პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ახლა შარდენზე?
რა ხდება ახლა შარდენზე?

მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი, მი­მე­ბი, ოჩო­ფე­ხე­ბი, დრა­მე­რე­ბი, ცე­ცხლო­ვა­ნი შოუ, ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი და რაც მთა­ვა­რია, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო - ეს „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018-ის“ მცი­რე ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც სტუმ­რებს დღეს სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე მას­პინ­ძლობს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა 12:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო და 19:00 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა.

ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სულ სტუმ­რებს სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ღვი­ნის, უნი­კა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბის ყვე­ლის, ჩურ­ჩხე­ლა­სა და ჩი­რის და­გე­მოვ­ნე­ბას­თან ერ­თად, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის ( "ნა­ნი­ნა", "ოდა ბადე", "ნარ­თე­ბი", "მარ­თვე" ) კონ­ცერტს და­ეს­წრნონ.

ღვი­ნის კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თხმად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მათი თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მი­მართ უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ.

„ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ „ძმე­ბი ხუ­ციშ­ვი­ლე­ბის ღვი­ნის მა­რანს“, რო­მე­ლიც თე­ლავ­ში მდე­ბა­რე­ობს. ჩვენ ვართ მცი­რე სა­ო­ჯა­ხო მა­რა­ნი. გვაქვს 5 და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც წარ­მო­ე­ბუ­ლია უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით ქვევ­რებ­ში. ეს არის რქა­წი­თე­ლი, სა­ფე­რა­ვი, ქისი და რქა­წი­თე­ლი მწვა­ნე. ასე­ვე გვაქვს ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ჭაჭა.

მი­ვე­სალ­მე­ბი ამ­გვა­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ რო­გორც მცი­რე, ასე­ვე დიდ­მა მარ­ნებ­მა სა­კუ­თა­რი ღვი­ნო წარ­მო­ად­გი­ნონ. ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ძა­ლი­ან დიდი საქ­მე კეთ­დე­ბა ამ ფეს­ტი­ვა­ლე­ბის სა­ხით“, - გა­ნა­ცხა­და „ძმე­ბი ხუ­ციშ­ვი­ლე­ბის მარ­ნის" ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გელა ხუ­ციშ­ვილ­მა.

"ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018“ ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზი­ი­სა და მე­დი­ა­პორ­ტა­ლის allwine.ge-სა და “მე­ი­დან ჯგუ­ფის” ორ­გა­ნი­ზე­ბით უკვე მე­ო­რედ იმარ­თე­ბა. დიდ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად, წელს მცი­რე მარ­ნე­ბიც აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვნენ და ფეს­ტი­ვალ­ზე სა­კუ­თარ პრო­დუქტს წარ­მო­ად­გე­ნენ.

”ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018“-ის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან: მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რი, ფოლკ­ლო­რის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, ART Shok Company.

ფეს­ტი­ვა­ლის მე­დია მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი, რა­დიო პა­ლიტ­რა, ambebi.ge,events.ambebi.ge, ipn.ge, kvirispalitra, georgianjournal.ge, allnews.ge, reitingi.ge.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

რა ხდება ახლა შარდენზე?

რა ხდება ახლა შარდენზე?

მოძრაობის თეატრის მსახიობები, მიმები, ოჩოფეხები, დრამერები, ცეცხლოვანი შოუ, ქართული ფოლკლორი და რაც მთავარია, ქართული ღვინო - ეს „ქართული ღვინის ფესტივალი 2018-ის“ მცირე ნაწილია, რომელიც სტუმრებს დღეს სიონის ქუჩაზე მასპინძლობს.

ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდება.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ღვინის, უნიკალური სახეობის ყველის, ჩურჩხელასა და ჩირის დაგემოვნებასთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ ქართული ანსამბლების ( "ნანინა", "ოდა ბადე", "ნართები", "მართვე" ) კონცერტს დაესწრნონ.

ღვინის კომპანიის წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათი თქმით, განსაკუთრებულ ინტერესს ქართული ღვინის მიმართ უცხოელი ტურისტები გამოთქვამენ.

„ჩვენ წარმოვადგენთ „ძმები ხუციშვილების ღვინის მარანს“, რომელიც თელავში მდებარეობს. ჩვენ ვართ მცირე საოჯახო მარანი. გვაქვს 5 დასახელების პროდუქცია, რომელიც წარმოებულია უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრებში. ეს არის რქაწითელი, საფერავი, ქისი და რქაწითელი მწვანე. ასევე გვაქვს ჩვენი საკუთარი წარმოების რამდენიმე სახეობის ჭაჭა.

მივესალმები ამგვარი ფესტივალების ჩატარებას. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ როგორც მცირე, ასევე დიდმა მარნებმა საკუთარი ღვინო წარმოადგინონ. ზოგადად ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ძალიან დიდი საქმე კეთდება ამ ფესტივალების სახით“, - განაცხადა „ძმები ხუციშვილების მარნის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გელა ხუციშვილმა.

"ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ ონლაინმაღაზიისა და მედიაპორტალის allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება. დიდ კომპანიებთან ერთად, წელს მცირე მარნებიც აქტიურად ჩაერთვნენ და ფესტივალზე საკუთარ პროდუქტს წარმოადგენენ.

”ქართული ღვინის ფესტივალი 2018“-ის პარტნიორები არიან: მოძრაობის თეატრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ART Shok Company.

ფესტივალის მედია მხარდამჭერები არიან: პალიტრანიუსი, რადიო პალიტრა, ambebi.ge,events.ambebi.ge, ipn.ge, kvirispalitra, georgianjournal.ge, allnews.ge, reitingi.ge.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ