Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქიის მეორე დღე - რა ხდება ჭუბერში ახლა
სტიქიის მეორე დღე - რა ხდება ჭუბერში ახლა

მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მე­ო­რე დღეა სტი­ქი­ას ებ­რძვი­ან. მთის მა­სის ჩა­მოშ­ლის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სვა­ნეთ­ში წუ­ხელ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ად­გილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან გა­იგ­ზავ­ნა და­მა­ტე­ბი­თი სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი.


სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ალექ­სან­დრე ხვა­და­გი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, რომ სტი­ქი­ის გამო 6 ოჯა­ხის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ­ლებ­მაც თავი ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს შე­ა­ფა­რეს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სტი­ქი­ის გამო არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში 150 მაშ­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს.


იხი­ლეთ ვი­დეო: რა ვი­თა­რე­ბაა ამ­ჟა­მად ჭუ­ბერ­ში გუ­შინ­დე­ლი სტი­ქი­ის შემ­დეგ?





"ამ დრო­ის­თვის ად­გილ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 5 კრი­ტი­კუ­ლი წერ­ტი­ლია. სრუ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბი. სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლ­ზეა აყ­ვა­ნი­ლი. სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, იქ ჩვე­ნი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი იცა­ვენ მუშა პრო­ცე­სის უსაფრ­თხო­ე­ბას. ასე­ვე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს წყლის დო­ნის მა­ტე­ბა-კლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ნი­ტო­რინ­გი.




ხე­ო­ბა­ში, სტი­ქი­ის ად­გი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით შვიდ კი­ლო­მეტრში, ხიდ­ზე ჩვე­ნი მაშ­ვე­ლე­ბი დგა­ნან, რომ­ლე­ბიც აკონ­ტრო­ლე­ბენ წყლის დო­ნის მა­ტე­ბას და კლე­ბას. მა­ტე­ბის ან კლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა მყი­სი­ე­რად გად­მო­იგ­ზავ­ნე­ბა. არ­სე­ბობს იმის დრო, რომ მოხ­დეს ტექ­ნი­კის უსაფრ­თო ად­გილ­ზე გა­დაყ­ვა­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად წყლის დო­ნის მო­მა­ტე­ბის მო­ლო­დინს, ამის მო­ლო­დი­ნი არ გავ­ქვს, თუმ­ცა მა­ინც ვე­რა­ფერს გა­მოვ­რი­ცხვთ და შე­სა­მა­მი­სად, მზად ვართ ყვე­ლა­ნა­ი­რად. ევა­კუ­ი­რე­ბულ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ ღამე ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­ა­თე­ნა. ვი­თა­რე­ბა, რომ ვინ­მეს სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში გა­ე­თე­ნე­ბი­ნა ღამე, არ გვქო­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ხვა­და­გი­ან­მა.


მი­სი­ვე თქმით, თუ გახ­დე­ბა ვერ­ტმფრე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ვერ­ტმფრე­ნი მზად არის.

ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი


სტიქიის მეორე დღე - რა ხდება ჭუბერში ახლა

სტიქიის მეორე დღე - რა ხდება ჭუბერში ახლა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. მთის მასის ჩამოშლის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები სვანეთში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გაიგზავნა დამატებითი სამაშველო ჯგუფები.


საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხვადაგიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ სტიქიის გამო 6 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, რომლებმაც თავი ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლებს შეაფარეს. მისივე განმარტებით, სტიქიის გამო არავინ დაშავებულა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 150 მაშველი მონაწილეობს.


იხილეთ ვიდეო: რა ვითარებაა ამჟამად ჭუბერში გუშინდელი სტიქიის შემდეგ?





"ამ დროისთვის ადგილზე, დაახლოებით, 5 კრიტიკული წერტილია. სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ძალები. სიტუაცია კონტროლზეა აყვანილი. სადაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, იქ ჩვენი მეხანძრე-მაშველები იცავენ მუშა პროცესის უსაფრთხოებას. ასევე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს წყლის დონის მატება-კლებასთან დაკავშირებით მონიტორინგი.




ხეობაში, სტიქიის ადგილიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში, ხიდზე ჩვენი მაშველები დგანან, რომლებიც აკონტროლებენ წყლის დონის მატებას და კლებას. მატების ან კლების შემთხვევაში შეტყობინება მყისიერად გადმოიგზავნება. არსებობს იმის დრო, რომ მოხდეს ტექნიკის უსაფრთო ადგილზე გადაყვანა. რაც შეეხება კონკრეტულად წყლის დონის მომატების მოლოდინს, ამის მოლოდინი არ გავქვს, თუმცა მაინც ვერაფერს გამოვრიცხვთ და შესამამისად, მზად ვართ ყველანაირად. ევაკუირებულმა მოსახლეობამ ღამე ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლში გაათენა. ვითარება, რომ ვინმეს საველე პირობებში გაეთენებინა ღამე, არ გვქონია“, - განაცხადა ხვადაგიანმა.


მისივე თქმით, თუ გახდება ვერტმფრენის გამოყენების საჭიროება, ასეთ შემთხვევაში ვერტმფრენი მზად არის.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი


"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო