საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ინაწილებენ აფხაზეთს ჩრდილო კორეელი, სომეხი და თურქი ბიზნესმენები
როგორ ინაწილებენ აფხაზეთს ჩრდილო კორეელი, სომეხი და თურქი ბიზნესმენები

"სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლიც არა­ფერს ნიშ­ნავს! აკ­რძალ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვის და­ტუქ­სვა­სა­ვი­თაა და არა­ფერს ცვლის! ნედ­ლე­ულს, ვი­საც რო­გორც უხა­რია, ისე ეზი­დე­ბა. ხვა­ლინ­დელ­ზე არა­ვინ ფიქ­რობს..." - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ბოლო დროს აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, თუმ­ცა, მათი თქმით, ერ­თე­უ­ლე­ბის პრო­ტეს­ტი არა­ფერს ცვლის...

"ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით: ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა რუ­სე­თი ჩრდი­ლო კო­რე­ას­თან ენერ­გე­ტი­კუ­ლი ნედ­ლე­უ­ლით, კერ­ძოდ, ქვა­ნახ­ში­რით უკა­ნო­ნოდ ვაჭ­რო­ბის­თვის ღიად და­ა­და­ნა­შა­უ­ლა... აშშ-ს ფი­ნანსთა დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ და­წე­სე­ბულ ახალ სან­ქცი­ებს, რო­მე­ლიც მან ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის 16 მო­ქა­ლა­ქეს და­უ­წე­სა, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო არ შე­ურთდა. მი­ზე­ზი გა­სა­გე­ბია, ისი­ნი ჩი­ნე­თის, რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ მუ­შა­ო­ბენ და ძი­რი­თი­დად, ნედ­ლე­ულს მო­ი­პო­ვე­ბენ...

სან­ქცი­ე­ბი 24 იან­ვარს ამოქ­მედ­და და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხელ­მწი­ფო კორ­პო­რა­ცი­ის Ryonbong-ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­ე­ხოთ. ეს კორ­პო­რა­ცია, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ლი­თო­ნე­ბის, მი­ნე­რა­ლე­ბი­სა და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ექ­სპორ­ტს ახორ­ცი­ე­ლებ­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს და ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის შექ­მნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო იმ­პორ­ტით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, მას გა­ე­როს სან­ქცია და­უ­წეს­და...

თუმ­ცა, Ryonbong-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­კონ­სუ­ლოს ეგი­დით მოქ­მე­დე­ბენ და ჩი­ნეთ­სა და რუ­სეთ­ში მუ­შა­ო­ბას არ წყვე­ტენ. "დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი" იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე კო­რე­ლე­ე­ბი, რუ­სე­თის რე­კო­მენ­და­ცი­ით, მის მი­ერ­ვე ოკო­პი­რე­ბულ ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბით მდი­დარ რე­გი­ო­ნებ­შიც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ, - ერთ-ერთი მათ­გა­ნი, პაკ ტონგ სოკი, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის კონ­სუ­ლის სტა­ტუ­სით იმ­ყო­ფე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ის სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბით, სო­ხუმ­ში, წი­თელ ხიდ­თან სას­ტუმ­რო, - "სო­ხუ­მის რი­ვი­ე­რას" აშე­ნებს.

იხი­ლეთ: "დღის თემა" - რო­გორ ინა­წი­ლე­ბენ აფხა­ზეთს ჩრდი­ლო კო­რე­ე­ლი, სო­მე­ხი და თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი

ამო­ნა­რი­დი აშშ-ს ხა­ზი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრეს­რე­ლი­ზი­დან, სა­დაც პაკ ტონგ სო­კია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი

რო­გორც აფხა­ზუ­რი მე­დია წერს, მათ მუ­შა­ხე­ლიც კი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, რად­გან "ისი­ნი ბევ­რად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან"... მათ კვე­ბა­სა და დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელს კომ­პა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოფს. ანუ, მათი შე­მო­სა­ვა­ლი, პირ­და­პირ ფხე­ნი­ან­ში მი­დის... აფხა­ზე­ბის თქმით, მხო­ლოდ იმ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, ტურ­ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 50-მდე ჩრდი­ლო კო­რე­ე­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი.

გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მიერ 2017 წლის აგ­ვის­ტო­სა და დე­კემ­ბერ­ში მი­ღე­ბულ­მა რე­ზო­ლუ­ცი­ებ­მა, ჩრდი­ლო კო­რე­ა­დან შრო­მი­თი მიგ­რან­ტე­ბის მი­ღე­ბა აკ­რძა­ლა. მისი ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ - გა­ე­როს წევ­რი ქვეყ­ნე­ბი, მათ შო­რის, რუ­სე­თიც, ვალ­დე­ბუ­ლია, ჩრდი­ლო კო­რე­ელ მუ­შა­ხელს სა­მუ­შაო ვი­ზე­ბი გა­უ­უქ­მონ - თუმ­ცა, პი­რი­ქით ხდე­ბა, ნა­კა­დი იზ­რდე­ბა...

აფხა­ზე­ბის თქმით, ძი­რი­თა­დად სა­შენ მა­სა­ლებს, ქვა-ღორღს, ხრეშ­სა და ქვი­შას ად­გილ­ზე, მი­ზე­რულ ფა­სად მო­ი­პო­ვე­ბენ. იგი­ვე ხდე­ბა, ხე-ტყეს­თან და­კავ­ში­რე­ბით - საქ­მეს ამარ­ტი­ვებს, ის, რომ ასე­თი ტი­პის სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტე­ბი, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ად­გი­ლობ­რივ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი და ვი­ნა­ი­დან, აფხა­ზე­თი პა­ტა­რა რე­გი­ო­ნია და ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს იც­ნობს და გავ­ლე­ნე­ბიც ამ პრინ­ცი­პით არის გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, სას­ტუმ­რო "სო­ხუ­მის რი­ვი­ე­რას" "მე­პატ­რო­ნე" ელიზ გუ­ლი­ა­საც არ ექ­მნე­ბა პრობ­ლე­მე­ბი...

გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია ქა­ლა­ქე­ბიც, მა­გა­ლი­თად: სო­ხუ­მი ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის არის, რო­მელ­თა უკა­ნაც, რო­გორც ირ­კვე­ვა, რუ­სე­თის ეგი­დით შე­მო­სუ­ლი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი დგა­ნან... გაგ­რა და ბიჭ­ვინ­თა კი სო­მე­ხი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტია. ბოლო წლებ­ში, იქ სახ­ლე­ბი სომ­ხე­თი­დან და რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სულ­მა სო­მეხ­მა შე­ი­ძი­ნეს და სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როდ გა­და­ა­კე­თეს...

ბოლო დროს, რო­გორც ჩანს, რუ­სეთ­მა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას ყი­რი­მის "რე­ფე­რენ­დუ­მის" შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბა და­უ­ფა­სა და ბიზ­ნე­სის კუ­თხით ასათ­ვი­სებ­ლად, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნიც შეს­თა­ვა­ზა. ოსუ­რი მე­დი­ის ცნო­ბე­ბით, შე­საძ­ლოა, ფხე­ნი­ან­მა, იქ სპი­ლენ­ძი­სა და თუ­თი­ის სა­ბა­დო­ე­ბის შეს­წავ­ლაც და­ი­წყოს...

რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზეთს, რო­მელ­საც ბოლო დრო­ინ­დე­ლი პრო­ცე­სე­ბის შემ­დეგ, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია გა­უ­მარ­თლა თუ არა, რომ ასე­თი მდი­და­რი ნედ­ლე­უ­ლით არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი - მისი რე­სურ­სის სრუ­ლად ათ­ვი­სე­ბას ცდი­ლო­ბენ თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, ამას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­რე­შე აკე­თებ­დნენ.

უკონ­ტრო­ლო თევ­ზჭე­რა აფხა­ზე­თის­თვის კი­დევ ერთი პრობ­ლე­მაა - ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, თურ­ქუ­ლი სე­ი­ნე­რე­ბი აფხა­ზე­თის რე­გი­ონს უდი­დეს ზი­ანს აყე­ნე­ბენ. თევ­ზი რე­გი­ო­ნის შე­მო­სავ­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი წყა­როა და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ლიც მას­ზე მო­დის. თუმ­ცა, თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ შექ­მნი­ლი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბის გამო, ამ მხრივ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გი დად­გა.

"მიმ­დი­ნა­რე წელ­საც, რამ­დე­ნი­მე თევზსა­ჭე­რი გემი ნა­პირს დაშ­ვე­ბუ­ლი 500 მეტრზე ნაკ­ლე­ბი მან­ძი­ლით მი­უ­ახ­ლოვ­და... ცოტა ხან­ში, ჩვენს ზღვა­ში, თევ­ზის ნა­სა­ხიც აღარ დარ­ჩე­ბა... ძა­ლი­ან ცუდი თა­ო­ბა გა­მოვ­დე­ქით, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის ვე­რა­ფერს ვა­კე­თებთ, გა­ნად­გუ­რე­ბულ, გა­უ­ნათ­ლე­ბელ, და­ჭა­ო­ბე­ბულ, კო­რუმ­პი­რე­ბულ ქვე­ყა­ნას ვუ­ტო­ვებთ, რო­მელ­საც 25 წე­ლია, სა­გა­რეო და სა­ში­ნაო სფე­რო­ში არა­ფე­რი უკე­თე­ბია...", - წე­რენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

სა­ყო­ველ­თაო აღ­შფო­თე­ბის მი­ზე­ზი მხო­ლოდ უკა­ნო­ნო თევ­ზჭე­რა არ არის - სე­ი­ნე­რე­ბი, რო­მელ­თა მარ­შრუტს თა­ვად კომ­პა­ნი­ე­ბი ად­გე­ნენ, შავი ზღვის ფსკერ­ზე არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ძეგ­ლებ­საც ანად­გუ­რე­ბენ.

"ასე და­ზი­ან­და უძ­ვე­ლე­სი, ჩა­ძი­რუ­ლი სატ­ვირ­თო და სამ­ხედ­რო გე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თვის შე­უ­ფა­სე­ბე­ლი გან­ძია, რად­გან ის­ტო­რი­ას ეკუთ­ვნის... ჩვენ მისი აღ­დგე­ნის კი არა, მოვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გვაქვს და ასე ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ვკარ­გავთ ყვე­ლა­ფერს...", - წერს აქ­ტი­უ­რი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ირი­ნა აგრბა და წუხს, რომ ძალ­ზედ პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ის გა­და­სარ­ჩე­ნად ვე­რა­ფერს აკე­თებს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

როგორ ინაწილებენ აფხაზეთს ჩრდილო კორეელი, სომეხი და თურქი ბიზნესმენები

როგორ ინაწილებენ აფხაზეთს ჩრდილო კორეელი, სომეხი და თურქი ბიზნესმენები

"სანქციები, რომელიც არაფერს ნიშნავს! აკრძალვები, რომლებიც ბავშვის დატუქსვასავითაა და არაფერს ცვლის! ნედლეულს, ვისაც როგორც უხარია, ისე ეზიდება. ხვალინდელზე არავინ ფიქრობს..." - ასე ეხმაურება ბოლო დროს აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებს ადგილობრივი მოსახლეობა, თუმცა, მათი თქმით, ერთეულების პროტესტი არაფერს ცვლის...

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი ჩრდილო კორეასთან ენერგეტიკული ნედლეულით, კერძოდ, ქვანახშირით უკანონოდ ვაჭრობისთვის ღიად დაადანაშაულა... აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს, რომელიც მან ჩრდილოეთ კორეის 16 მოქალაქეს დაუწესა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ შეურთდა. მიზეზი გასაგებია, ისინი ჩინეთის, რუსეთისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ მუშაობენ და ძირითიდად, ნედლეულს მოიპოვებენ...

სანქციები 24 იანვარს ამოქმედდა და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო კორპორაციის Ryonbong-ის წარმომადგენლებს შეეხოთ. ეს კორპორაცია, ოფიციალურად ლითონების, მინერალებისა და ავტომანქანების ექსპორტს ახორციელებდა. სინამდვილეში კი, გამოცემის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მრეწველობაში აქტიურად მონაწილეობს და ქიმიური იარაღის შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტების საიდუმლო იმპორტით არის დაკავებული. სწორედ ამიტომ, მას გაეროს სანქცია დაუწესდა...

თუმცა, Ryonbong-ის თანამშრომლები ჩრდილოეთ კორეის საკონსულოს ეგიდით მოქმედებენ და ჩინეთსა და რუსეთში მუშაობას არ წყვეტენ. "დიპლომატიური" იმუნიტეტის მქონე კორელეები, რუსეთის რეკომენდაციით, მის მიერვე ოკოპირებულ ბუნებრივი რესურსებით მდიდარ რეგიონებშიც აქტიურად მუშაობენ, - ერთ-ერთი მათგანი, პაკ ტონგ სოკი, რომელიც აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეის კონსულის სტატუსით იმყოფება, საქართველოს კანონმდებლობისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის სრული იგნორირებით, სოხუმში, წითელ ხიდთან სასტუმრო, - "სოხუმის რივიერას" აშენებს.

იხილეთ: "დღის თემა" - როგორ ინაწილებენ აფხაზეთს ჩრდილო კორეელი, სომეხი და თურქი ბიზნესმენები

ამონარიდი აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის პრესრელიზიდან, სადაც პაკ ტონგ სოკია მოხსენიებული

როგორც აფხაზური მედია წერს, მათ მუშახელიც კი ჩრდილოეთ კორეადან ჩამოიყვანეს, რადგან "ისინი ბევრად პროფესიონალები არიან"... მათ კვებასა და დროებით საცხოვრებელს კომპანია უზრუნველყოფს. ანუ, მათი შემოსავალი, პირდაპირ ფხენიანში მიდის... აფხაზების თქმით, მხოლოდ იმ მშენებლობაზე, ტურბაზის ტერიტორიაზე 50-მდე ჩრდილო კორეელია დასაქმებული.

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2017 წლის აგვისტოსა და დეკემბერში მიღებულმა რეზოლუციებმა, ჩრდილო კორეადან შრომითი მიგრანტების მიღება აკრძალა. მისი ამოქმედების შემდეგ - გაეროს წევრი ქვეყნები, მათ შორის, რუსეთიც, ვალდებულია, ჩრდილო კორეელ მუშახელს სამუშაო ვიზები გაუუქმონ - თუმცა, პირიქით ხდება, ნაკადი იზრდება...

აფხაზების თქმით, ძირითადად საშენ მასალებს, ქვა-ღორღს, ხრეშსა და ქვიშას ადგილზე, მიზერულ ფასად მოიპოვებენ. იგივე ხდება, ხე-ტყესთან დაკავშირებით - საქმეს ამარტივებს, ის, რომ ასეთი ტიპის სამშენებლო ობიექტები, ოფიციალურად, ადგილობრივზეა გაფორმებული და ვინაიდან, აფხაზეთი პატარა რეგიონია და ყველა ერთმანეთს იცნობს და გავლენებიც ამ პრინციპით არის გადანაწილებული, სასტუმრო "სოხუმის რივიერას" "მეპატრონე" ელიზ გულიასაც არ ექმნება პრობლემები...

გადანაწილებულია ქალაქებიც, მაგალითად: სოხუმი ადგილობრივი ე.წ. ბიზნესმენების არის, რომელთა უკანაც, როგორც ირკვევა, რუსეთის ეგიდით შემოსული ჩრდილოეთ კორეელი ბიზნესმენები დგანან... გაგრა და ბიჭვინთა კი სომეხი ბიზნესმენების ინტერესის ობიექტია. ბოლო წლებში, იქ სახლები სომხეთიდან და რუსეთიდან ჩამოსულმა სომეხმა შეიძინეს და საოჯახო სასტუმროდ გადააკეთეს...

ბოლო დროს, როგორც ჩანს, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას ყირიმის "რეფერენდუმის" შედეგების აღიარება დაუფასა და ბიზნესის კუთხით ასათვისებლად, ცხინვალის რეგიონიც შესთავაზა. ოსური მედიის ცნობებით, შესაძლოა, ფხენიანმა, იქ სპილენძისა და თუთიის საბადოების შესწავლაც დაიწყოს...

რაც შეეხება აფხაზეთს, რომელსაც ბოლო დროინდელი პროცესების შემდეგ, ძნელი სათქმელია გაუმართლა თუ არა, რომ ასეთი მდიდარი ნედლეულით არის დაჯილდოებული - მისი რესურსის სრულად ათვისებას ცდილობენ თურქული კომპანიებიც, რომლებიც ძნელი დასაჯერებელია, ამას ხელმძღვანელობის გარეშე აკეთებდნენ.

უკონტროლო თევზჭერა აფხაზეთისთვის კიდევ ერთი პრობლემაა - ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თურქული სეინერები აფხაზეთის რეგიონს უდიდეს ზიანს აყენებენ. თევზი რეგიონის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა და სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი წილიც მასზე მოდის. თუმცა, თურქული კომპანიების მიერ შექმნილი განუკითხაობის გამო, ამ მხრივ კატასტროფული შედეგი დადგა.

"მიმდინარე წელსაც, რამდენიმე თევზსაჭერი გემი ნაპირს დაშვებული 500 მეტრზე ნაკლები მანძილით მიუახლოვდა... ცოტა ხანში, ჩვენს ზღვაში, თევზის ნასახიც აღარ დარჩება... ძალიან ცუდი თაობა გამოვდექით, ჩვენი შვილებისთვის ვერაფერს ვაკეთებთ, განადგურებულ, გაუნათლებელ, დაჭაობებულ, კორუმპირებულ ქვეყანას ვუტოვებთ, რომელსაც 25 წელია, საგარეო და საშინაო სფეროში არაფერი უკეთებია...", - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელში.

საყოველთაო აღშფოთების მიზეზი მხოლოდ უკანონო თევზჭერა არ არის - სეინერები, რომელთა მარშრუტს თავად კომპანიები ადგენენ, შავი ზღვის ფსკერზე არქიტექტურულ ძეგლებსაც ანადგურებენ.

"ასე დაზიანდა უძველესი, ჩაძირული სატვირთო და სამხედრო გემები, რომლებიც ჩვენთვის შეუფასებელი განძია, რადგან ისტორიას ეკუთვნის... ჩვენ მისი აღდგენის კი არა, მოვლის შესაძლებლობა არ გვაქვს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვკარგავთ ყველაფერს...", - წერს აქტიური ოპოზიციონერი ირინა აგრბა და წუხს, რომ ძალზედ პოლიტიზირებული აფხაზური საზოგადოება საკუთარი ისტორიის გადასარჩენად ვერაფერს აკეთებს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?