პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბექა წიქარიშვილს 2-კვირიანი პატიმრობა შეეფარდა
ბექა წიქარიშვილს 2-კვირიანი პატიმრობა შეეფარდა

"თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბელ ბექა წი­ქა­რიშ­ვილს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, წი­ქა­რიშ­ვი­ლი სა­პა­ტიმ­რო­ში 14 დღეს გა­ა­ტა­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ბექა წი­ქა­რიშ­ვი­ლი ისევ და­ა­კა­ვეს.

სა­სა­მარ­თლომ გან­მარ­ტა, რომ სხვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლი, კერ­ძოდ, ჯა­რი­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნებს.

წი­ქა­რიშ­ვილს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ. ასე­ვე მის მიერ ფან­ჯრის ჩამ­ტვრე­ვის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბექა წი­ქა­რიშ­ვი­ლი რე­ჟი­სორ თორ­ნი­კე ბზი­ა­ვას­თან ერ­თად გუ­შინ, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მან­და­ტუ­რებ­მა, გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის (ბა­ხა­ლა) მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს. წი­ქა­რიშ­ვილ­მა და ბზი­ა­ვამ გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტეს და სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბის ფან­ჯა­რას ქვა ეს­რო­ლეს, რა­ზეც შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ წი­ქა­რიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე პრო­ცე­სი დღეს დი­ლით იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი, თუმ­ცა დაც­ვის მხა­რის მო­თხოვ­ნით რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით გა­და­ი­დო, პრო­ცე­სის გა­მარ­თვამ­დე კი, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, წი­ქა­რიშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

ბექა წიქარიშვილს 2-კვირიანი პატიმრობა შეეფარდა

ბექა წიქარიშვილს 2-კვირიანი პატიმრობა შეეფარდა

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" დამფუძნებელ ბექა წიქარიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, წიქარიშვილი საპატიმროში 14 დღეს გაატარებს. შესაბამისად, სასამართლო დარბაზიდან რამდენიმე საათით გათავისუფლებული ბექა წიქარიშვილი ისევ დააკავეს.

სასამართლომ განმარტა, რომ სხვა ადმინისტრაციული სასჯელი, კერძოდ, ჯარიმა ვერ უზრუნველყოფდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნებს.

წიქარიშვილს სამართალდამცველები წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. ასევე მის მიერ ფანჯრის ჩამტვრევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

როგორც ცნობილია, ბექა წიქარიშვილი რეჟისორ თორნიკე ბზიავასთან ერთად გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა, გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ დააკავეს. წიქარიშვილმა და ბზიავამ გიორგანაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება გააპროტესტეს და სასამართლოს შენობის ფანჯარას ქვა ესროლეს, რაზეც შსს-მ გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ წიქარიშვილის საქმეზე პროცესი დღეს დილით იყო ჩანიშნული, თუმცა დაცვის მხარის მოთხოვნით რამდენიმე საათით გადაიდო, პროცესის გამართვამდე კი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, წიქარიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ