სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად..." - სალომე ზურაბიშვილი
"მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად..." - სალომე ზურაბიშვილი

მოვ­დი­ვარ ქა­ჯე­ბის და­სა­თხოვ­ნად, იმი­ტომ რომ ბოღ­მა, ტყუ­ი­ლი, სი­ძულ­ვი­ლი - ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე ყელ­ში ამო­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ქუ­თა­ის­ში, ამომ­რჩე­ველ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ის პრე­ზი­დენ­ტად მო­დის იმის­თვის, რომ რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან ხე­ლახ­ლა და სა­მუ­და­მოდ გა­იყ­ვა­ნოს.

„პირ­ველ რიგ­ში, მოვ­დი­ვარ ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­სა­ცა­ვად და რომ ხე­ლახ­ლა არა­ვის მო­უ­წი­ოს ქვეყ­ნი­დან დევ­ნი­ლად წას­ვლა, რომ აღა­რა­სო­დეს აღარ დავ­კარ­გოთ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და ღმერ­თმა იცის, რომ ამ ბოლო ორ სა­უ­კუ­ნე­ში ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით დავ­კარ­გეთ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. ეს არის ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნა და მარ­თლაც, გვინ­და ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, ამ სა­ზღვრე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და გამ­თლი­ა­ნე­ბა, რო­გო­რიც იყო.

ასე­ვე, მოვ­დი­ვარ იმის­თვის, რომ ხე­ლახ­ლა რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი გა­ვიყ­ვა­ნოთ სა­მუ­და­მოდ ამ ტე­რი­ტო­რი­ი­დან და ამ ქვეყ­ნი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით. მოვ­დი­ვარ ქა­ჯე­ბის და­სა­თხოვ­ნად, იმი­ტომ რომ ბოღ­მა, ტყუ­ი­ლი სი­ძულ­ვი­ლი, ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე ყელ­ში ამო­ვი­და. ჩე­მამ­დე ბევ­რად უფრო ლა­მა­ზად შოთა ამ­ბობ­და, რომ „სიც­რუე და ორ­პი­რო­ბა ავ­ნებს ხორცსა, მერ­მე სულ­სა“ და ჩვენ ვართ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან მალე სულს ავ­ნოს ამ­დენ­მა სი­ძულ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ტრი­ა­ლებს, ქმნის რა­ღაც შავ აუ­რას და ამას ვხე­დავთ, მერე გა­და­დის ახალ­გაზ­რდებ­ზე. და ეს უთუ­ოდ უნდა ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან და მე კი არ ვარ რა­ღაც სას­წა­უ­ლი ჯო­ხის მომ­ტა­ნი, ამა­ზე ერ­თად უნდა ვი­მუ­შა­ოთ თქვენ, მე, მე­დი­ამ, რო­მელ­საც დიდი როლი აქვს ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მო­ვას­წო­როთ. ცხა­დია, ეს იწყე­ბა ჯერ ოჯახ­ში და მერე სკო­ლა­ში“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ნამ­დვი­ლად 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში უნდა გა­და­ვი­დეს, რად­გან „ჯერ კი­დევ სა­დღაც შუ­ა­შია გა­ჩხე­რი­ლი“.

„მოვ­დი­ვარ იმის­თვის, რომ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და მრა­ვალ­წლი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა მო­ვახ­მა­რო ამ ქვე­ყა­ნას მის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა­ში. ჩვენ ერ­თად უნდა გა­და­ვი­დეთ ნამ­დვი­ლად 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, ჩვენ ჯერ კი­დევ ვართ სა­დღაც შუ­ა­ში გა­ჩხე­რი­ლი. გლო­ბა­ლურ მსოფ­ლი­ო­ში, რომ­ლი­საც არ უნდა გვე­ში­ნო­დეს, სა­კუ­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უნდა და­ვიმ­კვიდ­როთ ისე, რომ სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბა არ დავ­კარ­გოთ და პი­რი­ქით, გა­ვაძ­ლი­ე­როთ. ეს არის რთუ­ლი ამო­ცა­ნა, მაგ­რამ ამას ერ­თად ნამ­დვი­ლად მი­ვაღ­წევთ“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ავტორი:

"მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად..." - სალომე ზურაბიშვილი

"მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად..." - სალომე ზურაბიშვილი

მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად, იმიტომ რომ ბოღმა, ტყუილი, სიძულვილი - ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის პრეზიდენტად მოდის იმისთვის, რომ რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან ხელახლა და სამუდამოდ გაიყვანოს.

„პირველ რიგში, მოვდივარ ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად და რომ ხელახლა არავის მოუწიოს ქვეყნიდან დევნილად წასვლა, რომ აღარასოდეს აღარ დავკარგოთ ტერიტორიები და ღმერთმა იცის, რომ ამ ბოლო ორ საუკუნეში ყველა მიმართულებით დავკარგეთ ტერიტორიები. ეს არის ძალიან იშვიათი მოვლენა და მართლაც, გვინდა ამ ტერიტორიების, ამ საზღვრების შენარჩუნება და გამთლიანება, როგორიც იყო.

ასევე, მოვდივარ იმისთვის, რომ ხელახლა რუსული ჯარები გავიყვანოთ სამუდამოდ ამ ტერიტორიიდან და ამ ქვეყნიდან მშვიდობიანი გზით. მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად, იმიტომ რომ ბოღმა, ტყუილი სიძულვილი, ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა. ჩემამდე ბევრად უფრო ლამაზად შოთა ამბობდა, რომ „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“ და ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში, რომ შეიძლება, ძალიან მალე სულს ავნოს ამდენმა სიძულვილმა, რომელიც ქვეყანაში ტრიალებს, ქმნის რაღაც შავ აურას და ამას ვხედავთ, მერე გადადის ახალგაზრდებზე. და ეს უთუოდ უნდა ავიცილოთ თავიდან და მე კი არ ვარ რაღაც სასწაული ჯოხის მომტანი, ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ თქვენ, მე, მედიამ, რომელსაც დიდი როლი აქვს ამ სიტუაციაში, რომ რაღაცნაირად გამოვასწოროთ. ცხადია, ეს იწყება ჯერ ოჯახში და მერე სკოლაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველო ნამდვილად 21-ე საუკუნეში უნდა გადავიდეს, რადგან „ჯერ კიდევ სადღაც შუაშია გაჩხერილი“.

„მოვდივარ იმისთვის, რომ მრავალფეროვანი და მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება მოვახმარო ამ ქვეყანას მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. ჩვენ ერთად უნდა გადავიდეთ ნამდვილად 21-ე საუკუნეში, ჩვენ ჯერ კიდევ ვართ სადღაც შუაში გაჩხერილი. გლობალურ მსოფლიოში, რომლისაც არ უნდა გვეშინოდეს, საკუთარი მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დავიმკვიდროთ ისე, რომ საკუთარი იდენტობა არ დავკარგოთ და პირიქით, გავაძლიეროთ. ეს არის რთული ამოცანა, მაგრამ ამას ერთად ნამდვილად მივაღწევთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები