Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მეფეები ისტორია, რომელიც ძვირფასია!
ქართველი მეფეები ისტორია, რომელიც ძვირფასია!

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" იწყებს მო­რიგ უნი­კა­ლურ პრო­ექტს - "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი", რომ­ლის მსგავ­სი პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ქარ­თველ მკი­თხველს პირ­ვე­ლად ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა ცნო­ბილ ქარ­თველ მე­ფე­ზე სრუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მნას. 28 ქარ­თველ მე­ფეს წარ­მოგ­ვიდ­გენს 24-ტო­მი­ა­ნი სე­რია, რო­მელ­ზეც ცნო­ბილ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და ის­ტო­რი­კო­სებ­მა იმუ­შა­ვეს, მათ შო­რის როინ მეტ­რე­ველ­მა, გრა­ნი ქავ­თა­რი­ამ, გი­ორ­გი პა­ი­ჭა­ძემ და ა.შ. "

"პა­ლიტ­რა L"-ის ეს პრო­ექ­ტი მო­გი­თხრობთ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­ე­ბის მმარ­თვე­ლო­ბა­სა და ეპო­ქა­ზე. მკი­თხვე­ლი გა­ეც­ნო­ბა ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის თვა­ლით და­ნა­ხულ ამა თუ იმ ეპო­ქის სა­ქარ­თვე­ლოს, სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას, მე­ფე­ე­ბის პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტებს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში გარ­დამ­ტე­ხი როლი შე­ას­რუ­ლეს.

სე­რი­ის პირ­ვე­ლი ტომი მი­ე­ძღვნე­ბა თა­მარ მე­ფის სა­ქარ­თვე­ლოს და გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად იან­ვრის ბო­ლო­დან სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად, 7 ლა­რად გა­ი­ყი­დე­ბა.

რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი გაჟ­ღერ­და და კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­მა ითა­მა­შა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში გარ­დამ­ტე­ხი როლი თა­მარ მე­ფის მმარ­თვე­ლო­ბი­სას? ალ­ბათ, მკი­თხველ­თა დიდ ნა­წილს ახლა სწო­რედ პარ­ლა­მენ­ტის შექ­მნის იდეა გა­ახ­სენ­დე­ბა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო­ში არის­ტოკ­რა­ტებ­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის შე­მუ­შავ­და სა­მე­ფო ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვი­სა და პარ­ლა­მენ­ტის ტი­პის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­შტო­ე­ბის შექ­მნის იდეა. ეს იყო პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის ჩა­ნა­სა­ხი და უპ­რე­ცე­დენ­ტო ინი­ცი­ა­ტი­ვა მა­შინ­დელ მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც ორი პა­ლა­ტი­სა­გან შემ­დგა­რი პარ­ლა­მენ­ტის შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და: დარ­ბა­ზი - არის­ტოკ­რა­ტე­ბი­სა და გავ­ლე­ნი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის საკ­რე­ბუ­ლო, რო­მე­ლიც დრო­დად­რო იკ­რი­ბე­ბო­და და იღებ­და ქვეყ­ნის­თვის სა­ჭი­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, შეს­რუ­ლე­ბა კი ეკის­რე­ბო­და მე­ფეს; და მე­ო­რე - კა­რა­ვი, ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც იმუ­შა­ვებ­და გა­ნუ­წყვეტ­ლივ, დარ­ბა­ზის მოწ­ვე­ვებს შო­რის.

ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ყუ­თ­ლუ-არსლა­ნის ამ იდე­ას სა­მე­ფო კარ­ზე ბევ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეც გა­მო­უჩ­ნდა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მე­ფის შე­უ­ზღუ­და­ვი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მომ­ხრე­ებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს - შე­დე­გის მი­უ­ხე­და­ვად, თა­ვად ფაქ­ტი, რომ მე­თორ­მე­ტე სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი­ყო სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო - კა­რა­ვი, რო­მე­ლიც უფ­ლებ­რი­ვად ბევ­რად მა­ღა­ლი სა­ფე­ხუ­რი­სა იქ­ნე­ბო­და, ვიდ­რე თუნ­დაც ასი წლის შემ­დეგ ინ­გლის­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია და მა­შინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი სა­მე­ფოს გან­ვი­თა­რე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღალ დო­ნე­ზე მი­ა­ნიშ­ნებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია თა­მარ მე­ფის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მიდ­გო­მა. სწო­რედ თა­მარ მე­ფის დიპ­ლო­მა­ტი­ამ გა­ნა­პი­რო­ბა, რომ მა­შინ­დელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­დან აი­ცი­ლა სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, ჩა­ცხრა ყუ­თ­ლუ-არსლა­ნის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ამ­ბო­ხი და ქვე­ყა­ნა­ში მმარ­თვე­ლო­ბის ოქ­როს ხანა და­ი­წყო, თა­ნაც იმ ფონ­ზე, რო­დე­საც პრე­ცე­დენ­ტიც არ არ­სე­ბობ­და, რომ მეფე და სა­ხელ­მწი­ფოს მმარ­თვე­ლი ქალი გამ­ხდა­რი­ყო.

გარ­და კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი­სა, "პა­ლიტ­რა L"-ის მიერ გა­მო­ცე­მულ წიგნ­ში გა­ეც­ნო­ბით იმ პე­რი­ო­დის სა­გა­რეო თუ სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კურ ბა­ტა­ლი­ებს, რა პი­რო­ბებ­ში უწევ­და მეფე თა­მარს მმარ­თვე­ლო­ბა. და­ი­ნა­ხავთ მე­თორ­მე­ტე სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლოს სწო­რედ თა­მარ მე­ფის გად­მო­სა­ხე­დი­დან, ამას­თან, გა­ეც­ნო­ბით, რამ­დე­ნად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იყო იმ­დრო­ინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში კულ­ტუ­რა და ხე­ლოვ­ნე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყო ქვე­ყა­ნა სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით.

წიგ­ნი მა­ღალ პო­ლიგ­რა­ფი­ულ დო­ნე­ზეა და­ბეჭ­დი­ლი და მას­ში უხ­ვა­დაა აქამ­დე უც­ნო­ბი თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბიც.

მაია ალუ­და­უ­რი, "პა­ლიტ­რა L"-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი: - "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­უ­ან­სია წიგნ­ში ნუს­ხუ­რი დამ­წერ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ გზით შე­ვე­ცა­დეთ, ხაზი გაგ­ვეს­ვა ან­ბა­ნის - ჩვე­ნი ერის უდი­დე­სი კულ­ტუ­რუ­ლი მო­ნა­პოვ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა და მისი ცოდ­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის­თვის. იმე­დია, ჩვე­ნი ახა­ლი სე­რია ქვეყ­ნის წარ­სუ­ლი­თა და, კერ­ძოდ, ქარ­თველ მე­ფე­თა ის­ტო­რი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლის მო­ლო­დინს გა­ა­მარ­თლებს."

ქართველი მეფეები ისტორია, რომელიც ძვირფასია!

ქართველი მეფეები ისტორია, რომელიც ძვირფასია!

გამომცემლობა "პალიტრა L" იწყებს მორიგ უნიკალურ პროექტს - "ქართველი მეფეები", რომლის მსგავსი პროექტი საქართველოში აქამდე არ განხორციელებულა. პროექტის ფარგლებში ქართველ მკითხველს პირველად ექნება შესაძლებლობა ყველა ცნობილ ქართველ მეფეზე სრული წარმოდგენა შეექმნას. 28 ქართველ მეფეს წარმოგვიდგენს 24-ტომიანი სერია, რომელზეც ცნობილმა მეცნიერებმა და ისტორიკოსებმა იმუშავეს, მათ შორის როინ მეტრეველმა, გრანი ქავთარიამ, გიორგი პაიჭაძემ და ა.შ. "

"პალიტრა L"-ის ეს პროექტი მოგითხრობთ საქართველოს მეფეების მმართველობასა და ეპოქაზე. მკითხველი გაეცნობა ქართველი მეფეების თვალით დანახულ ამა თუ იმ ეპოქის საქართველოს, საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებას, მეფეების პიროვნულ თვისებებსა და მნიშვნელოვან ფაქტებს, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულეს.

სერიის პირველი ტომი მიეძღვნება თამარ მეფის საქართველოს და გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იანვრის ბოლოდან სპეციალურ ფასად, 7 ლარად გაიყიდება.

რა მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა და კონკრეტულად რომელმა გადაწყვეტილებებმა ითამაშა საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი თამარ მეფის მმართველობისას? ალბათ, მკითხველთა დიდ ნაწილს ახლა სწორედ პარლამენტის შექმნის იდეა გაახსენდება, როდესაც საქართველოს სამეფოში არისტოკრატებსა და მოქალაქეებს შორის შემუშავდა სამეფო ძალაუფლების შეზღუდვისა და პარლამენტის ტიპის ხელისუფლების განშტოების შექმნის იდეა. ეს იყო პირველი ქართული პარლამენტის ჩანასახი და უპრეცედენტო ინიციატივა მაშინდელ მსოფლიოში, რომელიც ორი პალატისაგან შემდგარი პარლამენტის შექმნას ითვალისწინებდა: დარბაზი - არისტოკრატებისა და გავლენიანი მოქალაქეების საკრებულო, რომელიც დროდადრო იკრიბებოდა და იღებდა ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს, შესრულება კი ეკისრებოდა მეფეს; და მეორე - კარავი, ორგანო, რომელიც იმუშავებდა განუწყვეტლივ, დარბაზის მოწვევებს შორის.

ოპოზიციონერ ყუთლუ-არსლანის ამ იდეას სამეფო კარზე ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, მაგრამ საბოლოოდ არსებულ დაპირისპირებაში მეფის შეუზღუდავი ძალაუფლების მომხრეებმა გაიმარჯვეს - შედეგის მიუხედავად, თავად ფაქტი, რომ მეთორმეტე საუკუნის საქართველოში შექმნილიყო საკანონმდებლო ორგანო - კარავი, რომელიც უფლებრივად ბევრად მაღალი საფეხურისა იქნებოდა, ვიდრე თუნდაც ასი წლის შემდეგ ინგლისში ჩამოყალიბდა, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია და მაშინდელი ქართული სამეფოს განვითარების უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე მიანიშნებს.

აღსანიშნავია თამარ მეფის სახელმწიფოებრივი აზროვნება და დიპლომატიური მიდგომა. სწორედ თამარ მეფის დიპლომატიამ განაპირობა, რომ მაშინდელმა საქართველომ თავიდან აიცილა სამოქალაქო ომი, ჩაცხრა ყუთლუ-არსლანის მხარდამჭერების ამბოხი და ქვეყანაში მმართველობის ოქროს ხანა დაიწყო, თანაც იმ ფონზე, როდესაც პრეცედენტიც არ არსებობდა, რომ მეფე და სახელმწიფოს მმართველი ქალი გამხდარიყო.

გარდა კონკრეტული ფაქტისა, "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ წიგნში გაეცნობით იმ პერიოდის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ ბატალიებს, რა პირობებში უწევდა მეფე თამარს მმართველობა. დაინახავთ მეთორმეტე საუკუნის საქართველოს სწორედ თამარ მეფის გადმოსახედიდან, ამასთან, გაეცნობით, რამდენად განვითარებული იყო იმდროინდელ საქართველოში კულტურა და ხელოვნება და, რაც მთავარია, რამდენად მომზადებული იყო ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით.

წიგნი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა დაბეჭდილი და მასში უხვადაა აქამდე უცნობი თუ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ილუსტრაციებიც.

მაია ალუდაური, "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი: - „განსაკუთრებული ნიუანსია წიგნში ნუსხური დამწერლობის გამოყენება. ამ გზით შევეცადეთ, ხაზი გაგვესვა ანბანის - ჩვენი ერის უდიდესი კულტურული მონაპოვრის მნიშვნელობისა და მისი ცოდნის აუცილებლობისთვის. იმედია, ჩვენი ახალი სერია ქვეყნის წარსულითა და, კერძოდ, ქართველ მეფეთა ისტორიით დაინტერესებული მკითხველის მოლოდინს გაამართლებს."

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს