პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნარკოდივერსია ჩაის პაკეტით...
ნარკოდივერსია ჩაის პაკეტით...

მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰე­რო­ი­ნი­სა და "სუ­ბო­ტექ­სის" შოვ­ნა გარ­თულ­და, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, ახალ-ახა­ლი ნარ­კო­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა გზი­თა და ხერ­ხით შე­მო­დის. შე­მო­დის წამ­ლე­ბის, სა­კონ­დიტ­რო ნა­წარ­მის სა­ხით ან პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის ნა­წარ­მად შე­ნიღ­ბუ­ლი.

ალ­ბათ, ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს ხაშ­ხა­შის ამ­ბა­ვი, ქვე­ყა­ნა­ში და­უბ­რკო­ლებ­ლად, სა­კონ­დიტ­რო ნა­წარ­მად რომ შე­მო­დი­ო­და და თა­ვი­სუფ­ლად იყი­დე­ბო­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სა­კონ­დიტ­რო ხაშ­ხა­ში (ყა­ყა­ჩოს თეს­ლი) სი­ნამ­დვი­ლე­ში ოპი­უ­მით ყო­ფი­ლა გამ­დიდ­რე­ბუ­ლი. ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გამო (მისი ყიდ­ვა პრო­დუქ­ტე­ბის ბაზ­რო­ბა­ზე ყვე­ლას შე­ეძ­ლო) მას მო­ზარ­დე­ბიც ეტა­ნე­ბოდ­ნენ და სა­ბო­ლო­ოდ "სა­კონ­დიტ­რო" ხაშ­ხაშ­მა რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა იმ­სხვერ­პლა.

სა­კონ­დიტ­რო ოპი­უ­მის შე­მო­ტა­ნა აიკ­რძა­ლა, მაგ­რამ ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ებ­მა გა­მო­სა­ვა­ლი მა­ინც იპო­ვეს. ცოტა ხნის წინ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა თით­ქოს სრუ­ლი­ად უწყი­ნა­რი ჩაი "სპა­ი­სი", რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა შო­რის ცნო­ბი­ლია "ბი­ოპ­ლა­ნის" სა­ხე­ლით. თუ ჩაის პა­კეტ­ზე მი­თი­თე­ბულ წარ­წე­რას და­ვუ­ჯე­რებთ, ეს არის "ეგ­ზო­ტი­კუ­რი, მა­ტო­ნი­ზე­ბე­ლი არო­მა­ტუ­ლი ნა­ზა­ვი" და მოგ­ვი­წო­დე­ბენ, ისი­ა­მოვ­ნეთ "სპა­ი­სის" ეგ­ზო­ტი­კუ­რი არო­მა­ტი­თო.

"სპა­ი­სის" ერ­თგრა­მი­ა­ნი ეგ­ზო­ტი­კუ­რი არო­მა­ტით "სი­ა­მოვ­ნე­ბა" კი თურ­მე ოთხ კაცს შე­უძ­ლია. ინ­სტრუქ­ცი­ის თა­ნახ­მად (რო­მელ­საც ზე­პი­რად გას­ცე­მენ მისი დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბი), ჩაის და­ლე­ვა სა­ჭი­რო არ არის. ის იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის თუ­თუნს უნდა შე­უ­რი­ოთ და ეს საკ­მა­რი­სია, რომ 4 კაცი ნარ­კო­ტი­კულ თრო­ბას მი­ე­ცეს(!). "სპა­ი­სის" დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბი ჩაის მოყ­ვა­რუ­ლებს აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ერთი პა­კე­ტი ერ­თმა კაც­მა არ უნდა მო­იხ­მა­როს, თო­რემ შე­საძ­ლე­ბე­ლია დე­ბი­ლიზ­მი ან სხვა მძი­მე შე­დე­გი გან­ვი­თარ­დეს. ახლა ვნა­ხოთ, რა შუ­ა­შია ამ "ეგ­ზო­ტი­კურ ჩა­ის­თან" სი­ტყვა "ბიო". მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სი­ტყვა "ბიო" ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თას ნიშ­ნავს.

ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა შო­რის გავ­რცელ­და აზრი, რომ ბი­ოპ­ლა­ნი არის ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, შე­და­რე­ბით უვ­ნე­ბე­ლი მა­რი­ხუ­ა­ნა, რის გა­მოც მას ნარ­კო­ტეს­ტი არ უჩ­ვე­ნებს (რო­გორც ჩანს, ასეთ რეკ­ლა­მას გამ­სა­ღებ­ლე­ბი უკე­თე­ბენ). საქ­მე ის არის, რომ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ბი­ოპ­ლა­ნი სუ­ლაც არ არის ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა მა­რი­ხუ­ა­ნა. სი­ნამ­დვი­ლე­ში "სპა­ისს" სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს მა­რი­ხუ­ა­ნას­თან.

ეს არის უც­ნო­ბი წარ­მო­შო­ბის ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა თუ გამ­სა­ღე­ბელ­მა "ბი­ოპ­ლა­ნად" იმი­ტომ მო­ნათ­ლა, რომ მისი მოხ­მა­რე­ბის შემ­დეგ არც ერთი ნარ­კო­ტეს­ტი ნარ­კო­ტი­კულ თრო­ბას არ უჩ­ვე­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მე­ტად შეშ­ფო­თე­ბუ­ლი არი­ან, რად­გან ელ­ვის სის­წრა­ფით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ვი­და მა­რი­ხუ­ა­ნა, რო­მელ­თა­ნაც უძ­ლუ­რია ნარ­კო­ტეს­ტი და შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ცია და ყვე­ლა­ნა­ი­რი სან­ქცია. ამ "მა­ტო­ნი­ზე­ბე­ლი" ჩაის შოვ­ნა არც ისე ძნე­ლია. მისი გა­მო­წე­რა შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ნე­ტით. ჩაის პა­კე­ტის უკა­ნა მხა­რეს მი­თი­თე­ბუ­ლია ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც, და­რე­კავ და შინ მო­გარ­თმე­ვენ! ოღონდ გა­სა­ყი­დი პა­კე­ტის მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 5 ცა­ლია. ჩაი საკ­მა­ოდ ძვი­რი - 50 ლარი ღირს. ამ სი­ახ­ლით მე­ტად და­ინ­ტე­რეს­დნენ სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბი, მაგ­რამ ამა­ოდ.

საქ­მე ის არის, რომ ექ­სპერ­ტი­ზამ დღემ­დე ვერ და­ად­გი­ნა, რა სა­ხის ნარ­კო­ტიკ­თან გვაქვს საქ­მე. სა­ვა­რა­უ­დოდ, ბა­ლა­ხი, რო­მე­ლიც ამ ვი­თომ­და ჩაის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, უწყი­ნა­რი მცე­ნა­რეა, ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის ეფექტს კი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბი ქი­მი­უ­რი შე­ნა­ერ­თი იძ­ლე­ვა, რომ­ლი­თაც ეს ბა­ლა­ხია გამ­დიდ­რე­ბუ­ლი.

მა­მუ­კა ლეჟა­ვა, ნარ­კო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი: - ამ სა­კი­თხზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი­და­ნაც და­მი­კავ­შირ­დნენ, მაგ­რამ პა­სუ­ხი არა გვაქვს. ეტყო­ბა, ეს ახა­ლი პრო­დუქ­ტია და ამი­ტო­მაც მას­ზე ჯერ ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. ვი­ცით მხო­ლოდ ის, რომ ამ ჩაის ინ­ტერ­ნე­ტით უკ­ვე­თენ.

ჩვენ გა­ვე­სა­უბ­რეთ ეგ­ზო­ტი­კუ­რი ჩაის მომ­ხმა­რე­ბელს (რო­მელ­მაც ამ ე.წ. ჩაის კო­ლო­ფის ფო­ტო­ე­ბი მოგ­ვა­წო­და. - ავტ.), რო­მელ­მაც გა­მიმ­ხი­ლა, რომ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "ბი­ოპ­ლა­ნის" მო­წე­ვის შემ­დეგ თავი ძალ­ზე უც­ნა­უ­რად იგ­რძნო:

- კა­ი­ფის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რო­გორც კარ­გად და­ბეგ­ვილ კაცს აქვს ორი დღის შემ­დეგ.

გა­დავ­წყვი­ტეთ, "სპა­ი­სის" პა­კეტ­ზე მი­თი­თე­ბულ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე კი­დევ ერთხელ დაგ­ვე­რე­კა, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. სან­დო წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­უ­კა­ვე­ბი­ათ დის­ტრი­ბუ­ტო­რი, მაგ­რამ გა­უ­გე­ბა­რია, რა ბრალ­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა წა­უ­ყე­ნონ მას, რად­გან ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "ბი­ოპ­ლა­ნის" შე­მად­გენ­ლო­ბა აქამ­დე ცნო­ბილ ნარ­კო­ტიკ­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არ შე­დის.

ცნო­ბი­ლი არც ჩაის წარ­მო­მავ­ლო­ბაა. პა­კეტს უკა­ნა მხა­რეს რუ­სე­თის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბი ამ­შვე­ნებს. მი­თი­თე­ბუ­ლია მწარ­მო­ე­ბე­ლიც, - რუ­სე­თის ერთ-ერთი ქი­მი­უ­რი ქარ­ხა­ნა, მაგ­რამ რა კავ­ში­რი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ქი­მი­ურ ქარ­ხა­ნას ჩა­ის­თან, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­უ­გე­ბა­რია.

ხა­თუ­ნა პა­ი­ჭა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ნარკოდივერსია ჩაის პაკეტით...

ნარკოდივერსია ჩაის პაკეტით...

მართალია, საქართველოში ჰეროინისა და "სუბოტექსის" შოვნა გართულდა, მაგრამ სამაგიეროდ, ახალ-ახალი ნარკოსაშუალებები სხვადასხვა გზითა და ხერხით შემოდის. შემოდის წამლების, საკონდიტრო ნაწარმის სახით ან პირველადი მოხმარების ნაწარმად შენიღბული.

ალბათ, ყველას კარგად ახსოვს ხაშხაშის ამბავი, ქვეყანაში დაუბრკოლებლად, საკონდიტრო ნაწარმად რომ შემოდიოდა და თავისუფლად იყიდებოდა. როგორც აღმოჩნდა, საკონდიტრო ხაშხაში (ყაყაჩოს თესლი) სინამდვილეში ოპიუმით ყოფილა გამდიდრებული. ხელმისაწვდომობის გამო (მისი ყიდვა პროდუქტების ბაზრობაზე ყველას შეეძლო) მას მოზარდებიც ეტანებოდნენ და საბოლოოდ "საკონდიტრო" ხაშხაშმა რამდენიმე ახალგაზრდა იმსხვერპლა.

საკონდიტრო ოპიუმის შემოტანა აიკრძალა, მაგრამ ნარკომოვაჭრეებმა გამოსავალი მაინც იპოვეს. ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე გამოჩნდა თითქოს სრულიად უწყინარი ჩაი "სპაისი", რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის ცნობილია "ბიოპლანის" სახელით. თუ ჩაის პაკეტზე მითითებულ წარწერას დავუჯერებთ, ეს არის "ეგზოტიკური, მატონიზებელი არომატული ნაზავი" და მოგვიწოდებენ, ისიამოვნეთ "სპაისის" ეგზოტიკური არომატითო.

"სპაისის" ერთგრამიანი ეგზოტიკური არომატით "სიამოვნება" კი თურმე ოთხ კაცს შეუძლია. ინსტრუქციის თანახმად (რომელსაც ზეპირად გასცემენ მისი დისტრიბუტორები), ჩაის დალევა საჭირო არ არის. ის იმავე რაოდენობის თუთუნს უნდა შეურიოთ და ეს საკმარისია, რომ 4 კაცი ნარკოტიკულ თრობას მიეცეს(!). "სპაისის" დისტრიბუტორები ჩაის მოყვარულებს აფრთხილებენ, რომ ერთი პაკეტი ერთმა კაცმა არ უნდა მოიხმაროს, თორემ შესაძლებელია დებილიზმი ან სხვა მძიმე შედეგი განვითარდეს. ახლა ვნახოთ, რა შუაშია ამ "ეგზოტიკურ ჩაისთან" სიტყვა "ბიო". მოგეხსენებათ, სიტყვა "ბიო" ეკოლოგიურად სუფთას ნიშნავს.

ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის გავრცელდა აზრი, რომ ბიოპლანი არის ეკოლოგიურად სუფთა, შედარებით უვნებელი მარიხუანა, რის გამოც მას ნარკოტესტი არ უჩვენებს (როგორც ჩანს, ასეთ რეკლამას გამსაღებლები უკეთებენ). საქმე ის არის, რომ ეგრეთ წოდებული ბიოპლანი სულაც არ არის ეკოლოგიურად სუფთა მარიხუანა. სინამდვილეში "სპაისს" საერთო არაფერი აქვს მარიხუანასთან.

ეს არის უცნობი წარმოშობის ნივთიერება, რომელიც ქართველმა მომხმარებელმა თუ გამსაღებელმა "ბიოპლანად" იმიტომ მონათლა, რომ მისი მოხმარების შემდეგ არც ერთი ნარკოტესტი ნარკოტიკულ თრობას არ უჩვენებს.

სამართალდამცველები მეტად შეშფოთებული არიან, რადგან ელვის სისწრაფით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში შემოვიდა მარიხუანა, რომელთანაც უძლურია ნარკოტესტი და შესაბამისად, პოლიცია და ყველანაირი სანქცია. ამ "მატონიზებელი" ჩაის შოვნა არც ისე ძნელია. მისი გამოწერა შეიძლება ინტერნეტით. ჩაის პაკეტის უკანა მხარეს მითითებულია ტელეფონის ნომერიც, დარეკავ და შინ მოგართმევენ! ოღონდ გასაყიდი პაკეტის მინიმალური რაოდენობა 5 ცალია. ჩაი საკმაოდ ძვირი - 50 ლარი ღირს. ამ სიახლით მეტად დაინტერესდნენ სპეციალური ორგანოები, მაგრამ ამაოდ.

საქმე ის არის, რომ ექსპერტიზამ დღემდე ვერ დაადგინა, რა სახის ნარკოტიკთან გვაქვს საქმე. სავარაუდოდ, ბალახი, რომელიც ამ ვითომდა ჩაის შემადგენელი ნაწილია, უწყინარი მცენარეა, ნარკოტიკული თრობის ეფექტს კი ჯერჯერობით უცნობი ქიმიური შენაერთი იძლევა, რომლითაც ეს ბალახია გამდიდრებული. 

მამუკა ლეჟავა, ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი: - ამ საკითხზე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტიდანაც დამიკავშირდნენ, მაგრამ პასუხი არა გვაქვს. ეტყობა, ეს ახალი პროდუქტია და ამიტომაც მასზე ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ ამ ჩაის ინტერნეტით უკვეთენ.

ჩვენ გავესაუბრეთ ეგზოტიკური ჩაის მომხმარებელს (რომელმაც ამ ე.წ. ჩაის კოლოფის ფოტოები მოგვაწოდა. - ავტ.), რომელმაც გამიმხილა, რომ ეგრეთ წოდებული "ბიოპლანის" მოწევის შემდეგ თავი ძალზე უცნაურად იგრძნო:

- კაიფის დასრულების შემდეგ ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორც კარგად დაბეგვილ კაცს აქვს ორი დღის შემდეგ.

გადავწყვიტეთ, "სპაისის" პაკეტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე კიდევ ერთხელ დაგვერეკა, მაგრამ ამჯერად  ტელეფონი გათიშული აღმოჩნდა. სანდო წყაროს ინფორმაციით, დაუკავებიათ დისტრიბუტორი, მაგრამ გაუგებარია, რა ბრალდება შეიძლება წაუყენონ მას, რადგან ეგრეთ წოდებული "ბიოპლანის" შემადგენლობა აქამდე ცნობილ ნარკოტიკთა ჩამონათვალში არ შედის.

ცნობილი  არც ჩაის წარმომავლობაა. პაკეტს უკანა მხარეს რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დროშები ამშვენებს. მითითებულია მწარმოებელიც, - რუსეთის ერთ-ერთი ქიმიური ქარხანა, მაგრამ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ქიმიურ ქარხანას ჩაისთან, ჯერჯერობით გაუგებარია.

ხათუნა პაიჭაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ