საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წამალს, სინამდვილეში, ვადა არ გასდის - კვლევის შედეგები
წამალს, სინამდვილეში, ვადა არ გასდის - კვლევის შედეგები

თა­ვის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი­სას მა­შინ­ვე მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ყუთს იღებთ და ას­პი­რი­ნის ძებ­ნას იწყებთ, რო­მელ­საც, სა­ბო­ლო­ოდ აღ­მო­ა­ჩენთ, რომ უკვე ერთი წე­ლია ვადა გა­უ­ვი­და. ნიშ­ნავს თუ არა ეს იმას, რომ მე­დი­კა­მენ­ტი ვა­და­გა­სუ­ლი და უვარ­გი­სია? მი­ი­ღებთ მას თუ თავს შე­ი­კა­ვებთ? თუ გა­და­წყვეტთ ას­პი­რი­ნის მი­ღე­ბას, იქ­ნე­ბა თუ არა ეს ფა­ტა­ლუ­რი შეც­დო­მა, თუ მა­ინც შე­ეც­დე­ბით რომ თა­ვის ტკი­ვილს გა­უძ­ლოთ?

ეს ის დი­ლე­მაა, რო­მე­ლის წი­ნა­შე ადა­მი­ა­ნი ერთხელ მა­ინც დგე­ბა. Psychopharmacology Today-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სვე­ტი გარ­კვე­ულ რჩე­ვებს გვთა­ვა­ზობს.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მე­დი­კა­მენტზე მი­თი­თე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის ვადა გარ­კვე­ულ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა, თუმ­ცა არა იმას, რაც თქვენ გგო­ნი­ათ. 1979 წელს აშშ-ში ამოქ­მე­დე­ბუ­ლი კა­ნო­ნის შე­დე­გად, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მწარ­მო­ებ­ლებს პრო­დუქ­ცი­ა­ზე მოქ­მე­დე­ბის ვა­დის მი­თი­თე­ბა მოს­თხო­ვეს. ეს არის ვადა, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც მწარ­მო­ე­ბელს შე­უძ­ლია მე­დი­კა­მენ­ტის სრულ ეფექ­ტუ­რო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე გა­რან­ტი­ის მი­ცე­მა.

იმის დიდი ნა­წი­ლი, რაც მე­დი­კა­მენ­ტის მოქ­მე­დე­ბის ვა­და­ზეა ცნო­ბი­ლი, სურ­სა­თი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის კონ­ტრო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ სამ­ხედ­რო­ე­ბის თხოვ­ნით ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვას ეფუძ­ნე­ბა. სამ­ხედ­რო­ებს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მა­რა­გის მო­შო­რე­ბა და მათი ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა რამ­დე­ნი­მე წელ­ში ერთხელ უხ­დე­ბო­დათ. კვლე­ვის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ 100-ზე მეტი სა­ხე­ო­ბის მე­დი­კა­მენ­ტის 90% სა­უ­კე­თე­სო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო მოქ­მე­დე­ბის ვა­დის გას­ვლი­დან 15 წლის შემ­დე­გაც კი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

წამალს, სინამდვილეში, ვადა არ გასდის - კვლევის შედეგები

წამალს, სინამდვილეში, ვადა არ გასდის - კვლევის შედეგები

თავის ძლიერი ტკივილისას მაშინვე მედიკამენტების ყუთს იღებთ და ასპირინის ძებნას იწყებთ, რომელსაც, საბოლოოდ აღმოაჩენთ, რომ უკვე ერთი წელია ვადა გაუვიდა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მედიკამენტი ვადაგასული და უვარგისია? მიიღებთ მას თუ თავს შეიკავებთ? თუ გადაწყვეტთ ასპირინის მიღებას, იქნება თუ არა ეს ფატალური შეცდომა, თუ მაინც შეეცდებით რომ თავის ტკივილს გაუძლოთ?

ეს ის დილემაა, რომელის წინაშე ადამიანი ერთხელ მაინც დგება. Psychopharmacology Today-ში გამოქვეყნებული სვეტი გარკვეულ რჩევებს გვთავაზობს.

როგორც აღმოჩნდა, მედიკამენტზე მითითებული მოქმედების ვადა გარკვეულ მიზანს ემსახურება, თუმცა არა იმას, რაც თქვენ გგონიათ. 1979 წელს აშშ-ში ამოქმედებული კანონის შედეგად, მედიკამენტების მწარმოებლებს პროდუქციაზე მოქმედების ვადის მითითება მოსთხოვეს. ეს არის ვადა, რომლის განმავლობაშიც მწარმოებელს შეუძლია მედიკამენტის სრულ ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე გარანტიის მიცემა.

იმის დიდი ნაწილი, რაც მედიკამენტის მოქმედების ვადაზეა ცნობილი, სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციის მიერ სამხედროების თხოვნით ჩატარებულ კვლევას ეფუძნება. სამხედროებს მედიკამენტების მრავალფეროვანი და ძვირად ღირებული მარაგის მოშორება და მათი ახალი მედიკამენტებით ჩანაცვლება რამდენიმე წელში ერთხელ უხდებოდათ. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 100-ზე მეტი სახეობის მედიკამენტის 90% საუკეთესო მდგომარეობაში იყო მოქმედების ვადის გასვლიდან 15 წლის შემდეგაც კი. განაგრძეთ კითხვა

საახალწლო ფილმები, რომლებიც ცივ ამინდში გულს გაგითბობთ

10 მიზეზი, თუ რატომ არიან დეკემბერში დაბადებულები მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანები

მოხუცი ქალის სამზარეულოში ნაპოვნი 24-მილიონიანი შედევრი - ფლორენციელი გენიოსის ნახატის უცნაური ამბავი