პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯგუფი "სახე" ახალი წევრით და ახალი ალბომით ბრუნდება
ჯგუფი "სახე" ახალი წევრით და ახალი ალბომით ბრუნდება

24 აგ­ვის­ტოს, Check in Georgia-ს ფარ­გლებ­ში, „ბლექ სი არე­ნა­ზე“ „სა­ხის“ კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა. „20 წელი „სა­ხეს­თან“ ერ­თად“ - ასე ჰქვია სა­ღა­მოს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ჯგუ­ფი, ყვე­ლა ძველ ჰიტ­თან ერ­თად, 10 ახალ კომ­პო­ზი­ცი­ას წა­რად­გენს, რომ­ლე­ბიც ახალ ალ­ბომ­შია თავ­მოყ­რი­ლი. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის შე­იქ­მნა „სა­ხის“ ბენ­დი სან­დრო შა­ლამ­ბე­რი­ძის, ლუკა თო­ფუ­რი­ას, ზურა კიკ­ნა­ძის, აკა­კი მა­ღა­ლა­ძის, ზურა მახ­ნი­აშ­ვი­ლის შე­მად­გენ­ლო­ბით. „სა­ხის“ ახა­ლი წევ­რი კი, დათო ხუ­ჯა­ძე­სა და დათო ფორჩხი­ძეს­თან ერ­თად, გახ­ლავთ მუ­სი­კო­სი ბო­რი­კო შხი­ა­ნი.

კონ­ცერ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუ­მა­რი იქ­ნე­ბა: მა­იკლ უი­ლი­ამ­სი Poetry N Motion-დან. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს მო­ცეკ­ვა­ვე­თა ჯგუ­ფი და „სა­ხის“ სა­ბავ­შვო სტუ­დი­ის მოს­წავ­ლე­ე­ბი. შოუს მხატ­ვა­რი თამ­რი­კო ფო­ცხიშ­ვი­ლია, ხმის რე­ჟი­სო­რი კი პა­ა­ტა ფა­ცუ­რია.

ღო­ნის­ძი­ე­ბის და „სა­ხის“ მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ მზად­დე­ბა დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, რო­მელ­ზეც გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი მუ­შა­ობს.

გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძე, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- გრძელ­დე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი 2018 წელი Check in Georgia-ს ფარ­გლებ­ში კონ­ცერ­ტე­ბის სე­რია "ბლექ სი არე­ნა­ზე". 24 აგ­ვის­ტოს მსმე­ნელს და მა­ყუ­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, ლე­გენ­და­რუ­ლი ჯგუ­ფის კონ­ცერტს და­ეს­წროს. ჩვენ­თვის საყ­ვა­რე­ლი ჯგუ­ფი "სახე" 20 წლის გახ­და. რო­გორც ძვე­ლი, ასე­ვე ახა­ლი ჰი­ტე­ბით გაგ­ვა­ხა­რე­ბენ, რი­თაც ყვე­ლა თა­ო­ბის მსმე­ნე­ლი ისი­ა­მოვ­ნებს.

დათო ხუ­ჯა­ძე, "სა­ხის" წევ­რი:

- კარ­გია და გვი­ხა­რია, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს, ამ პრო­ექ­ტში მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მად­ლო­ბა მათ, ვინც ამ კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რა და ახლა ასეთ დარ­ბაზ­ში გვი­წევს კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა. ასე­თი რე­სურ­სის დარ­ბა­ზი ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ არის და სწო­რედ იქ უნდა გავ­მარ­თოთ კონ­ცერ­ტი. რა თქმა უნდა, გა­მო­ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რაც ამ დარ­ბაზს გა­აჩ­ნია.

კონ­ცერ­ტზე იქ­ნე­ბა რო­გორც ძვე­ლი სიმ­ღე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­ცით, ასე­ვე ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბიც - 10 სიმ­ღე­რა, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ალ­ბო­მა­დაც გა­მო­ვა. მე­სა­მე თვეა, ყო­ველ დღე რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გვაქვს. თავს არ ვზო­გავთ, ვი­ცით, რომ ბევ­რი ხალ­ხი მოვა და ყვე­ლა­ფე­რი მა­ღალ დონ­ზე უნდა გვქონ­დეს, რო­გორც სა­ჭი­როა.

დათო ფორჩხი­ძე, "სა­ხის" წევ­რი:

"არც ერთი კონ­ცერ­ტი წვა­ლე­ბის და შრო­მის გა­რე­შე აქამ­დე არ გვქო­ნია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­ჯე­რა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვეხ­მა­რა, გვერ­დში დაგ­ვიდ­გა. მოკ­ლედ, ახ­ლაც უპ­რე­ცე­დენ­ტო შრო­მა გავ­წი­ეთ, თით­ქმის ბოლო 2 წე­ლია, ამ ახალ სიმ­ღე­რებ­ზე ვმუ­შა­ობთ. ბო­ლო­ში გას­ვლა რთუ­ლი იყო და ამა­ში ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მარ­ნენ. შევ­კრი­ბეთ ახა­ლი ბენ­დი. არ იქ­ნე­ბა ხმა­მა­ღა­ლი გა­ნა­ცხა­დი და გვექ­ნე­ბა უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ჟღე­რა­დო­ბა, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის კონ­ცერ­ტი და ასე­თი­ვე სტან­დარტს შევ­თა­ვა­ზებთ. რო­გო­რი ხა­რის­ხი და ჟღე­რა­დო­ბაც არის ხოლ­მე სა­ერ­თოდ პოპ­მუ­სი­კა­ში. ასე­თი კონ­ცერ­ტი აქამ­დე ჩვენ არ გვქო­ნია.

"სა­ხე­ში" ასე ხდე­ბო­და, ვი­წყებ­დი მე რა­ღა­ცებს, შემ­დეგ ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, ერ­თმა­ნეთს იდე­ებს ვუ­ზი­ა­რებ­დით და ან­გა­რიშს ვუ­წევ­დით. ასეა ახ­ლაც. ჩვენ­თან ასე­ვე არის სი­ახ­ლე. შე­მოგ­ვე­მა­ტა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, გა­მოც­დი­ლი მუ­სი­კო­სი - ბო­რი­კო შხი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და ასე­ვე სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ "სა­ხე­ში" ჩვენ­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო. ბო­ლოს და­ვი­თან­ხმეთ და მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ. მოკ­ლედ, ამ ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბის შექ­მნა­ში სა­მი­ვეს დიდი წვლი­ლი მიგ­ვი­ძღვის. კონ­ცერ­ტზე იქ­ნე­ბა მუ­სი­კის სინ­თე­ზი, ერ­თობ­ლი­ო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე და ცო­ცხა­ლი მუ­სი­კის, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა".

ავტორი:

ჯგუფი "სახე" ახალი წევრით და ახალი ალბომით ბრუნდება

ჯგუფი "სახე" ახალი წევრით და ახალი ალბომით ბრუნდება

24 აგვისტოს, Check in Georgia-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე“ „სახის“ კონცერტი გაიმართება. „20 წელი „სახესთან“ ერთად“ - ასე ჰქვია საღამოს, რომლის ფარგლებშიც ჯგუფი, ყველა ძველ ჰიტთან ერთად, 10 ახალ კომპოზიციას წარადგენს, რომლებიც ახალ ალბომშია თავმოყრილი. სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა „სახის“ ბენდი სანდრო შალამბერიძის, ლუკა თოფურიას, ზურა კიკნაძის, აკაკი მაღალაძის, ზურა მახნიაშვილის შემადგენლობით. „სახის“ ახალი წევრი კი, დათო ხუჯაძესა და დათო ფორჩხიძესთან ერთად, გახლავთ მუსიკოსი ბორიკო შხიანი.

კონცერტის სპეციალური სტუმარი იქნება: მაიკლ უილიამსი Poetry N Motion-დან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მოცეკვავეთა ჯგუფი და „სახის“ საბავშვო სტუდიის მოსწავლეები. შოუს მხატვარი თამრიკო ფოცხიშვილია, ხმის რეჟისორი კი პაატა ფაცურია.

ღონისძიების და „სახის“ მოღვაწეობის შესახებ მზადდება დოკუმენტური ფილმი, რომელზეც გიორგი რამიშვილი მუშაობს.

გიორგი ჩოგოვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

- გრძელდება წარმატებული 2018 წელი Check in Georgia-ს ფარგლებში კონცერტების სერია "ბლექ სი არენაზე". 24 აგვისტოს მსმენელს და მაყურებელს საშუალება ექნება, ლეგენდარული ჯგუფის კონცერტს დაესწროს. ჩვენთვის საყვარელი ჯგუფი "სახე" 20 წლის გახდა. როგორც ძველი, ასევე ახალი ჰიტებით გაგვახარებენ, რითაც ყველა თაობის მსმენელი ისიამოვნებს.

დათო ხუჯაძე, "სახის" წევრი:

- კარგია და გვიხარია, რომ საშუალება გვაქვს, ამ პროექტში მივიღოთ მონაწილეობა. მადლობა მათ, ვინც ამ კონცერტის ორგანიზებაში დაგვეხმარა და ახლა ასეთ დარბაზში გვიწევს კონცერტის გამართვა. ასეთი რესურსის დარბაზი ევროპის ტერიტორიაზე არ არის და სწორედ იქ უნდა გავმართოთ კონცერტი. რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რაც ამ დარბაზს გააჩნია.

კონცერტზე იქნება როგორც ძველი სიმღერები, რომლებიც ვიცით, ასევე ახალი სიმღერებიც - 10 სიმღერა, რომლებიც მოგვიანებით ალბომადაც გამოვა. მესამე თვეა, ყოველ დღე რეპეტიციები გვაქვს. თავს არ ვზოგავთ, ვიცით, რომ ბევრი ხალხი მოვა და ყველაფერი მაღალ დონზე უნდა გვქონდეს, როგორც საჭიროა.

დათო ფორჩხიძე, "სახის" წევრი:

"არც ერთი კონცერტი წვალების და შრომის გარეშე აქამდე არ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერადაც უამრავი ადამიანი დაგვეხმარა, გვერდში დაგვიდგა. მოკლედ, ახლაც უპრეცედენტო შრომა გავწიეთ, თითქმის ბოლო 2 წელია, ამ ახალ სიმღერებზე ვმუშაობთ. ბოლოში გასვლა რთული იყო და ამაში ძალიან დაგვეხმარნენ. შევკრიბეთ ახალი ბენდი. არ იქნება ხმამაღალი განაცხადი და გვექნება უმაღლესი ხარისხის ჟღერადობა, უმაღლესი ხარისხის კონცერტი და ასეთივე სტანდარტს შევთავაზებთ. როგორი ხარისხი და ჟღერადობაც არის ხოლმე საერთოდ პოპმუსიკაში. ასეთი კონცერტი აქამდე ჩვენ არ გვქონია.

"სახეში" ასე ხდებოდა, ვიწყებდი მე რაღაცებს, შემდეგ ჯგუფის წევრები, ერთმანეთს იდეებს ვუზიარებდით და ანგარიშს ვუწევდით. ასეა ახლაც. ჩვენთან ასევე არის სიახლე. შემოგვემატა მაღალი ხარისხის, გამოცდილი მუსიკოსი - ბორიკო შხიანი, რომელთანაც წლების განმავლობაში გვქონდა ურთიერთობა და ასევე საუბარი იმაზე, რომ "სახეში" ჩვენთან ერთად ყოფილიყო. ბოლოს დავითანხმეთ და მუშაობა დავიწყეთ. მოკლედ, ამ ახალი სიმღერების შექმნაში სამივეს დიდი წვლილი მიგვიძღვის. კონცერტზე იქნება მუსიკის სინთეზი, ერთობლიობა თანამედროვე და ცოცხალი მუსიკის, რაც ძალიან საინტერესო იქნება".

70-იანი წლების სოხუმში გადაღებული ფილმი, სადაც 23 წლის თემურ წიკლაურის სამსახიობო დებიუტი შედგა - როგორ იხსნებდა რეჟისორი ახალგაზრდა მომღერალს

1-8 მარტს, სავაჭრო ცენტრ „მერანში“ , ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

"ჩემი უფრო ერიდებოდათ, საწყალი რეზო კი შეკლული ჰყავდათ" -  ნინიკოსა და კოკას სიყვარულის ისტორია წლების მერე, როცა ისევ "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"