სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით ემუქრება წულუკიანი "ოცნებას"?
რით ემუქრება წულუკიანი "ოცნებას"?

ახა­ლი პრე­მი­ე­რის კან­დი­და­ტუ­რა ცნო­ბი­ლია, ახლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ახა­ლი სამ­თავ­რო­ბო კა­ბი­ნე­ტის წარ­დგე­ნას ელის. კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბის იუს­ტი­ცი­ის უც­ვლე­ლი მი­ნის­ტრი - თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, პოსტს ახალ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­შიც შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ახერ­ხებს წუ­ლუ­კი­ა­ნი ბოლო ექ­ვსი წლის მან­ძილ­ზე შე­უც­ვლე­ლი იყოს, მა­შინ როცა მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილ­ში და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში პრო­ტეს­ტის ტალ­ღა აგორ­და, მის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გამო.

კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც ხო­რა­ვას ქუ­ჩის ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი გა­დად­გა, თბი­ლი­სი საპ­რო­ტეს­ტო მუხტმა მო­იც­ვა, გამ­წვავ­და კი­თხვე­ბი წუ­ლუ­კი­ა­ნის და მისი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი უწყე­ბე­ბის მი­მართ, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა „ოც­ნე­ბის“ შიგ­ნი­თაც გაჩ­ნდა. თუმ­ცა, წუ­ლუ­კი­ა­ნი მთავ­რო­ბას "გუნ­დის ჩა­ძირ­ვით" ემუქ­რე­ბა და კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით აშან­ტა­ჟებს კი­დეც. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 12 ივ­ნი­სის შეხ­ვედ­რა­ზე, როცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხო­ვა, კონ­კრე­ტუ­ლად წუ­ლუ­კი­ა­ნის მი­სა­მარ­თით პრე­ტენ­ზია არ გა­მო­უთ­ქვამს.

ის, რომ უკვე 6 წე­ლია იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი უც­ვლე­ლად ინარ­ჩუ­ნებს თა­ნამ­დე­ბო­ბას, თა­ნაც შეც­დო­მე­ბის და აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რს უჩ­ნდე­ბა კი­თხვის ნიშ­ნე­ბი.

პო­ლი­ტო­ლოგ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძის თქმით, „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ახლა პო­ლი­ტი­კუ­რი ვაჭ­რო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. თუმ­ცა, ვინ რა ფორ­მას გა­მო­ი­ყე­ნებს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­სარ­ჩე­ნად, ამა­ზე სა­უ­ბა­რი უჭირს:

"წუ­ლუ­კი­ა­ნის წას­ვლა­ზე ად­რეც იყო სა­უ­ბა­რი, მა­შინ რო­დე­საც სტრას­ბურ­გში მო­სა­მარ­თლე­თა შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლის კან­დი­და­ტუ­რა ორ­ჯერ ჩა­ვარ­და. თუმ­ცა, თუ რა მე­ქა­ნიზ­მმა იმოქ­მე­და და რო­გორ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა პოს­ტი, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. მე­ო­რეს მხრივ მა­მუ­კა არე­ში­ძემ გუ­შინ აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თულ მხა­რე სტრას­ბურ­გში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ბრწყინ­ვა­ლედ გა­მო­ვი­და და ასე­თი უსუ­სუ­რი რუ­სე­თი ჯერ არ მი­ნა­ხავ­სო. ასე რომ, მის მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში არის რო­გორც შავი ისე თეთ­რი ლა­ქე­ბი და შე­იძ­ლე­ბა თეთ­რი ლა­ქე­ბის გამო მსჯე­ლო­ბენ სხვა­ნა­ი­რად. ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. მთა­ვა­რია პარ­ტია არ და­ზა­რალ­დეს მისი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დროს.

წუ­ლუ­კი­ან­მა რით შე­იძ­ლე­ბა და­შან­ტა­ჟოს თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არ ვიცი. რო­გორც წესი ასე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­გან გა­მი­გია, წვდო­მა აქვთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე. რო­დე­საც „ვა­კან­სი­ე­ბი“ ჩნდე­ბა აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და კონ­კუ­რენ­ცია მა­ღა­ლია შიდა და­პი­რის­პი­რე­ბაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­მენ­ტია, ასე­თი რამ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ში ხდე­ბა“, - გვი­თხრა საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

ახალ მი­ნის­ტთა კა­ბი­ნეტ­ში თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის შე­საძ­ლო დარ­ჩე­ნამ, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში აღ­შფო­თე­ბა უკვე გა­მო­იწ­ვია. ისი­ნი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ მო­რიგ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღას თბი­ლის­ში.

"არ ვიცი რა ისეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, ან რა წვლი­ლი აქვს, რომ უკვე 6 წე­ლია ინარ­ჩუ­ნებს თა­ნამ­დე­ბო­ბას. მაგ­რამ ფაქ­ტია, თით­ქმის ყვე­ლა მი­ნის­ტრი შე­იც­ვა­ლა მის გარ­და და ფაქ­ტია ისიც, რომ ამ სფე­რო­ში გა­მოწ­ვე­ვე­ბი რჩე­ბა და ყვე­ლა­ზე მე­ტად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მას ეკის­რე­ბა იმ გა­უ­ტა­რე­ბელ რე­ფორ­მებ­ზე, რო­მე­ლიც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სფე­რო­ში ხდე­ბა“ - უთხრა AMBEBI.GE-ს "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ მი­ხელ ბე­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თუ წუ­ლუ­კი­ა­ნი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს პო­ზი­ცი­ას, ეს იქ­ნე­ბა მა­ნიშ­ნე­ბე­ლი, რომ მთავ­რო­ბა ვერ ხვდე­ბა, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი არ­სე­ბობს დღეს ქვე­ყა­ნა­ში.

„ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის, ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლის აზ­რით, წუ­ლუ­კი­ა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბას, შე­საძ­ლოა, გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნე­ბით ინარ­ჩუ­ნებ­დეს. "თუკი წუ­ლუ­კი­ა­ნი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თა­ნამ­დე­ბო­ბას, ნიშ­ნავს, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ფე­რი იც­ვლე­ბა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­ზე­დაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ჰქონ­დათ კი­თხვე­ბი. სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას მოჰ­ყვა მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და არა ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებს, რა­ზეც ყუ­რა­დღე­ბა იყო გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი პრე­მი­ე­რის გა­დად­გო­მის დროს.

თუკი დარ­ჩე­ბა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ფორ­მე­ბი ისე­თი­ვე ნელი ტემ­პით და ხარ­ვე­ზე­ბით წა­რი­მარ­თე­ბა, რო­გორც აქამ­დე. რაც კვლავ გა­მო­იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ მღელ­ვა­რე­ბას და საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებს. სრუ­ლი­ად მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ მოხ­დეს აქ­ცი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ლო­დი­ნი უკავ­შირ­დე­ბა ცვლი­ლე­ბებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა თვალ­ნა­თე­ლია. პრო­კუ­რო­რია დღე­დღე­ზე ასარ­ჩე­ვი და ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თუ ისევ წუ­ლუ­კი­ა­ნი დარ­ჩა, მი­ვი­ღებთ ისევ შო­თა­ძის და მისი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის მსგავს პრო­კუ­რო­რებს" - გვი­თხრა ცქი­ტიშ­ვილ­მა.

„ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, წუ­ლუ­კი­ან­თან პრო­კუ­რო­რის არ­ჩე­ვის სა­კი­თხზე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ ბო­ი­კო­ტი­რე­ბას გა­აგ­რძე­ლე­ბენ. "მხო­ლოდ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე კმა­რა იმის­თვის, რომ თვალ­ნა­თე­ლი გახ­დეს, ვის და რა ფორ­მით შე­არ­ჩევს წუ­ლუ­კი­ა­ნი მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად. ამ მი­ნის­ტრთან კონ­კრენ­ტულ და სხვა მსგავს სა­კი­თხებ­ზე პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია თა­ნამ­შრომ­ლო­ბა" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ცქი­ტიშ­ვილ­მა.

წუ­ლუ­კი­ა­ნის პოსტზე დარ­ჩე­ნას აფა­სებს იუ­რის­ტი ლია მუ­ხა­შავ­რი­აც. "წარ­მოდ­გე­ნაც კი მი­ჭირს, რით შე­იძ­ლე­ბა აშან­ტა­ჟებ­დეს წუ­ლუ­კი­ა­ნი მთავ­რო­ბას, ან რა გზით ახერ­ხებს თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ის, რომ პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად ადა­მი­ა­ნი კვლავ ინარ­ჩუ­ნებს პოსტს, აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, მეტი რომ არა­ფე­რი ვთქვა“ - გვი­თხრა იუ­რის­ტმა.

ანა­ლი­ტი­კოს ამი­რან სა­ლუქ­ვა­ძის აზ­რით კი, წუ­ლუ­კი­ანს აქვს გარ­კვე­უ­ლი საქ­მე­ე­ბი, რო­მე­ლიც და­უმ­თავ­რე­ბე­ლია და შე­საძ­ლოა სწო­რედ ამ გზით ინარ­ჩუ­ნებს თა­ნამ­დე­ბო­ბას.

"არ ვიცი წუ­ლუ­კი­ან­მა რით შე­იძ­ლე­ბა და­ა­შან­ტა­ჟოს ივა­ნიშ­ვი­ლი, ან მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი და რა თემა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ამის­თვის. მეს­მის, როცა სუ­ბე­ლი­ან­ზე ვრცელ­დე­ბო­და რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, თუმ­ცა ივა­ნიშ­ვი­ლის და­შან­ტა­ჟე­ბა სუ­ბე­ლი­ა­ნის­გა­ნაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. წუ­ლუ­კი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­საძ­ლოა არის რა­ღაც პო­ლი­ტი­კუ­რი სა­უბ­რე­ბი პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის, რომ­ლე­ბიც მო­დი­ან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან. რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი წონა ამ პო­ლი­ტი­კო­სებს გა­აჩ­ნი­ათ.

ასე­ვე არის სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­ზეც მუ­შა­ობს წუ­ლუ­კი­ა­ნი - ჰა­ა­გა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის პრო­ცე­სი და სტრას­ბურ­გი, რომ­ლის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი პრო­ცე­სი გა­სულ თვე­ში ვი­ხი­ლეთ. ამ პრო­ცე­სე­ბის წამ­ყვა­ნი არის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი და ვთვლი, რომ ეს პრო­ცე­სე­ბი იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ ბო­ლომ­დე უნდა მი­იყ­ვა­ნოს, რად­გან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბია“ - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს სა­ლუქ­ვა­ძემ.

„რაც უფრო დიდი ხა­ნია იქ­ნე­ბა წუ­ლუ­კი­ა­ნი, მით უფრო გა­ი­წე­ლე­ბა სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბა და და­ზი­ან­დე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, - ამ კო­მენ­ტარს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის" გამ­გე­ო­ბის წევ­რი გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძე აკე­თებს.

"არ ვიცი რა ფორ­მით ახერ­ხებს თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, არა­და რა­მაც მთავ­რო­ბის შეც­ვლა გა­ნა­პი­რო­ბა, ეს იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი, რო­მე­ლიც წარ­მო­იშ­ვა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კრი­ზი­სის გამო და ბუ­ნებ­რი­ვია, პირ­ვე­ლი ვინც უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, იყო თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი. ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია, თუ მთავ­რო­ბა ფიქ­რობს, რომ პრე­მი­ე­რის გა­და­ყე­ნე­ბით ვი­თა­რე­ბას და­ას­ტა­ბი­ლუ­რე­ბენ და ხალ­ხის პრო­ტესტს ჩა­ახ­შო­ბენ. რაც უფრო დიდი ხანი იქ­ნე­ბა წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­მი­ნის­ტრო­ში, მით უფრო დიდი ხანი გა­ი­წე­ლე­ბა სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, და­ზი­ან­დე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ - გვე­უბ­ნე­ბა მშვე­ნი­ე­რა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, მმარ­თველ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე შერ­ჩე­უ­ლი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის კან­დი­და­ტუ­რა პრე­ზი­დენს უკვე წა­რუდ­გი­ნა. ამის შემ­დეგ, კონ­სტი­ტუ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრე­ზი­დენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, შვი­დი დღის ვა­და­ში, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად სწო­რედ უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტი წა­რად­გი­ნოს, ხოლო თა­ვის მხრივ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი ასე­ვე შვი­დი დღის ვა­და­ში შე­არ­ჩევს მი­ნის­ტრთა კან­დი­და­ტუ­რებს და პარ­ლა­მენტს მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას ნდო­ბის მი­სა­ღე­ბად წა­რუდ­გენს.

პარ­ლა­მენ­ტი მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის წარ­დგე­ნი­დან შვი­დი დღის ვა­და­ში გა­ნი­ხი­ლავს და კენ­ჭს უყ­რის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კითხს. მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას­თან ერ­თად პარ­ლა­მენტს და­სამ­ტკი­ცებ­ლად სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მაც წა­რედ­გი­ნე­ბა.

ავტორი:

რით ემუქრება წულუკიანი "ოცნებას"?

რით ემუქრება წულუკიანი "ოცნებას"?

ახალი პრემიერის კანდიდატურა ცნობილია, ახლა საზოგადოება ახალი სამთავრობო კაბინეტის წარდგენას ელის. კულუარული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მთავრობის იუსტიციის უცვლელი მინისტრი - თეა წულუკიანი, პოსტს ახალ მინისტრთა კაბინეტშიც შეინარჩუნებს.

საინტერესოა, როგორ ახერხებს წულუკიანი ბოლო ექვსი წლის მანძილზე შეუცვლელი იყოს, მაშინ როცა მის მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილში და არასამთავრობო სექტორში პროტესტის ტალღა აგორდა, მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო.

კულუარული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით მთავარი პროკურორი გადადგა, თბილისი საპროტესტო მუხტმა მოიცვა, გამწვავდა კითხვები წულუკიანის და მისი დაქვემდებარებული უწყებების მიმართ, იუსტიციის მინისტრის მიმართ უკმაყოფილება „ოცნების“ შიგნითაც გაჩნდა. თუმცა, წულუკიანი მთავრობას "გუნდის ჩაძირვით" ემუქრება და კულუარული ინფორმაციით აშანტაჟებს კიდეც. როგორც ცნობილია, 12 ივნისის შეხვედრაზე, როცა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის გადადგომა კატეგორიულად მოითხოვა, კონკრეტულად წულუკიანის მისამართით პრეტენზია არ გამოუთქვამს.

ის, რომ უკვე 6 წელია იუსტიციის მინისტრი უცვლელად ინარჩუნებს თანამდებობას, თანაც შეცდომების და აქციების ფონზე, ამასთან დაკავშირებით ბევრს უჩნდება კითხვის ნიშნები.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ახლა პოლიტიკური ვაჭრობა მიმდინარეობს თანამდებობების შესანარჩუნებლად. თუმცა, ვინ რა ფორმას გამოიყენებს თანამდებობაზე დასარჩენად, ამაზე საუბარი უჭირს:

"წულუკიანის წასვლაზე ადრეც იყო საუბარი, მაშინ როდესაც სტრასბურგში მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში ქართველი მოსამართლის კანდიდატურა ორჯერ ჩავარდა. თუმცა, თუ რა მექანიზმმა იმოქმედა და როგორ შეინარჩუნა პოსტი, ძნელი სათქმელია. მეორეს მხრივ მამუკა არეშიძემ გუშინ აღნიშნა, რომ ქართულ მხარე სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ბრწყინვალედ გამოვიდა და ასეთი უსუსური რუსეთი ჯერ არ მინახავსო. ასე რომ, მის მოღვაწეობაში არის როგორც შავი ისე თეთრი ლაქები და შეიძლება თეთრი ლაქების გამო მსჯელობენ სხვანაირად. ძნელი სათქმელია. მთავარია პარტია არ დაზარალდეს მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს.

წულუკიანმა რით შეიძლება დაშანტაჟოს თანაგუნდელები ნამდვილად არ ვიცი. როგორც წესი ასეთი რაღაცეები სპეცსამსახურებისგან გამიგია, წვდომა აქვთ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. როდესაც „ვაკანსიები“ ჩნდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში და კონკურენცია მაღალია შიდა დაპირისპირებაც ჩვეულებრივი მომენტია, ასეთი რამ ყველა პოლიტიკურ პარტიაში ხდება“, - გვითხრა საყვარელიძემ.

ახალ მინისტთა კაბინეტში თეა წულუკიანის შესაძლო დარჩენამ, არასამთავრობო სექტორში აღშფოთება უკვე გამოიწვია. ისინი არ გამორიცხავენ მორიგ საპროტესტო ტალღას თბილისში.

"არ ვიცი რა ისეთ ინფორმაციას ფლობს თეა წულუკიანი, ან რა წვლილი აქვს, რომ უკვე 6 წელია ინარჩუნებს თანამდებობას. მაგრამ ფაქტია, თითქმის ყველა მინისტრი შეიცვალა მის გარდა და ფაქტია ისიც, რომ ამ სფეროში გამოწვევები რჩება და ყველაზე მეტად პასუხისმგებლობა მას ეკისრება იმ გაუტარებელ რეფორმებზე, რომელიც მართლმსაჯულების სფეროში ხდება“ - უთხრა AMBEBI.GE-ს "სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარემ მიხელ ბენიძემ.

მისივე თქმით, თუ წულუკიანი შეინარჩუნებს პოზიციას, ეს იქნება მანიშნებელი, რომ მთავრობა ვერ ხვდება, რა გამოწვევები არსებობს დღეს ქვეყანაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის აზრით, წულუკიანი თანამდებობას, შესაძლოა, გარკვეული გავლენებით ინარჩუნებდეს. "თუკი წულუკიანი შეინარჩუნებს თანამდებობას, ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არაფერი იცვლება იმ მიმართულებით, რაზედაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ კითხვები. სწორედ ამ მიმართულებას მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები და არა ეკონომიკურ პრობლემებს, რაზეც ყურადღება იყო გამახვილებული პრემიერის გადადგომის დროს.

თუკი დარჩება იუსტიციის მინისტრი თანამდებობაზე, სამართლებრივი რეფორმები ისეთივე ნელი ტემპით და ხარვეზებით წარიმართება, როგორც აქამდე. რაც კვლავ გამოიწვევს საზოგადოების დიდ მღელვარებას და საპროტესტო გამოსვლებს. სრულიად მოსალოდნელია, რომ მოხდეს აქციების განახლება, იმიტომ, რომ საზოგადოების მოლოდინი უკავშირდება ცვლილებებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მართლმსაჯულებაში რეფორმების გატარების აუცილებლობა თვალნათელია. პროკურორია დღედღეზე ასარჩევი და ამ თანამდებობაზე თუ ისევ წულუკიანი დარჩა, მივიღებთ ისევ შოთაძის და მისი წინამორბედების მსგავს პროკურორებს" - გვითხრა ცქიტიშვილმა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის თქმით, წულუკიანთან პროკურორის არჩევის საკითხზე თანამშრომლობა შეუძლებელია, ამიტომ ბოიკოტირებას გააგრძელებენ. "მხოლოდ ოთარ ფარცხალაძე კმარა იმისთვის, რომ თვალნათელი გახდეს, ვის და რა ფორმით შეარჩევს წულუკიანი მთავარ პროკურორად. ამ მინისტრთან კონკრენტულ და სხვა მსგავს საკითხებზე პრაქტიკულად შეუძლებელია თანამშრომლობა" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ცქიტიშვილმა.

წულუკიანის პოსტზე დარჩენას აფასებს იურისტი ლია მუხაშავრიაც. "წარმოდგენაც კი მიჭირს, რით შეიძლება აშანტაჟებდეს წულუკიანი მთავრობას, ან რა გზით ახერხებს თანამდებობის შენარჩუნებას. ის, რომ პროტესტის მიუხედავად ადამიანი კვლავ ინარჩუნებს პოსტს, აღმაშფოთებელია, მეტი რომ არაფერი ვთქვა“ - გვითხრა იურისტმა.

ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის აზრით კი, წულუკიანს აქვს გარკვეული საქმეები, რომელიც დაუმთავრებელია და შესაძლოა სწორედ ამ გზით ინარჩუნებს თანამდებობას.

"არ ვიცი წულუკიანმა რით შეიძლება დააშანტაჟოს ივანიშვილი, ან მთავრობის წევრები და რა თემა შეიძლება ჰქონდეს ამისთვის. მესმის, როცა სუბელიანზე ვრცელდებოდა რაღაც ინფორმაციები, თუმცა ივანიშვილის დაშანტაჟება სუბელიანისგანაც წარმოუდგენელია. წულუკიანთან დაკავშირებით, შესაძლოა არის რაღაც პოლიტიკური საუბრები პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც მოდიან „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბების პირველი დღიდან. რაღაც გარკვეული წონა ამ პოლიტიკოსებს გააჩნიათ.

ასევე არის საკითხები, რომელზეც მუშაობს წულუკიანი - ჰააგაში მიმდინარე საქართველო-რუსეთის პროცესი და სტრასბურგი, რომლის შემაჯამებელი პროცესი გასულ თვეში ვიხილეთ. ამ პროცესების წამყვანი არის იუსტიციის მინისტრი და ვთვლი, რომ ეს პროცესები იუსტიციის სამინისტრომ ბოლომდე უნდა მიიყვანოს, რადგან მნიშვნელოვანი საკითხებია“ - განუცხადა AMBEBI.GE-ს სალუქვაძემ.

„რაც უფრო დიდი ხანია იქნება წულუკიანი, მით უფრო გაიწელება სისტემის რეფორმირება და დაზიანდება „ქართული ოცნება“, - ამ კომენტარს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე აკეთებს.

"არ ვიცი რა ფორმით ახერხებს თანამდებობის შენარჩუნებას, არადა რამაც მთავრობის შეცვლა განაპირობა, ეს იყო საზოგადოების პროტესტი, რომელიც წარმოიშვა მართლმსაჯულების კრიზისის გამო და ბუნებრივია, პირველი ვინც უნდა ყოფილიყო ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, იყო თეა წულუკიანი. ძალიან უცნაურია, თუ მთავრობა ფიქრობს, რომ პრემიერის გადაყენებით ვითარებას დაასტაბილურებენ და ხალხის პროტესტს ჩაახშობენ. რაც უფრო დიდი ხანი იქნება წულუკიანი სამინისტროში, მით უფრო დიდი ხანი გაიწელება სისტემის რეფორმირება და შესაბამისად, დაზიანდება „ქართული ოცნება“ - გვეუბნება მშვენიერაძე.

შეგახსენებთ, მმართველმა უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შერჩეული მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრეზიდენს უკვე წარუდგინა. ამის შემდეგ, კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრეზიდენტი ვალდებულია, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სწორედ უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს.

პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები