პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
“ქეთო და კოტე“ ბრუნდება
“ქეთო და კოტე“ ბრუნდება

ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი და თე­ატ­რა­ლუ­რი დე­კო­რა­ტო­რი გი­ორ­გი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი "ქეთო და კო­ტეს" დე­კო­რა­ცი­ებ­ზე მუ­შა­ობს.

„არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი მყავს, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან კარ­გად იმუ­შა­ვა, ასე­ვე სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი მყავ­და ჩემი სტუ­დენ­ტე­ბი, მუ­შა­ობ­დნენ დე­კო­რა­ცი­ა­ზე, ბუ­ტა­ფო­რი­ა­ზე, ნა­ხა­ზე­ბის გა­კე­თე­ბა­ზე. სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბამ ძა­ლი­ან გაგ­ვი­ად­ვი­ლა საქ­მე, და­დი­ოდ­ნენ სხვა­დას­ხვა ქსო­ვი­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად. კოს­ტუ­მებ­ში იმ­დრო­ინ­დე­ლი თბი­ლი­სი აი­სა­ხე­ბა. იმ წლებ­ში ევ­რო­პი­ზა­ცია შე­მო­ვი­და, მა­შინ იყო რო­გორც ეროვ­ნუ­ლი კოს­ტი­უ­მი ამავდრო­უ­ლად ერ­ვო­პუ­ლი ნა­ზა­ვიც. სიჭ­რე­ლეა, მაგ­რამ ეს პა­ლიტ­რა ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქია, გა­ზა­ფხუ­ლის პა­ლიტ­რაა უფრო. დე­კო­რა­ცი­ე­ბი ორ გან­ზო­მი­ლე­ბა­შია გა­კე­თე­ბუ­ლი. იმე­დია, სპექ­ტაკლს ექ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბა“ - ამ­ბობს ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი.

მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­დან ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს კარ­გად ახ­სოვს - ბერ­ტოლდ ბრეხ­ტის “კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრე”, “სე­ჩუ­ა­ნე­ლი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი”, კარ­ლო გო­ცის “ქალი-გვე­ლი”, უი­ლი­ამ შექ­სპი­რის “ზა­ფხუ­ლის ღა­მის სიზ­მა­რი”, “რო­გორც გე­ნე­ბოთ, ანუ შო­ბის 12 ღამე”, მო­ლი­ე­რის “დონ ჟუ­ა­ნი” და ა.შ. ამ­ჟა­მად კი ვიქ­ტორ დო­ლი­ძის ოპე­რის დე­კო­რა­ცი­ა­ზე და კოს­ტი­უ­მებ­ზე მუ­შა­ობს. თით­ქმის სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თუ­ლი ოპე­რა, რომ­ლის მე­ლო­დი­ე­ბი ნაც­ნო­ბი და მშობ­ლი­უ­რია კვლავ უბ­რუნ­დე­ბა თბი­ლი­სის ოპე­რის სცე­ნას. 1919 წლის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ო­პე­რო ცხოვ­რე­ბა, ისე­ვე რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა რე­ნე­სან­სის ხა­ნას გა­ნიც­დი­და. სწო­რედ, ამ მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია ვიქ­ტორ დო­ლი­ძის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი კო­მი­კუ­რი ოპე­რა „ქეთო და კოტე“. 27 წლის ბიჭ­მა მა­შინ­დელ ქარ­თულ სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ახა­ლი სი­ტყვა თქვა და იმ­თა­ვით­ვე მო­უხ­ვე­ჭა დიდი სა­ხე­ლი. ოპე­რის პრე­მი­ე­რა 1919 წლის 11 დე­კემ­ბერს უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბით შედ­გა. „ქა­ლა­ქუ­რი ფოლკ­ლო­რი­სა და იტა­ლი­უ­რი სა­ო­პე­რო სკო­ლის გა­მო­ძა­ხი­ლი“ - ასე აფა­სებ­დნენ სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დელ თბი­ლის­ში ვიქ­ტორ დი­ლი­ძის საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბას.

ის­ტო­რია თით­ქოს მე­ორ­დე­ბა და 99 წლის შემ­დეგ ისევ ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რი იღებს თა­ვის თავ­ზე ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ოპე­რის გა­ნახ­ლე­ბულ დად­გმას. იო­ა­ნე ხუ­ციშ­ვი­ლის­თვის ეს დე­ბი­უ­ტია.

იო­ა­ნე ხუ­ციშ­ვი­ლი, დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი: „ეს ჩემ­თვის დე­ბი­უ­ტია ამ ჟანრ­ში, რა იქ­ნე­ბა წი­ნას­წარ არ ვიცი, მაგ­რამ ერთი რამ მამ­შვი­დებს - შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი, ის რა ამო­ცა­ნე­ბიც და­ვი­სა­ხეთ ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა მიყ­ვა­ნი­ლი, წინა დად­გმებ­თან გან­სხვა­ვე­ბით ოპე­რის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უფრო ტრა­დი­ცი­უ­ლი ხაზი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და არა რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ის თე­მე­ბი, რაც აქ­ტუ­ა­ლუ­რია ყვე­ლა ეპო­ქა­ში, ვე­ცა­დეთ სხვა აქ­ცენ­ტე­ბით დაგ­ვეს­ვა, ეს რამ­დე­ნად გა­მო­ვი­და უკვე მა­ყუ­რე­ბე­ლი შე­ა­ფა­სებს, მაგ­რამ წინა დად­გმე­ბი­დან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა“.

ის­ტო­რია მე­ორ­დე­ბა, ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი უმ­ცრო­სი ბა­ბუ­ის ხელ­წე­რას ინარ­ჩუ­ნებს, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბულ ვერ­სი­ა­საც სთა­ვა­ზობს მა­ყუ­რე­ბელს.

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი, „ქეთო და კო­ტეს“ დამ­დგმე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი: „ან­სამ­ბლის პირ­ვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და სპექ­ტაკლში, „ქეთო და კო­ტეს“ სხვა დად­გმებ­შიც და დღემ­დე ასეა. ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სია იქ­ნე­ბა და აქაც „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ყვე­ლა ახალ დად­გმას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა, თემა ერ­თია, მაგ­რამ ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავს და ახ­ლე­ბუ­რად შე­იძ­ლე­ბა შევ­თა­ვა­ზოთ მა­ყუ­რე­ბელს. ბა­ბუა მო­ნა­წი­ლე­ობ­და პირ­ველ დად­გმა­ში რო­გორც მსა­ხი­ო­ბი და რო­გორც დამ­დგმე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი, ეს ფაქ­ტი ორ­ჯერ უფრო სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა ჩემ­თვის, კო­ლექ­ტი­ვის­თვის და სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა მის ხელ­წე­რას ვტო­ვებთ ამ კომ­პო­ზი­ცი­ებ­ში. მი­ხა­რია, რომ დღე­საც მო­თხოვ­ნა­დია მისი შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რა და სტი­ლი.“

სპექ­ტაკლს, კი­დევ უფრო უნი­კა­ლურს ხდის მისი შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და რე­ვაზ ტა­კი­ძის გა­რე­შე, უკვე 44 წე­ლია ის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სპექ­ტაკ­ლებს დი­რი­ჟო­რობს და მი­იჩ­ნევს, რომ „ქეთო და კო­ტეს“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლი კი­დევ ერთხელ ამოგ­ზა­უ­რებს მა­ყუ­რე­ბელს თბი­ლი­სურ ამარ­კორდში.

რე­ვაზ ტა­კი­ძე, დამ­დგმე­ლი დი­რი­ჟო­რი: „2019 წელს სრულ­დე­ბა 100 წელი „ქეთო და კო­ტეს“ პირ­ვე­ლი დად­გმი­დან, თვით ეს ციფ­რი უკ­ვდავ­ყოფს ამ ოპე­რას, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია წინა სპექ­ტაქ­ლე­ბის­გან. რე­ჟი­სორს ყო­ვე­ლი გმი­რის ურ­თერ­თო­ბებ­ზე აქვს ნა­ფიქ­რი. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატრმა ეს სპექ­ტაკ­ლი თა­ვის რე­პერ­ტუ­არ­ში ჩას­ვა, უსა­თუ­ოდ სიყ­ვა­რუ­ლი გა­ი­მარ­ჯვებს.“

„მუ­სი­კა, რო­მელ­საც დრომ ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო, მას ხალ­ხი კვლავ ელო­დე­ბა“- ამ­ბობს ოპე­რის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძე და პრე­მი­ე­რის წინ ღე­ლავს.

თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რი 167-ე სე­ზონ­ზე თა­ვის საყ­ვა­რელ მა­ყუ­რე­ბელს პრე­მი­ე­რით შეხ­ვდე­ბა. „ქეთო და კო­ტეს“ დამ­დგმე­ლი დი­რი­ჟო­რია რე­ვაზ ტა­კი­ძე, რე­ჟი­სო­რი - იო­ა­ნე ხუ­ციშ­ვი­ლი, მხატ­ვა­რი - გი­ორ­გი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი, ქო­რე­ოგ­რა­ფი - ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი. სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ თბი­ლი­სის ოპე­რის თე­ატ­რის სო­ლის­ტე­ბი, სტა­ჟი­ო­რე­ბი, გუნ­დი, ორ­კესტრი და ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტი „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი“.

„ქეთო და კო­ტეს“ საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა 27, 28, 31 ოქ­ტომ­ბერს და 3, 4, 7 ნო­ემ­ბერს.

ნინო წი­ფუ­რია

R

ავტორი:

“ქეთო და კოტე“ ბრუნდება

“ქეთო და კოტე“ ბრუნდება

ლეგენდარული ქართველი მხატვარი და თეატრალური დეკორატორი გიორგი ალექსი-მესხიშვილი "ქეთო და კოტეს" დეკორაციებზე მუშაობს.

„არაჩვეულებრივი ჯგუფი მყავს, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა, ასევე სპექტაკლზე მუშაობის პროცესში ჩართული მყავდა ჩემი სტუდენტები, მუშაობდნენ დეკორაციაზე, ბუტაფორიაზე, ნახაზების გაკეთებაზე. სტუდენტების ჩართულობამ ძალიან გაგვიადვილა საქმე, დადიოდნენ სხვადასხვა ქსოვილების შესაძენად. კოსტუმებში იმდროინდელი თბილისი აისახება. იმ წლებში ევროპიზაცია შემოვიდა, მაშინ იყო როგორც ეროვნული კოსტიუმი ამავდროულად ერვოპული ნაზავიც. სიჭრელეა, მაგრამ ეს პალიტრა ძალიან მსუბუქია, გაზაფხულის პალიტრაა უფრო. დეკორაციები ორ განზომილებაშია გაკეთებული. იმედია, სპექტაკლს ექნება წარმატება“ - ამბობს ალექსი-მესხიშვილი.

მისი შემოქმედებიდან ქართველ მაყურებელს კარგად ახსოვს - ბერტოლდ ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრე”, “სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, კარლო გოცის “ქალი-გველი”, უილიამ შექსპირის “ზაფხულის ღამის სიზმარი”, “როგორც გენებოთ, ანუ შობის 12 ღამე”, მოლიერის “დონ ჟუანი” და ა.შ. ამჟამად კი ვიქტორ დოლიძის ოპერის დეკორაციაზე და კოსტიუმებზე მუშაობს. თითქმის საუკუნის შემდეგ ლეგენდარული ქართული ოპერა, რომლის მელოდიები ნაცნობი და მშობლიურია კვლავ უბრუნდება თბილისის ოპერის სცენას. 1919 წლის საქართველოში საოპერო ცხოვრება, ისევე როგორც პოლიტიკური ვნებათაღელვა რენესანსის ხანას განიცდიდა. სწორედ, ამ მოვლენების გამოძახილია ვიქტორ დოლიძის პირველი ქართული კომიკური ოპერა „ქეთო და კოტე“. 27 წლის ბიჭმა მაშინდელ ქართულ საოპერო ხელოვნებაში ახალი სიტყვა თქვა და იმთავითვე მოუხვეჭა დიდი სახელი. ოპერის პრემიერა 1919 წლის 11 დეკემბერს უდიდესი წარმატებით შედგა. „ქალაქური ფოლკლორისა და იტალიური საოპერო სკოლის გამოძახილი“ - ასე აფასებდნენ საუკუნის წინანდელ თბილისში ვიქტორ დილიძის საპრემიერო ჩვენებას.

ისტორია თითქოს მეორდება და 99 წლის შემდეგ ისევ ახალგაზრდა რეჟისორი იღებს თავის თავზე ყველასათვის საყვარელი ოპერის განახლებულ დადგმას. იოანე ხუციშვილისთვის ეს დებიუტია.

იოანე ხუციშვილი, დამდგმელი რეჟისორი: „ეს ჩემთვის დებიუტია ამ ჟანრში, რა იქნება წინასწარ არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ მამშვიდებს - შემოქმედებითი ჯგუფი, ის რა ამოცანებიც დავისახეთ ბოლომდე იქნება მიყვანილი, წინა დადგმებთან განსხვავებით ოპერის სპეციფიკიდან გამომდინარე უფრო ტრადიციული ხაზი შენარჩუნდება და არა რადიკალურად განსხვავებული. ის თემები, რაც აქტუალურია ყველა ეპოქაში, ვეცადეთ სხვა აქცენტებით დაგვესვა, ეს რამდენად გამოვიდა უკვე მაყურებელი შეაფასებს, მაგრამ წინა დადგმებიდან სრულიად განსხვავებული იქნება“.

ისტორია მეორდება, ილიკო სუხიშვილი უმცროსი ბაბუის ხელწერას ინარჩუნებს, თუმცა განსხვავებულ ვერსიასაც სთავაზობს მაყურებელს.

ილიკო სუხიშვილი, „ქეთო და კოტეს“ დამდგმელი ქორეოგრაფი: „ანსამბლის პირველი შემადგენლობაც მონაწილეობდა სპექტაკლში, „ქეთო და კოტეს“ სხვა დადგმებშიც და დღემდე ასეა. ეს განსხვავებული ვერსია იქნება და აქაც „სუხიშვილები“ მონაწილეობენ. ყველა ახალ დადგმას განსხვავებული მიდგომა სჭირდება, თემა ერთია, მაგრამ ბევრ ინფორმაციას შეიცავს და ახლებურად შეიძლება შევთავაზოთ მაყურებელს. ბაბუა მონაწილეობდა პირველ დადგმაში როგორც მსახიობი და როგორც დამდგმელი ქორეოგრაფი, ეს ფაქტი ორჯერ უფრო საპასუხისმგებლოა ჩემთვის, კოლექტივისთვის და სასიამოვნოა, როცა მის ხელწერას ვტოვებთ ამ კომპოზიციებში. მიხარია, რომ დღესაც მოთხოვნადია მისი შესრულების მანერა და სტილი.“

სპექტაკლს, კიდევ უფრო უნიკალურს ხდის მისი შემოქმედებით ჯგუფი, რომელიც წარმოუდგენელი იქნებოდა რევაზ ტაკიძის გარეშე, უკვე 44 წელია ის ოპერისა და ბალეტის სპექტაკლებს დირიჟორობს და მიიჩნევს, რომ „ქეთო და კოტეს“ განახლებული სპექტაკლი კიდევ ერთხელ ამოგზაურებს მაყურებელს თბილისურ ამარკორდში.

რევაზ ტაკიძე, დამდგმელი დირიჟორი: „2019 წელს სრულდება 100 წელი „ქეთო და კოტეს“ პირველი დადგმიდან, თვით ეს ციფრი უკვდავყოფს ამ ოპერას, რომელიც სრულიად განსხვავებულია წინა სპექტაქლებისგან. რეჟისორს ყოველი გმირის ურთერთობებზე აქვს ნაფიქრი. ძალიან კარგია, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრმა ეს სპექტაკლი თავის რეპერტუარში ჩასვა, უსათუოდ სიყვარული გაიმარჯვებს.“

„მუსიკა, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო, მას ხალხი კვლავ ელოდება“- ამბობს ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე და პრემიერის წინ ღელავს.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 167-ე სეზონზე თავის საყვარელ მაყურებელს პრემიერით შეხვდება. „ქეთო და კოტეს“ დამდგმელი დირიჟორია რევაზ ტაკიძე, რეჟისორი - იოანე ხუციშვილი, მხატვარი - გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი - ილიკო სუხიშვილი. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, სტაჟიორები, გუნდი, ორკესტრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

„ქეთო და კოტეს“ საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 27, 28, 31 ოქტომბერს და 3, 4, 7 ნოემბერს.

ნინო წიფურია

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის