პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ დეპარტამენტს ლონდა თოლორაია უხელმძღვანელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ დეპარტამენტს ლონდა თოლორაია უხელმძღვანელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ახალ დე­პარ­ტა­მენტს ლონ­და თო­ლო­რა­ია უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-დან აც­ნო­ბეს, ლონ­და თო­ლო­რა­ია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში საპ­რო­კუ­რო­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის და სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. 2013 -2016 წლებ­ში ის იკა­ვებ­და ანა­ლი­ტი­კუ­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის პო­ზი­ცი­ას. 2010 წლი­დან კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევ­და არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრო­ცესს, მათ შო­რის გან­რი­დე­ბა-მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მისი უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­ნერ­გა არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ახა­ლი კო­დექ­სი, გან­ხორ­ცი­ელ­და არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ პრო­კუ­რორ­თა და გა­მომ­ძი­ე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა.

"ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას ინი­ცი­ა­ტი­ვით სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში შე­იქ­მნა არას­რულ­წლო­ვან­თა ად­გი­ლობ­რი­ვი მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ჯგუ­ფე­ბი. მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და, და­კა­ვე­ბი­სა და პა­ტიმ­რო­ბის სა­კი­თხებ­ზე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ დად­გე­ნი­ლი სტან­დარ­ტე­ბით პრო­კუ­რორ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა­ში. კო­ორ­დი­ნი­რე­ბას უწევ­და მოწ­მი­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის სამ­სა­ხურს და მათ საქ­მი­ა­ნო­ბას", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კი მაკა ფე­რა­ძე და­ი­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც 2017 წლი­დან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე იყო. მა­ნამ­დე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტში სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და. 2016 წელს ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრო­ექტს - ხელ­შე­წყო­ბა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

მაკა ფე­რა­ძე 2014 წლი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა­გან ბავ­შვთა დაც­ვის ევ­რო­პის საბ­ჭოს კონ­ვენ­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­ტე­ტის (Lanzarote Committee) წევ­რია. ასე­ვე, 2014 წლი­დან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის და მას­ზე ეფექ­ტი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბის კო­მი­სი­ის წევ­რი და სამ­დივ­ნოს უფ­რო­სი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი 2018 წლის 11 იან­ვარს შე­იქ­მნა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს დრო­ულ რე­ა­გი­რე­ბა­სა და მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას, შემ­დეგ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე: ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ნიშ­ნით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, სი­ძულ­ვი­ლით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, ტრე­ფი­კინ­გი, არას­რულ­წლო­ვან­თა მიერ და მათ მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის დე­პარ­ტა­მენტს ეყო­ლე­ბა ათი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლე­ბიც კონ­კურ­სის წე­სით შე­ირ­ჩე­ვი­ან. კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ეტა­პი დას­რუ­ლე­ბუ­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­სა­უბ­რე­ბე­ბი. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი თე­ბერ­ვლის ბო­ლომ­დე სრუ­ლად და­კომ­პლექტდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ დეპარტამენტს ლონდა თოლორაია უხელმძღვანელებს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ დეპარტამენტს ლონდა თოლორაია უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ დეპარტამენტს ლონდა თოლორაია უხელმძღვანელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, ლონდა თოლორაია წლების განმავლობაში საქართველოს პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2013 -2016 წლებში ის იკავებდა ანალიტიკური სამმართველოს უფროსის პოზიციას. 2010 წლიდან კოორდინაციას უწევდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს, მათ შორის განრიდება-მედიაციის პროგრამას საქართველოს პროკურატურაში.

მათივე განმარტებით, მისი უშუალო ხელმძღვანელობით და აქტიური მონაწილეობით საქართველოს პროკურატურაში დაინერგა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი, განხორციელდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა გადამზადება.

"ლონდა თოლორაიას ინიციატივით საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნა არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფები. მონაწილეობას იღებდა, დაკავებისა და პატიმრობის საკითხებზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით პროკურორთა გადამზადებაში. კოორდინირებას უწევდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურს და მათ საქმიანობას", - აცხადებენ შსს-ში.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კი მაკა ფერაძე დაინიშნა, რომელიც 2017 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. მანამდე წლების განმავლობაში, ის ამავე დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2016 წელს ის ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტს - ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მაკა ფერაძე 2014 წლიდან სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის ევროპის საბჭოს კონვენციის მონიტორინგის კომიტეტის (Lanzarote Committee) წევრია. ასევე, 2014 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის წევრი და სამდივნოს უფროსი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა, რომელიც უზრუნველყოფს დროულ რეაგირებასა და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობას, შემდეგ დანაშაულებზე: ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ეყოლება ათი თანამშრომელი, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩევიან. კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია და მიმდინარეობს გასაუბრებები. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი თებერვლის ბოლომდე სრულად დაკომპლექტდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."