პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:10-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 11:27-დან მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკუნეთი" ცხინვალში...
"უკუნეთი" ცხინვალში...

"უკვე შუქი და გათ­ბო­ბაც გვე­ნატ­რე­ბა. უკუ­ნე­თია ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით... მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ცუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა შო­რე­ულ პერ­სპექ­ტი­ვა­შიც არ ჩანს, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, სტა­ბი­ლუ­რი სამ­სა­ხურ­სა და შე­მო­სა­ვალ­ზე, მო­წეს­რი­გე­ბულ გზებ­ზე, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე... უკვე მე­რამ­დე­ნედ გა­ფუჭ­და გა­დამ­ცე­მი ხაზი?.. ვი­ყი­ნე­ბით ამ სი­ცი­ვე­ში, ბავ­შვე­ბი გვე­ყი­ნე­ბა... სად ვცხოვ­რობთ, გვე­ტყვის ბა­ტო­ნი ბი­ბი­ლო­ვი და მისი გა­რე­მოც­ვა?" - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ცხინ­ვალ­ში მცხოვ­რე­ბი ზა­მი­რა ბეს­ტა­ე­ვა.

ელექტრო­ე­ნერ­გი­ის დე­ფი­ცი­ტი ცხინ­ვალ­ში ახა­ლი არ არის. ად­გი­ლობ­რი­ვი შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის თქმით, ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი, 90-იანი წლე­ბის შემ­დეგ კა­პი­ტა­ლუ­რად არ შე­უ­კე­თე­ბი­ათ და გა­მოც­ვლას სა­ჭი­რო­ებს, რაც ძა­ლი­ან დიდ თან­ხებს უკავ­შირ­დე­ბა, "ქვე­ყა­ნას კი სა­ჭი­რო სახ­სრე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვს".

თუმ­ცა, ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას, ისე­ვე, რო­გორც რე­გი­ონ­ში მოშ­ლი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ჰპირ­დე­ბა, თუმ­ცა, უშე­დე­გოდ... ბოლო დღე­ებ­ში, ცხინ­ვა­ლის მი­სახ­ლე­ო­ბა ქა­ლა­ქის მა­ღა­ზი­ებ­ში სან­თლე­ბის დე­ფი­ციტ­ზე ლა­პა­რა­კობს.

ცხინ­ვა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, მათ გა­სა­ჭირს, დე­ნის არ­ქო­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, წყლის დე­ფი­ცი­ტიც და­ე­მა­ტა. მა­თი­ვე თქმით, მა­ღა­ზი­ა­ში პა­რა­ფი­ნის სან­თლე­ბის სიმ­ცი­რის გამო, მათ სახ­ლე­ბის გა­ნა­თე­ბა სა­ეკ­ლე­სიო სან­თლე­ბით უწევთ. ცხინ­ვა­ლის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლსა და სხვა ობი­ექ­ტებს, დი­ზე­ლის გე­ნე­რა­ტორ­ზე უწევთ მუ­შა­ო­ბა. სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში, მშო­ბი­ა­რე­ებს მა­ინც იღებს, რაც რე­გი­ონ­ში ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში არ­სე­ბულ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბას კი­დევ უფრო ამ­წვა­ვებს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელექტრო­ე­ნერ­გია ცხინ­ვალ­ში 23 დე­კემ­ბრის ავა­რი­ის შე­დე­გად გა­ი­თი­შა და მას შემ­დეგ, მთე­ლი ქა­ლა­ქი დე­ნის გა­რე­შეა. 25 დე­კემ­ბერს ცხინ­ვა­ლის "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ" დახ­მა­რე­ბის­თვის რუ­სე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა სამ­სა­ხურს მი­მარ­თა, თუმ­ცა, პრობ­ლე­მის ოპე­რა­ტი­უ­ლად მოგ­ვა­რე­ბა, ვერც მოს­კო­ვი­დან წარ­გზავ­ნილ­მა დამ­ხმა­რე­ებ­მა შეძ­ლეს.

"90-იანი წლე­ბი დაბ­რუბ­და... ცხინ­ვა­ლის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლს უკვე დი­ზე­ლის გე­ნე­რა­ტო­რიც აღარ აქვს. უშუ­ქო­ბის გამო, ექი­მე­ბი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის სტე­ლი­რი­ზე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ, თუმ­ცა, მედ­პერ­სო­ნა­ლი მუ­შა­ო­ბას მა­ინც გა­ნაგ­რძობს. სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ აქვთ, - მშო­ბი­ა­რე­ე­ბი მოჰ­ყავთ. სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს. ისე­დავ ვი­ცით, ჩვენს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში რა ხდე­ბა და ამ უშუ­ქო­ბა­ში ხომ სა­ერ­თოდ ქა­ო­სია... ვინ არის ამ ხალ­ხის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი?.. ყო­ველ დი­ლით ვე­ლო­დე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ვი­ღაც გა­ი­ყი­ნა..." - წერს ვა­ლო­დია გე­ლა­ე­ვი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ას­თან ერ­თად გა­ი­თი­შა გათ­ბო­ბაც. გა­რეთ თოვ­ლია და ყი­ნავს. ბავ­შვე­ბი სკო­ლებ­სა და ბა­ღებ­ში ვერ და­დი­ან. და­კე­ტი­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტიც... რე­გი­ონ­ში სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა არ არ­სე­ბობს და არ­ცერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ზე­ი­მი არ იგეგ­მე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, მათი ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­ვა­რა­უ­დო თა­რიღ­საც ვერ ასა­ხე­ლებს, თუ რო­დის შე­იძ­ლე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­დამ­ცე­მი ხაზი აღ­დგეს.

"სა­ყო­ველ­თაო უკუ­ნე­თია, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი დაგ­ვიჯ­და და ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, ავ­ტო­მან­ქა­ნის დე­ნის წყა­რო­თი ტე­ნის. სხვე­ბი იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მი­დი­ან, რომ­ლე­ბიც გე­ნე­რა­ტო­რებ­ზე მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ იქ რიგ­ში უწევთ დგო­მა... ქა­ლაქ­ში, არ იშო­ვე­ბა ცვი­ლის სან­თლე­ბი. მხო­ლოდ სხვა­დას­ხვა არო­მა­ტის მქო­ნე სან­თლე­ბი დარ­ჩა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს და მისი შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ძა­ლი­ან ცო­ტას აქვს... უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ამ სიბ­ნე­ლის ფონ­ზე, იმა­ტა ქურ­დო­ბი­სა და ყა­ჩა­ღო­ბე­ბის ფაქ­ტებ­მა და გა­მო­სა­ვა­ლიც არ ჩანს...

შე­ვეჩ­ვი­ეთ ყვე­ლა­ფერს, ძა­ლა­დო­ბას, ნარ­კო­მა­ნი­ას, ქრთამს, კო­რუფ­ცი­ას, შიმ­შილს, უმუ­შევ­რო­ბას და იმის ნაც­ვლად, მცი­რე­დით მა­ინც შე­იც­ვა­ლოს ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, ყო­ველ­დღე უა­რე­სო­ბაა, და­ვი­ღა­ლეთ", - წერს ცხინ­ვა­ლე­ლი მი­ხე­ი­ლი.

"ღამე ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლას ვერ ვბე­დავთ. ფან­ჯრე­ბი­დან მბჟუ­ტა­ვი სი­ნათ­ლე გა­მო­დის, სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვია ქა­ლა­ქი. მი­ტო­ვე­ბულს ჰგავს... ყველ­გან სიბ­ნე­ლეა. XXI სა­უ­კუ­ნე­ში ერთ კვი­რაა მთელ ქა­ლაქს შუქი არ აქვს და შემ­დეგ კი­დევ კი­თხუ­ლო­ბენ, რა­ტომ გარ­ბი­ან ქვეყ­ნი­დან, დიახ, უნდა წა­ვიდ­ნენ, თან უკან­მო­უ­ხე­და­ვად", - წერს ცხინ­ვა­ლე­ლი ზა­რი­ნა ბა­სა­ე­ვა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ვი­ღა­ცამ "გა­მო­სა­ვა­ლი" იპო­ვა და მას შემ­დეგ, რაც ქა­ლა­ქის მა­ღა­ზი­ებ­ში სან­თლე­ბი და ფან­რე­ბი გა­ი­ყი­და, რუ­სე­თი­დან შე­მო­ი­ტა­ნეს ფან­რე­ბი, ოღონდ ორ­ჯერ ძვირ ფა­სად. "სან­თლებს მა­ინც ჯო­ბია. რა ვქნათ, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის და 20 რუბ­ლი­ან ფა­ნარს 40-ად ვყი­დუ­ლობთ" - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ხუ­ცი, რომ­ლის თქმი­თაც, თუ ასე გაგ­რძელ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა ცოტა ხნით, სო­ფელ­ში მცხოვ­რებ ნა­თე­სა­ვებს შე­უ­სახ­ლდეს, რათა სით­ბო­ში მა­ინც იყოს...

მი­სი­ვე თქმით, ასე ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ხუ­ცი იქ­ცე­ვა, რად­გან სხვა შემ­თხვე­ვა­ში, უბ­რა­ლოდ გა­ი­ყი­ნე­ბი­ან. სო­ფელ­ში მცხოვ­რებ ნა­თე­სა­ვებ­თან გა­და­სახ­ლე­ბას აპი­რე­ბენ ის ოსუ­რი ოჯა­ხე­ბიც, ვი­საც პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი ჰყავთ... ბი­ბი­ლო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა კი ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზის შე­კე­თე­ბის იმედს ჯერ­ჯე­რო­ბით არ იძ­ლე­ვა...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

"უკუნეთი" ცხინვალში...

"უკუნეთი" ცხინვალში...

"უკვე შუქი და გათბობაც გვენატრება. უკუნეთია ამ ქვეყანაში ყველა მიმართულებით... მოქალაქეების დაცული უსაფრთხოება შორეულ პერსპექტივაშიც არ ჩანს, რომ არაფერი ვთქვათ, სტაბილური სამსახურსა და შემოსავალზე, მოწესრიგებულ გზებზე, ინფრასტრუქტურაზე... უკვე მერამდენედ გაფუჭდა გადამცემი ხაზი?.. ვიყინებით ამ სიცივეში, ბავშვები გვეყინება... სად ვცხოვრობთ, გვეტყვის ბატონი ბიბილოვი და მისი გარემოცვა?" - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ცხინვალში მცხოვრები ზამირა ბესტაევა.

ელექტროენერგიის დეფიციტი ცხინვალში ახალი არ არის. ადგილობრივი შესაბამისი სამსახურების თქმით, ელექტროგადამცემი ხაზები, 90-იანი წლების შემდეგ კაპიტალურად არ შეუკეთებიათ და გამოცვლას საჭიროებს, რაც ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება, "ქვეყანას კი საჭირო სახსრები ჯერჯერობით არ აქვს".

თუმცა, ამ პრობლემის მოგვარებას, ისევე, როგორც რეგიონში მოშლილი ინფრასტრუქტურის აღდგენასა და განვითარებას, წლების განმავლობაში ე.წ. ხელმძღვანელობა ჰპირდება, თუმცა, უშედეგოდ... ბოლო დღეებში, ცხინვალის მისახლეობა ქალაქის მაღაზიებში სანთლების დეფიციტზე ლაპარაკობს.

ცხინვალის მოსახლეობის თქმით, მათ გასაჭირს, დენის არქონასთან დაკავშირებით, წყლის დეფიციტიც დაემატა. მათივე თქმით, მაღაზიაში პარაფინის სანთლების სიმცირის გამო, მათ სახლების განათება საეკლესიო სანთლებით უწევთ. ცხინვალის სამშობიარო სახლსა და სხვა ობიექტებს, დიზელის გენერატორზე უწევთ მუშაობა. სამშობიარო სახლში, მშობიარეებს მაინც იღებს, რაც რეგიონში ჯანდაცვის სფეროში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს.

არსებული ინფორმაციით, ელექტროენერგია ცხინვალში 23 დეკემბრის ავარიის შედეგად გაითიშა და მას შემდეგ, მთელი ქალაქი დენის გარეშეა. 25 დეკემბერს ცხინვალის "ხელმძღვანელობამ" დახმარებისთვის რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურს მიმართა, თუმცა, პრობლემის ოპერატიულად მოგვარება, ვერც მოსკოვიდან წარგზავნილმა დამხმარეებმა შეძლეს.

"90-იანი წლები დაბრუბდა... ცხინვალის სამშობიარო სახლს უკვე დიზელის გენერატორიც აღარ აქვს. უშუქობის გამო, ექიმები ინსტრუმენტების სტელირიზებას ვერ ახერხებენ, თუმცა, მედპერსონალი მუშაობას მაინც განაგრძობს. სხვა გამოსავალი არ აქვთ, - მშობიარეები მოჰყავთ. სხვა გამოსავალი არ არსებობს. ისედავ ვიცით, ჩვენს საავადმყოფოებში რა ხდება და ამ უშუქობაში ხომ საერთოდ ქაოსია... ვინ არის ამ ხალხის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი?.. ყოველ დილით ველოდები ინფორმაციას, რომ ვიღაც გაიყინა..." - წერს ვალოდია გელაევი.

ადგილობრივების თქმით, ელექტროენერგიასთან ერთად გაითიშა გათბობაც. გარეთ თოვლია და ყინავს. ბავშვები სკოლებსა და ბაღებში ვერ დადიან. დაკეტილია უნივერსიტეტიც... რეგიონში საახალწლო განწყობა არ არსებობს და არცერთ დაწესებულებაში ზეიმი არ იგეგმება.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათი ე.წ. ხელმძღვანელობა სავარაუდო თარიღსაც ვერ ასახელებს, თუ როდის შეიძლება ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი აღდგეს.

"საყოველთაო უკუნეთია, მობილური ტელეფონები დაგვიჯდა და ვისაც საშუალება აქვს, ავტომანქანის დენის წყაროთი ტენის. სხვები იმ დაწესებულებებში მიდიან, რომლებიც გენერატორებზე მუშაობენ, მაგრამ იქ რიგში უწევთ დგომა... ქალაქში, არ იშოვება ცვილის სანთლები. მხოლოდ სხვადასხვა არომატის მქონე სანთლები დარჩა, რომელიც ძალიან ძვირი ღირს და მისი შეძენის საშუალება ძალიან ცოტას აქვს... უმძიმესი მდგომარეობაა. ამ სიბნელის ფონზე, იმატა ქურდობისა და ყაჩაღობების ფაქტებმა და გამოსავალიც არ ჩანს...

შევეჩვიეთ ყველაფერს, ძალადობას, ნარკომანიას, ქრთამს, კორუფციას, შიმშილს, უმუშევრობას და იმის ნაცვლად, მცირედით მაინც შეიცვალოს ქვეყანაში ცხოვრება, ყოველდღე უარესობაა, დავიღალეთ", - წერს ცხინვალელი მიხეილი.

"ღამე ქუჩაში გამოსვლას ვერ ვბედავთ. ფანჯრებიდან მბჟუტავი სინათლე გამოდის, საშინელი სანახავია ქალაქი. მიტოვებულს ჰგავს... ყველგან სიბნელეა. XXI საუკუნეში ერთ კვირაა მთელ ქალაქს შუქი არ აქვს და შემდეგ კიდევ კითხულობენ, რატომ გარბიან ქვეყნიდან, დიახ, უნდა წავიდნენ, თან უკანმოუხედავად", - წერს ცხინვალელი ზარინა ბასაევა.

ადგილობრივების თქმით, ვიღაცამ "გამოსავალი" იპოვა და მას შემდეგ, რაც ქალაქის მაღაზიებში სანთლები და ფანრები გაიყიდა, რუსეთიდან შემოიტანეს ფანრები, ოღონდ ორჯერ ძვირ ფასად. "სანთლებს მაინც ჯობია. რა ვქნათ, სხვა გამოსავალი არ არის და 20 რუბლიან ფანარს 40-ად ვყიდულობთ" - ამბობს ადგილობრივი მოხუცი, რომლის თქმითაც, თუ ასე გაგრძელდა, იძულებული გახდება ცოტა ხნით, სოფელში მცხოვრებ ნათესავებს შეუსახლდეს, რათა სითბოში მაინც იყოს...

მისივე თქმით, ასე ძალიან ბევრი მოხუცი იქცევა, რადგან სხვა შემთხვევაში, უბრალოდ გაიყინებიან. სოფელში მცხოვრებ ნათესავებთან გადასახლებას აპირებენ ის ოსური ოჯახებიც, ვისაც პატარა ბავშვები ჰყავთ... ბიბილოვის ხელმძღვანელობა კი ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთების იმედს ჯერჯერობით არ იძლევა...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?