პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აწუხებთ ყველაზე მეტად ჩვილი ბავშვების დედებს?
რა აწუხებთ ყველაზე მეტად ჩვილი ბავშვების დედებს?

რა აწუ­ხებთ ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩვი­ლი ბავ­შვე­ბის დე­დი­კო­ებს? რა არის პე­დი­ატრთან მი­მარ­თვის უხ­ში­რე­სი მი­ზე­ზი? კი­თხვას - რა­ტომ ტი­რის ჩემი შვი­ლი - ყვე­ლა­ზე ხში­რად 3 თვემ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი სვა­მენ. ტი­რი­ლის მი­ზე­ზი ამ ასაკ­ში, არის ნაწ­ლა­ვუ­რი კო­ლი­კა, ე.წ. „სამ­თვი­ან­თა კო­ლი­კა“ რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა შე­ტე­ვი­თი ხა­სი­ა­თის ტკი­ვი­ლით მუ­ცელ­ში. ტკი­ვილს იწ­ვევს ნაწ­ლა­ვის სპაზ­მი. იგი და­უ­ო­კე­ბე­ლი, უე­ცა­რი ტი­რი­ლით ვლინ­დე­ბა. შე­ტე­ვა ვი­თარ­დე­ბა ძი­რი­თა­დად დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ან ღა­მით, ერ­თსა და იმა­ვე დროს და გრძელ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ახა­სი­ა­თებს სა­ხის მკვეთ­რი წა­მო­წით­ლე­ბა, თუმ­ცა ცხვირ-ტუ­ჩის არე ფერ­მკრთა­ლია, მუ­ცე­ლი და­ჭი­მუ­ლი და შე­ბე­რი­ლია. ბავ­შვე­ბი გა­უ­ჩე­რებ­ლად ჭი­მა­ვენ და ხრი­ან ფე­ხებს მუ­ცელ­ზე მი­ჭე­რით, ტერ­ფე­ბი უცივ­დე­ბათ, ხე­ლის მტევ­ნებს მუშ­ტე­ბად კრა­ვენ. შე­ტე­ვა მთავ­რდე­ბა გა­ზე­ბის გა­მო­ყო­ფით ან დე­ფე­კა­ცი­ით, რის შემ­დე­გაც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლა­გა­მო­ფი­ტუ­ლებს ეძი­ნე­ბათ მშვი­დად და ხან­გრძლი­ვად.

კო­ლი­კის ეტი­ო­ლო­გია უც­ნო­ბია, თუმ­ცა ხში­რად შე­ტე­ვა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შიმ­შილ­თან, ან საკ­ვე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბულ მი­ღე­ბას­თან, სწრა­ფად გა­მო­წო­ვას­თან, რა­საც ახ­ლავს აერ­ო­ფა­გია - ეს კი იწ­ვევს ნაწ­ლა­ვის გა­და­ბერ­ვას. ხში­რად კო­ლი­კა ვი­თარ­დე­ბა ნაწ­ლა­ვუ­რი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის დროს. შე­ტე­ვე­ბი ხში­რად სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ვი­თარ­დე­ბა, ვვა­რა­უ­დობ, რომ ეს ძი­რი­თა­დად შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ოჯა­ხურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­საც. რო­გორც ბუ­ნებ­რივ ასე­ვე ხე­ლოვ­ნურ კვე­ბა­ზე მყო­ფი ბავ­შვე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბენ მშვიდ, სიყ­ვა­რუ­ლით და სით­ბო­თი გა­ჯე­რე­ბულ გა­რე­მოს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მათ უვი­თარ­დე­ბათ სტრე­სი, რო­მე­ლიც უფ­როს ბავ­შვებ­ში ძი­რი­თა­დად ღე­ბი­ნე­ბით ვლინ­დე­ბა, ხოლო ჩვი­ლებ­ში ნაწ­ლა­ვუ­რი კო­ლი­კით.

კო­ლი­კის დროს ბავ­შვს დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, ისი­ნი უმ­წე­ო­ე­ბი არი­ან და ვერ უმკლავ­დე­ბი­ან ამ ძლი­ერ ტკი­ვილს, ამ დროს სა­ჭი­როა მო­ვუ­ძებ­ნოთ ბავ­შვს მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­და­ვიყ­ვა­ნოთ ვერ­ტი­კა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ან გა­და­ვიწ­ვი­ნოთ მუც­ლით მუხ­ლზე, და­ვაწ­ვი­ნოთ შემთბარ ბა­ლიშ­ზე რათა გა­ვუთ­ბოთ მუ­ცე­ლი, რაც ხელს შე­უ­წყობს სპაზ­მის მოხ­სნას, გა­ვუ­კე­თოთ ოყნა ან რექ­ტა­ლუ­რი სან­თე­ლი. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც შე­ტე­ვა დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში და­მამ­შვი­დე­ბე­ლი და სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც კი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა (რა თქმა უნდა ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ით).

თუ ბავ­შვი ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზეა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია დე­დის კვე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა, ბავ­შვის­თვის მშვი­დი, პო­ზი­ტი­უ­რი და სტა­ბი­ლუ­რი ემო­ცი­უ­რი გა­რე­მოს შექ­მნა. მშობ­ლე­ბი ითხო­ვენ დახ­მა­რე­ბას, მათ უნ­დათ სცა­დონ უსაფრ­თხო გაზმდე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უხ­ვა­დაა ჩვენს ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე. მეც, ალ­ბათ ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ექი­მი, ვით­ვა­ლის­წი­ნებ მშობ­ლის თხოვ­ნას და ვცდი­ლობ შე­ვურ­ჩიო სი­მე­ტი­კო­ნი, რო­მე­ლიც შვე­ბას მო­უ­ტანს პა­ტა­რას. უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში კმა­ყო­ფი­ლი ვარ დი­ა­ლა­კის წვე­თე­ბით, სა­სი­ა­მოვ­ნო ბა­ნა­ნის არო­მა­ტით. ეს არის სი­ახ­ლე, რო­მელ­მაც მო­ა­ხერ­ხა მო­ვე­ხიბ­ლე და შე­მეც­ვა­ლა ჩემი მიდ­გო­მა.

ახალ­შო­ბილ­თა კო­ლი­კის (“სამ­თვი­ან­თა კო­ლი­კა”), აი­რე­ბის მო­მა­ტე­ბუ­ლი დაგ­რო­ვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის ფუნ­ქცი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბის (მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბა (მე­ტე­ო­რიზ­მი), მუც­ლის გა­დავ­სე­ბი­სა და ტკი­ვი­ლის დროს ახალ­შო­ბი­ლებ­ში და ჩვი­ლებ­ში მი­ი­ღე­ბა 25 წვე­თი (1 მლ) ყო­ვე­ლი კვე­ბის დროს. შე­გიძ­ლი­ათ და­უ­მა­ტოთ ბავ­შვის საკ­ვებს ბოთ­ლში ან მის­ცეთ პა­ტა­რას ძუ­ძუ­თი კვე­ბის წინ ან შემ­დეგ (კოვ­ზით ან საწ­ვე­თუ­რით). სა­ჭი­რო­ე­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა დი­ა­ლა­კის წვე­თე­ბის მი­ღე­ბა ძი­ლის წი­ნაც.

ექი­მი პე­დი­ატ­რი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი

R

vzlom kiber
0

uxmesi madloba rac aq weria eg jirs chem chvils 3 tvisa 

 

ავტორი:

რა აწუხებთ ყველაზე მეტად ჩვილი ბავშვების დედებს?

რა აწუხებთ ყველაზე მეტად ჩვილი ბავშვების დედებს?

რა აწუხებთ ყველაზე მეტად ჩვილი ბავშვების დედიკოებს? რა არის პედიატრთან მიმართვის უხშირესი მიზეზი? კითხვას - რატომ ტირის ჩემი შვილი - ყველაზე ხშირად 3 თვემდე ასაკის ბავშვების მშობლები სვამენ. ტირილის მიზეზი ამ ასაკში, არის ნაწლავური კოლიკა, ე.წ. „სამთვიანთა კოლიკა“ რომელიც გამოიხატება შეტევითი ხასიათის ტკივილით მუცელში. ტკივილს იწვევს ნაწლავის სპაზმი. იგი დაუოკებელი, უეცარი ტირილით ვლინდება. შეტევა ვითარდება ძირითადად დღის მეორე ნახევარში ან ღამით, ერთსა და იმავე დროს და გრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში. ახასიათებს სახის მკვეთრი წამოწითლება, თუმცა ცხვირ-ტუჩის არე ფერმკრთალია, მუცელი დაჭიმული და შებერილია. ბავშვები გაუჩერებლად ჭიმავენ და ხრიან ფეხებს მუცელზე მიჭერით, ტერფები უცივდებათ, ხელის მტევნებს მუშტებად კრავენ. შეტევა მთავრდება გაზების გამოყოფით ან დეფეკაციით, რის შემდეგაც უმეტეს შემთხვევაში ძალაგამოფიტულებს ეძინებათ მშვიდად და ხანგრძლივად.

კოლიკის ეტიოლოგია უცნობია, თუმცა ხშირად შეტევა დაკავშირებულია შიმშილთან, ან საკვების გადაჭარბებულ მიღებასთან, სწრაფად გამოწოვასთან, რასაც ახლავს აეროფაგია - ეს კი იწვევს ნაწლავის გადაბერვას. ხშირად კოლიკა ვითარდება ნაწლავური ალერგიული რეაქციების დროს. შეტევები ხშირად საღამოს საათებში ვითარდება, ვვარაუდობ, რომ ეს ძირითადად შეიძლება უკავშირდებოდეს ოჯახურ სიტუაციებსაც. როგორც ბუნებრივ ასევე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები საჭიროებენ მშვიდ, სიყვარულით და სითბოთი გაჯერებულ გარემოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უვითარდებათ სტრესი, რომელიც უფროს ბავშვებში ძირითადად ღებინებით ვლინდება, ხოლო ჩვილებში ნაწლავური კოლიკით.

კოლიკის დროს ბავშვს დახმარება ესაჭიროება, ისინი უმწეოები არიან და ვერ უმკლავდებიან ამ ძლიერ ტკივილს, ამ დროს საჭიროა მოვუძებნოთ ბავშვს მათთვის სასურველი მდგომარეობა, გადავიყვანოთ ვერტიკალურ მდგომარეობაში ან გადავიწვინოთ მუცლით მუხლზე, დავაწვინოთ შემთბარ ბალიშზე რათა გავუთბოთ მუცელი, რაც ხელს შეუწყობს სპაზმის მოხსნას, გავუკეთოთ ოყნა ან რექტალური სანთელი. არის შემთხვევები, როდესაც შეტევა დიდხანს გრძელდება, ასეთ შემთხვევაში დამამშვიდებელი და საძილე საშუალებებიც კი გამოიყენება (რა თქმა უნდა ექიმის რეკომენდაციით).

თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, აუცილებელია დედის კვების მოწესრიგება, ბავშვისთვის მშვიდი, პოზიტიური და სტაბილური ემოციური გარემოს შექმნა. მშობლები ითხოვენ დახმარებას, მათ უნდათ სცადონ უსაფრთხო გაზმდენი საშუალებები, რომლებიც უხვადაა ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე. მეც, ალბათ ისევე როგორც ყველა ექიმი, ვითვალისწინებ მშობლის თხოვნას და ვცდილობ შევურჩიო სიმეტიკონი, რომელიც შვებას მოუტანს პატარას. უკანასკნელ პერიოდში კმაყოფილი ვარ დიალაკის წვეთებით, სასიამოვნო ბანანის არომატით. ეს არის სიახლე, რომელმაც მოახერხა მოვეხიბლე და შემეცვალა ჩემი მიდგომა.

ახალშობილთა კოლიკის (“სამთვიანთა კოლიკა”), აირების მომატებული დაგროვებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების (მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი), მუცლის გადავსებისა და ტკივილის დროს ახალშობილებში და ჩვილებში მიიღება 25 წვეთი (1 მლ) ყოველი კვების დროს. შეგიძლიათ დაუმატოთ ბავშვის საკვებს ბოთლში ან მისცეთ პატარას ძუძუთი კვების წინ ან შემდეგ (კოვზით ან საწვეთურით). საჭიროებისას შეიძლება დიალაკის წვეთების მიღება ძილის წინაც.

ექიმი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი

R