მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ და რატომ მფარველობს წულუკიანს?!
ვინ და რატომ მფარველობს წულუკიანს?!

უკვე ერთი კვი­რაა, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­დად­გო­მას ამა­ოდ ითხო­ვენ. მა­შინ, როცა ქვე­ყა­ნა­ში არა­ერ­თი სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და და არა­ერ­თი მი­ნის­ტრი გა­უშ­ვეს სახ­ლში თუ პორ­ტფე­ლი შე­უც­ვა­ლეს, წუ­ლუ­კი­ა­ნი (სერ­გე­ენ­კოს­თან ერ­თად) ის იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბას "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის დღი­დან იკა­ვებს.

ვინ მფარ­ვე­ლობს წუ­ლუ­კი­ანს?! - ეს კი­თხვა ქვე­ყა­ნა­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა აქ­ტუ­ა­ლუ­რი კი­დევ ერთხელ გა­ხა­და და თან მა­შინ, როცა წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, არც ისე ცო­ტაა.

კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გა­და­ყე­ნე­ბის სურ­ვი­ლი უკვე დიდი ხა­ნია პრე­მი­ერ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­საც აქვს. ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა წუ­ლუ­კი­ა­ნი დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ვი­და, იყო სა­უ­ბა­რი, რომ იგი მი­ნის­ტრის კა­ბი­ნეტ­ში აღარ დაბ­რუნ­დე­ბო­და. თუმ­ცა, რო­გორც ამ­ბო­ბენ მას შემ­დეგ, რაც თეა წუ­ლუ­კი­ან­მა „თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი“ და­ტო­ვა და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ნა არ­ჩია, იმ დღი­დან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხით ძლი­ე­რი "მფარ­ვე­ლი" შე­ი­ძი­ნა.

არა­სამ­თვორ­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ცენ­ტრის" ხელ­მძღვვა­ნე­ლი ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს "ოც­ნე­ბა­ში" მფარ­ვე­ლე­ბი ჰყავს. მისი თქმით, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხი აქამ­დე მო­ე­თხო­ვე­ბო­და.

"ზო­გა­დად ის რომ იუსტცი­ის მი­ნის­ტრი ასე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც მის გან­ცხა­დე­ბებ­ში ჩანს ნა­თე­ლია, რომ მას "ოც­ნე­ბა­ში" ვი­ღაც მფარ­ვე­ლობს. მას არ სურს გა­ი­ზი­ა­როს ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც ნამ­დვი­ლად აკის­რია იმ პრო­ცე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რა­შიც ის უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ჯერ მარ­ტო ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის და­ნიშ­ვნის გამო უნდა ეგო პა­სუ­ხი და წა­სუ­ლი­ყო თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. მაგ­რამ ფარ­ცხა­ლა­ძე არის ასე­ვე "ოც­ნე­ბას­თან" და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პერ­სო­ნა, რო­მე­ლიც შემ­დეგ სკან­და­ლე­ბი­დან გა­მოჩ­ნდა. ასე, რომ ბევ­რი სა­კი­თხებ­ში იკ­ვე­თე­ბა, რომ წუ­ლუ­კი­ანს "ოც­ნე­ბა­ში" ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი მფარ­ვე­ლობს. და შე­საძ­ლოა ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან ხდე­ბო­დეს ამ პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თვა. ის რომ ადა­მი­ა­ნი პა­სუხს არ აგებს ასეთ ქმე­დე­ბებ­ზე ნიშ­ნავს, რომ მას მფარ­ვე­ლი ჰყავს", - გვი­თხრა ცქი­ტიშ­ვილ­მა.

იმა­ზე, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­საძ­ლო ფა­ვო­რი­ტია, პო­ლი­ტო­ლო­გე­ბიც ღიად სა­უბ­რო­ბენ. სოსო ცინ­ცა­ძის თქმით, "ოც­ნე­ბა­ში" ერთი კაცი მფარ­ვე­ლობს ყვე­ლა­ფერს, მით უმე­ტეს, ისეთ საკ­ვან­ძო პოსტს, რო­გო­რიც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროა.

"ვფიქ­რობ, წუ­ლუ­კი­ა­ნის და­ტო­ვე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს მისი წარ­სუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და სხვა. მარ­თა­ლია, შეც­დო­მებს უშ­ვებს და სა­სა­მარ­თლო მა­ფი­ას ვერ მო­ე­რია, თუმ­ცა ნამ­დვი­ლად ჭკვი­ა­ნი გო­გოა. თან მთავ­რო­ბა­ში არის სა­კად­რო შიმ­ში­ლი, ელე­მენ­ტა­რუ­ლად შემ­ცვე­ლიც არ ჩანს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის წი­ნა­შე მდგარ ბევრ ამო­ცა­ნას თავი ვერ გა­არ­თვა. ეგ იყო ალა­სა­ნი­ას პარ­ტი­ა­ში, შემ­დეგ მისი პარ­ტი­ი­დან გა­მო­ვი­და და თან არის ქალი - ასე რომ, ეს ფაქ­ტო­რე­ბი მოქ­მე­დებს მის სა­სარ­გებ­ლოდ. მან არ და­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა და ეს და­უ­ფა­სეს, ისე­ვე, რო­გორც გე­დე­ვან ფო­ფხა­ძეს. ისიც ალა­სა­ნი­ას კვო­ტით შე­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში და მა­საც და­უ­ფა­სეს, ჩანს, რო­გორ მფარ­ვე­ლო­ბენ", - აცხა­დებს პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცინ­ცა­ძე.

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით კი, წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­დად­გო­მით არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა ვერ მოგ­ვარ­დე­ბა. მისი თქმით, მხო­ლოდ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მა ქვე­ყა­ნა­ში არა­ფერს შეც­ვლის.

"აქ მფარ­ვე­ლო­ბა­ზე არ არის სა­უ­ბა­რი. წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­დად­გო­მა არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს ვერ მო­აგ­ვა­რებს. ასე­თი გა­მორ­ტყოც­ნე­ბით მო­თხოვ­ნა, ცალ­კე­ულ მი­ნის­ტრებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არის არა პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის მცდე­ლო­ბა, არა­მედ დაკ­ვე­თა, რო­მე­ლიც ვი­ღა­ცის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­დად­გო­მით ის პრობ­ლე­მე­ბი რაც დღეს ქვე­ყა­ნა­შია, არ ჩა­ცხრე­ბა. იგი წავა და სხვა წუ­ლუ­კი­ა­ნი მოვა, იმი­ტომ, რომ გვაქვს მმარ­თვე­ლო­ბი­თი კრი­ზი­სი. იქ ვინც არის, ყვე­ლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კად­რია. წუ­ლუ­კი­ან­ზე რომ არის აქ­ცენ­ტე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლი, სხვა მი­ნის­ტრებს, რა არ მფარ­ვე­ლობს ბი­ძი­ნა?!“ - გვი­თხრა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

პო­ლი­ტო­ლოგ სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლის აზ­რი­თაც, წუ­ლუ­კი­ანს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მისი მფარ­ვე­ლო­ბით უფა­სებს 3 წლის წი­ნან­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - რა დრო­საც გა­ე­მიჯ­ნა „თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს“ და მმარ­თვე­ლი გუნ­დის გვერ­დით დარ­ჩე­ნა არ­ჩია.

„მისი სა­ზღვარ­გა­რეთ საქ­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში იყო ბევ­რად უფრო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იუ­რის­ტი, ვიდ­რე დღეს არის. დღეს ვერც ის და ვერც მისი კო­ლე­გე­ბი ვერ გრძნო­ბენ თავს და­მო­უ­კი­დე­ბელ ფი­გუ­რე­ბად. ის ყო­ველ­თვის სა­უბ­რობს, იმა­ზე რისი აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც იკ­ვე­თე­ბა. მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც მას შე­ა­ტყო­ბი­ნე­ბენ რა უნდა თქვას და რა თე­მე­ბი წა­მო­წი­ოს წინ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი წუ­ლუ­კი­ა­ნის ნა­ბი­ჯ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც ქალ­ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრი გა­ნე­რი­და იმ პარ­ტი­ას, რო­მელ­მაც შვა, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი და მი­ე­კედ­ლა მმარ­თველ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას. სა­მა­გი­ე­როდ ამით მან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო მფარ­ვე­ლო­ბა. ნათ­ქვა­მია, რა­საც დას­თეს იმას მო­იმ­კიო“ - უთხრა AMBEBI.GE-ს ცის­კა­რიშ­ვილ­მა.

ავტორი:

ვინ და რატომ მფარველობს წულუკიანს?!

ვინ და რატომ მფარველობს წულუკიანს?!

უკვე ერთი კვირაა, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ამაოდ ითხოვენ. მაშინ, როცა ქვეყანაში არაერთი სამთავრობო ცვლილება განხორციელდა და არაერთი მინისტრი გაუშვეს სახლში თუ პორტფელი შეუცვალეს, წულუკიანი (სერგეენკოსთან ერთად) ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იკავებს.

ვინ მფარველობს წულუკიანს?! - ეს კითხვა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აქტუალური კიდევ ერთხელ გახადა და თან მაშინ, როცა წულუკიანის მიერ დაშვებული შეცდომები, არც ისე ცოტაა.

კულუარული ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის გადაყენების სურვილი უკვე დიდი ხანია პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსაც აქვს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა წულუკიანი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა, იყო საუბარი, რომ იგი მინისტრის კაბინეტში აღარ დაბრუნდებოდა. თუმცა, როგორც ამბობენ მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა და თანამდებობაზე დარჩენა არჩია, იმ დღიდან ბიძინა ივანიშვილის სახით ძლიერი "მფარველი" შეიძინა.

არასამთვორბო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" ხელმძღვვანელი ალეკო ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ იუსტიციის მინისტრს "ოცნებაში" მფარველები ჰყავს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი აქამდე მოეთხოვებოდა.

"ზოგადად ის რომ იუსტციის მინისტრი ასე თავდაჯერებულია, რომელიც მის განცხადებებში ჩანს ნათელია, რომ მას "ოცნებაში" ვიღაც მფარველობს. მას არ სურს გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა, რაც ნამდვილად აკისრია იმ პროცესებიდან გამომდინარე რაშიც ის უშუალოდ მონაწილეობდა. ჯერ მარტო ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის გამო უნდა ეგო პასუხი და წასულიყო თანამდებობიდან. მაგრამ ფარცხალაძე არის ასევე "ოცნებასთან" დაახლოებული პერსონა, რომელიც შემდეგ სკანდალებიდან გამოჩნდა. ასე, რომ ბევრი საკითხებში იკვეთება, რომ წულუკიანს "ოცნებაში" ადამიანთა ჯგუფი მფარველობს. და შესაძლოა ივანიშვილის მხრიდან ხდებოდეს ამ პროცესების წარმართვა. ის რომ ადამიანი პასუხს არ აგებს ასეთ ქმედებებზე ნიშნავს, რომ მას მფარველი ჰყავს", - გვითხრა ცქიტიშვილმა.

იმაზე, რომ თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ფავორიტია, პოლიტოლოგებიც ღიად საუბრობენ. სოსო ცინცაძის თქმით, "ოცნებაში" ერთი კაცი მფარველობს ყველაფერს, მით უმეტეს, ისეთ საკვანძო პოსტს, როგორიც იუსტიციის სამინისტროა.

"ვფიქრობ, წულუკიანის დატოვებას განაპირობებს მისი წარსული, ევროპული გამოცდილება და სხვა. მართალია, შეცდომებს უშვებს და სასამართლო მაფიას ვერ მოერია, თუმცა ნამდვილად ჭკვიანი გოგოა. თან მთავრობაში არის საკადრო შიმშილი, ელემენტარულად შემცველიც არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ მის წინაშე მდგარ ბევრ ამოცანას თავი ვერ გაართვა. ეგ იყო ალასანიას პარტიაში, შემდეგ მისი პარტიიდან გამოვიდა და თან არის ქალი - ასე რომ, ეს ფაქტორები მოქმედებს მის სასარგებლოდ. მან არ დატოვა თანამდებობა და ეს დაუფასეს, ისევე, როგორც გედევან ფოფხაძეს. ისიც ალასანიას კვოტით შევიდა პარლამენტში და მასაც დაუფასეს, ჩანს, როგორ მფარველობენ", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით კი, წულუკიანის გადადგომით არსებული სისტემური პრობლემა ვერ მოგვარდება. მისი თქმით, მხოლოდ იუსტიციის მინისტრის გადადგომა ქვეყანაში არაფერს შეცვლის.

"აქ მფარველობაზე არ არის საუბარი. წულუკიანის გადადგომა არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ასეთი გამორტყოცნებით მოთხოვნა, ცალკეულ მინისტრებთან დაკავშირებით არის არა პრობლემის გადაწყვეტის მცდელობა, არამედ დაკვეთა, რომელიც ვიღაცის ინტერესებს ემსახურება. წულუკიანის გადადგომით ის პრობლემები რაც დღეს ქვეყანაშია, არ ჩაცხრება. იგი წავა და სხვა წულუკიანი მოვა, იმიტომ, რომ გვაქვს მმართველობითი კრიზისი. იქ ვინც არის, ყველა ბიძინა ივანიშვილის კადრია. წულუკიანზე რომ არის აქცენტები გაკეთებული, სხვა მინისტრებს, რა არ მფარველობს ბიძინა?!“ - გვითხრა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრითაც, წულუკიანს ბიძინა ივანიშვილი მისი მფარველობით უფასებს 3 წლის წინანდელ გადაწყვეტილებას - რა დროსაც გაემიჯნა „თავისუფალ დემოკრატებს“ და მმართველი გუნდის გვერდით დარჩენა არჩია.

„მისი საზღვარგარეთ საქმიანობის პერიოდში იყო ბევრად უფრო დამოუკიდებელი იურისტი, ვიდრე დღეს არის. დღეს ვერც ის და ვერც მისი კოლეგები ვერ გრძნობენ თავს დამოუკიდებელ ფიგურებად. ის ყოველთვის საუბრობს, იმაზე რისი აუცილებლობაც იკვეთება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას შეატყობინებენ რა უნდა თქვას და რა თემები წამოწიოს წინ. საზოგადოების დიდი ნაწილი წულუკიანის ნაბიჯმა გააღიზიანა სწორედ მაშინ, როდესაც ქალბატონი მინისტრი განერიდა იმ პარტიას, რომელმაც შვა, როგორც პოლიტიკოსი და მიეკედლა მმართველ პოლიტიკურ ძალას. სამაგიეროდ ამით მან ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო მფარველობა. ნათქვამია, რასაც დასთეს იმას მოიმკიო“ - უთხრა AMBEBI.GE-ს ცისკარიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები