პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარა ესტონელი ჟურნალისტების ობიექტივში ხვდება
აჭარა ესტონელი ჟურნალისტების ობიექტივში ხვდება

აჭა­რის გაც­ნო­ბა უცხო­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მოწ­ვე­ვით რე­გი­ონს ეს­ტო­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სტუმ­რო­ბენ. ისი­ნი აჭა­რის ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტებ­სა და სერ­ვი­სებს ეც­ნო­ბი­ან. მე­დი­ა­ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა უკვე მო­ი­ნა­ხუ­ლეს ბა­თუ­მის ძი­რი­თა­დი ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი, და­ეს­წრნენ დელ­ფი­ნე­ბის შოუს და და­ა­გე­მოვ­ნეს ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბი ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის თან­ხლე­ბით.

„როცა ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა გა­ი­გეს, რომ პრეს­ტუ­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ კი ბა­თუმ­ში მოვ­დი­ო­დი მი­თხრეს შე­გიყ­ვარ­დე­ბაო. ერთი დღეა აქ ვარ და უკვე ვგრძნობ რო­გორ მიყ­ვარ­დე­ბა ეს რე­გი­ო­ნი თა­ვი­სი ხალ­ხით, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბით, არ­ქი­ტექ­ტუ­რი­თა და ულა­მა­ზე­სი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბით. ვფიქ­რობ, სწო­რია როცა თქვე­ნი ქვეყ­ნი­სა და რე­გი­ო­ნის რეკ­ლა­მი­რე­ბას ეს­ტო­ნეთ­ში ეწე­ვით. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს­ტო­ნე­ლე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლი იქ­ნე­ბა თუ არ არის უკვე,“ ამ­ბობს ეს­ტო­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ეია უუსი.

დღეს, ეს­ტო­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გო­ნიო-აფ­სა­რო­სის ციხე-მუ­ზე­უმ­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმს „ბორ­ჯღა­ლო“ ეს­ტუმ­რე­ბი­ან. შემ­დეგ კი გზას მთი­ან აჭა­რა­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ ღვი­ნის მარ­ნებს, ტუ­რის­ტულ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებ­სა და კუ­ლი­ნა­რი­ულ მას­ტერკლა­სებს გა­და­ი­ღე­ბენ. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ობი­ექ­ტივ­ში მოხ­ვდე­ბა ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღიც.

„აჭა­რის რეკ­ლა­მი­რე­ბას სა­მიზ­ნე ქვეყ­ნებ­ში ისევ ვაგ­რძე­ლებთ. დე­პარ­ტა­მენ­ტის მოწ­ვე­ვით რე­გი­ონ­ში უკვე ვუ­მას­პინ­ძლეთ 20-ზე მეტ ინფო და პრეს­ტურს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც სა­მიზ­ნე ქვეყ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში აჭა­რის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მა­სა­ლე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა. თუკი წინა წლებ­ში, მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად მხო­ლოდ ზა­ფხუ­ლის წინა პე­რი­ოდ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, ახლა ეს გრძელ­დე­ბა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზა­ნი კი რე­გი­ონ­ში წლის ოთხი­ვე სე­ზონ­ზე ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვაა,“ გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რიზ­მის სტი­მუ­ლი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა მი­ხე­ილ კოპ­ლა­ტა­ძემ.

ეს­ტო­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი აჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს მა­ყუ­რებ­ლებ­სა და მკი­თხვე­ლებს ივ­ლი­სის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­ზი­ა­რე­ბენ. ისი­ნი რე­გი­ონს ხვალ და­ტო­ვე­ბენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები

აჭარა ესტონელი ჟურნალისტების ობიექტივში ხვდება

აჭარა ესტონელი ჟურნალისტების ობიექტივში ხვდება

აჭარის გაცნობა უცხოელი ჟურნალისტებისთვის გრძელდება. ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ესტონელი ჟურნალისტები სტუმრობენ. ისინი აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს ეცნობიან. მედიატურის მონაწილეებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, დაესწრნენ დელფინების შოუს და დააგემოვნეს ადგილობრივი კერძები ქართული ფოლკლორის თანხლებით.

„როცა ჩემმა მეგობრებმა გაიგეს, რომ პრესტურით საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში მოვდიოდი მითხრეს შეგიყვარდებაო. ერთი დღეა აქ ვარ და უკვე ვგრძნობ როგორ მიყვარდება ეს რეგიონი თავისი ხალხით, გემრიელი კერძებით, არქიტექტურითა და ულამაზესი ტურისტული ადგილებით. ვფიქრობ, სწორია როცა თქვენი ქვეყნისა და რეგიონის რეკლამირებას ესტონეთში ეწევით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ესტონელებისთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტურისტული ადგილი იქნება თუ არ არის უკვე,“ ამბობს ესტონელი ჟურნალისტი ეია უუსი.

დღეს, ესტონელი ჟურნალისტები გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმს „ბორჯღალო“ ესტუმრებიან. შემდეგ კი გზას მთიან აჭარაში გააგრძელებენ, სადაც ადგილობრივ ღვინის მარნებს, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და კულინარიულ მასტერკლასებს გადაიღებენ. ჟურნალისტების ობიექტივში მოხვდება ბათუმის ბოტანიკური ბაღიც.

„აჭარის რეკლამირებას სამიზნე ქვეყნებში ისევ ვაგრძელებთ. დეპარტამენტის მოწვევით რეგიონში უკვე ვუმასპინძლეთ 20-ზე მეტ ინფო და პრესტურს, რომლის შედეგადაც სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში აჭარის შესახებ საინტერესო და მრავალფეროვანი მასალები გამოქვეყნდა. თუკი წინა წლებში, მსგავსი ტიპის ღონისძიებები აქტიურად მხოლოდ ზაფხულის წინა პერიოდში ხორციელდებოდა, ახლა ეს გრძელდება მთელი წლის განმავლობაში. ამ ყველაფრის მიზანი კი რეგიონში წლის ოთხივე სეზონზე ტურისტების მოზიდვაა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსმა მიხეილ კოპლატაძემ.

ესტონელი ჟურნალისტები აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მაყურებლებსა და მკითხველებს ივლისის განმავლობაში გაუზიარებენ. ისინი რეგიონს ხვალ დატოვებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი