მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განახლდება თუ არა ხვალიდან სწავლა
განახლდება თუ არა ხვალიდან სწავლა

დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი მცირ­დე­ბა, წი­თე­ლა­სი კი 2 კვი­რა­ში გა­ორ­მაგ­და, დღის ბო­ლოს­თვის უწყე­ბას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ექ­ნე­ბა, რო­მელ­ზეც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლე­ბენ.

მი­ნის­ტრის თქმით, რო­გორც წესი, წი­თე­ლას და­ა­ვა­დე­ბის ასეთ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცია არ არის, რად­გა­ნაც გრი­პის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის სხვა სპე­ცი­ფი­კით ხა­სი­ათ­დე­ბა.

„იზო­მე­ბა ხოლ­მე, რამ­დენ პრო­ცენ­ტშია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი - კონ­კრე­ტულ სკო­ლა­ში ბავ­შვე­ბის მე­სა­მე­დი არ უნდა და­დი­ო­დეს იმი­სათ­ვის, რომ ამ კონ­კრე­ტულ სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის 4-5 დღის გა­და­დე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყოს მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი მცირ­დე­ბა, წი­თე­ლა­სი კი 2 კვი­რა­ში გა­ორ­მაგ­და, დღის ბო­ლოს­თვის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გვექ­ნე­ბა, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვახ­სე­ნებთ”, - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

დღე დი­ლით კი სწავ­ლის და­წყე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს სთხოვს, სწავ­ლის პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე, შე­ნო­ბე­ბი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყონ.

„21 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გა­ნახ­ლდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო კი­დევ ერთხელ მი­მარ­თავს რე­კო­მენ­და­ცი­ით სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, სწავ­ლის პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე, შე­ნო­ბე­ბი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყონ.

ამას­თა­ნა­ვე, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, სის­ტე­მა­ტუ­რად და­იც­ვან სრუ­ლი სი­სუფ­თა­ვე, და­ლაგ­დეს სვე­ლი წე­სით საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი და დე­რეფ­ნე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი ხსნა­რე­ბით გა­იწ­მინ­დოს მერ­ხე­ბი, სკა­მე­ბი და სას­კო­ლო ინ­ვენ­ტა­რი. სკო­ლებ­მა უზ­რუნ­ველ­ყონ სკო­ლის ექი­მე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას და და­იც­ვან ყვე­ლა ის რე­კო­მენ­და­ცია, რაც და­ა­ვა­დე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და რო­მელ­საც ჯან­დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი გას­ცემს“, - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

1-ელი იან­ვრი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­თე­ლას 335 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი იმე­რეთ­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში, კა­ხეთ­სა და თბი­ლის­შია. ამას­თან, წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა ყვე­ლას­თვის უფა­სო გახ­დე­ბა.

ავტორი:

განახლდება თუ არა ხვალიდან სწავლა

განახლდება თუ არა ხვალიდან სწავლა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ გრიპის შემთხვევები მცირდება, წითელასი კი 2 კვირაში გაორმაგდა, დღის ბოლოსთვის უწყებას განათლების სამინისტროსთან შემაჯამებელი კონსულტაციები ექნება, რომელზეც სასწავლო პროცესის განახლების საკითხზე იმსჯელებენ.

მინისტრის თქმით, როგორც წესი, წითელას დაავადების ასეთ რაოდენობაზე სასწავლო პროცესის შეჩერების რეკომენდაცია არ არის, რადგანაც გრიპისგან განსხვავებით, ის სხვა სპეციფიკით ხასიათდება.

„იზომება ხოლმე, რამდენ პროცენტშია გავრცელებული - კონკრეტულ სკოლაში ბავშვების მესამედი არ უნდა დადიოდეს იმისათვის, რომ ამ კონკრეტულ სკოლაში სასწავლო პროცესის 4-5 დღის გადადების გადაწყვეტილება იყოს მიღებული, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გრიპის შემთხვევები მცირდება, წითელასი კი 2 კვირაში გაორმაგდა, დღის ბოლოსთვის განათლების სამინისტროსთან შემაჯამებელი კონსულტაციები გვექნება, რომელსაც საზოგადოებას მოვახსენებთ”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღე დილით კი სწავლის დაწყების შესახებ განცხადება განათლების სამინისტრომ გაავრცელა. უწყება სასწავლო დაწესებულებებს სთხოვს, სწავლის პროცესის დაწყებამდე, შენობები სადეზინფექციო სამუშაოებით უზრუნველყონ.

„21 იანვარს საქართველოში სასწავლო პროცესი განახლდება. შესაბამისად, ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით სასწავლო დაწესებულებებს, სწავლის პროცესის დაწყებამდე, შენობები სადეზინფექციო სამუშაოებით უზრუნველყონ.

ამასთანავე, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სისტემატურად დაიცვან სრული სისუფთავე, დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. სკოლებმა უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან აცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

1-ელი იანვრიდან დღემდე საქართველოში წითელას 335 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების გავრცელების არეალი იმერეთში, სამეგრელოში, კახეთსა და თბილისშია. ამასთან, წითელას საწინააღმდეგო აცრა ყველასთვის უფასო გახდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ