სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბალენსიაგას" "კროქსები" გამოსვლამდე სრულად გაიყიდა
"ბალენსიაგას" "კროქსები" გამოსვლამდე სრულად გაიყიდა

გა­სულ წელს ქარ­თველ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ მთე­ლი მსოფ­ლიო გა­ა­ოგ­ნა - "ბა­ლენ­სი­ა­გას" მო­დე­ლე­ბი პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზე ყვე­ლა­ზე უშნო ფეხ­საც­მლად მიჩ­ნე­უ­ლი "კრო­ქ­სე­ბით" გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლის პლატ­ფორ­მის სი­მაღ­ლე 10 სან­ტი­მეტ­რია. მა­ღალ პლატ­ფორ­მი­ა­ნი, ვარ­დის­ფე­რი, მწვა­ნე და ყვი­თე­ლი ფე­რის "კრო­ქ­სე­ბი" სხვა­დას­ხვა ფე­რის თვლე­ბი­თა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­თაა გა­წყო­ბი­ლი.

დიდი მით­ქმა-მოთ­ქმის, კრი­ტი­კის და კო­მენ­ტა­რე­ბის შემ­დეგ, Balenciaga-მ სა­წა­დელს მი­აღ­წია: "კრო­ქ­სე­ბი" გა­მოს­ვლამ­დე სრუ­ლად გა­ი­ყი­და.

ფეხ­საც­მე­ლი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბრენ­დე­ბის აქ­სე­სუ­ა­რე­ბის ვებ-სა­იტ­ზე Barneys's-ზე პირ­ველ თე­ბერ­ვალს გა­მოჩ­ნდა და წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თე­ბით, იმა­ვე დღის ბო­ლომ­დე და­ი­ტა­ცეს, მი­უ­ხე­და­ვად მისი მა­ღა­ლი ფა­სი­სა - "კრო­ქ­სე­ბი" 850 დო­ლა­რად შე­ფას­და.

რო­გორც Wmagazine წერს, ბრენ­დის კრე­ა­ტი­ულ დი­რექ­ტორს დემ­ნა გვა­სა­ლი­ას მო­დის ინ­დუსტრი­ის "დატ­როლ­ვა" ჩვე­ვა­ში აქვს. ამის მა­გა­ლი­თად კი მოჰ­ყავთ, "ბა­ლენ­სი­ა­გას" 1 100 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი ტყა­ვის სა­ვაჭ­რო ჩან­თე­ბი და "მა­ხინ­ჯი" ბო­ტა­სე­ბი.

თა­ვად დი­ზა­ი­ნერ­მა კი გან­მარ­ტა, რა­ტომ შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი "კრო­ქსზე". "ეს არის ინო­ვა­ცი­უ­რი ფეხ­საც­მე­ლი. მსუ­ბუ­ქია, ერთ მთლი­ან ნა­წი­ლად ჩა­მოს­ხმუ­ლი. ასე­თი ტექ­ნო­ლო­გია და მა­სა­ლა "ბა­ლენ­სი­ა­გას­თვის" ძა­ლი­ან შე­სა­ფე­რი­სია," - თქვა გვა­სა­ლი­ამ. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, დი­ზა­ი­ნერს "კრო­ქ­სი" აქამ­დე არა­სო­დეს სცმია და პირ­ვე­ლად გა­სულ ზა­ფხულს მო­ი­სინ­ჯა.

wmagazine.com-ის მი­ხედ­ვით

"ბალენსიაგას" "კროქსები" გამოსვლამდე სრულად გაიყიდა

"ბალენსიაგას" "კროქსები" გამოსვლამდე სრულად გაიყიდა

გასულ წელს ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ მთელი მსოფლიო გააოგნა - "ბალენსიაგას" მოდელები პარიზის მოდის კვირეულზე ყველაზე უშნო ფეხსაცმლად მიჩნეული "კროქსებით" გამოჩნდნენ, რომლის პლატფორმის სიმაღლე 10 სანტიმეტრია. მაღალ პლატფორმიანი, ვარდისფერი, მწვანე და ყვითელი ფერის "კროქსები" სხვადასხვა ფერის თვლებითა და აქსესუარებითაა გაწყობილი.

დიდი მითქმა-მოთქმის, კრიტიკის და კომენტარების შემდეგ, Balenciaga-მ საწადელს მიაღწია: "კროქსები" გამოსვლამდე სრულად გაიყიდა.

ფეხსაცმელი ძვირადღირებული ბრენდების აქსესუარების ვებ-საიტზე Barneys's-ზე პირველ თებერვალს გამოჩნდა და წინასწარი შეკვეთებით, იმავე დღის ბოლომდე დაიტაცეს, მიუხედავად მისი მაღალი ფასისა - "კროქსები" 850 დოლარად შეფასდა.

როგორც Wmagazine წერს, ბრენდის კრეატიულ დირექტორს დემნა გვასალიას მოდის ინდუსტრიის "დატროლვა" ჩვევაში აქვს. ამის მაგალითად კი მოჰყავთ, "ბალენსიაგას" 1 100 დოლარად შეფასებული ტყავის სავაჭრო ჩანთები და "მახინჯი" ბოტასები.

თავად დიზაინერმა კი განმარტა, რატომ შეაჩერა არჩევანი "კროქსზე". "ეს არის ინოვაციური ფეხსაცმელი. მსუბუქია, ერთ მთლიან ნაწილად ჩამოსხმული. ასეთი ტექნოლოგია და მასალა "ბალენსიაგასთვის" ძალიან შესაფერისია," - თქვა გვასალიამ. როგორც აღმოჩნდა, დიზაინერს "კროქსი" აქამდე არასოდეს სცმია და პირველად გასულ ზაფხულს მოისინჯა.

wmagazine.com-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს