მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიგარეტი გაძვირდა
სიგარეტი გაძვირდა

სი­გა­რე­ტი უკვე გაძ­ვირ­და. რო­გორც თამ­ბა­ქოს სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ჯი­ხუ­რებ­ში „ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს“ უთხრეს, სხვა­დას­ხვა სა­ხის თამ­ბა­ქო­ზე ფასი სა­შუ­ა­ლოდ 50 თეთ­რით გა­ი­ზარ­და.

მა­გა­ლი­თად, ერთი კო­ლო­ფი ”ვინ­სტო­ნი” 4.30 ლა­რი­დან 4.80 ლა­რამ­დე გაძ­ვირ­და. ასე­ვე 50 თეთ­რით არის გაძ­ვი­რე­ბუ­ლი ”ქე­მე­ლი”, რომ­ლის ფას­მა 4 ლა­რი­დან 4.50 ლა­რამ­დე მო­ი­მა­ტა; კო­ლო­ფი „მაგ­ნას“ ფასი კი 4.20 ლა­რია, მა­შინ როცა რამ­დე­ნი­მე დღის წინ 3.70 ლარი ღირ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში“შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით 1-ელი იან­ვრი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ ფილტრი­ან სი­გა­რეტ­ზე ად­ვა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დი გა­ი­ზარ­და. რაც ნიშ­ნავს, რომ ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად კომ­პა­ნი­ებს კო­ლო­ფის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 10%-ს ნაც­ვლად სა­ხელ­მწი­ფოს­თვის 30%-ის გა­დახ­და უწევთ. სწო­რედ ამ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯერ კი­დევ გა­სულ წელს სა­უბ­რობ­დნენ, რომ სი­გა­რეტ­ზე ფასი გა­იზ­რდე­ბო­და.

გარ­და ამი­სა, 1-ლი იან­ვრი­დან აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თი გა­თა­ნაბრდა ფილტრი­ან და უფილტრო სი­გა­რეტ­ზე და 20 ღერ­ზე 1.7 ლარი გახ­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცვლი­ლე­ბამ­დე, კო­ლოფ ფილტრი­ან სი­გა­რეტ­ზე აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თი ერთი ლარი და 70 თეთ­რი, ხოლო უფილტრო­ზე 60 თეთ­რი იყო. აღ­ნიშ­ნულ სხვა­ო­ბას კი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ ხარ­ვე­ზად მი­იჩ­ნევ­დნენ, რო­მე­ლიც თამ­ბა­ქოს ბიზ­ნესს აძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას ფილტრი­ა­ნი სი­გა­რე­ტი უფილტროდ გა­ე­სა­ღე­ბი­ნა, რის გა­მოც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 45-50 მი­ლი­ონ ლარს კარ­გავ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო: სი­გა­რე­ტი გაძ­ვირ­და, თამ­ბა­ქო­ზე ფასი სა­შუ­ა­ლოდ 50 თეთ­რით გა­ი­ზარ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

სიგარეტი გაძვირდა

სიგარეტი გაძვირდა

სიგარეტი უკვე გაძვირდა. როგორც თამბაქოს სარეალიზაციო ჯიხურებში „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრეს, სხვადასხვა სახის თამბაქოზე ფასი საშუალოდ 50 თეთრით გაიზარდა.

მაგალითად, ერთი კოლოფი ”ვინსტონი” 4.30 ლარიდან 4.80 ლარამდე გაძვირდა. ასევე 50 თეთრით არის გაძვირებული ”ქემელი”, რომლის ფასმა 4 ლარიდან 4.50 ლარამდე მოიმატა; კოლოფი „მაგნას“ ფასი კი 4.20 ლარია, მაშინ როცა რამდენიმე დღის წინ 3.70 ლარი ღირდა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მიწურულს საგადასახადო კოდექსში“შესული ცვლილებებით 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა. რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ს ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. სწორედ ამ ცვლილებების შედეგად, ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდნენ, რომ სიგარეტზე ფასი გაიზრდებოდა.

გარდა ამისა, 1-ლი იანვრიდან აქციზის განაკვეთი გათანაბრდა ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე და 20 ღერზე 1.7 ლარი გახდა. შეგახსენებთ, რომ ცვლილებამდე, კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ერთი ლარი და 70 თეთრი, ხოლო უფილტროზე 60 თეთრი იყო. აღნიშნულ სხვაობას კი სპეციალისტები კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზად მიიჩნევდნენ, რომელიც თამბაქოს ბიზნესს აძლევდა საშუალებას ფილტრიანი სიგარეტი უფილტროდ გაესაღებინა, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით 45-50 მილიონ ლარს კარგავდა.

იხილეთ ვიდეო: სიგარეტი გაძვირდა, თამბაქოზე ფასი საშუალოდ 50 თეთრით გაიზარდა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ