Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისიმ „საბას“ საკონსულტაციო საბჭო შექმნა
თიბისიმ „საბას“ საკონსულტაციო საბჭო შექმნა

„სა­ბას“ მე-16 სა­ზე­ი­მო და­ჯილ­დო­ე­ბის ფრან­კფურ­ტში გა­მარ­თვამ­დე, თი­ბი­სიმ სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო შექ­მნა.

სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭოს შექ­მნის შე­სა­ხებ მე­მო­რან­დუმს, თი­ბი­სი ბან­კის სა­თაო ოფის­ში ხელი 25 სექ­ტემ­ბერს მო­ე­წე­რა.

საბ­ჭოს მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს ქვე­ყა­ნა­ში ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას და გან­სა­ზღვროს „სა­ბას“ პო­ლი­ტი­კა ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ხრით. საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან:

· სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა

· ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი

· სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი

· ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მი

· ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი

· ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი

სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭოს წევ­რე­ბი ერ­თობ­ლი­ვად და­გეგ­მა­ვენ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ პრო­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც წვლილს შე­ი­ტანს სა­ქარ­თვე­ლო­ში ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, წერა-კი­თხვის კულ­ტუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რა­ში. ასე­ვე, საბ­ჭო უზ­რუნ­ველ­ყოფს „სა­ბას“ და სხვა და­ინ­ტე­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რდას ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში. საბ­ჭოს „სა­ბას“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

„უკვე 16 წე­ლია ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „საბა“ გა­ი­ცე­მა, წლე­ვან­დე­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია კი ფრან­კფურ­ტში, წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რო­ბის ქარ­თუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. მახ­სოვს, თავ­და­პირ­ვე­ლად სულ 30 წიგ­ნი იღებ­და კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ბოლო წლებ­ში კი 300 -ზე მეტი წიგ­ნი შე­მო­დის გან­სა­ხილ­ვე­ლად. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი მწე­რა­ლი, პო­ე­ტი და ლი­ტე­რა­ტო­რი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. დღეს, გა­და­ვე­დით მუ­შა­ო­ბის ახალ ეტაპ­ზე, რის­თვი­საც მო­ვიწ­ვი­ეთ ისე­თი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მჭიდ­როდ არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან. ვი­ნა­ი­დან, „სა­ბას“ დიდი მი­სია ეკის­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, გვინ­და, რომ კომ­პლექ­სუ­რად და სტრა­ტე­გი­უ­ლად შე­ვა­თან­ხმოთ ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა იმ ძა­ლი­ან ცნო­ბილ ეროვ­ნულ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან,“ - გან­მარ­ტავს თი­ბი­სის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე.

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „საბა“ თი­ბი­სიმ 2003 წელს და­არ­სა. მას შემ­დეგ ყო­ველ­წლი­უ­რად „საბა“ აფა­სებს გა­სუ­ლი წლის ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ცე­სებს. იგი იქცა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის მთა­ვარ გან­მსა­ზღვრელ პრე­მი­ად, მან მის­ცა სტი­მუ­ლი უამ­რავ შე­მოქ­მედს, და­ა­ფა­სა არა­ერ­თი მწერ­ლის ღვაწ­ლი და გახ­და სა­სურ­ვე­ლი ჯილ­დო მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის. „საბა“ ხელს უწყობს კი­თხვის კულ­ტუ­რის ამაღ­ლე­ბას და მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წრე­ე­ბის გარ­და, მკი­თხვე­ლიც ყო­ველ წელს ელო­დე­ბა „სა­ბას“ და­ჯილ­დო­ე­ბას და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი თუ ავ­ტო­რე­ბი მა­შინ­ვე იქ­ცე­ვი­ან ბესტსე­ლე­რე­ბად. 15 წლის მან­ძილ­ზე „სა­ბამ“ 140 პრე­მია გას­ცა, 111 სხვა­დას­ხვა ავ­ტორ­ზე.

„მე ვფიქ­რობ, რომ ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­ერ­თვნენ ამ საქ­მე­ში, რე­ა­ლუ­რად გა­ნა­ახ­ლე­ბენ პრო­ცესს და ამავდრო­უ­ლად, ჩვენ გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ კონ­კურ­სის მნიშ­ვნე­ლო­ბა გავ­ზარ­დოთ და ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გან­ვა­ვი­თა­როთ. იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ „სა­ბას“ საბ­ჭო­ში, ვფიქ­რობ, რომ რე­ა­ლურ და ქმე­დით ღო­ნის­ძი­ე­ბებს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ.“ - აღ­ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე

„საბა გა­და­დის გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე და ძლი­ერ­დე­ბა იმ ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, რომ­ლებ­საც მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ცე­სებ­თან და ლი­ტე­რა­ტუ­რის შეს­წავ­ლას­თან. ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ყო­ველ­თვის ცენ­ტრა­ლურ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ­დით ლი­ტე­რა­ტუ­რის კვლე­ვას, ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბას, ასე­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის და­ფა­სე­ბას. ამი­ტო­მაც სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვერ­თვე­ბით „სა­ბას“ შემ­დგომ მუ­შა­ო­ბა­ში,“ - გან­მარ­ტა ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, გიგა ზე­და­ნი­ამ.

2018 წელი პრე­მია „სა­ბას“ ის­ტო­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა - წლე­ვან­დე­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნია გერ­მა­ნი­ა­ში, ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რო­ბის ქარ­თუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო სა­პა­ტიო სტუმ­რის სტა­ტუ­სით იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი.

ცე­რე­მო­ნია 2018 წლის 12 ოქ­ტომ­ბერს, ქ. ფრან­კფურ­ტის მე­რი­ის ის­ტო­რი­ულ დარ­ბაზ­ში Kaisersaal ჩა­ტარ­დე­ბა, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ქარ­თუ­ლი წიგ­ნის გა­ტა­ნის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.

R

თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

ავტორი:

თიბისიმ „საბას“ საკონსულტაციო საბჭო შექმნა

თიბისიმ „საბას“ საკონსულტაციო საბჭო შექმნა

„საბას“ მე-16 საზეიმო დაჯილდოების ფრანკფურტში გამართვამდე, თიბისიმ საკონსულტაციო საბჭო შექმნა.

საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ მემორანდუმს, თიბისი ბანკის სათაო ოფისში ხელი 25 სექტემბერს მოეწერა.

საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ლიტერატურული სფეროს განვითარებას და განსაზღვროს „საბას“ პოლიტიკა ლიტერატურის განხრით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა ინსტიტუცია, რომელიც დაკავშირებულია ლიტერატურასთან:

· საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

· ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი

· საქართველოს ეროვნული მუზეუმი

· ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი

· ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

· ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკონსულტაციო საბჭოს წევრები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ პროექტებს, რომლებიც წვლილს შეიტანს საქართველოში ლიტერატურული პროცესების განვითარებაში, წერა-კითხვის კულტურის გაძლიერებასა და მხარდაჭერაში. ასევე, საბჭო უზრუნველყოფს „საბას“ და სხვა დაინტერებული პირების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. საბჭოს „საბას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე უხელმძღვანელებს.

„უკვე 16 წელია ლიტერატურული პრემია „საბა“ გაიცემა, წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია კი ფრანკფურტში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება. მახსოვს, თავდაპირველად სულ 30 წიგნი იღებდა კონკურსში მონაწილეობას, ბოლო წლებში კი 300 -ზე მეტი წიგნი შემოდის განსახილველად. აღსანიშნავია, რომ ამ წლების მანძილზე ძალიან ბევრი ნიჭიერი მწერალი, პოეტი და ლიტერატორი აღმოვაჩინეთ. დღეს, გადავედით მუშაობის ახალ ეტაპზე, რისთვისაც მოვიწვიეთ ისეთი ინსტიტუციები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ლიტერატურასთან. ვინაიდან, „საბას“ დიდი მისია ეკისრება საერთაშორისო ასპარეზზე, გვინდა, რომ კომპლექსურად და სტრატეგიულად შევათანხმოთ ჩვენი საქმიანობა იმ ძალიან ცნობილ ეროვნულ ინსტიტუტებთან, რომლებიც საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში არიან,“ - განმარტავს თიბისის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი, მამუკა ხაზარაძე.

ლიტერატურული პრემია „საბა“ თიბისიმ 2003 წელს დაარსა. მას შემდეგ ყოველწლიურად „საბა“ აფასებს გასული წლის ლიტერატურულ პროცესებს. იგი იქცა ლიტერატურული პროცესების მთავარ განმსაზღვრელ პრემიად, მან მისცა სტიმული უამრავ შემოქმედს, დააფასა არაერთი მწერლის ღვაწლი და გახდა სასურველი ჯილდო მრავალი ადამიანისთვის. „საბა“ ხელს უწყობს კითხვის კულტურის ამაღლებას და მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციას. ლიტერატურული წრეების გარდა, მკითხველიც ყოველ წელს ელოდება „საბას“ დაჯილდოებას და გამარჯვებული წიგნები თუ ავტორები მაშინვე იქცევიან ბესტსელერებად. 15 წლის მანძილზე „საბამ“ 140 პრემია გასცა, 111 სხვადასხვა ავტორზე.

„მე ვფიქრობ, რომ ის მნიშვნელოვანი ორგანიზაციები და კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ჩაერთვნენ ამ საქმეში, რეალურად განაახლებენ პროცესს და ამავდროულად, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ კონკურსის მნიშვნელობა გავზარდოთ და ის საგანმანათლებლო მიმართულებითაც განვავითაროთ. იმ ადამიანებიდან გამომდინარე, რომლებიც მონაწილეობენ „საბას“ საბჭოში, ვფიქრობ, რომ რეალურ და ქმედით ღონისძიებებს განვახორციელებთ.“ - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე

„საბა გადადის განვითარების ახალ ეტაპზე და ძლიერდება იმ ინსტიტუტების ჩართულობით, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ ლიტერატურულ პროცესებთან და ლიტერატურის შესწავლასთან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყოველთვის ცენტრალურ მნიშვნელობას ვანიჭებდით ლიტერატურის კვლევას, ლიტერატურის სწავლებას, ასევე ლიტერატურული ექსპერიმენტების დაფასებას. ამიტომაც სიამოვნებით ჩავერთვებით „საბას“ შემდგომ მუშაობაში,“ - განმარტა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ.

2018 წელი პრემია „საბას“ ისტორიაში განსაკუთრებული იქნება - წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარდგენილი.

ცერემონია 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქ. ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში Kaisersaal ჩატარდება, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქართული წიგნის გატანის კარგი შესაძლებლობაა.

R

თეკლე ჯანელიძე

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის