პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სილქნეტი" "ჯეოსელს" ყიდულობს
"სილქნეტი" "ჯეოსელს" ყიდულობს

"სილ­ქნეტ­მა" "ჯე­ო­სე­ლის" შეს­ყიდ­ვის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. რო­გორც "სილ­ქნე­ტის" ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, მიღ­წე­უ­ლია შე­თან­ხმე­ბა "ჯე­ო­სე­ლის" აქ­ცი­ო­ნე­რებ­თან: Telia Company (STO:TELIA) და Turkcell (NYSE: TKC, IST: TCELL). გა­რი­გე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 153 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. და­ფი­ნან­სე­ბა "თი­ბი­სი ბან­კი­სა" და მის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი ბან­კე­ბის სეს­ხი­თა და "სილ­ქნე­ტის" სა­კუ­თა­რი კა­პი­ტა­ლით მოხ­დე­ბა.

"სილ­ქნე­თი" აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­მნე­ბა სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნია, რაც ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, მი­ი­ღოს ინ­ტერ­ნე­ტი, სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზია, მო­ბი­ლუ­რი და ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, "სილ­ქნე­ტის" ექ­სკლუ­ზი­ურ კონ­ტენტზე მო­ბი­ლუ­რი წვდო­მის ჩათ­ვლით.

"გა­რი­გე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, შევ­ქმნათ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ოპე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც ფიქ­სი­რე­ბულ და მო­ბი­ლურ ქსე­ლებს ფლობს. გაზ­რდი­ლი მას­შტა­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სურ ბაზ­რებ­თან კომ­პა­ნი­ის უკე­თეს წვდო­მას უზ­რუნ­ველ­ყოფს, რაც და­მა­ტე­ბი­თი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­სა და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ჩვე­ნი აბო­ნენ­ტე­ბი ამის შე­დე­გად კი­დევ უფრო დიდ სარ­გე­ბელს მი­ი­ღე­ბენ, ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელს მი­ვა­წო­დოთ კი­დევ უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტე­ბი, სერ­ვი­სე­ბი და კონ­ტენ­ტი", - გა­ნა­ცხა­და "სილ­ქნე­ტის" და მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის "სილქ როუდ ჯგუ­ფის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის მხრი­დან თან­ხმო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ შეს­ყიდ­ვის დას­რუ­ლე­ბა და­გეგ­მი­ლია 2018 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში. კომ­პა­ნი­ებ­მა "ჰუ­ლი­ჰან ლოკი" (Houlihan Lokey) და "ერ­ნეჰოლმ ჰას­კელ" (Erneholm Haskel) სილ­ქნე­ტის ფი­ნან­სუ­რი მრჩევ­ლე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბა შე­ას­რუ­ლეს, ხოლო კომ­პა­ნია "დენ­ტონ­სი" (Dentons) იუ­რი­დი­უ­ლი მრჩე­ვე­ლი იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

"სილქნეტი" "ჯეოსელს" ყიდულობს

"სილქნეტი" "ჯეოსელს" ყიდულობს

"სილქნეტმა" "ჯეოსელის" შესყიდვის შესახებ განაცხადა. როგორც "სილქნეტის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიღწეულია შეთანხმება "ჯეოსელის" აქციონერებთან: Telia Company (STO:TELIA) და Turkcell (NYSE: TKC, IST: TCELL). გარიგების ღირებულებამ 153 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. დაფინანსება "თიბისი ბანკისა" და მის მიერ ორგანიზებული რეგიონული ბანკების სესხითა და "სილქნეტის" საკუთარი კაპიტალით მოხდება.

"სილქნეთი" აღნიშნავს, რომ ამ გაერთიანებით საქართველოში იქმნება სრულმასშტაბიანი სატელეკომუნიკაციო კომპანია, რაც ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მიიღოს ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების კომბინირებული შეთავაზებები, "სილქნეტის" ექსკლუზიურ კონტენტზე მობილური წვდომის ჩათვლით.

"გარიგება საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ ინტეგრირებული სატელეკომუნიკაციო ოპერატორი, რომელიც ფიქსირებულ და მობილურ ქსელებს ფლობს. გაზრდილი მასშტაბი საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან კომპანიის უკეთეს წვდომას უზრუნველყოფს, რაც დამატებითი ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების მუდმივ განვითარების საშუალებას იძლევა. ჩვენი აბონენტები ამის შედეგად კიდევ უფრო დიდ სარგებელს მიიღებენ, ვინაიდან ჩვენი უმთავრესი მიზანია ქართველ მომხმარებელს მივაწოდოთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტები, სერვისები და კონტენტი", - განაცხადა "სილქნეტის" და მისი დამფუძნებელი კომპანიის "სილქ როუდ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ შესყიდვის დასრულება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში. კომპანიებმა "ჰულიჰან ლოკი" (Houlihan Lokey) და "ერნეჰოლმ ჰასკელ" (Erneholm Haskel) სილქნეტის ფინანსური მრჩევლების მოვალეობა შეასრულეს, ხოლო კომპანია "დენტონსი" (Dentons) იურიდიული მრჩეველი იყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი