მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოჰყვა
მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოჰყვა

ყვა­რელ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე და­შავ­და. შემ­თხვე­ვა გუ­შინ მოხ­და. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს 12 ნეკ­ნი აქვს მო­ტე­ხი­ლი. მა­თი­ვე თქმით, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა და მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სა. კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის თქმით, გი­ორ­გა­ძეს გულ­მკერ­დის და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მა აღე­ნიშ­ნე­ბო­და და მას ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რა­რე­ბა გა­ე­წია. "გუ­შინ, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში შე­მო­იყ­ვა­ნეს პა­ცი­ნე­ტი მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე, გულ­მკერ­დის და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მით, რამე გარ­თუ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ ყო­ფი­ლა. არც რამე სა­ხის ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებ­და. ჩვენ არ მოგ­ვი­თხო­ვია მისი თბი­ლის­ში გა­დაყ­ვა­ნა. შე­საძ­ლოა, ეს სა­კუ­თა­რი ნე­ბით მოხ­და", - გა­ნა­ცხა­და თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა ხა­თუ­ნა ჭო­ნი­აშ­ვილ­მა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე მკურ­ნა­ლო­ბას ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში გა­ნაგ­რძობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო. უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნიშ­ნუ­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა.

ავტორი:

მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოჰყვა

მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოჰყვა

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრის პირველ მოადგილეს 12 ნეკნი აქვს მოტეხილი. მათივე თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია.

მიხეილ გიორგაძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. კლინიკის დირექტორის თქმით, გიორგაძეს გულმკერდის დახურული ტრავმა აღენიშნებოდა და მას ყველა შესაბამისი დახმარარება გაეწია. "გუშინ, საღამოს საათებში შემოიყვანეს პაცინეტი მიხეილ გიორგაძე, გულმკერდის დახურული ტრავმით, რამე გართულება ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ ყოფილა. არც რამე სახის ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა. ჩვენ არ მოგვითხოვია მისი თბილისში გადაყვანა. შესაძლოა, ეს საკუთარი ნებით მოხდა", - განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძე მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. უწყების ცნობით, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"