მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მელანია ტრამპს ოპერაცია გაუკეთეს
მელანია ტრამპს ოპერაცია გაუკეთეს

აშშ-ს პირ­ველ ლე­დის ორ­შა­ბათს თირკმელ­ზე ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN ავ­რცე­ლებს. მე­ლა­ნია ტრამ­პი ვა­შინგტონ­თან ახ­ლოს, ვოლ­ტერ რი­დის ეროვ­ნულ სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრამ­პის პრობ­ლე­მა თირკმელ­ზე სა­ში­ში არ არის, თუმ­ცა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გა.

„მე­ლა­ნია ტრამპს წარ­მა­ტე­ბით ჩა­უ­ტარ­და ემ­ბო­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა და გარ­თუ­ლე­ბებს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია,“ - გა­ნა­ცხა­და პირ­ვე­ლი ლე­დის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტორ­მა სტე­ფა­ნი გრი­შემ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ლა­ნია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 1 კვი­რის მან­ძილ­ზე დარ­ჩე­ბა.

და­ახ­ლო­ე­ბით 17 სა­ათ­ზე დო­ნალდ ტრამპმა „ტვი­ტერ­ზე“ და­წე­რა, რომ ცო­ლის სა­ნა­ხა­ვად მი­დი­ო­და.

„ახლა ვოლ­ტერ რი­დის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში მივ­დი­ვარ, რომ მო­ვი­ნა­ხუ­ლო ჩვე­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი პირ­ვე­ლი ლედი, მე­ლა­ნია. პრო­ცე­დუ­რა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, თავს მხნედ გრძნობს. მად­ლო­ბა ყვე­ლა კე­თი­ლის­მსურ­ველს,“ - და­წე­რა აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა.

მელანია ტრამპს ოპერაცია გაუკეთეს

მელანია ტრამპს ოპერაცია გაუკეთეს

აშშ-ს პირველ ლედის ორშაბათს თირკმელზე ოპერაცია გაუკეთეს, ინფორმაციას CNN ავრცელებს. მელანია ტრამპი ვაშინგტონთან ახლოს, ვოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

ოფიციალური ინფორმაციით, ტრამპის პრობლემა თირკმელზე საშიში არ არის, თუმცა ქირურგიული ჩარევის საჭიროება დადგა.

„მელანია ტრამპს წარმატებით ჩაუტარდა ემბოლიზაციის პროცედურა და გართულებებს ადგილი არ ჰქონია,“ - განაცხადა პირველი ლედის კომუნიკაციების დირექტორმა სტეფანი გრიშემმა.

მისივე ინფორმაციით, მელანია საავადმყოფოში 1 კვირის მანძილზე დარჩება.

დაახლოებით 17 საათზე დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ცოლის სანახავად მიდიოდა.

„ახლა ვოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში მივდივარ, რომ მოვინახულო ჩვენი შესანიშნავი პირველი ლედი, მელანია. პროცედურა წარმატებული იყო, თავს მხნედ გრძნობს. მადლობა ყველა კეთილისმსურველს,“ - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე