საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

"დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა.

ბურ­ჯა­ნა­ძე 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს ფარსს უწო­დებს და აცხა­დებს, რომ ის არ აპი­რებს, სა­კუ­თარ თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად „ამ ფარსში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას“. ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის თქმით, ის დღე­ი­დან სა­კუ­თარ გუნდთან ერ­თად მო­ემ­ზა­დე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის.

"ძვირ­ფა­სო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო, ჩემს თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად ვიბ­რძო­ლებ იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­აქ­ტი­ურ­დეს. მათ შო­რის ხმა ამო­ი­ღონ იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რო­მელ­თა გა­ჭირ­ვე­ბა­საც დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მი­ლი­არ­დე­რი ივა­ნიშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნებ­ზე 20 და 50 ლა­რად აფა­სებს. შევ­ქმნი ძა­ლას, რო­მე­ლიც არ და­უშ­ვებს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ასეთ გა­რე­მო­ში ჩა­ტა­რე­ბას და ივა­ნიშ­ვი­ლის მონა პარ­ლა­მენ­ტის მი­ღე­ბას.

მე შევ­ქმნი ძა­ლას, რო­მე­ლიც აი­ძუ­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ან შეც­ვა­ლოს სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო და ჩა­ა­ტა­როს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ან მო­შორ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. მე შევ­ქმნი ასეთ ძა­ლას, დიახ, ჩვენ შევ­ცვლით ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ოღონდ ამი­სათ­ვის, რა თქმა უნდა, გა­დამ­წყვე­ტია ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ ბრძო­ლის­თვის მზად იყოს და დაგ­ვიდ­გეს გვერ­დში“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ მას ბევ­რი თა­ნა­მო­აზ­რე და მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავს.

პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, ბევ­რი მისი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ფიქ­რობ­და, რომ მას საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭი უნდა ეყა­რა.

„ვა­ცხა­დებ, რომ არ ვა­პი­რებ ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ დად­გმულ ფარსში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას და ჩემი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის ამ ფარსში ჩარ­თვას. დღე­ი­დან ვი­წყებთ ბრძო­ლას სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თვის. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თვის არა იმ მიზ­ნით, რომ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ, რო­გორც ამას დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ივა­ნიშ­ვი­ლი აკე­თებს, არა­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თვის ვიბ­რძო­ლებთ იმ მიზ­ნით, რომ შევ­ცვა­ლოთ ის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც დღეს ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

უნდა და­ვუბ­რუ­ნო ჩემს ქვე­ყა­ნას ღირ­სე­ბა და ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა. ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეს ფარ­სი გა­ვა­ტა­როთ ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე, რომ არ ფარსში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ვი­ღოთ და ვიბ­რძი­ლოთ იმის­თვის, რომ დღე­ი­დან შე­იქ­მნას ისე­თი ძალა, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი ერის ამ დამ­ცი­რე­ბას ბო­ლოს მო­უ­ღებს", - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სა­ხელ­მწი­ფოს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­სტი­ტუ­ტი - პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი გა­უქ­მე­ბუ­ლია.

„სამ­წუ­ხა­როდ, ამ ინ­სტი­ტუ­ტის მი­ზან­მი­მარ­თულ ნგრე­ვა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრო­ტეს­ტი არ გა­მო­უ­ხა­ტავს. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვე­ყა­ნას ასუს­ტებ­და და მხო­ლოდ ოლი­გარ­ქის ძა­ლა­უფ­ლე­ბას აძ­ლი­ე­რებ­და, მხო­ლოდ ერთი კა­ცის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და ხალ­ხის. დღეს ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნას უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა. ამ სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ქვეყ­ნის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა დღე­ვან­დელ პრე­ზი­დენტს, მის ხელთ აღარ არ­სე­ბუ­ლი ბერ­კე­ტე­ბის გამო არ შე­უძ­ლია. პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი დღეს არის არა ქვეყ­ნის, არა­მედ ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სიმ­ბო­ლო. ემ­სა­ხუ­რე­ბა ერთი ადა­მი­ა­ნის და მისი ახ­ლობ­ლე­ბის კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

"დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ განცხადება ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ბურჯანაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ფარსს უწოდებს და აცხადებს, რომ ის არ აპირებს, საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად „ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას“. ნინო ბურჯანაძის თქმით, ის დღეიდან საკუთარ გუნდთან ერთად მოემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის.

"ძვირფასო თანამემამულენო, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ საზოგადოება გააქტიურდეს. მათ შორის ხმა ამოიღონ იმ ადამიანებმა, რომელთა გაჭირვებასაც დღევანდელი ხელისუფლება და მილიარდერი ივანიშვილი არჩევნებზე 20 და 50 ლარად აფასებს. შევქმნი ძალას, რომელიც არ დაუშვებს საპარლამენტო არჩევნების ასეთ გარემოში ჩატარებას და ივანიშვილის მონა პარლამენტის მიღებას.

მე შევქმნი ძალას, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას ან შეცვალოს საარჩევნო გარემო და ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები, ან მოშორდეს ხელისუფლებას. მე შევქმნი ასეთ ძალას, დიახ, ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას. ოღონდ ამისათვის, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია ის, რომ საზოგადოება ამ ბრძოლისთვის მზად იყოს და დაგვიდგეს გვერდში“, - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ მას ბევრი თანამოაზრე და მხარდამჭერი ჰყავს.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, ბევრი მისი გულშემატკივარი ფიქრობდა, რომ მას საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი უნდა ეყარა.

„ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ ივანიშვილის მიერ დადგმულ ფარსში მონაწილეობის მიღებას და ჩემი თანამოაზრეების ამ ფარსში ჩართვას. დღეიდან ვიწყებთ ბრძოლას საპარლამენტო არჩევნებისათვის და ხელისუფლებაში მოსვლისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთვის არა იმ მიზნით, რომ საკუთარი სურვილები და ინტერესები განვახორციელოთ, როგორც ამას დღევანდელი ხელისუფლება და ივანიშვილი აკეთებს, არამედ ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვიბრძოლებთ იმ მიზნით, რომ შევცვალოთ ის დამამცირებელი ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც დღეს ქვეყანაში ჩამოყალიბდა.

უნდა დავუბრუნო ჩემს ქვეყანას ღირსება და ნორმალური განვითარების პერსპექტივა. ამისთვის აუცილებელია ეს ფარსი გავატაროთ ჩვენი მონაწილეობის გარეშე, რომ არ ფარსში მონაწილეობა არ მივიღოთ და ვიბრძილოთ იმისთვის, რომ დღეიდან შეიქმნას ისეთი ძალა, რომელიც ქართველი ერის ამ დამცირებას ბოლოს მოუღებს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი - პრეზიდენტის ინსტიტუტი გაუქმებულია.

„სამწუხაროდ, ამ ინსტიტუტის მიზანმიმართულ ნგრევაზე საზოგადოებას პროტესტი არ გამოუხატავს. საზოგადოებამ ვერ გააცნობიერა, რომ აღნიშნული ქვეყანას ასუსტებდა და მხოლოდ ოლიგარქის ძალაუფლებას აძლიერებდა, მხოლოდ ერთი კაცის ინტერესებს ემსახურებოდა და არა საზოგადოების და ხალხის. დღეს ქვეყნის გადარჩენას უმნიშვნელოვანესი სისტემური ცვლილებები სჭირდება. ამ სისტემური ცვლილებების განხორციელება ქვეყნის საშინაო და საგარეო პრობლემის მოგვარებაზე გავლენის მოხდენა დღევანდელ პრეზიდენტს, მის ხელთ აღარ არსებული ბერკეტების გამო არ შეუძლია. პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს არის არა ქვეყნის, არამედ ივანიშვილის სურვილების განხორციელების სიმბოლო. ემსახურება ერთი ადამიანის და მისი ახლობლების კომფორტულ გარემოში ცხოვრებას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები