მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბის გამო, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან ერ­თად, კამ­პა­ნი­ას - „ნუ მოჭ­რი ბზას“ აგ­რძე­ლებს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, სა­მი­ნის­ტრო ბზის მოჭ­რა­ზე კონ­ტროლს გან­სა­კუთ­რე­ბით ამ­კაც­რებს. სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე გავ­რცელ­დე­ბა კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი სან­ქცი­ე­ბი.

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, დაშ­ვე­ბუ­ლია ეროვ­ნულ სა­შენ მე­ურ­ნე­ო­ბა­სა და კერ­ძო სა­ნერ­გე­ებ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი ბზის რე­ა­ლი­ზა­ცია.

„ტყე­ში ბზის მოჭ­რა, ამო­ძირ­კვა ან ტო­ტე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა დას­ჯა­დი ქმე­დე­ბაა და ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ, ასე­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბის ოდე­ნო­ბა 200-დან 500 ლა­რამ­დეა, ხოლო თუ გა­რე­მო­სათ­ვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი 1000 ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს - აღიძ­ვრე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე“, – აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზობის დღესასწაულის მოახლოების გამო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, კამპანიას - „ნუ მოჭრი ბზას“ აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს განსაკუთრებით ამკაცრებს. სამართალდარღვევაზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, დაშვებულია ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილი ბზის რეალიზაცია.

„ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე“, – აცხადებენ სამინისტროში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი