პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილიონიანი „შუამავლები“ ბიზნესსა და მთავრობას შორის?!
მილიონიანი „შუამავლები“ ბიზნესსა და მთავრობას შორის?!

ცოტა ხნის წინ ახა­ლი ფა­რუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ „ომე­გა ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის ყო­ფილ მი­ნისტრს, ლე­ვან ყი­ფი­ანს ესა­უბ­რე­ბა.

ჩა­ნა­წე­რის ნამ­დვი­ლო­ბა, რა თქმა უნდა, პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა და­ა­დას­ტუ­როს, თუმ­ცა სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი­დან ჩანს თით­ქოს, ყი­ფი­ა­ნი „ომე­გა ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს ბი­უ­ჯე­ტის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის „მოგ­ვა­რე­ბას“ 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლის, უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით ჰპირ­დე­ბა.

ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში სა­უ­ბა­რია, რომ უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი პრე­მი­ერს უნდა შეხ­ვედ­რო­და და საქ­მე 2 მი­ლი­ონ დო­ლა­რად მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა. ამ ორი მი­ლი­ო­ნის მხო­ლოდ ნა­წი­ლი უნდა წა­სუ­ლი­ყო ბი­უ­ჯეტ­ში, და­ნარ­ჩე­ნი კი საქ­მის მომ­გვა­რე­ბელ პი­რებ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი­ყო.

ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი: "ბიჭო უჩამ ხომ არ მოგ­ვი­შო­რა-მეთ­ქი რა, მა­გას ვე­უბ­ნე­ბო­დი... მე ვუ­თხა­რი. არა, რა­ტომ მოგ­ვი­შო­რებ­და? ლე­ვან, მე ჩა­მო­ვა­ლო და დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით შეგ­ხვდე­ბით, მაგ­რამ ჩემი საქ­მე ეგ არ არიო, პრე­მი­ე­რის საქ­მე­აო, გა­ი­გე? და გა­და­ა­მი­სა­მარ­თა ეგ­რე­ვე. მე პრე­მი­ერ­თან მაქვს შეხ­ვედ­რაო, ახლა ჩა­მო­ვალ რა­ი­ონ­ში ვარო და მოვ­დი­ვარ თბი­ლის­შიო, რო­გორც კი ჩა­მო­ვალ, პრე­მი­ე­რი უნდა ვნა­ხოო. პრე­მი­ერ­თან ამ თე­მა­ზე... პრე­მი­ერ­მა იცის, შენ რომ შუ­ა­მა­ვა­ლი ხარო და მეც იქვე და­ვა­მა­ტე­ბო და ვე­ტყვიო, რომ მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ რა ამ პრო­ექტს და ნუ გავ­წი­რავთ. ჩა­მო­ვალ თუ არა შეხ­ვედ­რა იქ­ნე­ბა პრე­მი­ერ­თან, შევ­ხვდეთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ან სა­ღა­მოს დავ­ჯდეთ. შევ­ხვდეთ ამ ხალ­ხს, ვე­მუ­შა­ვოთ, რომ და­ი­ჯე­რონ და შე­სა­ბა­მი­სად რა­ღაც იქ­ნე­ბაო - კონ­ტრი­ბუ­ცია...

ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლი: კონ­ტრი­ბუ­ცია? ა, ჰოოო!!! ორი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი კაცო?

ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი: ხო ნუ, რომ შე­თან­ხმდე­ბა რა... აქე­დან 1 მი­ლი­ო­ნი წავა, იმა­ში, ბი­უ­ჯეტ­ში და ნა­წი­ლი იმ ხალ­ხთან ვინც გვე­მუ­შა­ვა.

ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლი: მა­გი­სი ის რომ იყოს, ხომ ბი­უ­ჯეტ­შიც გა­და­ვიხ­დი­დი...

ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი: წლის ბო­ლომ­დე რა და მერე ის გრა­ფი­კი ვა­მუ­შა­ოთ რა...

სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ამ ეტაპ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კონ­ტაქტს თავს არი­დებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს უკვე მე­ო­რე აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რია, რო­მელ­საც კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ს აწ­ვდის. თუ ჩა­ნა­წე­რი ავ­თენ­ტუ­რია, ის უდა­ვოდ შე­ი­ცავს და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს და შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის რე­ა­გი­რე­ბის მიღ­მა არ უნდა დარ­ჩეს. თუმ­ცა, ჯერ არ არის ცნო­ბი­ლი და­ი­წყო თუ არა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა ბოლო დროს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და და­ი­ბა­რე­ბენ თუ არა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ლე­ვან ყი­ფი­ან­სა და ზაზა ოქუ­აშ­ვილს.

ფაქ­ტი კი ერ­თია, მა­მა­ცაშ­ვი­ლი ის გვა­რია, რო­მე­ლიც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად ის­მის ბიზ­ნეს­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის გა­რი­გე­ბი­სა თუ ე.წ. საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბის კონ­ტექ­სტში. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით უჩა მა­მა­ცაშ­ვილს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე და მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე საკ­მა­ოდ დიდი გავ­ლე­ნა აქვს გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მილიონიანი „შუამავლები“ ბიზნესსა და მთავრობას შორის?!

მილიონიანი „შუამავლები“ ბიზნესსა და მთავრობას შორის?!

ცოტა ხნის წინ ახალი ფარული აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც სავარაუდოდ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი, სავარაუდოდ, სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს ესაუბრება.

ჩანაწერის ნამდვილობა, რა თქმა უნდა, პროკურატურამ უნდა დაადასტუროს, თუმცა საუბრის შინაარსიდან ჩანს თითქოს, ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების „მოგვარებას“ 2 მილიონი დოლარის სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის დახმარებით ჰპირდება.

ფარულ ჩანაწერში საუბარია, რომ უჩა მამაცაშვილი პრემიერს უნდა შეხვედროდა და საქმე 2 მილიონ დოლარად მოეგვარებინა. ამ ორი მილიონის მხოლოდ ნაწილი უნდა წასულიყო ბიუჯეტში, დანარჩენი კი საქმის მომგვარებელ პირებზე გადანაწილებულიყო.

ლევან ყიფიანი: "ბიჭო უჩამ ხომ არ მოგვიშორა-მეთქი რა, მაგას ვეუბნებოდი... მე ვუთხარი. არა, რატომ მოგვიშორებდა? ლევან, მე ჩამოვალო და დიდი პატივისცემით შეგხვდებით, მაგრამ ჩემი საქმე ეგ არ არიო, პრემიერის საქმეაო, გაიგე? და გადაამისამართა ეგრევე. მე პრემიერთან მაქვს შეხვედრაო, ახლა ჩამოვალ რაიონში ვარო და მოვდივარ თბილისშიო, როგორც კი ჩამოვალ, პრემიერი უნდა ვნახოო. პრემიერთან ამ თემაზე... პრემიერმა იცის, შენ რომ შუამავალი ხარო და მეც იქვე დავამატებო და ვეტყვიო, რომ მხარი დავუჭიროთ რა ამ პროექტს და ნუ გავწირავთ. ჩამოვალ თუ არა შეხვედრა იქნება პრემიერთან, შევხვდეთ დღის განმავლობაში, ან საღამოს დავჯდეთ. შევხვდეთ ამ ხალხს, ვემუშავოთ, რომ დაიჯერონ და შესაბამისად რაღაც იქნებაო - კონტრიბუცია...

ზაზა ოქუაშვილი: კონტრიბუცია? ა, ჰოოო!!! ორი მილიონი დოლარი კაცო?

ლევან ყიფიანი: ხო ნუ, რომ შეთანხმდება რა... აქედან 1 მილიონი წავა, იმაში, ბიუჯეტში და ნაწილი იმ ხალხთან ვინც გვემუშავა.

ზაზა ოქუაშვილი: მაგისი ის რომ იყოს, ხომ ბიუჯეტშიც გადავიხდიდი...

ლევან ყიფიანი: წლის ბოლომდე რა და მერე ის გრაფიკი ვამუშაოთ რა...

სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ამ ეტაპზე ჟურნალისტებთან კონტაქტს თავს არიდებს. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე აუდიოჩანაწერია, რომელსაც კონფიდენციალური წყარო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს აწვდის. თუ ჩანაწერი ავთენტურია, ის უდავოდ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისი უწყებების რეაგირების მიღმა არ უნდა დარჩეს. თუმცა, ჯერ არ არის ცნობილი დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება ბოლო დროს გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით და დაიბარებენ თუ არა პროკურატურაში ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს.

ფაქტი კი ერთია, მამაცაშვილი ის გვარია, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში ყველაზე ხშირად ისმის ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის გარიგებისა თუ ე.წ. საქმეების მოგვარების კონტექსტში. გავრცელებული ინფორმაციით უჩა მამაცაშვილს ბიძინა ივანიშვილზე და მის გადაწყვეტილებებზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვს განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები