საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლარის გაუფასურების რა მიზეზებზე საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ლარის გაუფასურების რა მიზეზებზე საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი კობა გვე­ნე­ტა­ძე ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც გვე­ნე­ტა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ლა­რის კურსთან და­კავ­ში­რე­ბით საკ­მა­ოდ ბევ­რი ფაქ­ტო­რი მოქ­მე­დებს, თუმ­ცა, მისი მო­საზ­რე­ბით, გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი რე­გი­ონ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბია.

„კომ­პლექ­სუ­რი ფაქ­ტო­რე­ბია და ძნე­ლია ერთი რო­მე­ლი­მე ფაქ­ტო­რის გა­მო­ყო­ფა მა­ნამ, სა­ნამ არ გვექ­ნე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­გა­დამ­ხდე­ლო ბა­ლან­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, რად­გა­ნაც ეს არის ყვე­ლა­ზე კარ­გი წყა­რო გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად რო­მე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი ახ­დე­ნენ გავ­ლე­ნას კურ­სზე. თუმ­ცა, არა­ვის­თვის არ არის სა­ი­დუმ­ლო ის მი­ზე­ზე­ბი, რო­მე­ლიც ბოლო გა­უ­ფა­სუ­რე­ბას წინ უძღვო­და. ეს არის რე­გი­ონ­ში შექ­მნი­ლი საკ­მა­ოდ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თურ­ქეთ­ში და რუ­სეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, ისე­ვე რო­გორც სხვა ქვეყ­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბან­კე­ბი არ ახ­დე­ნენ გაც­ვლი­თი კურ­სის პროგ­ნო­ზი­რე­ბას, რად­გა­ნაც ამის გა­კე­თე­ბა მა­შინ, რო­დე­საც მოქ­მე­დებს გაც­ვლი­თი კურ­სის რე­ჟი­მი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი და არ არ­სე­ბობს რო­მე­ლი­მე ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ­საც ეროვ­ნუ­ლი ბან­კი უმიზ­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და გვე­ნე­ტა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თუ გა­და­ხე­დავთ სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ბოლო, აგ­ვის­ტოს თვის პრეს­რე­ლიზს, ვნა­ხავთ, რომ „ეკო­ნო­მი­კურ პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე შე­საძ­ლო უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნე­ბის მქო­ნე რის­კე­ბი არის გან­პი­რო­ბე­ბი­უ­ლი რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბით“. სა­ვა­ლუ­ტო ფონდმაც აღ­ნიშ­ნა, რომ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია არის ამის მი­ზე­ზი".

რაც შე­ე­ხე­ბა ინფლა­ცი­ას, რო­გორც გვე­ნე­ტა­ძე აცხა­დებს, ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ნა­ირ რის­კებს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვერ ხე­დავს.

„ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თხელ გაგ­ვი­კე­თე­ბია გა­ნა­ცხა­დი, რომ ჩვენ გვაქვს ინფლა­ცი­ის თარ­გე­თი­რე­ბის რე­ჟი­მი ქვე­ყა­ნა­ში და ვა­კონ­ტრო­ლებთ იმ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, რაც ფა­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბოლო ინფლა­ცი­ით, აგ­ვის­ტოს მაჩ­ვე­ნებ­ლით, ინფლა­ცია 3.1 პრო­ცენ­ტია, რაც საკ­მა­ოდ კომ­ფორ­ტუ­ლი ზო­ნაა იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მიზ­ნობ­რი­ვი ინფლა­ცია არის 3 პრო­ცენ­ტი.

თუმ­ცა, კი­დევ ერთხელ მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ ინფლა­ცი­ის 3- პრო­ცენ­ტი­ა­ნი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ ნიშ­ნავს ნული პრო­ცენ­ტი­დან 3 პრო­ცენ­ტამ­დე, 3 პრო­ცენ­ტი არ არის ზღვა­რი და ინფლა­ცია, რო­მე­ლიც ახ­ლოს იქ­ნე­ბა 3 პრო­ცენ­ტთან არის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში. ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ნა­ირ რის­კებს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ ვერ ვხე­დავთ, თუმ­ცა, გა­ვაგ­რძე­ლებთ მო­ნი­ტო­რინგს, რო­გორც ეს ჩვე­ნი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში ხდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გვე­ნე­ტა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ლარის გაუფასურების რა მიზეზებზე საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

ლარის გაუფასურების რა მიზეზებზე საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს. როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლარის კურსთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, თუმცა, მისი მოსაზრებით, გაუფასურების ძირითადი ფაქტორი რეგიონში განვითარებული მოვლენებია.

„კომპლექსური ფაქტორებია და ძნელია ერთი რომელიმე ფაქტორის გამოყოფა მანამ, სანამ არ გვექნება მოგვიანებით საგადამხდელო ბალანსის შესახებ ინფორმაცია, რადგანაც ეს არის ყველაზე კარგი წყარო გასაანალიზებლად რომელი ფაქტორები ახდენენ გავლენას კურსზე. თუმცა, არავისთვის არ არის საიდუმლო ის მიზეზები, რომელიც ბოლო გაუფასურებას წინ უძღვოდა. ეს არის რეგიონში შექმნილი საკმაოდ რთული სიტუაცია. მოგეხსენებათ, თურქეთში და რუსეთში განვითარებული მოვლენები.

ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ეროვნული ბანკები არ ახდენენ გაცვლითი კურსის პროგნოზირებას, რადგანაც ამის გაკეთება მაშინ, როდესაც მოქმედებს გაცვლითი კურსის რეჟიმი არის აბსოლუტურად შეუძლებელი და არ არსებობს რომელიმე ნიშნული, რომელსაც ეროვნული ბანკი უმიზნებს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, თუ გადახედავთ სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო, აგვისტოს თვის პრესრელიზს, ვნახავთ, რომ „ეკონომიკურ პერსპექტივებზე შესაძლო უარყოფითი გავლენების მქონე რისკები არის განპირობებიული რეგიონში არსებული ვითარებით“. სავალუტო ფონდმაც აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული სიტუაცია არის ამის მიზეზი".

რაც შეეხება ინფლაციას, როგორც გვენეტაძე აცხადებს, ჯერჯერობით ვერანაირ რისკებს ამასთან დაკავშირებით ვერ ხედავს.

„ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განაცხადი, რომ ჩვენ გვაქვს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი ქვეყანაში და ვაკონტროლებთ იმ მიმდინარეობას, რაც ფასებთან დაკავშირებით არის. მოგეხსენებათ, ბოლო ინფლაციით, აგვისტოს მაჩვენებლით, ინფლაცია 3.1 პროცენტია, რაც საკმაოდ კომფორტული ზონაა იქედან გამომდინარე, რომ მიზნობრივი ინფლაცია არის 3 პროცენტი.

თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ინფლაციის 3- პროცენტიანი მაჩვენებელი არ ნიშნავს ნული პროცენტიდან 3 პროცენტამდე, 3 პროცენტი არ არის ზღვარი და ინფლაცია, რომელიც ახლოს იქნება 3 პროცენტთან არის შესაბამისობაში. ჯერჯერობით ვერანაირ რისკებს ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ ვხედავთ, თუმცა, გავაგრძელებთ მონიტორინგს, როგორც ეს ჩვენი მანდატის ფარგლებში ხდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

"ზრუნვა ოჯახზე იმით უნდა გამოვხატოთ, რომ გავუფრთხილდეთ მათ მორალურ მდგომარეობას" - გახარია შაქარაშვილის საქმეზე

ვანო მერაბიშვილი სტუმრად მიხეილ სააკაშვილთან - ფოტო უკრაინიდან

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გიორგი შაქარაშვილის ტრაგედია