Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა
დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა

ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც AMBEBI.GE უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

„ჩემს თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს, მწვრთნე­ლებს, კლუ­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ძი­უ­დოს გულ­შე­მატ­კივ­რებს, ნამ­დვილ ძი­უ­დო­ის­ტებს - კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებ თქვენ­და­მი უდი­დეს პა­ტი­ვის­ცე­მას, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი უნდა და­გემ­შვი­დო­ბოთ.

რა თქმა უნდა, აქამ­დეც შე­მეძ­ლო ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, მაგ­რამ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ამას ითხოვ­დნენ პი­როვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, ეს არ გა­ვა­კე­თე. არ გა­ვა­კე­თე არა პი­რა­დი, არა­მედ ძი­უ­დოს იტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­მე­თუ პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია, დაც­ვა სი­მარ­თლის და შე­სა­ბა­მი­სად სა­მარ­თლებ­რი­ვი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დღეს რო­გორც არას­დროს, არა მხო­ლოდ სპორ­ტის, არა­მედ ყვე­ლა სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ სტრუქ­ტუ­რას­თან მი­მარ­თე­ბა­ში არის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

იხი­ლეთ ვი­დეო: და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა - რას წერს ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ გან­ცხა­დე­ბა­ში?

მე ვტო­ვებ ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის პოსტს, რა­მე­თუ ყვე­ლა იმ ძი­უ­დო­ისტს, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია თა­ვის საქ­მის ღირ­სე­უ­ლად კე­თე­ბა­ზე მი­ე­ცეს მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში ამ საქ­მის კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და არ გახ­დნენ პრო­ვო­კა­ცი­ის მსხვერ­პლნი, რო­მელ­საც ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რჯერ ჰქონ­და ად­გი­ლი.დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის პრო­ექ­ტე­ბი რო­მე­ლიც უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში დიდი ძა­ლის­ხმე­ვის და შრო­მის ფა­სად შევ­ქმე­ნით ძა­ლი­ან მალე კი­დევ უფრო დიდ წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტანს ქარ­თულ ძი­უ­დოს და ჩვენს ქვე­ყა­ნას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ძი­უ­დო­ის­ტე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ ითხო­ვენ.

დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა

დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა. დავით ქევხიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც AMBEBI.GE უცვლელად გთავაზობთ.

„ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს - კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ.

რა თქმა უნდა, აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები, ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს იტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, დაცვა სიმართლის და შესაბამისად სამართლებრივი ინსტიტუტების დღეს როგორც არასდროს, არა მხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

იხილეთ ვიდეო: დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა - რას წერს ძიუდოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი გამოსამშვიდობებელ განცხადებაში?

მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს, რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე მიეცეს მშვიდ ვითარებაში ამ საქმის კეთების საშუალება და არ გახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი.დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები რომელიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევის და შრომის ფასად შევქმენით ძალიან მალე კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოს და ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნულია დავით ქევხიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ითხოვენ.

ბათუმში სავაჭრო ცენტრი "იდეალი" გაიხსნა

თუ წელს ბავშვებმა წიგნები ვერ მიიღეს, ეს იქნება პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა... - მოსწავლეები შესაძლოა სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ!

პაციენტზე, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი