მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გეგმური აცრები სავალდებულო ხდება
გეგმური აცრები სავალდებულო ხდება

პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტეტ­მა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლა და მხა­რი და­უ­ჭი­რა პრო­ექტს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, გეგ­მუ­რი აც­რე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა.

ცვლი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თმა ავ­ტორ­მა, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე აკა­კი ზო­ი­ძემ ისა­უბ­რა. მისი გან­მარ­ტე­ბით, ცვლი­ლე­ბა ორ კა­ნონ­ში შე­დის და აც­რე­ბის გეგ­მუ­რი ეროვ­ნუ­ლი კა­ლენ­და­რი, სა­ვალ­დე­ბუ­ლო გეგ­მუ­რი კა­ლენ­და­რი ხდე­ბა.

“წარ­მოდ­გე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის პრინ­ცი­პი არის ერთი - მკა­ფიო გზავ­ნი­ლი გა­ვუგ­ზავ­ნოთ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლი­ან ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ნად აფიქ­სი­რებს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია არის ერ­თა­დერ­თი უსაფრ­თხო და ეფექ­ტი­ა­ნი მე­თო­დი, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ისე­თი სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს ემუქ­რე­ბა. ეს და­ა­ვა­დე­ბე­ბია წი­თე­ლა, პნევ­მო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბი და ყვე­ლა ის და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლე­ბიც გეგ­მუ­რი იმუ­ნი­ზა­ცი­ის კა­ლენ­დრით თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­დია“, - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ზო­ი­ძემ.

ინი­ცი­ა­ტი­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე მიწ­ვე­ულ­მა პე­დი­ატ­რებ­მა მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მოთ­ქვეს და ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე მზა­ო­ბა გა­მო­ხა­ტეს. “ჩვენ ინი­ცი­ა­ტი­ვას მი­ვე­სალ­მე­ბით. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვეც­დე­ბით მის გან­ხორ­ცი­ლე­ბას მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტის მშო­ბე­ლი უნ­დობ­ლად მოგ­ვმარ­თავს. მი­მაჩ­ნია, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ, პირ­ველ ეტაპ­ზე, მშობ­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ამ სა­კი­თხში სა­მი­ნის­ტრო­ებ­თან ერ­თად, მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც თუ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. სა­კი­თხი საკ­მა­ოდ სენ­სი­ტი­უ­რია, თუმ­ცა რო­გორც კი მშო­ბელს სწო­რედ გა­ნე­მარ­ტე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა, იგი უარს აღარ იტყვის სა­კუ­თა­რი შვი­ლის აც­რა­ზე. ჩვენს ქვე­ყა­ნას აქვს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ვაქ­ცი­ნე­ბი, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ბევ­რი ქვეყ­ნის კა­ლენ­დარს ვუს­წრებთ კი­დეც და ამის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად და­ნა­შა­უ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და პე­დი­ატრმა თე­მურ მი­ქე­ლა­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

გეგმური აცრები სავალდებულო ხდება

გეგმური აცრები სავალდებულო ხდება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, გეგმური აცრები სავალდებულო ხდება.

ცვლილების თაობაზე პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, ცვლილება ორ კანონში შედის და აცრების გეგმური ეროვნული კალენდარი, სავალდებულო გეგმური კალენდარი ხდება.

“წარმოდგენილი კანონპროექტების პრინციპი არის ერთი - მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ ჩვენს მოქალაქეებს იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ძალიან ერთმნიშვნელონად აფიქსირებს, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი საშიში დაავადებები, რომლებიც ჩვენი შვილების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება. ეს დაავადებებია წითელა, პნევმოკოკური ინფექციები და ყველა ის დაავადება, რომლებიც გეგმური იმუნიზაციის კალენდრით თავიდან აცილებადია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ინიციატივასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე მიწვეულმა პედიატრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და ცვლილებების განხორციელებაზე მზაობა გამოხატეს. “ჩვენ ინიციატივას მივესალმებით. მაქსიმალურად შევეცდებით მის განხორცილებას მხარი დავუჭიროთ. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტის მშობელი უნდობლად მოგვმართავს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის შესახებ, პირველ ეტაპზე, მშობლების განათლების დონის ამაღლება. კარგი იქნება თუ ამ საკითხში სამინისტროებთან ერთად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც თუ დაგვეხმარება. საკითხი საკმაოდ სენსიტიურია, თუმცა როგორც კი მშობელს სწორედ განემარტება ვაქცინაციის აუცილებლობის მნიშვნელობა, იგი უარს აღარ იტყვის საკუთარი შვილის აცრაზე. ჩვენს ქვეყანას აქვს ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინები, აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის კალენდარს ვუსწრებთ კიდეც და ამის გამოუყენებლობა ფაქტობრივად დანაშაულია“, - განაცხადა პედიატრმა თემურ მიქელაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ