საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეფორმა, რომელმაც "მეფე პუტინის" რეიტინგი დაანგრია
რეფორმა, რომელმაც "მეფე პუტინის" რეიტინგი დაანგრია

არც ისე დიდი ხნის წინ, რუ­სე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის რე­ი­ტინ­გი ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი იყო - 80%-ს აჭარ­ბებ­და და ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის Левада Центр-ის გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, ცნო­ბი­ლი იყო, რომ მას რე­ა­ლუ­რი ოპო­ნენ­ტი არ ჰყავ­და... თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რაც რუ­სეთ­ში სა­პენ­სიო ასა­კის გაზ­რდის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, პუ­ტი­ნის რე­ი­ტინ­გი ერ­თბა­შად და­ე­ცა...

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­პენ­სიო ასა­კის გაზ­რდა ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, 2028 წლი­დან სა­პენ­სიო ასა­კი მა­მა­კა­ცე­ბის­თვის 65 წელი გახ­დე­ბა, 2034 წელს - ქა­ლე­ბის­თვის სა­პენ­სიო ასა­კი 63 წლამ­დე გა­იზ­რდე­ბა. რუ­სე­თის პრე­მი­ე­რის აზ­რით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მა მთავ­რო­ბას პენ­სი­ის გაზ­რდის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.

რუ­სეთ­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა უკვე მო­ა­წე­რა ხელი ონ­ლა­ინ-პე­ტი­ცი­ას, რომ­ლი­თაც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, არ გა­ზარ­დოს სა­პენ­სიო ასა­კი, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­პენ­სიო ასა­კამ­დე ვერ იცო­ცხლებს... ამ­ჟა­მად რუ­სეთ­ში სა­პენ­სიო ასა­კი მა­მა­კა­ცე­ბის­თვის 60 წლით, ქა­ლე­ბის­თვის კი 55 წლით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­ე­ცა­და, ეს ამ­ბე­ბი კარ­გი სი­ახ­ლე­ე­ბით გა­და­ე­ფა­რა - თუნ­დაც, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე რუ­სე­თის გუნ­დის მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში გას­ვლით, თუმ­ცა, არ გა­მო­უ­ვი­და და მისი ზე­ნი­ტში მყო­ფი პო­პუ­ლა­რო­ბა დაღ­მარ­თის­კენ წა­ვი­და - ერთ კვი­რა­ში პრე­ზი­დენ­ტის რე­ი­ტინ­გი 8 %-ით და­ე­ცა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრეს-სპი­კე­რის დმიტ­რი პეს­კო­ვის თქმით, "პრე­ზი­დენ­ტი აც­ნო­ბი­ე­რებს ხალ­ხის რე­აქ­ცი­ას".

რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით, 40-50 წლამ­დე ქა­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ ეს თემა ძა­ლი­ან აშ­ფო­თებთ, რად­გან რო­დე­საც ისი­ნი 60 წლის იქ­ნე­ბი­ან, სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, პენ­სია კი არ ექ­ნე­ბათ.

რუსი ექ­სპერ­ტე­ბით ცნო­ბით, რე­ფორ­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ორ­მა­გი დატ­ვირ­თვის კომ­პენ­სა­ცია მოხ­დეს, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ თან­და­თან ინ­გრე­ვა... თუმ­ცა, მა­თი­ვე თქმით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ტეს­ტის ტალ­ღა უნდა გა­ეთ­ვა­ლა.

“კრემლში ეგო­ნათ, რომ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეს ფეხ­ბურ­თით გა­და­ფა­რავ­დნენ, თუმ­ცა ასე არ გა­მო­ვი­და - მო­სახ­ლე­ო­ბა ხვდე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დე­გაც გა­ნაგ­რძობს ცხოვ­რე­ბას... მარ­თა­ლია, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მე­დი­ას თით­ქმის სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებს და პრო­პა­გან­დაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად მუ­შა­ობს, თუმ­ცა, მო­სახ­ლე­ო­ბა მა­ინც ხვდე­ბა, რომ რუ­სე­თის მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბის - აფხა­ზე­თის, სამ­ხრეთ ოსე­თის, დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის მო­სახ­ლე­ო­ბაც რუ­სე­თის პენ­სი­ე­ბით ცხოვ­რობს...

რაც უნდა ვამ­ტკი­ცოთ, რომ ეს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე არ აი­სა­ხე­ბა, - ტყუ­ი­ლია, რად­გან იქ ეკო­ნო­მი­კა, პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს და მო­სახ­ლე­ო­ბა მხო­ლოდ პენ­სი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი... ასე რომ, მთლი­ა­ნო­ბა­ში “ახა­ლი სა­პენ­სიო ასა­კი” მის­თვის და ქვეყ­ნის­თვი­საც ძა­ლი­ან მძი­მე იქ­ნე­ბა” - აცხა­დებს სო­ცი­ო­ლო­გი და ეკო­ნო­მის­ტი ლე­ონ­ტი ბი­ზო­ვი.

იგი­ვე აზ­რზეა Eurasia Group-ის ანა­ლი­ტი­კო­სი ჯე­ი­სონ ბუში, რომ­ლის თქმი­თაც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პუ­ტი­ნი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ბევ­რად უფრო მყა­რად გრძნობს თავს, ეს სი­ახ­ლე მას, რო­გორც “რე­ი­ტინ­გე­ბის მოყ­ვა­რულ ფი­გუ­რას”, სე­რი­ო­ზულ პო­ლი­ტი­კურ სირ­თუ­ლე­ებ­სა და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის. რუსი ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბას ამ გზით ებ­რძვის. ახლა მთა­ვა­რია, რას მო­ი­ფიქ­რებს პუ­ტი­ნი “ძვე­ლი დი­დე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად”, რად­გან მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი კრი­ზი­სის დროს, გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა მას კარ­გად ეხერ­ხე­ბა...

“სა­პენ­სიო რე­ფორ­მამ პუ­ტი­ნის რე­ი­ტინ­გი და­ან­გრია, მო­სახ­ლე­ო­ბას მუდ­მი­ვად აჯე­რე­ბენ და მა­თაც სჯე­რათ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფერს პუ­ტი­ნი წყვეტს და აგ­ვა­რებს, ახლა კი თურ­მე ირ­კვე­ვა, რომ ამ კრი­ზი­სის ფონ­ზე სა­პენ­სიო ასა­კი იზ­რდე­ბა... ანუ რა ხდე­ბა? თურ­მე, პუ­ტი­ნი მეფე აღარ არის!" - აცხა­დებს პო­ლი­ტო­ლო­გი გლებ პავ­ლოვ­სკი.

ანა­ლი­ტი­კოს ან­დრეი კო­ლი­ა­დი­ნის თქმით, "პუ­ტინს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად ეს დრო შემ­თხვე­ვით არ აურ­ჩე­ვია - ეგო­ნა, ჩემ­პი­ო­ნატს ამო­ე­ფა­რე­ბო­და, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და, რო­დე­საც საქ­მე ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა, ამ საფრ­თხის კომ­პენ­სა­ცია არ არ­სე­ბობს, ამი­ტომ და­ინ­გრა პუ­ტი­ნის რე­ი­ტინ­გი და სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რეფორმა, რომელმაც "მეფე პუტინის" რეიტინგი დაანგრია

რეფორმა, რომელმაც "მეფე პუტინის" რეიტინგი დაანგრია

არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ვლადიმირ პუტინის რეიტინგი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო - 80%-ს აჭარბებდა და ანალიტიკური ცენტრის Левада Центр-ის გამოკითხვის თანახმად, ცნობილი იყო, რომ მას რეალური ოპონენტი არ ჰყავდა... თუმცა, რამდენიმე დღის წინ, რაც რუსეთში საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ გახდა ცნობილი, პუტინის რეიტინგი ერთბაშად დაეცა...

პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ინიციატივით, საპენსიო ასაკის გაზრდა ეტაპობრივად მოხდება. პროექტის მიხედვით, 2028 წლიდან საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელი გახდება, 2034 წელს - ქალებისთვის საპენსიო ასაკი 63 წლამდე გაიზრდება. რუსეთის პრემიერის აზრით, აღნიშნული გეგმა მთავრობას პენსიის გაზრდის საშუალებას მისცემს.

რუსეთში რამდენიმე მილიონმა ადამიანმა უკვე მოაწერა ხელი ონლაინ-პეტიციას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ გაზარდოს საპენსიო ასაკი, რადგან ამ შემთხვევაში, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი საპენსიო ასაკამდე ვერ იცოცხლებს... ამჟამად რუსეთში საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 60 წლით, ქალებისთვის კი 55 წლით განისაზღვრება.

პუტინის ხელისუფლება შეეცადა, ეს ამბები კარგი სიახლეებით გადაეფარა - თუნდაც, მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის გუნდის მეოთხედფინალში გასვლით, თუმცა, არ გამოუვიდა და მისი ზენიტში მყოფი პოპულარობა დაღმართისკენ წავიდა - ერთ კვირაში პრეზიდენტის რეიტინგი 8 %-ით დაეცა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, "პრეზიდენტი აცნობიერებს ხალხის რეაქციას".

რუსეთის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, განსაკუთრებით, 40-50 წლამდე ქალები ამბობენ, რომ მათ ეს თემა ძალიან აშფოთებთ, რადგან როდესაც ისინი 60 წლის იქნებიან, სამსახურის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, პენსია კი არ ექნებათ.

რუსი ექსპერტებით ცნობით, რეფორმა აუცილებელია, რათა ქვეყნის ეკონომიკის ორმაგი დატვირთვის კომპენსაცია მოხდეს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თანდათან ინგრევა... თუმცა, მათივე თქმით, რუსეთის ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური ფონის გათვალისწინებით, მოსალოდნელი პროტესტის ტალღა უნდა გაეთვალა.

“კრემლში ეგონათ, რომ ყველა უსიამოვნო სიახლეს ფეხბურთით გადაფარავდნენ, თუმცა ასე არ გამოვიდა - მოსახლეობა ხვდება, რომ ქვეყანა ჩემპიონატის შემდეგაც განაგრძობს ცხოვრებას... მართალია, რუსეთის ხელისუფლება მედიას თითქმის სრულად აკონტროლებს და პროპაგანდაც შესანიშნავად მუშაობს, თუმცა, მოსახლეობა მაინც ხვდება, რომ რუსეთის მიერ აღიარებული რესპუბლიკების - აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობაც რუსეთის პენსიებით ცხოვრობს...

რაც უნდა ვამტკიცოთ, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკაზე არ აისახება, - ტყუილია, რადგან იქ ეკონომიკა, პრაქტიკულად არ არსებობს და მოსახლეობა მხოლოდ პენსიაზეა დამოკიდებული... ასე რომ, მთლიანობაში “ახალი საპენსიო ასაკი” მისთვის და ქვეყნისთვისაც ძალიან მძიმე იქნება” - აცხადებს სოციოლოგი და ეკონომისტი ლეონტი ბიზოვი.

იგივე აზრზეა Eurasia Group-ის ანალიტიკოსი ჯეისონ ბუში, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი არჩევნების შემდეგ ბევრად უფრო მყარად გრძნობს თავს, ეს სიახლე მას, როგორც “რეიტინგების მოყვარულ ფიგურას”, სერიოზულ პოლიტიკურ სირთულეებსა და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის. რუსი ექსპერტების თქმით, რუსეთის პრეზიდენტი სანქციების ფონზე არსებული კრიზისის მოგვარებას ამ გზით ებრძვის. ახლა მთავარია, რას მოიფიქრებს პუტინი “ძველი დიდების დასაბრუნებლად”, რადგან მძიმე სოციალური კრიზისის დროს, გამოსავლის პოვნა მას კარგად ეხერხება...

“საპენსიო რეფორმამ პუტინის რეიტინგი დაანგრია, მოსახლეობას მუდმივად აჯერებენ და მათაც სჯერათ, რომ ქვეყანაში ყველაფერს პუტინი წყვეტს და აგვარებს, ახლა კი თურმე ირკვევა, რომ ამ კრიზისის ფონზე საპენსიო ასაკი იზრდება... ანუ რა ხდება? თურმე, პუტინი მეფე აღარ არის!" - აცხადებს პოლიტოლოგი გლებ პავლოვსკი.

ანალიტიკოს ანდრეი კოლიადინის თქმით, "პუტინს ამ გადაწყვეტილების გამოსაქვეყნებლად ეს დრო შემთხვევით არ აურჩევია - ეგონა, ჩემპიონატს ამოეფარებოდა, მაგრამ არ გამოუვიდა, როდესაც საქმე ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება, ამ საფრთხის კომპენსაცია არ არსებობს, ამიტომ დაინგრა პუტინის რეიტინგი და სავარაუდოდ, ეს მხოლოდ დასაწყისია..."

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე