავოსის შეხვედრას ეხმაურება

მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრის ბო­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ, გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად, ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უდი­დე­სი გემთმშე­ნე­ბე­ლი და გემთშემ­კე­თე­ბე­ლი კო­მა­ნია, Damen Shipyards-ი, დიდ ინ­ტე­რესს გა­მო­ხა­ტავს, რათა სა­ქარ­თვე­ლოს შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, გახ­სნას გემთმშე­ნე­ბე­ლი და გე­მე­ბის სა­რე­მონ­ტო სა­ამ­ქრო­ე­ბი.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ Damen Shipyards-ის სა­ქარ­თვე­ლოს­თან მუ­შა­ო­ბის ის­ტო­რია, ამ შეხ­ვედ­რით არ და­წყე­ბუ­ლია და ჰო­ლან­დი­ურ სა­წარ­მოს, 2004-2006 წ.წ. აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ქონ­და იმ პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ფი­ლის სა­წარ­მოს­თან - ს.ს. „ფო­თის გემთსა­შენ­თან“.

2005 წლის 22 სექ­ტემ­ბერს, ს.ს. „ფო­თის გემთსა­შენ­სა“ და Damen Shipyards-ს შო­რის გა­ფორმ­და ორი კონ­ტრაქ­ტი, რო­მელ­თა თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის დაკ­ვე­თით, უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო ორი ერ­თე­უ­ლი, სამ­დი­ნა­რო-სა­ზღვაო ტი­პის, მშრალტვირ­თმზი­დი 87,5 მ სიგ­რძის გემი (მო­დე­ლი: Damen Combi Coaster 2500). კონ­ტრაქ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჰო­ლან­დი­უ­რი მხა­რე მზად იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ეკ­ვე­თა იმ­დე­ნი ერ­თე­უ­ლი ასე­თი გემი, რამ­დე­ნის აშე­ნე­ბე­საც, სა­კუ­თა­რი ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შეძ­ლებ­და ს.ს. „ფო­თის გემთსა­შე­ნი“.

ქარ­თუ­ლი მხა­რე, სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ემ­ზა­და ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ტრაქ­ტის შე­სას­რუ­ლებ­ლად: სა­წარ­მო­ში და­მა­ტე­ბით მოხ­და რამ­დე­ნი­მე­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა, რო­მე­ლიც მოხ­მარ­და ქარ­ხნის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის გა­და­ი­ა­რა­ღე­ბას, სა­წარ­მოს მე­ნე­ჯმენ­ტი და­კომ­პლექტდა უცხო­ე­თი­დან მოწ­ვე­უ­ლი მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი დო­ნის მქო­ნე სპა­ე­ცი­ა­ლის­ტე­ბით, მოხ­და ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა და ტრე­ი­ნინ­გი და სხვა.

კონ­ტრაქ­ტე­ბის ხელ­მო­წე­რა, სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში გა­ი­მარ­თა თბი­ლის­ში, სას­ტუმ­რო „თბი­ლი­სი მე­რი­ო­ტის“ ერთ-ერთ სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში და ამ ცე­რე­მო­ნი­ალს ეს­წრე­ბოდ­ნენ მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი.

თუმ­ცა, რაც შემ­დეგ მოხ­და, არ იყო უცხო მა­შინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თვის: კონ­ტრაქ­ტე­ბის ხელ­მო­წე­რი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, კერ­ძოდ 2005 წლის დე­კემ­ბერ­ში, ს.ს. „ფო­თის გემთსა­შენ­ში“ შე­ვარ­და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია. რო­გორც სხვა­გან ხდე­ბო­და, აქაც მოხ­და ოთხი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის და­პა­ტიმ­რე­ბა და და­ი­წყო ინ­ვეს­ტო­რის­თვის ქარ­ხნის ჩა­მორ­თმე­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი. ასეთ პი­რო­ბებ­ში, მოწ­ვე­ულ­მა უცხო­ელ­მა მე­ნე­ჯე­რებ­მა, სას­წრა­ფოდ და­ტო­ვეს ქვე­ყა­ნა.

რა თქმა უნდა, ამ ვი­თა­რე­ბა­ში, ს.ს. „ფო­თის გემთსა­შენ­მა“, Damen Shipyards-ის კონ­ტრაქ­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო. სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ზე­წო­ლა შე­წყდა მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც იმ დროს მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის თა­ნახ­მად, სა­წარ­მოს მფლო­ბე­ლებს, რან­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი გა­და­ახ­დე­ვი­ნეს სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ და თან­ხის გა­დახ­დის შემ­დეგ, გა­ან­თა­ვი­სუფ­ლეს და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი.

თუმ­ცა, ამ პრო­ცე­სე­ბი­დან ცოტა ხნის შემ­დეგ, ქარ­ხნის ნავ­მი­სად­გო­მე­ბი, სხვა, მათ­თვის მი­სა­ღებ კომ­პა­ნი­ას გა­დას­ცეს, რი­თაც სა­წარ­მოს, გა­უ­უქ­მეს ზღვა­ზე გა­სას­ვლე­ლი, და ამით, სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლი და­უს­ვეს სა­ქარ­თვე­ლო­ში გემთმშე­ნებ­ლო­ბის და გემთშე­კე­თე­ბის არ­სე­ბო­ბას. ასე­თი მი­ზა­ნი და აზ­რე­ბი, შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო მხო­ლოდ ქვეყ­ნის­თვის მტრუ­ლად გან­წყო­ბილ, ავად­მყო­ფურ ტვინ­ში...

აღ­ნიშ­ნუ­ლი უკა­ნო­ნო­ბის შე­სა­ხებ, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­პი­რე­ბუ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პი­რო­ბებ­ში, ს.ს. „ფო­თის გემთსა­შე­ნის“ მა­შინ­დელ­მა მფლო­ბე­ლებ­მა, სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, მაგ­რამ ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სხვა ანა­ლო­გი­უ­რი სა­ჩი­ვა­რი, ესეც თა­რო­ზე არის შე­მო­დე­ბუ­ლი უკვე მე­რემ­დე­ნე წე­ლი­წა­დი...

რა თქმა უნდა, არა­ვის და­უს­ჯია დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც გარ­და კერ­ძო ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლის და ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვი­სა, ქვე­ყა­ნას მრა­ვა­ლი წლით და­უ­კარ­გეს ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დარ­გის გა­ვი­თა­რე­ბის პერ­პექ­ტი­ვა.

დღეს, უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის­თვის სა­მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო დარ­გე­ბის, მათ შო­რის გემთმშე­ნებ­ლო­ბი­სა და გემთშე­კე­თე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ვფიქ­რობთ, რომ ეს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. თუმ­ცა, დღეს, გემთმშე­ნებ­ლო­ბი­სა და გემთშე­კე­თე­ბის აღორ­ძი­ნე­ბას დიდი ძა­ლის­ხმე­ვა და ფი­ნან­სე­ბი სჭირ­დე­ბა, რაც იოლი არ არის.

ჩვე­ნი მხრი­დან გვინ­და ვუ­სურ­ვოთ წარ­მა­ტე­ბე­ბი: რამ­დე­ნი­მე ასე­თი სა­წარ­მოს შექ­მნა და ამუ­შა­ვე­ბა, ხომ სუნ­თქვას და­ა­წყე­ბი­ნებს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას!!!

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ფოთის გემთსაშენის ყოფილი მენეჯმენტი დავოსის შეხვედრას ეხმაურება

ფოთის გემთსაშენის ყოფილი მენეჯმენტი დავოსის შეხვედრას ეხმაურება

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გემთმშენებელი და გემთშემკეთებელი კომანია, Damen Shipyards-ი, დიდ ინტერესს გამოხატავს, რათა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, გახსნას გემთმშენებელი და გემების სარემონტო საამქროები.

საყურადღებოა, რომ Damen Shipyards-ის საქართველოსთან მუშაობის ისტორია, ამ შეხვედრით არ დაწყებულია და ჰოლანდიურ საწარმოს, 2004-2006 წ.წ. აქტიური ურთიერთობები ქონდა იმ პერიოდში, საქართველოში არსებულ ანალოგიური პროფილის საწარმოსთან - ს.ს. „ფოთის გემთსაშენთან“.

2005 წლის 22 სექტემბერს, ს.ს. „ფოთის გემთსაშენსა“ და Damen Shipyards-ს შორის გაფორმდა ორი კონტრაქტი, რომელთა თანახმად, საქართველოში, აღნიშნული კომპანიის დაკვეთით, უნდა აშენებულიყო ორი ერთეული, სამდინარო-საზღვაო ტიპის, მშრალტვირთმზიდი 87,5 მ სიგრძის გემი (მოდელი: Damen Combi Coaster 2500). კონტრაქტების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ჰოლანდიური მხარე მზად იყო საქართველოში დაეკვეთა იმდენი ერთეული ასეთი გემი, რამდენის აშენებესაც, საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეძლებდა ს.ს. „ფოთის გემთსაშენი“.

ქართული მხარე, სერიოზულად მოემზადა ასეთი მნიშვნელოვანი კონტრაქტის შესასრულებლად: საწარმოში დამატებით მოხდა რამდენიმემილიონიანი ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც მოხმარდა ქარხნის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადაიარაღებას, საწარმოს მენეჯმენტი დაკომპლექტდა უცხოეთიდან მოწვეული მაღალი პროფესიონალური დონის მქონე სპაეციალისტებით, მოხდა ადგილობრივი კადრების შერჩევა და ტრეინინგი და სხვა.

კონტრაქტების ხელმოწერა, საზეიმო ვითარებაში გაიმართა თბილისში, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ ერთ-ერთ საკონფერენციო დარბაზში და ამ ცერემონიალს ესწრებოდნენ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები.

თუმცა, რაც შემდეგ მოხდა, არ იყო უცხო მაშინდელი ქართული რეალობისთვის: კონტრაქტების ხელმოწერიდან რამდენიმე თვეში, კერძოდ 2005 წლის დეკემბერში, ს.ს. „ფოთის გემთსაშენში“ შევარდა ფინანსური პოლიცია. როგორც სხვაგან ხდებოდა, აქაც მოხდა ოთხი თანამდებობის პირის დაპატიმრება და დაიწყო ინვესტორისთვის ქარხნის ჩამორთმევის პროცედურები. ასეთ პირობებში, მოწვეულმა უცხოელმა მენეჯერებმა, სასწრაფოდ დატოვეს ქვეყანა.

რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში, ს.ს. „ფოთის გემთსაშენმა“, Damen Shipyards-ის კონტრაქტების შესრულება ვეღარ შეძლო. სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა შეწყდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იმ დროს მიღებული პრაქტიკის თანახმად, საწარმოს მფლობელებს, რანდენიმე მილიონი გადაახდევინეს სრულიად უკანონოდ და თანხის გადახდის შემდეგ, გაანთავისუფლეს დაპატიმრებული პირები.

თუმცა, ამ პროცესებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ქარხნის ნავმისადგომები, სხვა, მათთვის მისაღებ კომპანიას გადასცეს, რითაც საწარმოს, გაუუქმეს ზღვაზე გასასვლელი, და ამით, საბოლოო წერტილი დაუსვეს საქართველოში გემთმშენებლობის და გემთშეკეთების არსებობას. ასეთი მიზანი და აზრები, შესაძლებელია დაბადებულიყო მხოლოდ ქვეყნისთვის მტრულად განწყობილ, ავადმყოფურ ტვინში...

აღნიშნული უკანონობის შესახებ, ახალი ხელისუფლების მიერ დაპირებული სამართლიანობის აღდგენის პირობებში, ს.ს. „ფოთის გემთსაშენის“ მაშინდელმა მფლობელებმა, საჩივარი შეიტანეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მაგრამ ისევე როგორც ყველა სხვა ანალოგიური საჩივარი, ესეც თაროზე არის შემოდებული უკვე მერემდენე წელიწადი...

რა თქმა უნდა, არავის დაუსჯია დამნაშავეები, რომლებმაც გარდა კერძო ბიზნესზე ზეწოლის და ფულის გამოძალვისა, ქვეყანას მრავალი წლით დაუკარგეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის გავითარების პერპექტივა.

დღეს, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სამანქანათმშენებლო დარგების, მათ შორის გემთმშენებლობისა და გემთშეკეთების განვითარება და ვფიქრობთ, რომ ეს თავიდან ბოლომდე აქვს გააზრებული საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. თუმცა, დღეს, გემთმშენებლობისა და გემთშეკეთების აღორძინებას დიდი ძალისხმევა და ფინანსები სჭირდება, რაც იოლი არ არის.

ჩვენი მხრიდან გვინდა ვუსურვოთ წარმატებები: რამდენიმე ასეთი საწარმოს შექმნა და ამუშავება, ხომ სუნთქვას დააწყებინებს ქვეყნის ეკონომიკას!!!

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის