მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაფხულის ზღაპარი ბეშუმში
ზაფხულის ზღაპარი ბეშუმში

"იქა­უ­რი ცხვრის რძე რომ 25 დღე სვა, ბრმაც იყო, დღი­სით ცაზე ვარ­სკვლა­ვებს ნა­ხავ", "ძრო­ხის ყიდ­ვა თუ გინ­და, დი­და­ჭა­რის ია­ი­ლე­ბის შავი ძრო­ხა სჯობს, ადი­გე­ნის „ბე­ლას­ნეჟ­კას“ - მეტს იწ­ვე­ლე­ბა. მწვა­ნე ტბის ახლო ჭა­ო­ბებ­ში გა­რე­უ­ლი იხვი იცის, ნა­დი­რო­ბის სე­ზონ­ზეც კი არ კლა­ვენ - იცი რა­ტომ? ეცო­დე­ბათ. ბუ­ნე­ბა უყ­ვართ იქა­უ­რებს" - მსგავს ტექ­სტებს ბე­შუ­მის შე­სა­ხებ ბა­თუ­მი­დან ამ კუ­რორ­ტის­კენ მი­მა­ვალ „მარ­შუტ­კა­ში“ მო­ის­მენთ, თუ გა­გი­მარ­თლათ და ნამ­დვილ მემ­თე­უ­რებს და­ემ­გზავ­რეთ.

ზღვის დო­ნი­დან თით­ქმის 2000 მეტრზე მდე­ბა­რე კუ­რორ­ტი ბე­შუ­მი დაბა ხუ­ლო­დან 30 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი. იქ წამ­სვლელ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ გზა ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლი და მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­უ­ლია, ბა­თუ­მი­დან ბე­შუმ­ში ჩას­ვლას და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 სა­ა­თი სჭირ­დე­ბა. თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ხუ­ლოს გას­ცდე­ბით და სოფ­ლე­ბი: რი­ყე­თი, შუ­ა­სო­ფე­ლი და და­ნის­პა­რა­უ­ლი გა­მოჩ­ნდე­ბა, მიხ­ვდე­ბით, რომ მომ­ქან­ცვე­ლი გზა ამად ღირ­და.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ბე­შუმ­ში პირ­და­პირ ჩა­სუ­ლებს სა­ცხოვ­რებ­ლის პოვ­ნა წი­ნას­წა­რი და­ჯავ­შნის გა­რე­შე გა­გი­ჭირ­დე­ბათ. ყვე­ლა ქოხს უკვე ჰყავს დამ­სვე­ნე­ბე­ლი, ამი­ტომ თა­და­რი­გი გამ­გზავ­რე­ბამ­დე და­ი­ჭი­რეთ.

გო­დერ­ძის უღელ­ტე­ხილს გა­და­ივ­ლით თუ არა ია­ი­ლე­ბი – მემ­თე­ურ­თა და­სახ­ლე­ბე­ბი გხვდე­ბათ. მემ­თე­უ­რე­ბი ია­ი­ლებ­ში ზა­ფხუ­ლო­ბით რჩე­ბი­ან, სა­ქო­ნელს უვ­ლი­ან, რძის პრო­დუქ­ტებს ამ­ზა­დე­ბენ და შე­მოდ­გო­მის­პირ­ზე და­სახ­ლე­ბას ტო­ვე­ბენ. მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რა­ში ზა­ფხუ­ლო­ბით სი­ცო­ცხლე ჩქეფს და დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე მხი­ა­რუ­ლი ჟრი­ა­მუ­ლია: ია­ი­ლებ­ზე ერ­თად ამო­დი­ან ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი, შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, ქო­ხე­ბი­დან გა­მო­ფე­ნი­ლი ლო­ყა­ღაჟღა­ჟა ბავ­შვე­ბი გზა­დაგ­ზა ხელს უქ­ნე­ვენ „მარ­შუტ­კის“ მგზავ­რებს.

გო­დერ­ძის უღელ­ტე­ხი­ლის შემ­დეგ მა­ლე­ვე მი­ად­გე­ბით ბე­შუმს, ხის კო­ტე­ჯე­ბი­სა და ქო­ხე­ბის კუ­რორ­ტს – ნაძვნარ­ში გაბ­მუ­ლი ჭრე­ლაჭ­რუ­ლა ჰა­მა­კე­ბი, დამ­სვე­ნე­ბელ­თა გან­ტვირ­თუ­ლი, მომ­ღი­მა­რი სა­ხე­ე­ბი და ყველ­გან, ყველ­გან მხო­ლოდ ხის სახ­ლე­ბი.

აქ გვი­ა­ნამ­დე ის­მის ხის აივ­ნებ­ზე გა­მო­ფე­ნი­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის კის­კი­სი, ნარ­დის კა­მათ­ლე­ბის ხმა და ბავ­შვე­ბის მხი­ა­რუ­ლი ჟრი­ა­მუ­ლი.

ხის ქო­ხებ­ში გვი­ა­ნო­ბამ­დე არ ქრე­ბა შუქი, დი­ლით კი, როცა ყა­ვას მი­ირ­თმევთ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­გებთ კო­ტე­ჯებ­სა და ქო­ხებ­ში პრო­დუქ­ტე­ბის დამ­ტა­რე­ბელ­თა ხმას: „აბა, ვე­ლუ­რი მარ­წყვი­იი! კა­ი­მა­ღი­იი!”.

ბე­შუმ­ში ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჰგავს ზღაპ­რის დე­კო­რა­ცი­ებს: პა­ტარ-პა­ტა­რა სახ­ლე­ბი, ბავ­შვის ხე­ლით ნა­წე­რი აბ­რე­ბი, სა­ხელ­და­ხე­ლოდ მო­წყო­ბი­ლი კაფე-ბა­რე­ბის უც­ნა­უ­რი აფი­შე­ბი, რაც გამ­ცნობთ, რომ „ქვე­და კვად­რატ­ში“ ყო­ველ პა­რას­კევს „დის­კო“ იმარ­თე­ბა. იმა­ვე დღის 14:00 სა­ათ­ზე კი „ინ­დი­ელ­თა დღეა“.

ზღა­პა­რია ბე­შუ­მის ღა­მე­ე­ბიც, გვი­ა­ნამ­დე ციმ­ცი­მა ქო­ხე­ბით და სუფ­თა, გრი­ლი ჰა­ე­რით, ღა­მით ღია ფან­ჯრი­დან მო­ბე­რი­ლი სი­ო­თი, რო­მე­ლიც უც­ნა­უ­რად გიხ­სნის ფილ­ტვებს და ნაძ­ვე­ბის სურ­ნე­ლი მო­აქვს.

ბე­შუ­მი სპე­ცი­ფი­კუ­რი კუ­რორ­ტია. აქ დიდი სას­ტუმ­რო­ე­ბი არ არის და კო­ტე­ჯე­ბი მთლი­ა­ნად ქი­რავ­დე­ბა – ძი­რი­თა­დად ოჯა­ხებ­ზე. კო­ტე­ჯე­ბის ფა­სე­ბი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 350-დან 700 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, 400 – დან 600 დო­ლა­რამ­დე ღირს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი კო­ტე­ჯე­ბი – სა­დაც თა­ვი­სუფ­ლად და­ე­ტე­ვა 2 ან 3 ოჯა­ხიც.

ორი-სამი დღით ან ერთი კვი­რით ბე­შუმ­ში ასულ დამ­სვნე­ბელს, თუ მხო­ლოდ ორნი ხართ ან ერთი, ად­გილ­ზე­ვე ღა­მის გა­სა­თე­ვის პოვ­ნა გა­გი­ჭირ­დე­ბათ, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში თუ გა­გი­მარ­თლათ და ვინ­მემ სა­კუ­თარ კო­ტე­ჯში გა­გა­თე­ვი­ნათ, ერთ ღა­მე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 40 – 50 ლა­რის გა­დახ­და მო­გი­წევთ (კვე­ბის გა­რე­შე).

თუ ბე­შუმ­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე ია­ი­ლებ­ში – მემ­თე­ურ­თა სახ­ლებ­ში გა­ა­თევთ, ფასი მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, 24 – 30 ლარ­ზე მეტს მემ­თე­უ­რე­ბი არ გა­და­გახ­დე­ვი­ნე­ბენ ღა­მე­ში, მაგ­რამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ია­ი­ლებ­ში აბა­ზა­ნე­ბი ძი­რი­თა­დად არ არის და ძრო­ხე­ბიც თქვენ­თან ახ­ლოს იცხოვ­რე­ბენ – ამის­თვის მზად უნდა იყოთ. თუმ­ცა ასეთ სახ­ლებ­ში ნა­ხავთ ყვე­ლის, ყუ­რუ­თის, ნა­დუ­ღის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცესს და ამ ყვე­ლა­ფერს ად­გილ­ზე­ვე და­ა­გე­მოვ­ნებთ. თუ მან­ქა­ნით ხართ, ია­ი­ლებ­ზე­ვე შე­ი­ძენთ ძა­ლი­ან ია­ფად რძის პრო­დუქ­ტებს შინ წა­სა­ღე­ბად.

არის მე­სა­მე და ოპ­ტი­მა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაც: ბე­შუმ­თან ახ­ლოს ულა­მა­ზე­სი სოფ­ლე­ბია: რი­ყე­თი, შუ­ა­სო­ფე­ლი, და­ნის­პა­რა­უ­ლი, სა­დაც 30-დან 50 ლა­რამ­დე ღირს სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებ­ში ღა­მის­თე­ვა რო­გორც კვე­ბით, ასე­ვე კვე­ბის გა­რე­შე.

მას შემ­დეგ, რაც ბე­შუმ­ში თქვე­ნი პირ­ვე­ლი დღე მი­ი­წუ­რე­ბა და ლურ­ჯი ღა­მეც გა­თენ­დე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ ეს­ტუმ­როთ კუ­რორტთან ახ­ლოს მდე­ბა­რე ია­ი­ლებს. ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ბე­შუმ­ში მო­გარ­თმე­ვენ: რძეს, ყვე­ლას, კა­ი­მაღს თუ ყუ­რუთს – ია­ი­ლე­ბი­დან მო­აქვთ, აქ­ვეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ახა­ლი და გემ­რი­ე­ლია.

კა­ი­მა­ღი ძა­ლი­ან ცხი­მი­ან არა­ჟანს ჰგავს, ყუ­რუ­თი კი­დევ რძე­ში გა­და­ზე­ლი­ლი ნა­დუ­ღია, რო­მელ­საც ფორ­მებს აძ­ლე­ვენ, სახ­ლის ხის ყა­ვარ­ზე აშ­რო­ბენ, ახ­მო­ბენ და მერე ლუდ­თან ან ისე მი­ირ­თმე­ვენ – მა­რი­ლი­ა­ნია ყუ­რუ­თი, ლუდს უხ­დე­ბა ძა­ლი­ან.

ია­ი­ლე­ბის მემ­თე­უ­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი არი­ან, მა­ში­ნაც კი, თუ უბ­რა­ლოდ იკი­თხავთ სწო­რად ად­გე­ხართ თუ არა გზას, აუ­ცი­ლებ­ლად გთა­ვა­ზო­ბენ ყა­ვას და ცოტა ხნით მათ­თან შეს­ვე­ნე­ბას.

ეს ხის სახ­ლი კატ­რი­ძირ­შია, ასე ჰქვია ია­ი­ლას, სა­დაც 60 წლის ნა­თე­ლა აბუ­ლა­ძე ატა­რებს ყო­ველ ზა­ფხულს შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად. სულ ექ­ვსი ძრო­ხა ჰყავთ. ყო­ველ­დღე აკე­თებს ყველს, კა­ი­მაღს და მა­წონს. საქ­მე­ში შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბი­ან.

ხის ქო­ხის კედ­ლე­ბი ნა­თე­ლას მო­ქარ­გუ­ლი ყვა­ვი­ლე­ბით და მარ­წყვი­ა­ნი კა­ლა­თე­ბი­თაა მო­ფე­ნი­ლი. აჭა­რა­ში უფ­რო­სი თა­ო­ბის ქა­ლებს ქარ­გვა გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ და გა­მოს­დით.

ნა­თე­ლა აბუ­ლა­ძე გვე­უბ­ნე­ბა, რომ ია­ი­ლებ­ზე რძის პრო­დუქ­ტი გა­ცი­ლე­ბით ია­ფია და ტუ­რის­ტე­ბიც ხში­რად არ­ჩე­ვენ ყვე­ლაფ­რის აქვე, მემ­თე­უ­რებ­თან ყიდ­ვას. ნა­ხე­ვა­რი კი­ლოგ­რა­მი კა­ი­მა­ღი 5 ლარი ღირს, ყვე­ლი – 8 ლარი, ერთი ყუ­რუ­თი 1 ლარი, ნა­დუ­ღი – 2 ლარი, რძე კი ლარ-ნა­ხე­ვა­რი. კუ­რორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ბა­ზარ­ში, ბე­შუმ­ში, პრო­დუქ­ტის ფასი თით­ქმის არ გან­სხვავ­დე­ბა ბა­თუ­მის ფა­სე­ბის­გან. ხილი, ბოსტნე­უ­ლი და სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­მარ­თუ­ლი კაფე-ბარი – აქ ყვე­ლა­ფე­რია, რაც მთის კუ­რორტზე დას­ვე­ნე­ბის­თვის დაგ­ჭირ­დე­ბათ.

ია­ი­ლებ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას აუ­ცი­ლებ­ლად გა­იც­ნობთ და და­უ­მე­გობ­რდე­ბით ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც არ დაგ­ზარ­დე­ბი­ან და ყვე­ლა­ფერს დაწ­ვრი­ლე­ბით აგიხ­სნი­ან.

მა­გა­ლი­თად იმას, რომ ბე­შუმ­თან ახ­ლო­მახ­ლო უამ­რა­ვი ია­ი­ლაა, ყვე­ლას სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლი ჰქვია: აი­ვა­ზა­ჭო­ლო, ღრმა­ჭა­ლა, ბე­რი­ჭა­ლა, დიდი ია­ი­ლა, ტი­ა­ლი­ფერ­დი, ლე­კი­ძი­რი, მწვა­ნე ტბა და ტბის იქით – დი­და­ჭა­რი­სა და ალ­მის ია­ი­ლე­ბი. ჩვე­ნი მეგ­ზუ­რი მემ­თე­უ­რი ნა­თე­ლა აბუ­ლა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი, 13 წლის ვე­ფხი­აა. ფან­ჯრი­დან დიდ, მწვა­ნე ველს გვიჩ­ვე­ნებს და გვე­უბ­ნე­ბა, რომ შუ­ამ­თო­ბა აგ­ვის­ტოს პირ­ველ კვი­რას სწო­რედ ამ ველ­ზე იმარ­თე­ბა: დოღი, ცეკ­ვა-თა­მა­ში და გარ­თო­ბა. კვი­რას, 5 აგ­ვის­ტოს, აქ დიდი მხი­ა­რუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა. ბე­შუ­მის ია­ი­ლებ­ზე უამ­რავ სტუ­მარს ელი­ან ბა­რი­დან.

ბე­შუმ­თან ახ­ლოს ულა­მა­ზე­სი ალ­პუ­რი ბა­ღია გა­შე­ნე­ბუ­ლი, სა­დაც ათას­ფე­რა­დი, უც­ნა­უ­რი ყვა­ვი­ლია, ბარ­ში რომ ვერ­სად შეხ­ვდე­ბით, ისე­თი.

ბე­შუ­მის დამ­სვე­ნებ­ლებს ნაწ­ვი­მარ­ზე ხში­რად ნა­ხავთ ტყის­პი­რებ­ზე კა­ლა­თე­ბით გა­მო­ფე­ნი­ლებს – აქ ბევ­რი სო­კოა და ტუ­რის­ტებ­მა ეს მშვე­ნივ­რად იცი­ან.

ბე­შუ­მის და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა მწვა­ნე ტბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის გა­რე­შე. გო­დერ­ძის უღელ­ტე­ხი­ლი­დან ტბამ­დე 6 კი­ლო­მეტ­რია, გზა შე­გიძ­ლი­ათ ტაქ­სით ან ფე­ხით გა­ი­ა­როთ. ტაქ­სი იქამ­დე 30 ლა­რად მი­გიყ­ვანთ, და­გე­ლო­დე­ბათ და უღელ­ტე­ხი­ლამ­დე და­გაბ­რუ­ნებთ. ტბის პი­რას კარ­ვე­ბი­თაც რჩე­ბი­ან, იქვე წვრილ­მა­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­ცაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

ზაფხულის ზღაპარი ბეშუმში

ზაფხულის ზღაპარი ბეშუმში

"იქაური ცხვრის რძე რომ 25 დღე სვა, ბრმაც იყო, დღისით ცაზე ვარსკვლავებს ნახავ", "ძროხის ყიდვა თუ გინდა, დიდაჭარის იაილების შავი ძროხა სჯობს, ადიგენის „ბელასნეჟკას“ - მეტს იწველება. მწვანე ტბის ახლო ჭაობებში გარეული იხვი იცის, ნადირობის სეზონზეც კი არ კლავენ - იცი რატომ? ეცოდებათ. ბუნება უყვართ იქაურებს" - მსგავს ტექსტებს ბეშუმის შესახებ ბათუმიდან ამ კურორტისკენ მიმავალ „მარშუტკაში“ მოისმენთ, თუ გაგიმართლათ და ნამდვილ მემთეურებს დაემგზავრეთ.

ზღვის დონიდან თითქმის 2000 მეტრზე მდებარე კურორტი ბეშუმი დაბა ხულოდან 30 კილომეტრითაა დაშორებული. იქ წამსვლელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გზა ძალიან დამღლელი და მიხვეულ-მოხვეულია, ბათუმიდან ბეშუმში ჩასვლას დაახლოებით 4-5 საათი სჭირდება. თუმცა მას შემდეგ, რაც ხულოს გასცდებით და სოფლები: რიყეთი, შუასოფელი და დანისპარაული გამოჩნდება, მიხვდებით, რომ მომქანცველი გზა ამად ღირდა.

გაითვალისწინეთ, რომ ბეშუმში პირდაპირ ჩასულებს საცხოვრებლის პოვნა წინასწარი დაჯავშნის გარეშე გაგიჭირდებათ. ყველა ქოხს უკვე ჰყავს დამსვენებელი, ამიტომ თადარიგი გამგზავრებამდე დაიჭირეთ.

გოდერძის უღელტეხილს გადაივლით თუ არა იაილები – მემთეურთა დასახლებები გხვდებათ. მემთეურები იაილებში ზაფხულობით რჩებიან, საქონელს უვლიან, რძის პროდუქტებს ამზადებენ და შემოდგომისპირზე დასახლებას ტოვებენ. მაღალმთიანი აჭარაში ზაფხულობით სიცოცხლე ჩქეფს და დილიდან საღამომდე მხიარული ჟრიამულია: იაილებზე ერთად ამოდიან ბებია-ბაბუები, შვილები და შვილიშვილები, ქოხებიდან გამოფენილი ლოყაღაჟღაჟა ბავშვები გზადაგზა ხელს უქნევენ „მარშუტკის“ მგზავრებს.

გოდერძის უღელტეხილის შემდეგ მალევე მიადგებით ბეშუმს, ხის კოტეჯებისა და ქოხების კურორტს – ნაძვნარში გაბმული ჭრელაჭრულა ჰამაკები, დამსვენებელთა განტვირთული, მომღიმარი სახეები და ყველგან, ყველგან მხოლოდ ხის სახლები.

აქ გვიანამდე ისმის ხის აივნებზე გამოფენილი დამსვენებლების კისკისი, ნარდის კამათლების ხმა და ბავშვების მხიარული ჟრიამული.

ხის ქოხებში გვიანობამდე არ ქრება შუქი, დილით კი, როცა ყავას მიირთმევთ, აუცილებლად გაიგებთ კოტეჯებსა და ქოხებში პროდუქტების დამტარებელთა ხმას: „აბა, ველური მარწყვიიი! კაიმაღიიი!”.

ბეშუმში ყველაფერი ძალიან ჰგავს ზღაპრის დეკორაციებს: პატარ-პატარა სახლები, ბავშვის ხელით ნაწერი აბრები, სახელდახელოდ მოწყობილი კაფე-ბარების უცნაური აფიშები, რაც გამცნობთ, რომ „ქვედა კვადრატში“ ყოველ პარასკევს „დისკო“ იმართება. იმავე დღის 14:00 საათზე კი „ინდიელთა დღეა“.

ზღაპარია ბეშუმის ღამეებიც, გვიანამდე ციმციმა ქოხებით და სუფთა, გრილი ჰაერით, ღამით ღია ფანჯრიდან მობერილი სიოთი, რომელიც უცნაურად გიხსნის ფილტვებს და ნაძვების სურნელი მოაქვს.

ბეშუმი სპეციფიკური კურორტია. აქ დიდი სასტუმროები არ არის და კოტეჯები მთლიანად ქირავდება – ძირითადად ოჯახებზე. კოტეჯების ფასები ერთი თვის განმავლობაში 350-დან 700 ლარამდე მერყეობს, 400 – დან 600 დოლარამდე ღირს განსაკუთრებულად კეთილმოწყობილი კოტეჯები – სადაც თავისუფლად დაეტევა 2 ან 3 ოჯახიც.

ორი-სამი დღით ან ერთი კვირით ბეშუმში ასულ დამსვნებელს, თუ მხოლოდ ორნი ხართ ან ერთი, ადგილზევე ღამის გასათევის პოვნა გაგიჭირდებათ, ასეთ შემთხვევაში თუ გაგიმართლათ და ვინმემ საკუთარ კოტეჯში გაგათევინათ, ერთ ღამეში დაახლოებით 40 – 50 ლარის გადახდა მოგიწევთ (კვების გარეშე).

თუ ბეშუმთან ახლომდებარე იაილებში – მემთეურთა სახლებში გაათევთ, ფასი მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული, 24 – 30 ლარზე მეტს მემთეურები არ გადაგახდევინებენ ღამეში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ იაილებში აბაზანები ძირითადად არ არის და ძროხებიც თქვენთან ახლოს იცხოვრებენ – ამისთვის მზად უნდა იყოთ. თუმცა ასეთ სახლებში ნახავთ ყველის, ყურუთის, ნადუღის დამზადების პროცესს და ამ ყველაფერს ადგილზევე დააგემოვნებთ. თუ მანქანით ხართ, იაილებზევე შეიძენთ ძალიან იაფად რძის პროდუქტებს შინ წასაღებად.

არის მესამე და ოპტიმალური საშუალებაც: ბეშუმთან ახლოს ულამაზესი სოფლებია: რიყეთი, შუასოფელი, დანისპარაული, სადაც 30-დან 50 ლარამდე ღირს საოჯახო სასტუმროებში ღამისთევა როგორც კვებით, ასევე კვების გარეშე.

მას შემდეგ, რაც ბეშუმში თქვენი პირველი დღე მიიწურება და ლურჯი ღამეც გათენდება, შეგიძლიათ ესტუმროთ კურორტთან ახლოს მდებარე იაილებს. ყველაფერი, რასაც ბეშუმში მოგართმევენ: რძეს, ყველას, კაიმაღს თუ ყურუთს – იაილებიდან მოაქვთ, აქვეა დამზადებული, ახალი და გემრიელია.

კაიმაღი ძალიან ცხიმიან არაჟანს ჰგავს, ყურუთი კიდევ რძეში გადაზელილი ნადუღია, რომელსაც ფორმებს აძლევენ, სახლის ხის ყავარზე აშრობენ, ახმობენ და მერე ლუდთან ან ისე მიირთმევენ – მარილიანია ყურუთი, ლუდს უხდება ძალიან.

იაილების მემთეურები განსაკუთრებით სტუმართმოყვარე და ყურადღებიანი არიან, მაშინაც კი, თუ უბრალოდ იკითხავთ სწორად ადგეხართ თუ არა გზას, აუცილებლად გთავაზობენ ყავას და ცოტა ხნით მათთან შესვენებას.

ეს ხის სახლი კატრიძირშია, ასე ჰქვია იაილას, სადაც 60 წლის ნათელა აბულაძე ატარებს ყოველ ზაფხულს შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად. სულ ექვსი ძროხა ჰყავთ. ყოველდღე აკეთებს ყველს, კაიმაღს და მაწონს. საქმეში შვილები და შვილიშვილებიც ეხმარებიან.

ხის ქოხის კედლები ნათელას მოქარგული ყვავილებით და მარწყვიანი კალათებითაა მოფენილი. აჭარაში უფროსი თაობის ქალებს ქარგვა განსაკუთრებით უყვართ და გამოსდით.

ნათელა აბულაძე გვეუბნება, რომ იაილებზე რძის პროდუქტი გაცილებით იაფია და ტურისტებიც ხშირად არჩევენ ყველაფრის აქვე, მემთეურებთან ყიდვას. ნახევარი კილოგრამი კაიმაღი 5 ლარი ღირს, ყველი – 8 ლარი, ერთი ყურუთი 1 ლარი, ნადუღი – 2 ლარი, რძე კი ლარ-ნახევარი. კურორტის ტერიტორიაზე მდებარე ბაზარში, ბეშუმში, პროდუქტის ფასი თითქმის არ განსხვავდება ბათუმის ფასებისგან. ხილი, ბოსტნეული და სახელდახელოდ გამართული კაფე-ბარი – აქ ყველაფერია, რაც მთის კურორტზე დასვენებისთვის დაგჭირდებათ.

იაილებზე მოგზაურობისას აუცილებლად გაიცნობთ და დაუმეგობრდებით ბავშვებს, რომლებიც არ დაგზარდებიან და ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნიან.

მაგალითად იმას, რომ ბეშუმთან ახლომახლო უამრავი იაილაა, ყველას სხვადასხვა სახელი ჰქვია: აივაზაჭოლო, ღრმაჭალა, ბერიჭალა, დიდი იაილა, ტიალიფერდი, ლეკიძირი, მწვანე ტბა და ტბის იქით – დიდაჭარისა და ალმის იაილები. ჩვენი მეგზური მემთეური ნათელა აბულაძის შვილიშვილი, 13 წლის ვეფხიაა. ფანჯრიდან დიდ, მწვანე ველს გვიჩვენებს და გვეუბნება, რომ შუამთობა აგვისტოს პირველ კვირას სწორედ ამ ველზე იმართება: დოღი, ცეკვა-თამაში და გართობა. კვირას, 5 აგვისტოს, აქ დიდი მხიარულება იქნება. ბეშუმის იაილებზე უამრავ სტუმარს ელიან ბარიდან.

ბეშუმთან ახლოს ულამაზესი ალპური ბაღია გაშენებული, სადაც ათასფერადი, უცნაური ყვავილია, ბარში რომ ვერსად შეხვდებით, ისეთი.

ბეშუმის დამსვენებლებს ნაწვიმარზე ხშირად ნახავთ ტყისპირებზე კალათებით გამოფენილებს – აქ ბევრი სოკოა და ტურისტებმა ეს მშვენივრად იციან.

ბეშუმის დატოვება არ შეიძლება მწვანე ტბის მონახულების გარეშე. გოდერძის უღელტეხილიდან ტბამდე 6 კილომეტრია, გზა შეგიძლიათ ტაქსით ან ფეხით გაიაროთ. ტაქსი იქამდე 30 ლარად მიგიყვანთ, დაგელოდებათ და უღელტეხილამდე დაგაბრუნებთ. ტბის პირას კარვებითაც რჩებიან, იქვე წვრილმანების მაღაზიაცაა.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის