Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი ლექტორობას უბრუნდება
გიორგი მარგველაშვილი ლექტორობას უბრუნდება

სა­ქარ­თვე­ლოს მე-4 პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი GIPA-ში სა­ლექ­ციო კურსს წა­ი­კი­თხავს თე­მა­ზე "პო­ლი­ტი­კა". კურ­სის მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტებს გა­აც­ნოს პო­ლი­ტი­კის თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი ას­პექ­ტე­ბი; გა­ათ­ვით­ცნო­ბი­ე­როს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში და პო­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცე­სის გან­სხვა­ვე­ბულ ას­პექ­ტებ­ში, მათ შო­რის: ფი­ლო­სო­ფია, ის­ტო­რია, ეკო­ნო­მი­კა, სო­ცი­ო­ლო­გია, პო­ლი­ტო­ლო­გია, მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მე­თო­დე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრინ­ცი­პე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და სხვა.

კურ­სზე გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა ინ­დი­ვი­დის როლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის, თა­ნას­წო­რო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ძალ­თა ბა­ლან­სი­სა და გა­და­ნა­წი­ლე­ბის, მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ეროვ­ნუ­ლი მთლი­ა­ნო­ბის, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის, კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლიზ­მის, ეროვ­ნუ­ლი მე­დე­გო­ბის და სხვა სა­კი­თხე­ბი.

პა­რა­ლე­ლუ­რად, სის­ტე­მურ რე­ჟიმ­ში მოხ­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის ანა­ლი­ზი და შე­ფა­სე­ბა.

რო­გორც GIPA-ში აცხა­დე­ბენ, კურ­სზე ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია და შე­ად­გენს 25 სტუ­დენტს. სტუ­დენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა მოხ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით. შევ­სე­ბუ­ლი სა­რე­გის­ტრა­ციო ფორ­მა უნდა გა­და­იგ­ზავ­ნოს 30 იან­ვრამ­დე, მი­სა­მარ­თზე: gipa.elective@gipa.ge

შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბია: 50% GPA და 50% სა­აპ­ლი­კა­ციო გა­ნა­ცხა­დის შე­ფა­სე­ბა. კურ­სზე შერ­ჩე­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი შე­სა­ბა­მის შე­ტყო­ბი­ნე­ბას მი­ი­ღე­ბენ 1 თე­ბერ­ვალს.

ავტორი:

გიორგი მარგველაშვილი ლექტორობას უბრუნდება

გიორგი მარგველაშვილი ლექტორობას უბრუნდება

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი GIPA-ში სალექციო კურსს წაიკითხავს თემაზე "პოლიტიკა". კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები; გაათვითცნობიეროს ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკური აზროვნების ფორმირების პროცესის განსხვავებულ ასპექტებში, მათ შორის: ფილოსოფია, ისტორია, ეკონომიკა, სოციოლოგია, პოლიტოლოგია, მასობრივი კომუნიკაციის მეთოდები, საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპები, საზოგადოებრივი შეხედულებები და სხვა.

კურსზე განხილული იქნება ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა ინდივიდის როლი საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესის ფორმირების პროცესში, სამართლიანობის, თანასწორობის, თავისუფლების, ძალთა ბალანსისა და გადანაწილების, მასობრივი კომუნიკაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული მთლიანობის, მრავალფეროვნების შენარჩუნების, კონსტიტუციონალიზმის, ეროვნული მედეგობის და სხვა საკითხები.

პარალელურად, სისტემურ რეჟიმში მოხდება მიმდინარე პოლიტიკური ვითარების ანალიზი და შეფასება.

როგორც GIPA-ში აცხადებენ, კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს 25 სტუდენტს. სტუდენტების შერჩევა მოხდება განცხადებებზე დაყრდნობით. შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გადაიგზავნოს 30 იანვრამდე, მისამართზე: gipa.elective@gipa.ge

შერჩევის კრიტერიუმებია: 50% GPA და 50% სააპლიკაციო განაცხადის შეფასება. კურსზე შერჩეული სტუდენტები შესაბამის შეტყობინებას მიიღებენ 1 თებერვალს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ