სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სომხეთში ცვლილებების ცუნამია” - საით წაიყვანს ფაშინიანი ქვეყანას?
“სომხეთში ცვლილებების ცუნამია” - საით წაიყვანს ფაშინიანი ქვეყანას?

“ის, რომ სომ­ხე­თი, სა­გა­რეო კუ­თხით სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით აპი­რებს წას­ვლას, ეს უკვე იგ­რძნო­ბა და ეტყო­ბა სამ­თავ­რო­ბო პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბებს. ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად და სა­დამ­დე გაგ­ვიშ­ვებს რუ­სე­თი...” - წერს სომ­ხუ­რი მე­დია.

ekhokavkaza.com-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გი, აღა­სი ენო­კი­ა­ნი აცხა­დებს, რომ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით შიდა ვი­თა­რე­ბის და­ლა­გე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. კა­მა­თის გან­სა­კუთ­რე­ბულ თე­მად რჩე­ბა ერევ­ნის მე­რის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც პო­ზი­ცი­ებს არ თმობს.

“დღემ­დე მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის თემა, რო­მე­ლიც თა­ვის ფუნ­ქცი­ას სრულ­ყო­ფი­ლად ვერ ას­რუ­ლებს; რაც შე­ე­ხე­ბა “ძველ გვარ­დი­ას” – მას რა თქმა უნდა, რჩე­ბა რე­სურ­სი. რო­გორც კი მათ კონ­ტრრე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა და­ი­წყეს, მე­დი­ამ შან­სი არ გა­უშ­ვა და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია ბო­ლომ­დე მო­ახ­დი­ნა... რაც შე­ე­ხე­ბა მმარ­თველ პარ­ტი­ას, ახლა მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ სხვა პარ­ტი­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც იქამ­დე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან იყ­ვნენ კო­ა­ლი­ცი­ა­ში...” - ამ­ბობს აღა­სი ენო­კი­ა­ნი.

კი­თხვა­ზე - თუ ფა­ში­ნი­ანს მარ­თლა გა­მო­უ­ვი­და და მთე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი შეძ­ლო, თუმ­ცა, ოლი­გარ­ქი­უ­ლი კორ­პუ­სი ჯერ კი­დევ ხელ­შე­უ­ხე­ლე­ბე­ლია და მოს­კოვ­თან სტა­ბი­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებს, ამ პი­რო­ბებ­ში იც­ვლე­ბა თუ არა რამე, - სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გი პა­სუ­ხობს, რომ სომ­ხეთს ძა­ლი­ან ბევ­რი ფული და რე­სურ­სი აქვს იმის­თვის, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­ვი­თარ­დეს, უბ­რა­ლოდ “ეს ყვე­ლა­ფე­რი და რაც მთა­ვა­რია, ოლი­გარ­ქე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბი სა­გა­და­სა­ხა­დო ველ­ში” უნდა გა­და­ი­ტა­ნონ...

"რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ფა­ში­ნი­ანს ჯერ­ჯე­რო­ბით ამის გა­და­ხედ­ვის სა­კი­თხი არ წა­მო­უ­წე­ვია. არც ის ვიცი, ამ რე­ა­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა თუ არა სომ­ხე­თის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შეც­ვლა... თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ ქვე­ყა­ნას რე­ა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბი სჭირ­დე­ბა და სომ­ხეთ­მა უნდა გა­და­ხე­დოს ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­თან მის ურ­თი­ერ­თო­ბას. ფა­ში­ნი­ა­ნი ამ სა­კი­თხებ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­უბ­რობს, რად­გან შიგ­ნით სჭირ­დე­ბა ვი­თა­რე­ბის და­ლა­გე­ბა... თუ რე­ფორ­მე­ბი რე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, ამის შემ­დეგ, ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­და­ხედ­ვა მას მა­ინც მო­უ­წევს..." - ამ­ბობს ენო­კი­ა­ნი.

პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, - აქამ­დე ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ ბო­რო­ტე­ბის სა­თა­ვე რუ­სე­თი იყო და სწო­რა­დაც ფიქ­რობ­დნენ, თუმ­ცა, ფა­ში­ნი­ან­მა სხვა გზა აირ­ჩია, - ის რუ­სეთ­თან ნორ­მა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებს და შიდა რე­ფორ­მებ­ზეა გა­დარ­თუ­ლი... “რამ­დე­ნად გა­მო­უ­ვა ფა­ში­ა­ნი­ანს ეს, რამ­დე­ნად გა­ა­მარ­თლებს ასე­თი გზა, ერთ თვე­ში გა­მოჩ­ნდე­ბა” – ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, მას შემ­დეგ, რაც სომ­ხეთს რუ­სე­თის მიერ მარ­თუ­ლი სარ­გსი­ა­ნი ჩა­მო­ცილ­და, მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი სხვა ქვეყ­ნებ­სა და მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ პერ­სო­ნებ­საც გა­უჩ­ნდათ. 27 მა­ისს ერე­ვანს ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი ელ­ტონ ჯონი სტუმ­რობ­და. ის სომ­ხე­თის სა­გა­რეო ვექ­ტო­რის ცვლი­ლე­ბებს მხარს უჭერს და ამ­ბობს, რომ სა­სი­ა­მოვ­ნოა “და­ეხ­მა­რონ სომ­ხეთს სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, რო­მე­ლიც ახლა “ცვლი­ლე­ბე­ბის ცუ­ნამს” გა­ნიც­დის.

ელ­ტონ ჯონი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტის არ­მენ სარ­ქი­სი­ა­ნის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში

ლე­გენ­და­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი და კომ­პო­ზი­ტო­რი ერე­ვან­ში 27 მა­ისს, თა­ვი­სი­ვე ფონ­დის (რო­მე­ლიც შიდსით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს ეხ­მა­რე­ბა) სა­ხე­ლით ჩა­ვი­და, რათა სომ­ხე­თის ად­გი­ლობ­რივ საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას “ერე­ვა­ნი ჩემი სიყ­ვა­რუ­ლია” (Yerevan My Love) და­ეხ­მა­როს.

მომ­ღერ­ლის თქმით, - “სომ­ხე­თის ახალ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შე­უძ­ლია ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა “უკე­თე­სო­ბი­სა­კენ შეც­ვა­ლოს“. “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის” ცნო­ბით, ელ­ტონ ჯონს უსურს, სომ­ხეთ­ში შიდსის და­ა­ვა­დე­ბის ტეს­ტი­რე­ბი­სათ­ვის უსაფრ­თხო გა­რე­მო შე­იქ­მნას; ასე­ვე, და­ეხ­მა­როს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რათა მო­ი­შო­როს რო­გორც ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი, “ისე ლგბტ-თე­მის წევ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტიგ­მა”.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

“სომხეთში ცვლილებების ცუნამია” - საით წაიყვანს ფაშინიანი ქვეყანას?

“სომხეთში ცვლილებების ცუნამია” - საით წაიყვანს ფაშინიანი ქვეყანას?

“ის, რომ სომხეთი, საგარეო კუთხით სხვა მიმართულებით აპირებს წასვლას, ეს უკვე იგრძნობა და ეტყობა სამთავრობო პირების განცხადებებს. ვნახოთ, რამდენად და სადამდე გაგვიშვებს რუსეთი...” - წერს სომხური მედია.

ekhokavkaza.com-თან ინტერვიუში სომეხი პოლიტოლოგი, აღასი ენოკიანი აცხადებს, რომ ნიკოლ ფაშინიანი ჯერჯერობით შიდა ვითარების დალაგებით არის დაკავებული. კამათის განსაკუთრებულ თემად რჩება ერევნის მერის საკითხი, რომელიც პოზიციებს არ თმობს.

“დღემდე მოუგვარებელია პროკურატურის თემა, რომელიც თავის ფუნქციას სრულყოფილად ვერ ასრულებს; რაც შეეხება “ძველ გვარდიას” – მას რა თქმა უნდა, რჩება რესურსი. როგორც კი მათ კონტრრევოლუციური ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს, მედიამ შანსი არ გაუშვა და წინა ხელისუფლების წევრების დისკრედიტაცია ბოლომდე მოახდინა... რაც შეეხება მმართველ პარტიას, ახლა მასთან თანამშრომლობენ სხვა პარტიებიც, რომლებიც იქამდე წინა ხელისუფლების მმართველ პარტიასთან იყვნენ კოალიციაში...” - ამბობს აღასი ენოკიანი.

კითხვაზე - თუ ფაშინიანს მართლა გამოუვიდა და მთელი ხელისუფლების კონტროლი შეძლო, თუმცა, ოლიგარქიული კორპუსი ჯერ კიდევ ხელშეუხელებელია და მოსკოვთან სტაბილურ ურთიერთობას ინარჩუნებს, ამ პირობებში იცვლება თუ არა რამე, - სომეხი პოლიტოლოგი პასუხობს, რომ სომხეთს ძალიან ბევრი ფული და რესურსი აქვს იმისთვის, რომ დამოუკიდებლად განვითარდეს, უბრალოდ “ეს ყველაფერი და რაც მთავარია, ოლიგარქების შემოსავლები საგადასახადო ველში” უნდა გადაიტანონ...

"რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ფაშინიანს ჯერჯერობით ამის გადახედვის საკითხი არ წამოუწევია. არც ის ვიცი, ამ რეალობაში შეიძლება თუ არა სომხეთის საფუძვლიანი შეცვლა... თუმცა, ფაქტია, რომ ქვეყანას რეალური რეფორმები სჭირდება და სომხეთმა უნდა გადახედოს ევრაზიულ კავშირთან მის ურთიერთობას. ფაშინიანი ამ საკითხებზე ჯერჯერობით არ საუბრობს, რადგან შიგნით სჭირდება ვითარების დალაგება... თუ რეფორმები რეალური იქნება, ამის შემდეგ, ევრაზიულ კავშირთან ურთიერთობის გადახედვა მას მაინც მოუწევს..." - ამბობს ენოკიანი.

პოლიტოლოგის თქმით, - აქამდე ოპოზიციონერები მიიჩნევდნენ, რომ ბოროტების სათავე რუსეთი იყო და სწორადაც ფიქრობდნენ, თუმცა, ფაშინიანმა სხვა გზა აირჩია, - ის რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებს და შიდა რეფორმებზეა გადართული... “რამდენად გამოუვა ფაშიანიანს ეს, რამდენად გაამართლებს ასეთი გზა, ერთ თვეში გამოჩნდება” – ამბობს პოლიტოლოგი.

სომხური მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც სომხეთს რუსეთის მიერ მართული სარგსიანი ჩამოცილდა, მის მიმართ ინტერესი სხვა ქვეყნებსა და მსოფლიოში ცნობილ პერსონებსაც გაუჩნდათ. 27 მაისს ერევანს ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი სტუმრობდა. ის სომხეთის საგარეო ვექტორის ცვლილებებს მხარს უჭერს და ამბობს, რომ სასიამოვნოა “დაეხმარონ სომხეთს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში, რომელიც ახლა “ცვლილებების ცუნამს” განიცდის.

ელტონ ჯონი მეუღლესთან ერთად სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის რეზიდენციაში

ლეგენდარული მომღერალი და კომპოზიტორი ერევანში 27 მაისს, თავისივე ფონდის (რომელიც შიდსით დაავადებულებს ეხმარება) სახელით ჩავიდა, რათა სომხეთის ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციას “ერევანი ჩემი სიყვარულია” (Yerevan My Love) დაეხმაროს.

მომღერლის თქმით, - “სომხეთის ახალ პრემიერ-მინისტრს შეუძლია ქვეყანაში ვითარება “უკეთესობისაკენ შეცვალოს“. “რადიო თავისუფლების” ცნობით, ელტონ ჯონს უსურს, სომხეთში შიდსის დაავადების ტესტირებისათვის უსაფრთხო გარემო შეიქმნას; ასევე, დაეხმაროს საზოგადოებას, რათა მოიშოროს როგორც ამ დაავადებასთან ასოცირებული, “ისე ლგბტ-თემის წევრობასთან დაკავშირებული სტიგმა”.