საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკულმა გამოცემებმა დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ დასცინეს
ამერიკულმა გამოცემებმა დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ დასცინეს

20 იან­ვარს 1 წელი ხდე­ბა მას შემ­დეგ, რაც დო­ნალდ ტრამპმა ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე საპ­რე­ზი­დენ­ტო ფიცი დადო და ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­უდ­გა მსოფ­ლი­ოს ზე­სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რის საქ­მი­ა­ნო­ბას.

1 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღს ცნო­ბი­ლი ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი პრე­ზი­დენტს გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რე­კა­ნე­ბით "ულო­ცა­ვენ". მა­გა­ლი­თად, 22 იან­ვარს ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი ჟურ­ნა­ლი Time გა­მო­ვა ქა­ვე­რით, რო­მელ­ზეც თმა­ზე ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ტრამ­პია გა­მო­სა­ხუ­ლი. ჟურ­ნალ­მა ყდა მხატ­ვარ ედელ როდ­რი­გესს და­უკ­ვე­თა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია ტრამ­პის კა­რი­კა­ტუ­რე­ბით. როდ­რი­გე­სის თქმით, ყდის ინ­სპი­რა­ცია გახ­და მა­იკლ ვულ­ფის წიგ­ნი "ცე­ცხლი და მძვინ­ვა­რე­ბა: ტრამ­პი თეთ­რი სახ­ლის შიგ­ნით", რო­მელ­მაც 45-ე პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში დიდი მღელ­ვა­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

წა­ი­კი­თხეთ: ტრამ­პის 1 წელი - რა მი­ი­ღო მსოფ­ლი­ომ და სა­ქარ­თვე­ლომ აშშ-ს ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის­გან?

კი­დევ ერ­თმა გა­მო­ცე­მამ, The New Yorker-მა კი სა­ი­უ­ბი­ლეო გა­რე­კა­ნის შე­საქ­მნე­ლად ინ­სპი­რა­ცია ტრამ­პის უკა­ნას­კნე­ლი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბი­დან მი­ი­ღო. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა თეთრ სახ­ლში კა­ნონ­მდებ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას რიგი ქვეყ­ნე­ბი, სა­ი­და­ნაც აშშ-ში მიგ­რან­ტე­ბი ჩა­დი­ან, "ბინ­ძურ ხვრე­ლე­ბად"(shithole countries) მო­იხ­სე­ნია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ტე­ლე­კომ­პა­ნია CNN-მა გა­ავ­რცე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე მყოფ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დო­ნალდ ტრამპმა აღ­ნიშ­ნა, თუ რა­ტომ უნდა სურ­დეს ვინ­მეს, რომ აშშ-ში ჰა­ი­ტი­დან და აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბი­დან მიგ­რან­ტე­ბი ჩა­დი­ოდ­ნენ და აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებს "ბინ­ძუ­რი ხვრე­ლი" უწო­და.

სწო­რედ ხვრე­ლია გა­მო­სა­ხუ­ლი New Yorker-ის ყდა­ზე, რომ­ლი­თაც გა­მო­ცე­მა 22 იან­ვარს გა­მო­ვა. სრუ­ლი­ად თეთრ ყდა­ზე პა­ტა­რა შავი ხვრე­ლი ჩანს, სა­ი­და­ნაც ტრამ­პის ცნო­ბი­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა მოს­ჩანს. ნა­ხა­ტი "ხვრელ­ში" არ­ტისტ ენ­ტო­ნი რუ­სოს ეკუთ­ვნის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ამერიკულმა გამოცემებმა დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ დასცინეს

ამერიკულმა გამოცემებმა დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ დასცინეს

20 იანვარს 1 წელი ხდება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ინაუგურაციაზე საპრეზიდენტო ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა მსოფლიოს ზესახელმწიფოს ლიდერის საქმიანობას.

1 წლის საიუბილეო თარიღს ცნობილი ამერიკული გამოცემები პრეზიდენტს გამორჩეული გარეკანებით "ულოცავენ". მაგალითად, 22 იანვარს ყოველკვირეული ჟურნალი Time გამოვა ქავერით, რომელზეც თმაზე ცეცხლმოკიდებული ტრამპია გამოსახული. ჟურნალმა ყდა მხატვარ ედელ როდრიგესს დაუკვეთა, რომელიც ცნობილია ტრამპის კარიკატურებით. როდრიგესის თქმით, ყდის ინსპირაცია გახდა მაიკლ ვულფის წიგნი "ცეცხლი და მძვინვარება: ტრამპი თეთრი სახლის შიგნით", რომელმაც 45-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიდი მღელვარება გამოიწვია.

წაიკითხეთ: ტრამპის 1 წელი - რა მიიღო მსოფლიომ და საქართველომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტისგან?

კიდევ ერთმა გამოცემამ, The New Yorker-მა კი საიუბილეო გარეკანის შესაქმნელად ინსპირაცია ტრამპის უკანასკნელი სკანდალური განცხადებიდან მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში კანონმდებლებთან შეხვედრისას რიგი ქვეყნები, საიდანაც აშშ-ში მიგრანტები ჩადიან, "ბინძურ ხვრელებად"(shithole countries) მოიხსენია. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა შეხვედრაზე მყოფ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, თუ რატომ უნდა სურდეს ვინმეს, რომ აშშ-ში ჰაიტიდან და აფრიკის ქვეყნებიდან მიგრანტები ჩადიოდნენ და აღნიშნულ ქვეყნებს "ბინძური ხვრელი" უწოდა.

სწორედ ხვრელია გამოსახული New Yorker-ის ყდაზე, რომლითაც გამოცემა 22 იანვარს გამოვა. სრულიად თეთრ ყდაზე პატარა შავი ხვრელი ჩანს, საიდანაც ტრამპის ცნობილი ვარცხნილობა მოსჩანს. ნახატი "ხვრელში" არტისტ ენტონი რუსოს ეკუთვნის.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"