პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:10-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 11:27-დან მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ბიო რძე?
რა არის ბიო რძე?

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი გახ­ლავთ ბიო პრო­დუქ­ტე­ბი. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი ძა­ლი­ან მკაც­რად აკონ­ტრო­ლე­ბენ საკ­ვე­ბის ხა­რისხს და აქ­ტი­უ­რად გა­და­დი­ან ბიო საკ­ვებ­ზე, რად­გან საკ­ვე­ბის ხა­რის­ხი უდი­დეს როლს თა­მა­შობს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.სა­ქარ­თვე­ლოც ნელ-ნელა ფეხს უწყობს მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნე­ბის მიღ­წე­ვებს და ბა­ზარ­ზე უკვე გა­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ბიო რძის პრო­დუქ­ტი. ბიო რძე გახ­ლავთ ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი რძის პრო­დუქ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე. უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით, თუ რას წარ­მო­ად­გენს ბიო რძე, რას მო­ი­ცავს მისი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი და რა­ტომ არის ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, გვე­სა­უბ­რე­ბა კომ­პა­ნია „ნა­ტუ­რალ პლი­უ­სის“ ხა­რის­ხის მარ­თვის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი ირმა ან­თია:

თუ შე­გიძ­ლი­ათ გან­გვი­მარ­ტოთ, რა არის ბიო რძე?

ტერ­მი­ნი ”ბიო” გუ­ლის­ხმობს, წარ­მო­ე­ბის ისეთ პრო­ცესს, სა­დაც უმ­კაც­რე­სად კონ­ტროლ­დე­ბა წარ­მო­ე­ბის სრუ­ლი ციკ­ლი: ნედ­ლე­უ­ლი, სა­წარ­მოო პრო­ცე­სე­ბი და სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტი. სა­დაც, არც ერთ ეტაპ­ზე არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა შხამ - ქი­მი­კა­ტე­ბი, არა­ორ­გა­ნუ­ლი და­ნა­მა­ტე­ბი და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნე კონ­სერ­ვან­ტე­ბი. ბიო რძის პრო­დუქ­ტი მზად­დე­ბა ბიო რძის ბა­ზა­ზე და მას­ში შე­მა­ვა­ლი ყვე­ლა ნედ­ლე­უ­ლი ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა.

რას ნიშ­ნავს რო­დე­საც პრო­დუქტს აწე­რია ბიო?

რო­დე­საც პრო­დუქ­ცი­ას აწე­რია „ბიო“, „ეკო“ ან „ორ­გა­ნი­კი“, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პრო­დუქ­ტი ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით.

ვინ გას­ცემს ბიო სერ­ტი­ფი­კატს?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიო სერ­ტი­ფი­კატს გას­ცემს შპს „კავ­კას­სერ­ტი“, რო­მე­ლიც აკ­რე­დი­ტი­რე­ბუ­ლია გერ­მა­ნი­ის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ორ­გა­ნოს DAKKS-ის მიერ. შპს „კავ­კას­სერ­ტი“ პირ­ვე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც თა­ვის მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს ბი­ოპ­რო­დუქ­ცი­ის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას. მის ბი­ო­სერ­ტი­ფი­კატს კა­ნო­ნი­ე­რი ძალა აქვს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში.

რას მო­ი­ცავს ბიო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი?

ბიო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ცე­სია და მო­ი­ცავს სხვა­დას­ხვა ეტაპს:პირ­ველ რიგ­ში მოხ­და ნი­ა­და­გის გა­სუფ­თა­ვე­ბა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის­გან, კონ­კრე­ტუ­ლი ნაკ­ვე­თე­ბი კონ­ტროლ­ზე იქნა აყ­ვა­ნი­ლი კავ­კას­სერ­ტის მიერ, ამ ნაკ­ვე­თებ­ში ითე­სე­ბო­და ბი­ო­თეს­ლე­უ­ლი და არა ჰიბ­რი­დუ­ლი ან გენ-მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. არ შე­სუ­ლა ნი­ა­დაგ­ში მი­ნე­რა­ლუ­რი სა­სუ­ქი და ჰერ­ბი­ცი­დე­ბი, ხდე­ბო­და მხო­ლოდ ბი­ო­სა­სუ­ქის და ნა­კე­ლის კომ­პოს­ტის შე­ტა­ნა. ასე მოყ­ვა­ნი­ლი მო­სავ­ლით ხდე­ბა პი­რუ­ტყვის გა­მოკ­ვე­ბა ფერ­მა­ში.

სად მდე­ბა­რე­ობს ფერ­მა და რო­გორ არის მო­წყო­ბი­ლი?

ფერ­მა მდე­ბა­რე­ობს კა­ხეთ­ში, ში­რა­ქის ველ­ზე, სო­ფელ არ­ხი­ლოს­კა­ლო­ში. ფერ­მა გა­შე­ნე­ბუ­ლია ნა­ხე­ვარ ჰექ­ტარ­ზე და მო­წყო­ბი­ლია შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტე­ბით, ერთ სულ პი­რუ­ტყვზე გა­მო­ყო­ფი­ლია სა­შუ­ა­ლოდ 10კვ.მ.ფარ­თი. ბიო სტან­დარ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მო­წყო­ბი­ლია:სა­სე­ირ­ნო მო­ე­და­ნი, სამ­შო­ბი­ა­რო ბლო­კი, სამ­კურ­ნა­ლო ჰოს­პი­ტა­ლი, საწ­ვე­ლი დარ­ბა­ზი და ა.შ.

რა ჯი­შის ძრო­ხე­ბია ფერ­მა­ში?

ფერ­მა­ში ჰოლშტე­ი­ნის ჯი­შის მა­ღალპ­რო­დუქ­ტი­უ­ლი პი­რუ­ტყვი ეს­ტო­ნე­თი­და­ნაა შე­მოყ­ვა­ნი­ლი. პი­რუ­ტყვი და­ყო­ფი­ლია ჯგუ­ფე­ბად. არ ხდე­ბა პი­რუ­ტყვის დაბ­მა. პი­რუ­ტყვის სა­ფენს წარ­მო­ად­გენს ნამ­ჯა, რომ­ლის გა­ნახ­ლე­ბა ხდე­ბა დღე­ში 2-ჯერ. ფერ­მა­ში პი­რუ­ტყვის რა­ო­დე­ნო­ბა 200-ზე მე­ტია.

რა­ტომ ბიო?

რად­გან მის სა­წარ­მო­ებ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია შემ­დე­გი აკ­რძალ­ვე­ბი:

ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია - პეს­ტი­ცი­დე­ბი, ჰერ­ბი­ცი­დე­ბი, სხვა არა­ბუ­ნებ­რი­ვი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი;

მცე­ნა­რე­ებ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია - გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ჰიბ­რი­დუ­ლი თეს­ლი; ქი­მი­უ­რი სა­სუ­ქე­ბი;

ცხო­ვე­ლებ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია - შე­ნახ­ვა არაჰუ­მა­ნურ პი­რო­ბებ­ში - დაბ­მა და­ხუ­რულ სივ­რცე­ში; ზრდის ჰორ­მო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა; ქი­მი­უ­რი ალო­პა­თი­უ­რი ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა; ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა; ხორც-პრო­დუქ­ტე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა;

რძის გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სას - ბიო რძის წარ­მო­ე­ბა გუ­ლის­ხმობს ისე­თი მი­ნა­რე­ვე­ბის აკ­რძალ­ვას, რო­გო­რი­ცაა კონ­სერ­ვან­ტე­ბი, სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რე­ბი, პიგმენ­ტე­ბი, არო­მა­ტი­ზა­ტო­რე­ბი და გე­მოს გა­მაძ­ლი­ე­რებ­ლე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სან-ჰი­გი­ე­ნუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის დაც­ვა და სა­რე­ცხ- სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი.

რა პრო­დუქ­ტებს აწარ­მო­ებთ?

ამ ეტაპ­ზე ჩვენ ვა­წარ­მო­ებთ: რძეს, მა­წონს, ხა­ჭოს, არა­ჟანს, იმე­რულ ყველს და სულ­გუნს.

...და სად შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა?

ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ შემ­დეგ მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლებ­ში: Carrefour, Goodwill, ევ­როპ­რო­დუქ­ტი, ფრეს­კო, 2 ნა­ბი­ჯი. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ ჩვენს Facebook გვერდს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

რა არის ბიო რძე?

რა არის ბიო რძე?

მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების ხარისხს და აქტიურად გადადიან ბიო საკვებზე, რადგან საკვების ხარისხი უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობაზე.საქართველოც ნელ-ნელა ფეხს უწყობს მოწინავე ქვეყნების მიღწევებს და ბაზარზე უკვე გამოჩნდა პირველი ქართული ბიო რძის პროდუქტი. ბიო რძე გახლავთ ყველაზე ჯანსაღი რძის პროდუქტი საქართველოს ბაზარზე. უფრო დაწვრილებით, თუ რას წარმოადგენს ბიო რძე, რას მოიცავს მისი სერტიფიცირების პროცესი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი, გვესაუბრება კომპანია „ნატურალ პლიუსის“ ხარისხის მართვის ხელმძღვანელი, ქალბატონი ირმა ანთია:

თუ შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რა არის ბიო რძე?

ტერმინი ”ბიო” გულისხმობს, წარმოების ისეთ პროცესს, სადაც უმკაცრესად კონტროლდება წარმოების სრული ციკლი: ნედლეული, საწარმოო პროცესები და საბოლოო პროდუქტი. სადაც, არც ერთ ეტაპზე არ გამოიყენება შხამ - ქიმიკატები, არაორგანული დანამატები და ჯანმრთელობისთვის მავნე კონსერვანტები. ბიო რძის პროდუქტი მზადდება ბიო რძის ბაზაზე და მასში შემავალი ყველა ნედლეული ეკოლოგიურად სუფთაა.

რას ნიშნავს როდესაც პროდუქტს აწერია ბიო?

როდესაც პროდუქციას აწერია „ბიო“, „ეკო“ ან „ორგანიკი“, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა და სერტიფიცირებულია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

ვინ გასცემს ბიო სერტიფიკატს?

საქართველოში ბიო სერტიფიკატს გასცემს შპს „კავკასსერტი“, რომელიც აკრედიტირებულია გერმანიის აკრედიტაციის ორგანოს DAKKS-ის მიერ. შპს „კავკასსერტი“ პირველი ადგილობრივი კომპანიაა, რომელიც თავის მომხმარებელს სთავაზობს ბიოპროდუქციის სერტიფიცირებას. მის ბიოსერტიფიკატს კანონიერი ძალა აქვს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და შვეიცარიაში.

რას მოიცავს ბიო სერტიფიცირების პროცესი?

ბიო სერტიფიცირება საკმაოდ შრომატევადი და გრძელვადიანი პროცესია და მოიცავს სხვადასხვა ეტაპს:პირველ რიგში მოხდა ნიადაგის გასუფთავება ქიმიური ნივთიერებებისგან, კონკრეტული ნაკვეთები კონტროლზე იქნა აყვანილი კავკასსერტის მიერ, ამ ნაკვეთებში ითესებოდა ბიოთესლეული და არა ჰიბრიდული ან გენ-მოდიფიცირებული. არ შესულა ნიადაგში მინერალური სასუქი და ჰერბიციდები, ხდებოდა მხოლოდ ბიოსასუქის და ნაკელის კომპოსტის შეტანა. ასე მოყვანილი მოსავლით ხდება პირუტყვის გამოკვება ფერმაში.

სად მდებარეობს ფერმა და როგორ არის მოწყობილი?

ფერმა მდებარეობს კახეთში, შირაქის ველზე, სოფელ არხილოსკალოში. ფერმა გაშენებულია ნახევარ ჰექტარზე და მოწყობილია შესაბამისი სტანდარტებით, ერთ სულ პირუტყვზე გამოყოფილია საშუალოდ 10კვ.მ.ფართი. ბიო სტანდარტებიდან გამომდინარე მოწყობილია:სასეირნო მოედანი, სამშობიარო ბლოკი, სამკურნალო ჰოსპიტალი, საწველი დარბაზი და ა.შ.

რა ჯიშის ძროხებია ფერმაში?

ფერმაში ჰოლშტეინის ჯიშის მაღალპროდუქტიული პირუტყვი ესტონეთიდანაა შემოყვანილი. პირუტყვი დაყოფილია ჯგუფებად. არ ხდება პირუტყვის დაბმა. პირუტყვის საფენს წარმოადგენს ნამჯა, რომლის განახლება ხდება დღეში 2-ჯერ. ფერმაში პირუტყვის რაოდენობა 200-ზე მეტია.

რატომ ბიო?

რადგან მის საწარმოებლად გათვალისწინებულია შემდეგი აკრძალვები:

ნაკვეთზე აკრძალულია - პესტიციდები, ჰერბიციდები, სხვა არაბუნებრივი ნივთიერებები;

მცენარეებზე აკრძალულია - გენმოდიფიცირებული და ჰიბრიდული თესლი; ქიმიური სასუქები;

ცხოველებზე აკრძალულია - შენახვა არაჰუმანურ პირობებში - დაბმა დახურულ სივრცეში; ზრდის ჰორმონების გამოყენება; ქიმიური ალოპათიური ვეტერინარული საშუალებების გამოყენება; ანტიბიოტიკების გამოყენება; ხორც-პროდუქტების გადამუშავების ნარჩენების გამოყენება;

რძის გადამუშავებისას - ბიო რძის წარმოება გულისხმობს ისეთი მინარევების აკრძალვას, როგორიცაა კონსერვანტები, სტაბილიზატორები, პიგმენტები, არომატიზატორები და გემოს გამაძლიერებლები. მნიშვნელოვანია სან-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა და სარეცხ- სადეზინფექციო საშუალებების ნარჩენების მონიტორინგი.

რა პროდუქტებს აწარმოებთ?

ამ ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ: რძეს, მაწონს, ხაჭოს, არაჟანს, იმერულ ყველს და სულგუნს.

...და სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?

ჩვენი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ შემდეგ მაღაზიათა ქსელებში: Carrefour, Goodwill, ევროპროდუქტი, ფრესკო, 2 ნაბიჯი. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის