პოლიტიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუსულმანური ეგზორციზმის იდუმალი სამყარო - იმამმა რიტუალი კამერის წინ ჩაატარა
მუსულმანური ეგზორციზმის იდუმალი სამყარო - იმამმა რიტუალი კამერის წინ ჩაატარა

ბრი­ტა­ნელ­მა იმამ­მა ნება დარ­თო კა­მე­რებს, მის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი "ეგ­ზორ­ციზ­მი" გა­და­ე­ღოთ. მუ­სულ­მა­ნი ღვთის­მსა­ხუ­რის მიერ "ავი სუ­ლე­ბის გა­დევ­ნის" რი­ტუ­ა­ლის დე­ტა­ლებ­ზე ბრი­ტა­ნუ­ლი Mirror წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში "ეგ­ზორ­ციზმს" წე­ლი­წად­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავს. იმა­მე­ბი "ადა­მი­ა­ნებ­ში ჩა­სახ­ლე­ბულ ჯინს" სხე­უ­ლი­დან გა­რეთ აგ­დე­ბენ.

იმა­მი აიუბ ტა­ი­ე­ბი ამ­ბობს, რომ პი­რა­დად მას ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­თი 3 ათა­სი რი­ტუ­ა­ლი აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, ეგ­ზორ­ციზ­მის­თვის კი რო­გორც მუ­სულ­მა­ნე­ბი, ასე­ვე - ქრის­ტი­ა­ნე­ბი, სი­ხე­ბი, ინ­დუ­სე­ბი და ათე­ის­ტე­ბიც მი­მარ­თა­ვენ.

ვი­დე­ო­ში, რო­მელ­საც Mirror ავ­რცე­ლებს, ჩანს ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მელ­საც ბურ­ქა აც­ვია, მას სა­ხეც და­ფა­რუ­ლი აქვს. ქალი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მას­ში ავი სუ­ლე­ბი შავი მა­გი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­სახ­ლდნენ.

კად­რებ­ში მას გან­მე­ო­რე­ბი­თი სპაზ­მე­ბი აქვს, თით­ქოს მისი პი­რი­დან "ავი სუ­ლე­ბი ამო­დი­ან".

ნა­ხეთ ვი­დეო : "ავი სუ­ლე­ბის გა­დევ­ნის"რი­ტუ­ა­ლი - მუ­სულ­მა­ნუ­რი ეგ­ზორ­ციზ­მის იდუ­მა­ლი სამ­ყა­რო

იმამ აი­უბს ხელ­ში მიკრო­ფო­ნი უჭი­რავს და ლოც­ვებს კი­თხუ­ლობს. ის შე­ფილდში მდე­ბა­რე მე­ჩეთ­ში რუ­ქი­ას რი­ტუ­ალს კა­მე­რე­ბის წინ ას­რუ­ლებს, რათა ამ წე­სის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი მი­თე­ბი და­ან­გრი­ოს.

29 წლის ქალ­მა და­სახ­მა­რებ­ლად იმამს მას შემ­დეგ მი­მარ­თა, რაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს. ქალი ამ­ბობს, რომ სიმ­ტო­მებს შო­რის არის ხში­რი ღე­ბი­ნე­ბა, მუც­ლის ტკი­ვი­ლი, უძი­ლო­ბა, თა­ვის და ზურ­გის ტკი­ვი­ლი, მეხ­სი­ე­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა. ამას­თან, ქალი აღ­ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან მალე გა­მო­დის წყო­ბი­ლე­ბი­დან და უმი­ზე­ზოდ შე­იძ­ლე­ბა, ყვი­რი­ლი და­ი­წყოს.

რი­ტუ­ა­ლის დროს ქალი უკონ­ტრო­ლო ხდე­ბა და "ჯი­ნის და­სამ­შვი­დებ­ლად" იმა­მი მას ნა­კურთხ წყალს ას­ხამს.

იმა­მი აი­უ­ბი ამ­ბობს, რომ ქალი შავი მა­გი­ის მსხვერ­პლია.

"ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჯი­ნის­გან მი­ვი­ღე, რო­დე­საც მას ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, თუმ­ცა მას არ უთ­ქვამს, ვინ შე­ას­რუ­ლა შე­ლოც­ვა. ჩვენ, უბ­რა­ლოდ, ვეხ­მა­რე­ბით ადა­მი­ა­ნებს გან­კურ­ნე­ბა­ში," - აღ­ნიშ­ნავს იმა­მი.

რი­ტუ­ა­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მან ქალს აუხ­სნა, რო­გორ ემ­კურ­ნა­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის სახ­ლში. იმა­მის თქმით, პა­ცი­ენტს სიმპტო­მე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­უქ­რა.

იმამ აი­უბ­თან პა­ცი­ენ­ტე­ბი გერ­მა­ნი­ი­დან, ნორ­ვე­გი­ი­დან, აშშ-დან, შვე­დე­თი­დან და ერა­ყი­და­ნაც ჩა­დი­ან, მათი უმე­ტე­სო­ბა მუ­სულ­მა­ნია.

"ვმკურ­ნა­ლობ და­ა­ვა­დე­ბებს, რომ­ლის დად­გე­ნა ან ახ­სნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს, მა­გა­ლი­თად - მენსტრუ­ა­ცი­ულ პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ან - მავ­ნე ჩვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი, წა­მალ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ალ­კოჰო­ლი.

სიმპტო­მებს ისე­ვე ჩა­მოვ­წერთ, რო­გორც ექი­მე­ბი და ვა­ხა­რის­ხებთ, ჯი­ნის­გან არის ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი თუ მა­გი­ის­გან. ამ პა­სუ­ხე­ბით ვად­გენთ პრობ­ლე­მის დი­აგ­ნოზს, ალა­ჰის ნე­ბით," - ამ­ბობს იმა­მი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მუსულმანური ეგზორციზმის იდუმალი სამყარო - იმამმა რიტუალი კამერის წინ ჩაატარა

მუსულმანური ეგზორციზმის იდუმალი სამყარო - იმამმა რიტუალი კამერის წინ ჩაატარა

ბრიტანელმა იმამმა ნება დართო კამერებს, მის მიერ ჩატარებული "ეგზორციზმი" გადაეღოთ. მუსულმანი ღვთისმსახურის მიერ "ავი სულების გადევნის" რიტუალის დეტალებზე ბრიტანული Mirror წერს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში "ეგზორციზმს" წელიწადში ათასობით ადამიანი მიმართავს. იმამები "ადამიანებში ჩასახლებულ ჯინს" სხეულიდან გარეთ აგდებენ.

იმამი აიუბ ტაიები ამბობს, რომ პირადად მას ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი 3 ათასი რიტუალი აქვს ჩატარებული, ეგზორციზმისთვის კი როგორც მუსულმანები, ასევე - ქრისტიანები, სიხები, ინდუსები და ათეისტებიც მიმართავენ.

ვიდეოში, რომელსაც Mirror ავრცელებს, ჩანს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ბურქა აცვია, მას სახეც დაფარული აქვს. ქალი დარწმუნებულია, რომ მასში ავი სულები შავი მაგიის საშუალებით ჩასახლდნენ.

კადრებში მას განმეორებითი სპაზმები აქვს, თითქოს მისი პირიდან "ავი სულები ამოდიან".

ნახეთ ვიდეო : "ავი სულების გადევნის"რიტუალი - მუსულმანური ეგზორციზმის იდუმალი სამყარო

იმამ აიუბს ხელში მიკროფონი უჭირავს და ლოცვებს კითხულობს. ის შეფილდში მდებარე მეჩეთში რუქიას რიტუალს კამერების წინ ასრულებს, რათა ამ წესის შესახებ არსებული მითები დაანგრიოს.

29 წლის ქალმა დასახმარებლად იმამს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება ექიმებმა ვერ შეძლეს. ქალი ამბობს, რომ სიმტომებს შორის არის ხშირი ღებინება, მუცლის ტკივილი, უძილობა, თავის და ზურგის ტკივილი, მეხსიერების გაუარესება. ამასთან, ქალი აღნიშნავს, რომ ძალიან მალე გამოდის წყობილებიდან და უმიზეზოდ შეიძლება, ყვირილი დაიწყოს.

რიტუალის დროს ქალი უკონტროლო ხდება და "ჯინის დასამშვიდებლად" იმამი მას ნაკურთხ წყალს ასხამს.

იმამი აიუბი ამბობს, რომ ქალი შავი მაგიის მსხვერპლია.

"ამის შესახებ ინფორმაცია ჯინისგან მივიღე, როდესაც მას ვესაუბრებოდი, თუმცა მას არ უთქვამს, ვინ შეასრულა შელოცვა. ჩვენ, უბრალოდ, ვეხმარებით ადამიანებს განკურნებაში," - აღნიშნავს იმამი.

რიტუალის დასრულების შემდეგ მან ქალს აუხსნა, როგორ ემკურნალა საკუთარი თავისთვის სახლში. იმამის თქმით, პაციენტს სიმპტომების უმეტესობა გაუქრა.

იმამ აიუბთან პაციენტები გერმანიიდან, ნორვეგიიდან, აშშ-დან, შვედეთიდან და ერაყიდანაც ჩადიან, მათი უმეტესობა მუსულმანია.

"ვმკურნალობ დაავადებებს, რომლის დადგენა ან ახსნა ექიმებმა ვერ შეძლეს, მაგალითად - მენსტრუაციულ პერიოდთან დაკავშირებული პრობლემები, ან - მავნე ჩვევები, როგორიცაა აზარტული თამაშები, წამალზე დამოკიდებულება, ალკოჰოლი.

სიმპტომებს ისევე ჩამოვწერთ, როგორც ექიმები და ვახარისხებთ, ჯინისგან არის ეს გამოწვეული თუ მაგიისგან. ამ პასუხებით ვადგენთ პრობლემის დიაგნოზს, ალაჰის ნებით," - ამბობს იმამი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს