მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ლევან როსტოშვილი არ შეიწყალა
პრეზიდენტმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ლევან როსტოშვილი არ შეიწყალა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­ხალ­წლოდ 187 მსჯავ­რდე­ბუ­ლი შე­ი­წყა­ლა. შე­წყა­ლე­ბის აქ­ტის თა­ნახ­მად, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას დღეს­ვე და­ტო­ვებს 123 პა­ტი­მა­რი, ხოლო 64 პა­ტი­მარს სას­ჯე­ლის ვადა შე­უმ­ცირ­და.

რო­გორც ირ­კვე­ვა, შე­წყა­ლე­ბა ითხო­ვა ტე­ლე­წამ­ყვან­მა ლე­ვან როს­ტოშ­ვილ­მა, იგი­ვე როს­ტომ, რო­მე­ლიც ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტმა ის არ შე­ი­წყა­ლა. ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი:

"200-მდე კაცი შე­ი­წყა­ლა პრე­ზი­დენ­ტმა. ვუ­ლო­ცავ ყვე­ლას სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას. ძა­ლი­ან მა­გა­რია, როცა პა­ტი­მა­რი გიბ­რუნ­დე­ბა ცი­ხი­დან. ვიცი მე ამის ფასი...

შე­წყა­ლე­ბა ითხო­ვა როს­ტო­მაც. მო­ქა­ლა­ქემ რო­მელ­მაც და­ა­შა­ვა, აღი­ა­რა, თით­ქმის ორი წელი იჯდა, ვარ­ჯი­შობს, მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც კლუ­ბურ ნარ­კო­ტიკ­ზე ზის, რო­მე­ლიც არა­ვის­თვის სა­ში­ში არაა და რო­მე­ლიც ცი­ხემ ისე შეც­ვა­ლა, თვალ­სა­ჩი­ნოა ყვე­ლას­თვის.

მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტმა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ვერ გა­ბე­და. ვერ გა­ბე­და როს­ტოს შე­წყა­ლე­ბა. ნარ­კო­ტი­კებ­თან მე­გობ­რო­ბა თუ ასე შე­ა­ში­ნებ­და პრე­ზი­დენტს არ მე­გო­ნა. თან კლუ­ბურ ნარ­კო­ტიკ­თან. არ გე­გო­ნოთ სუ­ბი­ექ­ტუ­რი ვარ როს­ტოს გამო. ალ­ბათ ვარ კი­დეც, მაგ­რამ ახლა პრე­ზი­დენ­ტის გა­ურ­კვე­ვე­ლი მიდ­გო­მე­ბი უფრო მაკ­ვირ­ვებს?!

ოჯა­ხის წევ­რე­ბის გარ­და ვის იწყა­ლებს? ვინც სა­ში­ში არაა, ვინც პირ­ვე­ლად ზის, ვინც სას­ჯე­ლის გო­ნივ­რუ­ლი ვადა მო­ი­ხა­და, ვინც ცი­ხის კედ­ლე­ბი მის­თვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნა. როცა ამ ყვე­ლა­ფერს აკ­მა­ყო­ფი­ლებ და პრე­ზი­დენ­ტი არ გი­წყა­ლებს, რას­თან გვაქვს საქ­მე? სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბას­თან! ძა­ლი­ან დიდ სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბას­თან.

ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, თქვენ დღეს, კი­დევ ერთ ადა­მი­ანს კა­რით ხელი უკან, წუმ­პის­კენ და არ მი­თხრათ კა­ნო­ნი კლუ­ბურ ნარ­კო­ტიკს არ წყა­ლობ­სო! არც მა­რი­ხუ­ა­ნას წყა­ლობ­და, მაგ­რამ ეწე­ოდ­ნენ, ზო­გიც მთა­ში, ზო­გიც ბარ­ში" - წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი და მისი მე­გო­ბა­რი, მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. მათ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლებს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორმ­დათ და სას­ჯე­ლის ვადა შე­უმ­ცირ­დათ, კერ­ძოდ, ლე­ვან როს­ტოშ­ვილს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ შე­ფარ­დე­ბუ­ლი 8-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა, 3-წლი­ან რე­ა­ლურ და 4 წლი­ან პი­რო­ბით მსჯავ­რად შე­ეც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პრეზიდენტმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ლევან როსტოშვილი არ შეიწყალა

პრეზიდენტმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ლევან როსტოშვილი არ შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების აქტის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს 123 პატიმარი, ხოლო 64 პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდა.

როგორც ირკვევა, შეწყალება ითხოვა ტელეწამყვანმა ლევან როსტოშვილმა, იგივე როსტომ, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, თუმცა პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი:

"200-მდე კაცი შეიწყალა პრეზიდენტმა. ვულოცავ ყველას სახლში დაბრუნებას. ძალიან მაგარია, როცა პატიმარი გიბრუნდება ციხიდან. ვიცი მე ამის ფასი...

შეწყალება ითხოვა როსტომაც. მოქალაქემ რომელმაც დააშავა, აღიარა, თითქმის ორი წელი იჯდა, ვარჯიშობს, მოქალაქე, რომელიც კლუბურ ნარკოტიკზე ზის, რომელიც არავისთვის საშიში არაა და რომელიც ციხემ ისე შეცვალა, თვალსაჩინოა ყველასთვის.

მაგრამ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვერ გაბედა. ვერ გაბედა როსტოს შეწყალება. ნარკოტიკებთან მეგობრობა თუ ასე შეაშინებდა პრეზიდენტს არ მეგონა. თან კლუბურ ნარკოტიკთან. არ გეგონოთ სუბიექტური ვარ როსტოს გამო. ალბათ ვარ კიდეც, მაგრამ ახლა პრეზიდენტის გაურკვეველი მიდგომები უფრო მაკვირვებს?!

ოჯახის წევრების გარდა ვის იწყალებს? ვინც საშიში არაა, ვინც პირველად ზის, ვინც სასჯელის გონივრული ვადა მოიხადა, ვინც ციხის კედლები მისთვის სასარგებლოდ გამოიყენა. როცა ამ ყველაფერს აკმაყოფილებ და პრეზიდენტი არ გიწყალებს, რასთან გვაქვს საქმე? სუბიექტურობასთან! ძალიან დიდ სუბიექტურობასთან.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დღეს, კიდევ ერთ ადამიანს კარით ხელი უკან, წუმპისკენ და არ მითხრათ კანონი კლუბურ ნარკოტიკს არ წყალობსო! არც მარიხუანას წყალობდა, მაგრამ ეწეოდნენ, ზოგიც მთაში, ზოგიც ბარში" - წერს ჟორჟოლიანი.

ლევან როსტოშვილი და მისი მეგობარი, მსახიობი ლაშა კურტანიძე სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ და სასჯელის ვადა შეუმცირდათ, კერძოდ, ლევან როსტოშვილს საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული 8-წლიანი პატიმრობა, 3-წლიან რეალურ და 4 წლიან პირობით მსჯავრად შეეცვალა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს