საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორგანიზებული ნარკოდანაშაული... - "ბახალას" ბრალი დაუმძიმდება
ორგანიზებული ნარკოდანაშაული... - "ბახალას" ბრალი დაუმძიმდება

მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილს („ბა­ხა­ლას“) ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის ბრა­ლი წა­რედ­გი­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ შს სა­მი­ნის­ტრო­ში დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი, სა­დაც გა­სულ წელს თურ­ქე­თი­დან რე­ა­ნო­მო­ბი­ლით უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 900 აბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის საქ­მე­ზე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დეს.

ამას­თან, შსს-მ გა­სულ წელს თურ­ქე­თი­დან რე­ა­ნო­მო­ბი­ლით უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 900 აბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის საქ­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და­ა­კა­ვა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ და­ვით ლა­ცა­ბი­ძემ და ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ დღეს ერ­თობ­ლი­ვი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს, სა­დაც აღ­ნიშ­ნეს, რომ „რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, გა­მოვ­ლე­ნი­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლია ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, რო­მელ­მაც თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად და­გეგ­მა და ქვე­ყა­ნა­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ი­ტა­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ შსს-ის გან­ცახ­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„მიმ­დი­ნა­რე წლის 30 მარტს, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის ბრალ­დე­ბით, და­კა­ვე­ბულ იქნა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი - ი.ქ., რომ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა გა­მო­ი­ხა­ტა შემ­დეგ­ში:

2017 წლის იან­ვარ­ში ი.ქ. შე­უ­თან­ხმდა თა­ვის ნაც­ნო­ბებს - გ.გ.-სა და ჯ.ხ.-ს, რომ მათ უცხო­ე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ე­ტა­ნათ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. ი.ქ.-მ, გ.გ.-მ და ჯ.ხ.-მ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს და რო­ლე­ბი გა­ი­ნა­წი­ლეს. შე­თან­ხმე­ბი­სა­მებრ, გ.გ. ი.ქ.-ის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით გა­ემ­გზავ­რა სა­ზღვარ­გა­რეთ, სა­დაც 2017 წლის 18 იან­ვრი­დან 2017 წლის 24 იან­ვრის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მან ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ შე­ი­ძი­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით „ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის“ შემ­ცვე­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 900 აბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბის მიზ­ნით, ი.ქ.-მ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა შემ­დე­გი ქმე­დე­ბე­ბი: 2017 წლის იან­ვრი­დან იგი, ფაქ­ტობ­რი­ვად, დი­რექ­ტო­რის ფუნ­ქცი­ებს ას­რუ­ლებ­და მა­მა­მი­სის - თ.ქ.-ის კუთ­ვნილ შპს „კა­ტას­ტრო­ფის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში“, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტებს რე­ა­ნო­მო­ბი­ლით ტრან­სპორ­ტი­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევ­და, მათ შო­რის, სა­ზღვარ­გა­რეთ. ისარ­გებ­ლა რა აღ­ნიშ­ნუ­ლით, ი.ქ.-მ შპს „კა­ტას­ტრო­ფის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში“ რე­ა­ნო­მო­ბი­ლის მძღო­ლად მუ­შა­ო­ბა და­ა­წყე­ბი­ნა მას­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყოფ ჯ.ხ.-ს. ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის მიერ წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, ჯ.ხ. 2017 წლის 23 იან­ვარს რე­ა­ნო­მო­ბი­ლით უნდა გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო თურ­ქეთ­ში, ქა­ლაქ ტრა­პი­ზონ­ში, სა­დაც მას შეხ­ვდე­ბო­და გ.გ. და გა­დას­ცემ­და ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს, რომ­ლებ­საც ჯ.ხ. რე­ა­ნო­მო­ბილ­ში მო­ა­თავ­სებ­და. ამ­გვა­რი შე­ნიღ­ბუ­ლი გზით, ჯ.ხ. ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს უკა­ნო­ნოდ შე­მო­ი­ტან­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­დეგ კი ი.ქ.-ს გა­დას­ცემ­და. რე­ა­ნო­მო­ბი­ლის თურ­ქეთ­ში გამ­გზავ­რე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მიზ­ნის შე­სა­ნიღ­ბად, ი.ქ.-ს მი­თი­თე­ბით, ჯ.ხ. და­უ­კავ­შირ­და მათ სა­ერ­თო ნაც­ნობს - ლ.შ.-ს, რო­მელ­საც რე­ა­ნო­მო­ბი­ლით სა­ზღვარ­გა­რეთ ტრან­სპორ­ტი­რე­ბის არა­ნა­ი­რი სა­მე­დი­ცი­ნო სა­ჭი­რო­ე­ბა არ გა­აჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ი.ქ.-მ და­ი­ყო­ლია ლ.შ., 2017 წლის 23 იან­ვარს ჯ.ხ.-ს რე­ა­ნო­მო­ბი­ლით წაჰ­ყო­ლო­და ქა­ლაქ ტრა­პი­ზონ­ში, იმ მო­ტი­ვით, რომ მას თურ­ქეთ­ში სის­ხლის ანა­ლიზს აუ­ღებ­დნენ. ი.ქ. დაჰ­პირ­და ლ.შ.-ს, რომ ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რის­თვის სა­ჭი­რო თან­ხას თა­ვად გა­და­უხ­დი­და. ი.ქ.-მ, რე­ა­ნო­მო­ბი­ლის თურ­ქეთ­ში გამ­გზავ­რე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მიზ­ნის შე­სა­ნიღ­ბად, მის მიერ ხე­ლოვ­ნუ­რად მო­ძი­ე­ბულ პა­ცი­ენტს კა­ტას­ტრო­ფის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის ექი­მი და ექთა­ნი გა­ა­ყო­ლა.

2017 წლის 23 იან­ვარს ექი­მი, ექთა­ნი და ხე­ლოვ­ნუ­რად შერ­ჩე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტი თურ­ქე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­მარ­თნენ რე­ა­ნო­მო­ბი­ლით, რო­მელ­საც ჯ.ხ. მარ­თავ­და. გზა­ში რე­ა­ნო­მო­ბი­ლი გა­ფუჭ­და, რის გა­მოც ექიმ­სა და ექთანს თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურ­დათ, ვი­ნა­ი­დან ლ.შ.-სთვის სის­ხლის ანა­ლი­ზის აღე­ბა გა­და­უ­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას არ წარ­მო­ად­გენ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნის მიზ­ნით, ი.ქ.-მ არ და­აბ­რუ­ნა ისი­ნი თბი­ლის­ში და კა­ტას­ტრო­ფის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის ახალ­ცი­ხის ფი­ლი­ა­ლი­დან სხვა რე­ა­ნო­მო­ბი­ლი გა­მო­ი­ძა­ხა. ჯ.ხ. არ დარ­ჩა გა­ფუ­ჭე­ბულ რე­ა­ნო­მო­ბილ­თან და გა­მო­ძა­ხე­ბულ რე­ა­ნო­მო­ბილს თურ­ქეთ­ში თვი­თო­ნაც წაჰ­ყვა, ვი­ნა­ი­დან და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ იგი უნდა შეხ­ვედ­რო­და ქ. ტრა­პი­ზონ­ში გ.გ.-ს და და­ნა­შა­უ­ლის შე­ნიღბვი­სა და გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ა­ნო­მო­ბი­ლით წა­მო­ე­ღო ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

2017 წლის 24 იან­ვარს ქა­ლაქ ტრა­პი­ზონ­ში, ერთ-ერთი სა­ა­ვად­მყო­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ჯ.ხ. ფა­რუ­ლად შეხ­ვდა გ.გ.-ს, რო­მელ­მაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის მიზ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის“ შემ­ცვე­ლი 900-მდე აბი გა­დას­ცა, რომ­ლე­ბიც ჯ.ხ.-მ რე­ა­ნო­მო­ბილ­ში მო­თავ­სე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტა­რის ყუთ­ში და­მა­ლა. მან ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი 2017 წლის 24 იან­ვარს სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი „სარ­ფის“ გა­მოვ­ლით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ი­ტა­ნა. 2017 წლის 24 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბულ იქნა ჯ.ხ., რომ­ლის მი­თი­თე­ბი­თაც, რე­ა­ნო­მო­ბილ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მა­ლა­ვი­დან ამო­ღე­ბულ იქნა თურ­ქე­თი­დან უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

ამ დრო­ის­თვის, ჯ.ხ. უკვე მსჯავ­რდე­ბუ­ლია და სას­ჯე­ლის სა­ხით გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ხოლო გ.გ.-ს, რო­მე­ლიც, ასე­ვე, გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლია სხვა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის და სას­ჯე­ლის სა­ხედ გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ი.ქ.-სთან ერ­თად წა­რედ­გი­ნე­ბა ბრალ­დე­ბა, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის „ა“ და „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, 262-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის „ა“ და „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით", - ნათ­ქვა­მია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ორგანიზებული ნარკოდანაშაული... - "ბახალას" ბრალი დაუმძიმდება

ორგანიზებული ნარკოდანაშაული... - "ბახალას" ბრალი დაუმძიმდება

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს („ბახალას“) ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინება. ამის შესახებ შს სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც გასულ წელს თურქეთიდან რეანომობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმეზე ორგანიზატორის დაკავების შესახებ განაცხადეს.

ამასთან, შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანომობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დავით ლაცაბიძემ და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ „რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილი და დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

„ინტერპრესნიუსი“ შსს-ის განცახდებას უცვლელად გთავაზობთ:

„მიმდინარე წლის 30 მარტს, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დაკავებულ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი - ი.ქ., რომლის ორგანიზებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის იანვარში ი.ქ. შეუთანხმდა თავის ნაცნობებს - გ.გ.-სა და ჯ.ხ.-ს, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ი.ქ.-მ, გ.გ.-მ და ჯ.ხ.-მ აღნიშნული დანაშაულის განხორციელების გეგმა შეიმუშავეს და როლები გაინაწილეს. შეთანხმებისამებრ, გ.გ. ი.ქ.-ის ფინანსური დახმარებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც 2017 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით პერიოდში იმყოფებოდა. მან ამ დროის განმავლობაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ბუპრენორფინის“ შემცველი, დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალება.

ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ორგანიზების მიზნით, ი.ქ.-მ განახორციელა შემდეგი ქმედებები: 2017 წლის იანვრიდან იგი, ფაქტობრივად, დირექტორის ფუნქციებს ასრულებდა მამამისის - თ.ქ.-ის კუთვნილ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრში“, რომელიც პაციენტებს რეანომობილით ტრანსპორტირების მომსახურებას უწევდა, მათ შორის, საზღვარგარეთ. ისარგებლა რა აღნიშნულით, ი.ქ.-მ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრში“ რეანომობილის მძღოლად მუშაობა დააწყებინა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ჯ.ხ.-ს. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ჯ.ხ. 2017 წლის 23 იანვარს რეანომობილით უნდა გამგზავრებულიყო თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, სადაც მას შეხვდებოდა გ.გ. და გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებსაც ჯ.ხ. რეანომობილში მოათავსებდა. ამგვარი შენიღბული გზით, ჯ.ხ. ნარკოტიკულ საშუალებებს უკანონოდ შემოიტანდა საქართველოში, შემდეგ კი ი.ქ.-ს გადასცემდა. რეანომობილის თურქეთში გამგზავრების დანაშაულებრივი მიზნის შესანიღბად, ი.ქ.-ს მითითებით, ჯ.ხ. დაუკავშირდა მათ საერთო ნაცნობს - ლ.შ.-ს, რომელსაც რეანომობილით საზღვარგარეთ ტრანსპორტირების არანაირი სამედიცინო საჭიროება არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა, ი.ქ.-მ დაიყოლია ლ.შ., 2017 წლის 23 იანვარს ჯ.ხ.-ს რეანომობილით წაჰყოლოდა ქალაქ ტრაპიზონში, იმ მოტივით, რომ მას თურქეთში სისხლის ანალიზს აუღებდნენ. ი.ქ. დაჰპირდა ლ.შ.-ს, რომ ტრანსპორტირებისა და სამედიცინო პროცედურისთვის საჭირო თანხას თავად გადაუხდიდა. ი.ქ.-მ, რეანომობილის თურქეთში გამგზავრების დანაშაულებრივი მიზნის შესანიღბად, მის მიერ ხელოვნურად მოძიებულ პაციენტს კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმი და ექთანი გააყოლა.

2017 წლის 23 იანვარს ექიმი, ექთანი და ხელოვნურად შერჩეული პაციენტი თურქეთის მიმართულებით გაემართნენ რეანომობილით, რომელსაც ჯ.ხ. მართავდა. გზაში რეანომობილი გაფუჭდა, რის გამოც ექიმსა და ექთანს თბილისში დაბრუნება სურდათ, ვინაიდან ლ.შ.-სთვის სისხლის ანალიზის აღება გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას არ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი.ქ.-მ არ დააბრუნა ისინი თბილისში და კატასტროფის მედიცინის ცენტრის ახალციხის ფილიალიდან სხვა რეანომობილი გამოიძახა. ჯ.ხ. არ დარჩა გაფუჭებულ რეანომობილთან და გამოძახებულ რეანომობილს თურქეთში თვითონაც წაჰყვა, ვინაიდან დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, სწორედ იგი უნდა შეხვედროდა ქ. ტრაპიზონში გ.გ.-ს და დანაშაულის შენიღბვისა და გაადვილების მიზნით, საქართველოში რეანომობილით წამოეღო ნარკოტიკული საშუალებები.

2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ჯ.ხ. ფარულად შეხვდა გ.გ.-ს, რომელმაც, საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი გადასცა, რომლებიც ჯ.ხ.-მ რეანომობილში მოთავსებულ სამედიცინო ინვენტარის ყუთში დამალა. მან ნარკოტიკული საშუალებები 2017 წლის 24 იანვარს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ გამოვლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. 2017 წლის 24 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ჯ.ხ., რომლის მითითებითაც, რეანომობილში არსებული სამალავიდან ამოღებულ იქნა თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

ამ დროისთვის, ჯ.ხ. უკვე მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.გ.-ს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ი.ქ.-სთან ერთად წარედგინება ბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს