პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ოსტეოპოროზი?
რა არის ოსტეოპოროზი?

ოს­ტე­ო­პო­რო­ზი არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­დე­საც ძვლის სიმ­ტკი­ცი­სა და ძვლის მა­სის შემ­ცი­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის მო­ტე­ხი­ლო­ბის რისკს.

ოს­ტე­ო­პო­რო­ზი ძვლის და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ორ­გა­ნიზ­მის ძვლის შემ­ცვე­ლო­ბა მცირ­დე­ბა, ძვლის წარ­მოქ­მნა ქვე­ით­დე­ბა, ან ორი­ვე ერ­თად ვი­თარ­დე­ბა. შე­დე­გად ძვლე­ბი სუს­ტდე­ბა და შე­საძ­ლოა, გან­ვი­თარ­დეს მო­ტე­ხი­ლო­ბა და­ცე­მი­სას, ან შორსწა­სულ შემ­თხვე­ვებ­ში, უბ­რა­ლო და­ცე­მი­ნე­ბის ან მსუ­ბუ­ქი ზე­წო­ლის დრო­საც კი.

ოს­ტე­ო­პო­რო­ზი ნიშ­ნავს „ფო­რე­ბი­ან ძვალს“. მიკ­როს­კო­პით დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, ნორ­მა­ლურ ძვალს ფი­ჭის შე­სა­ხე­და­ო­ბა აქვს. ოს­ტე­ო­პო­რო­ზის დროს კი ხვრე­ლე­ბი და სივ­რცე­ე­ბი ფი­ჭის ხა­რი­ხებს შო­რის გა­ცი­ლე­ბით დი­დია, ვიდ­რე ჯან­მრთელ ძვალ­ში. ოს­ტე­ო­პო­რო­ზულ ძვალს და­კარ­გუ­ლი აქვს სიმ­კვრი­ვე ან მასა და დარ­ღვე­უ­ლი აქვს ქსო­ვი­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რა. ძვლე­ბი ხდე­ბა ნაკ­ლე­ბად მკვრი­ვი, სუს­ტდე­ბა და მო­ტე­ხი­ლო­ბის რის­კი იმა­ტებს.

ოს­ტე­ო­პო­რო­ზი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია

და­ახ­ლო­ე­ბით 54 მი­ლი­ონ ამე­რი­კელს აღე­ნიშ­ნე­ბა ოს­ტე­ო­პო­რო­ზი და ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­კვრი­ვის დაქ­ვე­ი­თე­ბა. კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ყო­ველ მე­ო­რე ქალს და ყო­ველ მე­ო­თხე მა­მა­კაცს უვი­თარ­დე­ბა მო­ტე­ხი­ლო­ბა ოს­ტე­ო­პო­რო­ზის გამო.

ოს­ტე­ო­პო­რო­ზი სე­რი­ო­ზუ­ლია

ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა ოს­ტე­ო­პო­რო­ზის სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ხან­დაზ­მულ პა­ცი­ენ­ტებ­ში. ოს­ტე­ო­პო­რო­ზუ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბა უფრო ხში­რად ვი­თარ­დე­ბა ბარ­ძა­ყის, ხერ­ხემ­ლი­სა და მა­ჯის არე­ში, თუმ­ცა სხვა ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბაც შე­საძ­ლოა გან­ვი­თარ­დეს. მუდ­მი­ვი ხა­სი­ა­თის ტკი­ვილ­თან ერ­თად, ოს­ტე­ო­პო­რო­ზი ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტის სი­მაღ­ლე­ში შემ­ცი­რე­ბას იწ­ვევს. ხერ­ხემ­ლის მა­ლე­ბის და ხერ­ხემ­ლის ძვლე­ბის ოს­ტე­ო­პო­რო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბი­სას სხე­უ­ლი იძუ­ლე­ბით მოხ­რილ მდგო­მა­რე­ო­ბას ან კუ­ზის შე­სა­ხე­და­ო­ბას იძენს.

ოს­ტე­ო­პო­რო­ზი ზღუ­დავს მოძ­რა­ო­ბის უნარს, რაც ხში­რად მარ­ტო­ო­ბი­სა და დეპ­რე­სი­ის შეგ­რძნე­ბას იწ­ვევს. ხან­დაზ­მუ­ლი პი­რე­ბის ოცი პრო­ცენ­ტი, ვი­საც ბარ­ძა­ყის ძვლის ოს­ტე­ო­პო­რო­ზუ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბა უვი­თარ­დე­ბა, იღუ­პე­ბი­ან მო­ტე­ხი­ლო­ბი­დან ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ან თა­ვად მო­ტე­ხი­ლო­ბის გარ­თუ­ლე­ბე­ბით, ან რე­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვი­სას გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბით. პა­ცი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­ხმა­რე პირს „მომ­ვლელს“ სა­ჭი­რო­ებს.

ოს­ტე­ო­პო­რო­ზი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია

აშშ-ში წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით ორი მი­ლი­ო­ნი ოს­ტე­ო­პო­რო­ზუ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბა ვი­თარ­დე­ბა, რა­ზეც და­ახ­ლო­ე­ბით 19 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი იხარ­ჯე­ბა. ექ­სპერ­ტე­ბის მიერ ნა­ვა­რა­უ­დე­ვია, რომ 2025 წლის­თვის, წე­ლი­წად­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 3 მი­ლი­ო­ნი ოს­ტე­ო­პო­რო­ზუ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბა გან­ვი­თარ­დე­ბა, რა­ზეც ყო­ველ­წლი­უ­რად $25.3 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯე­ბა.

ოს­ტე­ო­პო­რო­ზი შე­საძ­ლოა ჩუ­მად მო­გე­პა­როთ

ოს­ტე­ო­პო­როზს ხში­რად ჩუმ და­ა­ვა­დე­ბას უწო­დე­ბენ, რად­გან ძვლე­ბის და­სუს­ტე­ბა, შე­საძ­ლოა, ვერ იგ­რძნოს პა­ცი­ენ­ტმა და მო­ტე­ხი­ლო­ბა ან ხერ­ხემ­ლის თან­და­თან წინ გა­დახ­რა და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი იყოს. თუკი პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა სი­მაღ­ლის შემ­ცი­რე­ბა ან ხერ­ხე­მა­ლი წინ იხ­რე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს სპე­ცი­ა­ლისტს.

ოს­ტე­ო­პო­რო­ზის რის­კის ფაქ­ტო­რე­ბი: რო­გორც ქა­ლებს, ასე­ვე მა­მა­კა­ცებს გა­აჩ­ნი­ათ გარ­კვე­უ­ლი რის­კის ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გავ­ლე­ნას ახ­დენს ოს­ტე­ო­პო­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. რის­კის ფაქ­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლის­ტთან კონ­სულ­ტა­ცი­ით. ნე­ბის­მი­ერ 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ პირს რის­კის ფაქ­ტო­რე­ბის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, შე­საძ­ლოა, ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­კვრი­ვის გან­სა­ზღვრა და­ჭირ­დეს.

ქა­ლებ­ში ოს­ტე­ო­პო­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი უფრო მა­ღა­ლია მე­ნო­პა­უ­ზით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ესტრო­გე­ნე­ბის დო­ნის სწრა­ფი შემ­ცი­რე­ბის გამო. ესტრო­გე­ნე­ბის დო­ნის შემ­ცი­რე­ბა ძვლის მიერ კალ­ცი­უ­მი­სა და სხვა მი­ნე­რა­ლე­ბის უფრო სწრაფ კარ­გვას გა­ნა­პი­რო­ბებს. შე­დე­გად, ძვლის და­ნა­კარ­გი მე­ნო­პა­უ­ზის შემ­დეგ ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 2 %-ს აღ­წევს.

ასაკ­თან მა­ტე­ბას­თან ერ­თად მა­მა­კა­ცე­ბი, აგ­რეთ­ვე, გა­ნიც­დი­ან ძვლის კარ­გვას, თუმ­ცა ტეს­ტოს­ტე­რო­ნის დონე მა­მა­კა­ცებ­ში უფრო ნელა მცირ­დე­ბა, ამი­ტო­მაც ძვლო­ვა­ნი მასა რჩე­ბა ადექ­ვა­ტუ­რი ხან­დაზ­მულ ასა­კამ­დე.

ოჯა­ხუ­რი ანამ­ნე­ზი:ძვლის ჯან­მრთე­ლო­ბა მკაც­რად მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცე­მა, ამი­ტო­მაც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ოს­ტე­ო­პო­რო­ზის ოჯა­ხუ­რი ანამ­ნე­ზი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცეს, აღე­ნიშ­ნე­ბო­და თუ არა ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რს , გან­სა­კუთ­რე­ბით, მშობ­ლებს ან და-ძმებს, ოს­ტე­ო­პო­რო­ზი, მო­ტე­ხი­ლო­ბა მსუ­ბუ­ქი და­ცე­მი­სას ან სი­მაღ­ლე­ში მკვეთ­რად და სწრა­ფად შემ­ცი­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­საძ­ლოა, მი­უ­თი­თებ­დეს, და­ბალ ძვლის მი­ნე­რა­ლურ სიმ­კვრი­ვე­ზე.

კალ­ცი­უ­მის და ვი­ტა­მი­ნი D-ის დონე

კალ­ცი­უ­მის არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა - მოზ­რდი­ლებს დღე­ში ესა­ჭი­რო­ე­ბათ 1000 მგ კალ­ცი­უ­მი (სა­სურ­ვე­ლია საკ­ვე­ბის­მი­ე­რი). 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის­თვის და 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბის­თვის კალ­ცი­უ­მის მი­მართ მო­თხოვ­ნი­ლე­ბა დღე­ში 1300 მგ-მდე იზ­რდე­ბა.

ვი­ტა­მი­ნი D-ის არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა- მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის სიმ­ცი­რემ, შე­საძ­ლოა, ვი­ტა­მი­ნი D-ის არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით წარ­მოქ­მნა გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ორ­გა­ნიზ­მის მიერ კალ­ცი­უ­მის ასათ­ვი­სებ­ლად

პა­ცი­ენ­ტის ანამ­ნე­ზი

გარ­კვე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ძვლის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას.

კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბი - ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ას­თმის, რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტის და სხვა ან­თე­ბი­თი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის დროს

ჰორ­მო­ნე­ბის და­ბა­ლი დონე - ქა­ლებ­ში: ნა­ად­რე­ვი მე­ნო­პა­უ­ზა; მა­მა­კა­ცებ­ში: ტეს­ტოს­ტე­რო­ნის და­ბა­ლი დონე

ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პა­თო­ლო­გი­ე­ბი - ჰი­პერ­თი­რე­ო­ზი, მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი თი­რე­ო­ტოქ­სი­კო­ზი

ჰი­პერ­პა­რა­თი­რე­ო­ზი

მა­ლაბ­სორბცი­ის გა­მომ­წვე­ვი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი: მაგ,. ცე­ლი­ა­კია, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნაწ­ლა­ვის სინ­დრო­მი

ზო­გი­ერ­თი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა: მაგ., რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი, ღვიძ­ლი­სა და თირკმლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი

ძუ­ძუს და პროს­ტა­ტის კი­ბოს, ეპი­ლეფ­სი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ზო­გი­ერ­თი მე­დი­კა­მენ­ტი, ზო­გი­ერ­თი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი

ცხოვ­რე­ბის წესი

მჯდო­მა­რე ცხოვ­რე­ბის წესი, და­ბა­ლი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა

მწე­ვე­ლო­ბა

ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა

სხე­უ­ლის მასა - სი­გამ­ხდრე ან ჭარ­ბი წონა (უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, სიმ­სუქ­ნეს­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ჰორ­მო­ნე­ბი გავ­ლე­ნას ახ­დენს ძვლებ­ზე)

დი­აგ­ნოს­ტი­კა

ოს­ტე­ო­პო­რო­ზი, შე­საძ­ლოა, უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, თუმ­ცა მო­ტე­ხი­ლო­ბის რის­კი იყოს მა­ღა­ლი ან უკვე არ­სე­ბობ­დეს მო­ტე­ხი­ლო­ბა. ამ და­ა­ვა­დე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა და მკურ­ნა­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია და ად­რე­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კას ასეთ შემ­თხვე­ვა­ში გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

პა­ცი­ენტს შე­უძ­ლია გა­ი­გოს, აქვს თუ არა ოს­ტე­ო­პო­რო­ზი ან აქვს თუ არა მი­სა­ღე­ბი რა­ი­მე ზო­მე­ბი ძვლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­კვრი­ვის გან­სა­ზღვრით. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა ტარ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით, რო­მე­ლიც ზო­მავს ძვლის სიმ­კვრი­ვეს. შე­დე­გად კი შეგ­ვიძ­ლია, და­ვად­გი­ნოთ ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი შემ­ცვე­ლო­ბა მო­ცე­მულ რე­გი­ო­ნებ­ში.

ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­კვრი­ვის გან­სა­ზღვრა შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა ძვლებ­ზე ჩა­ტარ­დეს: ბარ­ძა­ყის, ხერ­ხემ­ლის, წი­ნამ­ხრის (იდაყვსა და მა­ჯას შო­რის), თი­თე­ბის ან ქუს­ლის ძვლებ­ზე. გა­მოკ­ვლე­ვა უსაფრ­თხოა და უმ­ტკივ­ნე­უ­ლო. ამას­თან, ის გვაძ­ლევს ინ­ფორ­მა­ცი­ას ძვლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­კვრი­ვის გან­სა­ზღვრა

ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­კვრი­ვის გან­სა­ზღვრა ერ­თა­დერ­თი გა­მოკ­ვლე­ვაა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ოს­ტე­ო­პო­რო­ზის დი­აგ­ნო­ზი დად­გინ­დეს მა­ნამ, სა­ნამ მო­ტე­ხი­ლო­ბა გან­ვი­თარ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გვეხ­მა­რე­ბა, ძვლის სიმ­კვრი­ვე და­ვად­გი­ნოთ და მო­ტე­ხი­ლო­ბის რის­კი შე­ვა­ფა­სოთ. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­კვრი­ვე გა­ნი­სა­ზღვროს თე­ძო­სა და ბარ­ძა­ყის ძვალ­ში ცენ­ტრა­ლუ­რი DEXA მო­წყო­ბი­ლო­ბით ოს­ტე­ო­პო­რო­ზის და­სად­გე­ნად. DEXA- ნიშ­ნავს ორ­მა­გი ენერ­გი­ის რენტგე­ნულ აბ­სორბცი­ო­მეტ­რი­ას.

ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­კვრი­ვის გან­სა­ზღვრა მო­წო­დე­ბუ­ლია, თუ

• 65 წელ­ზე მე­ტია ქა­ლის ასა­კი

• 70 წელ­ზე მე­ტია მა­მა­კა­ცის ასა­კი

• მო­ტე­ხი­ლო­ბა გან­ვი­თარ­და 50 წლის ასა­კის შემ­დეგ

• პოსტმე­ნო­პა­უ­ზურ პე­რი­ოდ­შია ქალი და აქვს რის­კის ფაქ­ტო­რე­ბი

• პოსტმე­ნო­პა­უ­ზურ პე­რი­ოდ­შია ≥ 65 წლის ასა­კის ქალი და აქვს რის­კის ფაქ­ტო­რე­ბი

• 50-69 წლის ასა­კის მა­მა­კაცს აქვს რის­კის ფაქ­ტო­რე­ბი

ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­კვრი­ვის გან­სა­ზღვრა, აგ­რეთ­ვე, შე­საძ­ლოა, სა­ჭი­რო გახ­დეს, თუკი პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან რო­მე­ლი­მე:

• ხერ­ხემ­ლის რენტგე­ნოგ­რა­ფი­ით გა­მოვ­ლინ­დე­ბა მო­ტე­ხი­ლო­ბა და ძვლის და­ნა­კარ­გი

• ტკი­ვი­ლი ზურ­გის არე­ში შე­საძ­ლო ხერ­ხემ­ლის მო­ტე­ხი­ლო­ბის გამო

• სი­მაღ­ლე­ში შემ­ცი­რე­ბა 1,25 სმ-ით და მე­ტით ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში

• სი­მაღ­ლე­ში შემ­ცი­რე­ბა 4 სმ-ით და მე­ტით სა­წყი­სი სი­მაღ­ლი­დან

რო­გორ ხდე­ბა ოს­ტე­ო­პო­რო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა?

სპე­ცი­ა­ლის­ტის მიერ შე­საძ­ლოა და­ი­ნიშ­ნოს სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ძვლო­ვა­ნი მა­სის კარ­გვის შემ­ცი­რე­ბის და მო­ტე­ხი­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, კალ­ცი­უ­მი­თა და ვი­ტა­მი­ნი D-ით მდი­და­რი დი­ე­ტა ძვლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აგ­რეთ­ვე, სპე­ცი­ა­ლუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი ხერ­ხემ­ლის გა­სა­მაგ­რებ­ლად და წო­ნას­წო­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის

უნდა მოხ­დეს პა­ცი­ენ­ტის გა­ნათ­ლე­ბა, რომ შემ­ცირ­დეს და­ცე­მი­სა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტრავ­მე­ბის რის­კი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

რა არის ოსტეოპოროზი?

რა არის ოსტეოპოროზი?

ოსტეოპოროზი არის დაავადება, როდესაც ძვლის სიმტკიცისა და ძვლის მასის შემცირება მნიშვნელოვნად ზრდის მოტეხილობის რისკს.

ოსტეოპოროზი ძვლის დაავადებაა, რომლის შედეგადაც ორგანიზმის ძვლის შემცველობა მცირდება, ძვლის წარმოქმნა ქვეითდება, ან ორივე ერთად ვითარდება. შედეგად ძვლები სუსტდება და შესაძლოა, განვითარდეს მოტეხილობა დაცემისას, ან შორსწასულ შემთხვევებში, უბრალო დაცემინების ან მსუბუქი ზეწოლის დროსაც კი.

ოსტეოპოროზი ნიშნავს „ფორებიან ძვალს“. მიკროსკოპით დათვალიერებისას, ნორმალურ ძვალს ფიჭის შესახედაობა აქვს. ოსტეოპოროზის დროს კი ხვრელები და სივრცეები ფიჭის ხარიხებს შორის გაცილებით დიდია, ვიდრე ჯანმრთელ ძვალში. ოსტეოპოროზულ ძვალს დაკარგული აქვს სიმკვრივე ან მასა და დარღვეული აქვს ქსოვილოვანი სტრუქტურა. ძვლები ხდება ნაკლებად მკვრივი, სუსტდება და მოტეხილობის რისკი იმატებს.

ოსტეოპოროზი გავრცელებულია

დაახლოებით 54 მილიონ ამერიკელს აღენიშნება ოსტეოპოროზი და ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება. კვლევების თანახმად, 50 წელს გადაცილებულ ყოველ მეორე ქალს და ყოველ მეოთხე მამაკაცს უვითარდება მოტეხილობა ოსტეოპოროზის გამო.

ოსტეოპოროზი სერიოზულია

ძვლის მოტეხილობა ოსტეოპოროზის სერიოზული გართულებაა, განსაკუთრებით კი ხანდაზმულ პაციენტებში. ოსტეოპოროზული მოტეხილობა უფრო ხშირად ვითარდება ბარძაყის, ხერხემლისა და მაჯის არეში, თუმცა სხვა ძვლების მოტეხილობაც შესაძლოა განვითარდეს. მუდმივი ხასიათის ტკივილთან ერთად, ოსტეოპოროზი ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტის სიმაღლეში შემცირებას იწვევს. ხერხემლის მალების და ხერხემლის ძვლების ოსტეოპოროზული დაზიანებისას სხეული იძულებით მოხრილ მდგომარეობას ან კუზის შესახედაობას იძენს.

ოსტეოპოროზი ზღუდავს მოძრაობის უნარს, რაც ხშირად მარტოობისა და დეპრესიის შეგრძნებას იწვევს. ხანდაზმული პირების ოცი პროცენტი, ვისაც ბარძაყის ძვლის ოსტეოპოროზული მოტეხილობა უვითარდება, იღუპებიან მოტეხილობიდან ერთი წლის განმავლობაში ან თავად მოტეხილობის გართულებებით, ან რეკონსტრუქციული ქირურგიული ჩარევისას განვითარებული გართულებებით. პაციენტების უმეტესობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დამხმარე პირს „მომვლელს“ საჭიროებს.

ოსტეოპოროზი ძვირადღირებულია

აშშ-ში წელიწადში დაახლოებით ორი მილიონი ოსტეოპოროზული მოტეხილობა ვითარდება, რაზეც დაახლოებით 19 მილიარდი აშშ დოლარი იხარჯება. ექსპერტების მიერ ნავარაუდევია, რომ 2025 წლისთვის, წელიწადში, დაახლოებით, 3 მილიონი ოსტეოპოროზული მოტეხილობა განვითარდება, რაზეც ყოველწლიურად $25.3 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯება.

ოსტეოპოროზი შესაძლოა ჩუმად მოგეპაროთ

ოსტეოპოროზს ხშირად ჩუმ დაავადებას უწოდებენ, რადგან ძვლების დასუსტება, შესაძლოა, ვერ იგრძნოს პაციენტმა და მოტეხილობა ან ხერხემლის თანდათან წინ გადახრა დაავადების პირველი ნიშანი იყოს. თუკი პაციენტს აღენიშნება სიმაღლის შემცირება ან ხერხემალი წინ იხრება, აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს.

ოსტეოპოროზის რისკის ფაქტორები: როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს გააჩნიათ გარკვეული რისკის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ოსტეოპოროზის განვითარებაზე. რისკის ფაქტორების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალისტთან კონსულტაციით. ნებისმიერ 50 წელს გადაცილებულ პირს რისკის ფაქტორების არსებობის პირობებში, შესაძლოა, ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა დაჭირდეს.

ქალებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკი უფრო მაღალია მენოპაუზით განპირობებული ესტროგენების დონის სწრაფი შემცირების გამო. ესტროგენების დონის შემცირება ძვლის მიერ კალციუმისა და სხვა მინერალების უფრო სწრაფ კარგვას განაპირობებს. შედეგად, ძვლის დანაკარგი მენოპაუზის შემდეგ ყოველწლიურად დაახლოებით 2 %-ს აღწევს.

ასაკთან მატებასთან ერთად მამაკაცები, აგრეთვე, განიცდიან ძვლის კარგვას, თუმცა ტესტოსტერონის დონე მამაკაცებში უფრო ნელა მცირდება, ამიტომაც ძვლოვანი მასა რჩება ადექვატური ხანდაზმულ ასაკამდე.

ოჯახური ანამნეზი:ძვლის ჯანმრთელობა მკაცრად მემკვიდრეობით გადაეცემა, ამიტომაც გასათვალისწინებელია ოსტეოპოროზის ოჯახური ანამნეზი. მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს, აღენიშნებოდა თუ არა ოჯახის რომელიმე წევრს , განსაკუთრებით, მშობლებს ან და-ძმებს, ოსტეოპოროზი, მოტეხილობა მსუბუქი დაცემისას ან სიმაღლეში მკვეთრად და სწრაფად შემცირება. აღნიშნული შესაძლოა, მიუთითებდეს, დაბალ ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე.

კალციუმის და ვიტამინი D-ის დონე

კალციუმის არასაკმარისი რაოდენობით მიღება - მოზრდილებს დღეში ესაჭიროებათ 1000 მგ კალციუმი (სასურველია საკვებისმიერი). 50 წელს გადაცილებული ქალებისთვის და 70 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის კალციუმის მიმართ მოთხოვნილება დღეში 1300 მგ-მდე იზრდება.

ვიტამინი D-ის არასაკმარისი რაოდენობით მიღება- მზის სხივების ზემოქმედების სიმცირემ, შესაძლოა, ვიტამინი D-ის არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნა გამოიწვიოს, რომელიც საჭიროა ორგანიზმის მიერ კალციუმის ასათვისებლად

პაციენტის ანამნეზი

გარკვეული მდგომარეობები და მედიკამენტები ძვლის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას.

კორტიკოსტეროიდები - ხშირად გამოიყენება ასთმის, რევმატოიდული ართრიტის და სხვა ანთებითი მდგომარეობების დროს

ჰორმონების დაბალი დონე - ქალებში: ნაადრევი მენოპაუზა; მამაკაცებში: ტესტოსტერონის დაბალი დონე

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები - ჰიპერთირეოზი, მედიკამენტოზური თირეოტოქსიკოზი

ჰიპერპარათირეოზი

მალაბსორბციის გამომწვევი მდგომარეობები: მაგ,. ცელიაკია, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

ზოგიერთი ქრონიკული დაავადება: მაგ., რევმატოიდული ართრიტი, ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებები

ძუძუს და პროსტატის კიბოს, ეპილეფსიის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტი, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი

ცხოვრების წესი

მჯდომარე ცხოვრების წესი, დაბალი ფიზიკური აქტივობა

მწეველობა

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება

სხეულის მასა - სიგამხდრე ან ჭარბი წონა (უახლესი კვლევების თანახმად, სიმსუქნესთან ასოცირებული ჰორმონები გავლენას ახდენს ძვლებზე)

დიაგნოსტიკა

ოსტეოპოროზი, შესაძლოა, უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, თუმცა მოტეხილობის რისკი იყოს მაღალი ან უკვე არსებობდეს მოტეხილობა. ამ დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა შესაძლებელია და ადრეულ დიაგნოსტიკას ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

პაციენტს შეუძლია გაიგოს, აქვს თუ არა ოსტეოპოროზი ან აქვს თუ არა მისაღები რაიმე ზომები ძვლების ჯანმრთელობისათვის ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრით. აღნიშნული გამოკვლევა ტარდება სპეციალური მოწყობილობით, რომელიც ზომავს ძვლის სიმკვრივეს. შედეგად კი შეგვიძლია, დავადგინოთ ძვლის მინერალური შემცველობა მოცემულ რეგიონებში.

ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა შესაძლებელია სხვადასხვა ძვლებზე ჩატარდეს: ბარძაყის, ხერხემლის, წინამხრის (იდაყვსა და მაჯას შორის), თითების ან ქუსლის ძვლებზე. გამოკვლევა უსაფრთხოა და უმტკივნეულო. ამასთან, ის გვაძლევს ინფორმაციას ძვლების ჯანმრთელობის შესახებ.

ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა

ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა ერთადერთი გამოკვლევაა, რომლის შედეგადაც შესაძლებელია ოსტეოპოროზის დიაგნოზი დადგინდეს მანამ, სანამ მოტეხილობა განვითარდება. აღნიშნული გვეხმარება, ძვლის სიმკვრივე დავადგინოთ და მოტეხილობის რისკი შევაფასოთ. რეკომენდებულია ძვლის მინერალური სიმკვრივე განისაზღვროს თეძოსა და ბარძაყის ძვალში ცენტრალური DEXA მოწყობილობით ოსტეოპოროზის დასადგენად. DEXA- ნიშნავს ორმაგი ენერგიის რენტგენულ აბსორბციომეტრიას.

ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა მოწოდებულია, თუ

• 65 წელზე მეტია ქალის ასაკი

• 70 წელზე მეტია მამაკაცის ასაკი

• მოტეხილობა განვითარდა 50 წლის ასაკის შემდეგ

• პოსტმენოპაუზურ პერიოდშია ქალი და აქვს რისკის ფაქტორები

• პოსტმენოპაუზურ პერიოდშია ≥ 65 წლის ასაკის ქალი და აქვს რისკის ფაქტორები

• 50-69 წლის ასაკის მამაკაცს აქვს რისკის ფაქტორები

ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა, აგრეთვე, შესაძლოა, საჭირო გახდეს, თუკი პაციენტს აღენიშნება ჩამოთვლილთაგან რომელიმე:

• ხერხემლის რენტგენოგრაფიით გამოვლინდება მოტეხილობა და ძვლის დანაკარგი

• ტკივილი ზურგის არეში შესაძლო ხერხემლის მოტეხილობის გამო

• სიმაღლეში შემცირება 1,25 სმ-ით და მეტით ერთი წლის განმავლობაში

• სიმაღლეში შემცირება 4 სმ-ით და მეტით საწყისი სიმაღლიდან

როგორ ხდება ოსტეოპოროზის მკურნალობა?

სპეციალისტის მიერ შესაძლოა დაინიშნოს სპეციალური მედიკამენტები, ძვლოვანი მასის კარგვის შემცირების და მოტეხილობის განვითარების თავიდან ასაცილებლად.

მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, კალციუმითა და ვიტამინი D-ით მდიდარი დიეტა ძვლების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

მნიშვნელოვანია, აგრეთვე, სპეციალური ვარჯიშები ხერხემლის გასამაგრებლად და წონასწორობის შენარჩუნებისათვის

უნდა მოხდეს პაციენტის განათლება, რომ შემცირდეს დაცემისა და საყოფაცხოვრებო ტრავმების რისკი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი