Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"112" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
"112" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შე­დე­გად გაზ­რდი­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის გამო, „112“ მუ­შა­ო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზეა გა­და­სუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გა­ი­ზარ­და ცენ­ტრის ოპე­რა­ტო­რე­ბი­სა და დის­პეტ­ჩე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ცვლა­ში ნაც­ვლად 40 ადა­მი­ა­ნი­სა, 70 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრი "112", მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებს მო­ქა­ლა­ქე­თა შე­ტყო­ბი­ნე­ბებს და ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­დას­ცემს შე­სა­ბა­მის სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რებს: თბი­ლი­სი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრებს, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­სა და სა­ხან­ძრო/სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს.

ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შე­დე­გად, გაზ­რდი­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის გამო, შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის უწყვეტ რე­ჟიმ­ში მი­ღე­ბის­თვის და მათი შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­ცე­მის მიზ­ნით, "112" მუ­შა­ო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზეა გა­და­სუ­ლი. გა­ი­ზარ­და ცენ­ტრის ოპე­რა­ტო­რე­ბი­სა და დის­პეტ­ჩე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ცვლა­ში ნაც­ვლად 40 ადა­მი­ა­ნი­სა 70 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს, რაც შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის და­ყოვ­ნე­ბის გა­რე­შე მი­ღე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

"112", ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ასე­ვე ახორ­ცი­ე­ლებს ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ოჯა­ხის ექი­მებ­თან შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გა­და­ცე­მას.

შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "112" მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ მხო­ლოდ გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ძა­ხონ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, სხვა შემ­თხვე­ვებ­ში კი მი­მარ­თოთ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ ცენ­ტრებ­სა და ოჯა­ხის ექი­მებს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"112" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

"112" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გავრცელების შედეგად გაზრდილი მომართვიანობის გამო, „112“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გაიზარდა ცენტრის ოპერატორებისა და დისპეტჩერების რაოდენობა და ცვლაში ნაცვლად 40 ადამიანისა, 70 ადამიანი მუშაობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი "112", მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში იღებს მოქალაქეთა შეტყობინებებს და ოპერატიულად გადასცემს შესაბამის საგანგებო სამსახურებს: თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს.

ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გავრცელების შედეგად, გაზრდილი მომართვიანობის გამო, შეტყობინებების უწყვეტ რეჟიმში მიღებისთვის და მათი შესაბამისი სამსახურებისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის მიზნით, "112" მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. გაიზარდა ცენტრის ოპერატორებისა და დისპეტჩერების რაოდენობა და ცვლაში ნაცვლად 40 ადამიანისა 70 ადამიანი მუშაობს, რაც შეტყობინებების დაყოვნების გარეშე მიღებას უზრუნველყოფს.

"112", ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ასევე ახორციელებს ვირუსული ინფექციების შესახებ ოჯახის ექიმებთან შეტყობინებების გადაცემას.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, "112" მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სხვა შემთხვევებში კი მიმართოთ ამბულატორიულ ცენტრებსა და ოჯახის ექიმებს", - ნათქვამია განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ