Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 2018 წელს აჯამებს
კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 2018 წელს აჯამებს

კომ­პა­ნია „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ 2018 წელს აჯა­მებს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კომ­პა­ნი­ი­დან აც­ნო­ბეს, „თე­გე­ტა მო­ტორ­სმა 2018 წელი ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ბაზ­რის ლი­დე­რის სტა­ტუ­სით და­ხუ­რა.

„ჰოლ­დინ­გი აერ­თი­ა­ნებს 5 შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ას: შპს „თე­გე­ტა თრაქ ენდ ბასს“, შპს „თე­გე­ტა ქონსთრაქ­შენ ექ­ვიფ­მენთს“, შპს „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“, შპს „თე­გე­ტა პრე­მი­უმ ვი­ი­ქელს“ და შპს „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ას“. მიმ­დი­ნა­რე წელს „თე­გე­ტა მო­ტორ­სმა“ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა C ტი­პის ინ­სპექ­ტი­რე­ბის გარე სა­კონ­ტრო­ლო აუ­დი­ტი, კომ­პა­ნი­ამ და­ნერ­გა შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის და ჯან­მრთე­ლო­ბის მარ­თვის (ISO 18001:2007) და გა­რე­მოს დაც­ვის მე­ნე­ჯმენ­ტის (ISO 14001:2015) სის­ტე­მე­ბი, ასე­ვე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა ხა­რის­ხის მე­ნე­ჯმენ­ტის სის­ტე­მის კუ­თხით გარე სა­კონ­ტრო­ლო აუ­დიტ­ზე.

„თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ გახ­და პირ­ვე­ლი კომ­პა­ნია ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის სფე­რო­დან კავ­კა­სი­ა­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, რო­მელ­მაც შეძ­ლო Fitch-ის რე­ი­ტინ­გის მო­პო­ვე­ბა. კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის სრულ­ყო­ფის მიზ­ნით, „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ თა­ნამ­შრომ­ლობს მსოფ­ლიო ბან­კის ჯგუ­ფის წევრ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო კორ­პო­რა­ცი­ას­თან (IFC). პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია მოხ­დეს არ­სე­ბუ­ლი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მარ­თვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

კომ­პა­ნი­ამ გა­ა­ფორ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მე­ბი მსხვილ მწარ­მო­ებ­ლებ­თან და მათი ოფი­ცი­ა­ლუ­რი რი­თე­ილ პარტნი­ო­რი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ პორ­ტფელს და­ე­მა­ტა 40-მდე წამ­ყვა­ნი ბრენ­დი მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო ავ­ტო­სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბის, აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის, სა­ბუ­რა­ვე­ბის, ზე­თე­ბის და სპეც. ტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„თე­გე­ტა მო­ტორ­სმა“ ბა­ქო­ში გახ­სნა მე­სა­მე ფი­ლი­ა­ლი. 2018 წელს კომ­პა­ნია მო­ემ­სა­ხუ­რა 250 000 სა­ცა­ლო, 3 700 სა­ბი­თუ­მო და 35 500 კორ­პო­რა­ტი­ულ მომ­ხმა­რე­ბელს. „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ დღე­ი­სათ­ვის 23 ფი­ლი­ა­ლით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, მისი სერ­ვის ცენ­ტრე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა დახ­ვე­წი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბით და ავ­ტო­სერ­ვი­სის თა­ნა­მედ­რო­ვე და­ნად­გა­რე­ბით.

კომ­პა­ნი­ა­ში 1 500-ზე მეტი კად­რია და­საქ­მე­ბუ­ლი, აქე­დან 2018 წლის პე­რი­ოდ­ში 450 ახა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ე­მა­ტა, მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის“ კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. „თე­გე­ტა აკა­დე­მია“ 2013 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და არის უნი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლო პლატ­ფორ­მა, აკა­დე­მი­ის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა შედ­გე­ნი­ლია ევ­რო­პა­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მო­დე­ლის მი­ხედ­ვით და გუ­ლის­ხმობს სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სწავ­ლე­ბას. სას­წავ­ლო ცენ­ტრ „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის“ მი­ზა­ნია ქვე­ყა­ნა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა და მათი შემ­დგო­მი და­საქ­მე­ბა. აკა­დე­მია მიმ­დი­ნა­რე წელს გეგ­მავს პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­ღე­ბას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იქნა სას­წავ­ლო პროგ­რა­მა - ელექტრო და ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მე­ბის შე­კე­თე­ბა, კურ­სის ხან­გრძლი­ვო­ბა შე­ად­გენს 1 წე­ლი­წადს და 8 თვეს. აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მა­ზე მსურ­ველ­თა მი­ღე­ბა იგეგ­მე­ბა გა­ზა­ფხუ­ლის სე­მესტრზე (აპ­რი­ლი-მა­ი­სი). ამავდრო­უ­ლად აკა­დე­მია გა­აგ­რძე­ლებს მოკ­ლე სა­სერ­თი­ფი­კა­ტო კურ­სებს.

„თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ დღე­ი­სათ­ვის ქ. ბა­თუმ­ში ფლობს 2 ფი­ლი­ალს, გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფი­ლი­ა­ლე­ბის მას­შტა­ბი ვე­ღარ უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­თა­ნა­დო გამ­ტა­რო­ბას და მი­ღე­ბუ­ლი იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 2019 წელს კი­დევ ერთი მულ­ტიბ­რენ­დუ­ლი მე­ხუ­თე კა­ტე­გო­რი­ის ფი­ლი­ა­ლის გახ­სნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც მსუ­ბუქ, ასე­ვე სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლებს და სპეც. ტექ­ნი­კას. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ბა­თუმ­ში პირ­ვე­ლად გა­იხ­სნე­ბა ტექ­ნი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბის ცენ­ტრი „თე­გე­ტა აკა­დე­მია“, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სფე­რო­ში მი­ი­ღონ თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნა.

„თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ წარ­მო­ად­გენს Porsche-ს, Mazda-ს, Toyota-ს, MAN-ს და JCB-ის ბრენ­დებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრენ­დე­ბი არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი აჭა­რის რე­გი­ონ­ში, ბა­თუ­მის პრო­ექ­ტი კი კომ­პა­ნი­ას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრენ­დე­ბი წარ­მო­ად­გი­ნოს თბი­ლი­სის შემ­დეგ უკვე ბა­თუმ­შიც, პრო­ექ­ტში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ე­ბი რო­გორც მსუ­ბუ­ქი, ისე სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის და სპეც. ტექ­ნი­კის­თვის.

„თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას და­მა­ტე­ბი­თი სერ­ვი­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია გარ­კვე­ულ­წი­ლად თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის მო­თხოვ­ნაა, თე­გე­ტას აპ­ლი­კა­ცია შე­იქ­მნა ყვე­ლა უახ­ლე­სი სტან­დარ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ის უზ­რუნ­ველ­ყოფს ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი პლატ­ფორ­მის შექ­მნას, სა­დაც თე­გე­ტას ყვე­ლა ციფ­რუ­ლი სერ­ვი­სი და ინ­ფორ­მა­ცი­აა თავ­მოყ­რი­ლი, მომ­ხმა­რე­ბე­ლი მარ­ტი­ვი რე­გის­ტრა­ცი­ით იღებს წვდო­მას თე­გე­ტას ყვე­ლა სერ­ვის­ზე. თე­გე­ტას მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია თე­გე­ტას სერ­ვის ცენ­ტრში წი­ნას­წა­რი რე­ზერ­ვა­ცი­ის გავ­ლა, აქ­ცი­ე­ბის და ფას­დაკ­ლე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, სა­სურ­ვე­ლი ფი­ლი­ა­ლის მო­ძებ­ნა და მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ღე­ბა, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის და­მა­ტე­ბა და მი­ღე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის ის­ტო­რი­ის შე­ნახ­ვა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აპ­ლი­კა­ცი­ა­ში მომ­ხმა­რებ­ლის პი­რა­დი გვერ­დი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ნე­ბის­მი­ე­რი და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ვი­ზი­ტო­რი მის მიერ თე­გე­ტა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა ტრან­ზაქ­ცი­ის, მი­ღე­ბუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბის და თე­გე­ტა ქარ­დზე დაგ­რო­ვი­ლი ქუ­ლე­ბის შე­სა­ხებ მი­ი­ღებს დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბის და­მა­ტე­ბას, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის და თე­გე­ტა კომ­ფორ­ტის ინ­ტეგ­რა­ცია.

„თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ 1995 წლი­დან საქ­მი­ა­ნობს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე და 23 წე­ლია მუდ­მი­ვად ინარ­ჩუ­ნებს ავ­ტო­ინ­დუსტრი­ა­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას. თე­გე­ტას ფი­ლი­ა­ლებ­ში შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი 300-მდე ბრენ­დის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცია, რო­გო­რე­ბიც გახ­ლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა“, - ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

NS

ავტორი:

კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 2018 წელს აჯამებს

კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 2018 წელს აჯამებს

კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 2018 წელს აჯამებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, „თეგეტა მოტორსმა 2018 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა.

„ჰოლდინგი აერთიანებს 5 შვილობილ კომპანიას: შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“, შპს „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“, შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“, შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“ და შპს „თეგეტა აკადემიას“. მიმდინარე წელს „თეგეტა მოტორსმა“ წარმატებით გაიარა C ტიპის ინსპექტირების გარე საკონტროლო აუდიტი, კომპანიამ დანერგა შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის მართვის (ISO 18001:2007) და გარემოს დაცვის მენეჯმენტის (ISO 14001:2015) სისტემები, ასევე დაიწყო მუშაობა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის კუთხით გარე საკონტროლო აუდიტზე.

„თეგეტა მოტორსი“ გახდა პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო Fitch-ის რეიტინგის მოპოვება. კორპორაციული მმართველობის სრულყოფის მიზნით, „თეგეტა მოტორსი“ თანამშრომლობს მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC). პროექტის მიზანია მოხდეს არსებული კორპორაციული მართვის გაუმჯობესება მსოფლიოში საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით.

კომპანიამ გააფორმა მნიშვნელოვანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მსხვილ მწარმოებლებთან და მათი ოფიციალური რითეილ პარტნიორი გახდა საქართველოში. „თეგეტა მოტორსის“ პორტფელს დაემატა 40-მდე წამყვანი ბრენდი მსუბუქი და სატვირთო ავტოსათადარიგო ნაწილების, აკუმულატორების, საბურავების, ზეთების და სპეც. ტექნიკის მიმართულებით.

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში გახსნა მესამე ფილიალი. 2018 წელს კომპანია მოემსახურა 250 000 საცალო, 3 700 საბითუმო და 35 500 კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტა მოტორსი“ დღეისათვის 23 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი სერვის ცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებით და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით.

კომპანიაში 1 500-ზე მეტი კადრია დასაქმებული, აქედან 2018 წლის პერიოდში 450 ახალი თანამშრომელი დაემატა, მათ უმრავლესობას „თეგეტა აკადემიის“ კურსდამთავრებულები წარმოადგენენ. „თეგეტა აკადემია“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სასწავლო ცენტრ „თეგეტა აკადემიის“ მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ავტომომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება. აკადემია მიმდინარე წელს გეგმავს პროფესიული კოლეჯის ავტორიზაციის მიღებას, რომლის ფარგლებშიც შემუშავებული იქნა სასწავლო პროგრამა - ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება, კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 წელიწადს და 8 თვეს. აღნიშნულ პროგრამაზე მსურველთა მიღება იგეგმება გაზაფხულის სემესტრზე (აპრილი-მაისი). ამავდროულად აკადემია გააგრძელებს მოკლე სასერთიფიკატო კურსებს.

„თეგეტა მოტორსი“ დღეისათვის ქ. ბათუმში ფლობს 2 ფილიალს, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ფილიალების მასშტაბი ვეღარ უზრუნველყოფს სათანადო გამტარობას და მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2019 წელს კიდევ ერთი მულტიბრენდული მეხუთე კატეგორიის ფილიალის გახსნის შესახებ, რომელიც მოემსახურება როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ავტომობილებს და სპეც. ტექნიკას. პროექტის ფარგლებში ბათუმში პირველად გაიხსნება ტექნიკური მომზადების ცენტრი „თეგეტა აკადემია“, რომელიც დაინტერესებულ პირებს მისცემს საშუალებას საავტომობილო სფეროში მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

„თეგეტა მოტორსი“ წარმოადგენს Porsche-ს, Mazda-ს, Toyota-ს, MAN-ს და JCB-ის ბრენდებს საქართველოში, აღნიშნული ბრენდები არ არის წარმოდგენილი აჭარის რეგიონში, ბათუმის პროექტი კი კომპანიას საშუალებას მისცემს აღნიშნული ბრენდები წარმოადგინოს თბილისის შემდეგ უკვე ბათუმშიც, პროექტში გათვალისწინებულია საგამოფენო სივრცეები როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილების და სპეც. ტექნიკისთვის.

„თეგეტა მოტორსი“ აგრძელებს მუშაობას დამატებითი სერვისების მიმართულებით. მობილური აპლიკაცია გარკვეულწილად თანამედროვეობის მოთხოვნაა, თეგეტას აპლიკაცია შეიქმნა ყველა უახლესი სტანდარტის გათვალისწინებით. ის უზრუნველყოფს ცენტრალიზებული პლატფორმის შექმნას, სადაც თეგეტას ყველა ციფრული სერვისი და ინფორმაციაა თავმოყრილი, მომხმარებელი მარტივი რეგისტრაციით იღებს წვდომას თეგეტას ყველა სერვისზე. თეგეტას მობილური აპლიკაციის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია თეგეტას სერვის ცენტრში წინასწარი რეზერვაციის გავლა, აქციების და ფასდაკლებების მონიტორინგი, სასურველი ფილიალის მოძებნა და მიმართულების მიღება, ავტომობილების დამატება და მიღებული სერვისების ისტორიის შენახვა. მნიშვნელოვანია აპლიკაციაში მომხმარებლის პირადი გვერდი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი დარეგისტრირებული ვიზიტორი მის მიერ თეგეტაში განხორციელებული ყველა ტრანზაქციის, მიღებული ფასდაკლების და თეგეტა ქარდზე დაგროვილი ქულების შესახებ მიიღებს დეტალურ ინფორმაციას. სამომავლო გეგმები ითვალისწინებს აპლიკაციაში ინოვაციური პროდუქტების დამატებას, როგორიცაა მაგალითად ონლაინ მაღაზიის და თეგეტა კომფორტის ინტეგრაცია.

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. თეგეტას ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი