პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს სვეტიცხოვლობაა
დღეს სვეტიცხოვლობაა

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს "წმინ­და დი­დე­ბულ­თა ათორ­მეტ­თა მო­ცი­ქულ­თა კრე­ბას" - სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბას აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­პატ­რი­არ­ქო­დან აც­ნო­ბეს, დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, ილია მე­ო­რე სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საღ­მრთო ლი­ტურ­გი­ას დღეს, 10:00 სა­ათ­ზე და­ი­წყებს.

სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, 14 ოქ­ტომ­ბერს და 13 ივ­ლისს აღი­ნიშ­ნე­ბა. 14 ოქ­ტომ­ბერს ეკ­ლე­სია ქრის­ტეს კვართს იხ­სე­ნი­ებს, 13 ივ­ლისს კი - ქრის­ტეს ყვე­ლა მო­ცი­ქულს.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, იესო ქრის­ტემ 12 მო­ცი­ქუ­ლი გა­მო­არ­ჩია. მათ­გან ერ­თმა, იუდა ის­კა­რი­ო­ტელ­მა იგი გას­ცა. შემ­დგომ მის ნაც­ვლად უფალ­მა მა­ტა­თა მო­ცი­ქუ­ლი გა­მო­არ­ჩია, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში იქა­და­გა. ამ­დე­ნად, ამ დღეს ეკ­ლე­სია წმინ­და მო­ცი­ქუ­ლებს: პეტ­რეს და მის ძმას ან­დრი­ას, ია­კობ­სა და მის ძმას იო­ა­ნეს, ფი­ლი­პეს, ბარ­თლო­მეს, თო­მას, მა­თეს, ია­კობ ალ­ფესს, იუდა ია­კო­ბი­სას (თა­დე­ო­ზი­სა), სი­მონ მო­შურ­ნეს და მა­ტ­ა­თას იხ­სე­ნი­ებს.

13 ივ­ლისს ასე­ვე კე­თილ­მორ­წმუ­ნე დი­ნა­რა დე­დოფ­ლის (X) ხსე­ნე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ჰე­რე­თის დე­დო­ფა­ლი იყო და მო­სახ­ლე­ო­ბას სპარსთა მო­ნო­ფი­ზი­ტუ­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბის­გან იცავ­და.

დღე­სას­წა­უ­ლის გამო დღეს თევ­ზით ხსნი­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

დღეს სვეტიცხოვლობაა

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს "წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას" - სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას დღეს, 10:00 საათზე დაიწყებს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.

წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამდენად, ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

13 ივლისს ასევე კეთილმორწმუნე დინარა დედოფლის (X) ხსენება აღინიშნება, რომელიც ჰერეთის დედოფალი იყო და მოსახლეობას სპარსთა მონოფიზიტური სარწმუნოებისგან იცავდა.

დღესასწაულის გამო დღეს თევზით ხსნილია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ