საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ახალი სახე სამთავრობო კაბინეტში - გაიცანით მინისტრები
3 ახალი სახე სამთავრობო კაბინეტში - გაიცანით მინისტრები

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა წა­რად­გი­ნა. მთავ­რო­ბა­ში სულ 10 მი­ნის­ტრი და 1 სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა.


სამ­თავ­რო­ბო კა­ბი­ნეტ­ში სამი ახა­ლი სა­ხეა: გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე წარ­დგე­ნი­ლია მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი; ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პოსტზე - ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი; ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის პოსტზე - გი­ორ­გი ქო­ბუ­ლია.

მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი და ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.


უფრო ადრე, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი გახ­ლდათ. იყო „სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის“ პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი (პირ­ვე­ლი კერ­ძო მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი). ბა­ტი­აშ­ვი­ლი არის სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია “IPN Consulting”-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.


ასევე დაგაინტერესებთ
08:48 / 12-07-2018

მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია

რო­გორც პრე­მი­ერ­მა მისი წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და, ბა­ტი­აშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ულ წრე­ებ­ში ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ფი­გუ­რაა.


"მისი მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბას. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი გახ­ლავთ ჰარ­ვარ­დის ბიზ­ნესს­კო­ლის სტრა­ტე­გი­ი­სა და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის წევ­რი და აქვს მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რე­თის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრებ­თან.


ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და იმ რე­ფორ­მა­ში, რა­საც ჩვენ ვგეგ­მავთ, არის 5 დო­ნი­ა­ნი რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის, სკო­ლის გა­ნათ­ლე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ას, ინო­ვა­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მე­ბის და­ნერგვას და რაც მთა­ვა­რია, გა­ნათ­ლე­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კას შო­რის მჭიდ­რო კავ­ში­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.


დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რით შეძ­ლებს ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.




ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი

დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტი. 1997 წლი­დან მუ­შა­ობ­და კომ­პა­ნია "ჯე­ო­სელ­ში", სა­დაც კა­რი­ე­რა სუ­პერ­ვა­ი­ზო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­წყო და 2001 წლი­დან ფი­ნან­სუ­რი და­გეგ­მა­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მე­ნე­ჯე­რი იყო. 2013 წლი­დან კი "ჯე­ო­სე­ლის" კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ.


რო­გორც პრე­მი­ერ­მა მისი წარ­დგე­ნი­სას აღ­ნიშ­ნა, მთავ­რო­ბის რე­ფორ­მე­ბის დიდი ნა­წი­ლი ციფ­რულ ეკო­ნო­მი­კას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კუ­თხით არის თვალ­სა­ჩი­ნო.


"ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და „თე­ლია სო­ნე­რას“ ჯგუფ­ში შე­მა­ვალ კომ­პა­ნია „ჯე­ო­სელ­ში“. ის ამ კომ­პა­ნი­ა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­ლდათ ფი­ნან­სუ­რი და კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი. ჩვე­ნი რე­ფორ­მე­ბის დიდი ნა­წი­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ციფ­რულ ეკო­ნო­მი­კას­თან და იმ რე­ფორ­მა­თა პა­კე­ტის 50%, რო­მე­ლიც მე წარ­ვად­გი­ნე, სა­ჭი­რო­ებს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­რეგ­ვას.


ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა ამ კუ­თხით არის მარ­თლაც თვალ­სა­ჩი­ნო. ის გახ­ლავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნია, რომ ის მაქ­სი­მა­ლუ­რად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის ციფ­რულ ტრანსფორ­მა­ცი­ა­ში. მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ ჩვე­ნი პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით 1%-დან 1.5%-მდე ზრდა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს სწო­რედ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვამ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს გახ­ლავთ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.


გი­ორ­გი ქო­ბუ­ლია

თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის და ამე­რი­კუ­ლი ემო­რის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია. 2001 წლი­დან დღემ­დე მსოფ­ლი­ო­ში უმ­სხვი­ლე­სი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია „მაქკინ­ზის“ (McKinsey) გუნ­დის წევ­რია და მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნამ­დე უფ­რო­სი პარტნი­ო­რის რან­გში იყო McKinsey-ის მოს­კო­ვის ოფის­ში, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ას უწევ­და კონ­სულ­ტი­რე­ბას. მათ შო­რის, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის, მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი სექ­ტო­რის და წი­ა­ღი­სე­უ­ლის მომ­პო­ვე­ბელ-გა­დამ­ამუ­შა­ვე­ბელ კომ­პა­ნი­ებს.


რო­გორც პრე­მი­ერ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, ქო­ბუ­ლი­ას გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ასე­ვე გა­მოც­დი­ლე­ბა გა­აჩ­ნია ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­შიც.


„ეკო­ნო­მი­კის და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის პოსტს და­ი­კა­ვებს გი­ორ­გი ქო­ბუ­ლია. ის ორი ათწლე­უ­ლია მუ­შა­ობს გლო­ბა­ლურ სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია „მაქკინ­ზი­ში“. ის გახ­ლავთ სე­ნი­ორ პარტნე­რი ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის. „მაქკინ­ზის“ სა­ხელ­თან ასო­ცირ­დე­ბა მე-20 და 21-ე სა­უ­კუ­ნის ტე­ქო­ნო­ლო­გი­უ­რი გარ­ღვე­ვე­ბის, მათ შო­რის მმარ­თვე­ლო­ბი­თი სის­ტე­მის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი.


მას აქვს ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა ბევრ სექ­ტორ­ში, რო­გო­რიც არის ენერ­გე­ტი­კა, რო­გო­რიც არის ეკო­ნო­მი­კის სხვა­დას­ხვა სექ­ტო­რის ინ­ტეგ­რა­ცია გლო­ბა­ლურ ეკო­ნო­მი­კა­ში, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბა, შრო­მის ბა­ზა­რი და ბევ­რი სხვა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს იმ რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ჩვენ და­ვა­ა­ნონ­სეთ, რო­მე­ლიც შე­ტა­ნი­ლია ჩვენს სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ბახ­ტა­ძემ.


იხი­ლეთ ვი­დეო: პრე­მი­ერ­მა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა წა­რად­გი­ნა



00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

3 ახალი სახე სამთავრობო კაბინეტში - გაიცანით მინისტრები

3 ახალი სახე სამთავრობო კაბინეტში - გაიცანით მინისტრები

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მთავრობაში სულ 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრი იქნება.


სამთავრობო კაბინეტში სამი ახალი სახეა: განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - გიორგი ქობულია.

მიხეილ ბატიაშვილი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.


უფრო ადრე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გახლდათ. იყო „სილიკონ ველი თბილისის“ პროექტის ხელმძღვანელი (პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი). ბატიაშვილი არის საკონსულტაციო კომპანია “IPN Consulting”-ის თანადამფუძნებელი.


როგორც პრემიერმა მისი წარდგენისას განაცხადა, ბატიაშვილი პროფესიულ წრეებში ძალიან ცნობილი ფიგურაა.


"მისი მუშაობის გამოცდილება უკავშირდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაარსებას. წლების განმავლობაში იგი გახლავთ ჰარვარდის ბიზნესსკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი და აქვს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან.


ჩვენი მთავარი ამოცანა განათლების სისტემაში და იმ რეფორმაში, რასაც ჩვენ ვგეგმავთ, არის 5 დონიანი რეფორმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს სკოლამდელი განათლების, სკოლის განათლების, პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას, ინოვაციური განათლების სისტემების დანერგვას და რაც მთავარია, განათლებასა და ეკონომიკას შორის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას.


დარწმუნებული ვარ, მიხეილ ბატიაშვილი ჩვენი მხარდაჭერით შეძლებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას განათლების მიმართულებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




ივანე მაჭავარიანი

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ფაკულტეტი. 1997 წლიდან მუშაობდა კომპანია "ჯეოსელში", სადაც კარიერა სუპერვაიზორის თანამდებობაზე დაიწყო და 2001 წლიდან ფინანსური დაგეგმარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი იყო. 2013 წლიდან კი "ჯეოსელის" კომერციული დირექტორი გახლდათ.


როგორც პრემიერმა მისი წარდგენისას აღნიშნა, მთავრობის რეფორმების დიდი ნაწილი ციფრულ ეკონომიკასთან არის დაკავშირებული და ივანე მაჭავარიანის გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით არის თვალსაჩინო.


"ის წლების განმავლობაში მუშაობდა „თელია სონერას“ ჯგუფში შემავალ კომპანია „ჯეოსელში“. ის ამ კომპანიაში წლების განმავლობაში გახლდათ ფინანსური და კომერციული დირექტორი. ჩვენი რეფორმების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ციფრულ ეკონომიკასთან და იმ რეფორმათა პაკეტის 50%, რომელიც მე წარვადგინე, საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების დარეგვას.


ვანო მაჭავარიანის გამოცდილება ამ კუთხით არის მართლაც თვალსაჩინო. ის გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ის მაქსიმალურად დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პროგნოზის მიხედვით 1%-დან 1.5%-მდე ზრდა უნდა უზრუნველყოს სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ. შესაბამისად, ეს გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


გიორგი ქობულია

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის და ამერიკული ემორის კურსდამთავრებულია. 2001 წლიდან დღემდე მსოფლიოში უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია „მაქკინზის“ (McKinsey) გუნდის წევრია და მინისტრად დანიშვნამდე უფროსი პარტნიორის რანგში იყო McKinsey-ის მოსკოვის ოფისში, სადაც საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიას უწევდა კონსულტირებას. მათ შორის, ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირის, მეტალურგიული სექტორის და წიაღისეულის მომპოვებელ-გადამამუშავებელ კომპანიებს.


როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქობულიას გლობალური ეკონომიკის განვითარების მიმართულებით გამოცდილება აქვს, ასევე გამოცდილება გააჩნია ენერგეტიკის სფეროშიც.


„ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავებს გიორგი ქობულია. ის ორი ათწლეულია მუშაობს გლობალურ საკონსულტაციო კომპანია „მაქკინზიში“. ის გახლავთ სენიორ პარტნერი ამ ორგანიზაციის. „მაქკინზის“ სახელთან ასოცირდება მე-20 და 21-ე საუკუნის ტექონოლოგიური გარღვევების, მათ შორის მმართველობითი სისტემის ძალიან დიდი ნაწილი.


მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ბევრ სექტორში, როგორიც არის ენერგეტიკა, როგორიც არის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზარი და ბევრი სხვა. დარწმუნებული ვარ, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, რომელიც შეტანილია ჩვენს სამთავრობო პროგრამაში“, - განაცხადა ბახტაძემ.


იხილეთ ვიდეო: პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა



LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები