სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალიფატის ბავშვები" - "ომის შვილების" მძიმე ხვედრი
"ხალიფატის ბავშვები" - "ომის შვილების" მძიმე ხვედრი

მას შემ­დეგ, რაც ერა­ყი­სა და სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ISIS-ის მებ­რძო­ლე­ბი გან­დევ­ნეს, ისი­ნი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში გა­ი­ფანტნენ. მათი ორი მე­სა­მე­დი უცხო­ე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან, მათ შო­რის რუ­სე­თი­დან იყ­ვნენ ჩა­სუ­ლი. მათი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა... "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" აღ­მავ­ლო­ბის დროს, 30 ათას­ზე მეტი მე­ო­მა­რი ჰყავ­და. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მონ­ცე­მე­ბით, მათი ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან იყო წა­სუ­ლი, რო­მელ­თაც ძა­ლი­ან ხში­რად მიჰ­ყავ­დათ თან თა­ვი­ა­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და უკან დაბ­რუ­ნე­ბას არც აპი­რებ­დნენ.

ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლის შე­დი­ნე­ბა ISIS –ის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რო­ტი­რი­ა­ზე, 2015 წელს მოხ­და. სხვა­დას­ხვა ცნო­ბე­ბით, ერაყ­სა და სი­რი­ა­ში, შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ და­ღეს­ტნი­დან, ჩეჩ­ნე­თი­დან და ჩრდი­ლო­ეთ კა­ვა­სი­ის სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან ათა­სო­ბით ბავ­შვი ჰყავ­დეთ წაყ­ვა­ნი­ლი. ამას ემა­ტე­ბა ისი­ნი, ვინც იქ, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძო­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ი­ბა­და. მას შემ­დეგ, რაც ტე­რო­რის­ტე­ბი და­ი­ფანტნე, მათი სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა რის­კის წი­ნა­შე დად­გა. და­ღუ­პუ­ლი მებ­რძო­ლე­ბის შვი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის ან შეს­ვლის სა­კი­თხი, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მწვა­ვედ დგას.

რუ­სუ­ლი მე­დია იმ პრობ­ლე­მებ­ზე წერს, რო­მე­ლიც ბავ­შვებს რუ­სეთ­ში შეს­ვლი­სას ექ­მნე­ბათ. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე სა­კი­თხი არის მათი პი­რა­დი სა­ბუ­თე­ბის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც მათ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას ადას­ტუ­რებს და რო­მე­ლიც მათ, რა თქმა უნდა, არ აქვთ... ეს პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა ერაყს, იმის­თვის, რომ იქი­დან ბავ­შვი წა­მო­იყ­ვა­ნო, მას შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს. სი­რი­ა­ში ეს სა­კი­თხი უფრო ად­ვი­ლად არის მოგ­ვა­რე­ბუ­ლი, რად­გან ბა­შარ ასადს რუ­სეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და მან იქი­დან რუ­სე­თის ბავ­შვე­ბის გად­მოყ­ვა­ნის სა­კი­თხი სა­სა­მარ­თლოს თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­და­წყვი­ტა.

"კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა ის არის, რომ დე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში შვი­ლებ­თან ერ­თად ბრუნ­დე­ბი­ან, მუდ­მი­ვად საფრ­თხის ქვეშ არი­ან, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რას მათ­ზე, რო­გორც უკა­ნო­ნო შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის მო­ნა­წი­ლე­ზე... მა­გა­ლი­თად, და­ღეს­ტა­ნის სამი მცხოვ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­რი­დან ბაშვვებ­თან ერ­თად, გროზ­ნო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ი­სით წა­მო­ვიდ­ნენ, ჩეჩ­ნეთ­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ა­კა­ვეს, რად­გან ქა­ლებ­ზე ძებ­ნა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი..."- წერს რუ­სუ­ლი პრე­სა.

მა­თი­ვე ინფრო­მა­ცი­ით, ერაყ­სა და სი­რი­ა­ში რუსი ბავ­შვე­ბის მო­საგ­რო­ვებ­ლად გახ­სნი­ლია ცხე­ლი ხაზი, თუმ­ცა, რამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რად და გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბას ეს სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რი, ძნე­ლი გა­საკრვე­ვია... მე­ომ­რე­ბის შვი­ლე­ბის რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლია ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ჩეჩ­ნე­თი­დან. ისი­ნი შევხდნენ ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კის სე­ნა­ტორს ზიად საბსბა­ბის, რო­მე­ლის ერა­ყი­სა და სი­რი­ის ხელ­მძვღა­ნე­ლო­ბას შეხ­ვდა.

თუმ­ცა, ისიც უნდი თქვას, რომ დაბ­რუ­ნე­ბამ­დე და შემ­დე­გაც ეს ბავ­შვე­ბი და მათი დე­დე­ბი, მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ბის ქვეშ არი­ან, რად­გან პო­ტენ­ცი­ურ საფრ­თხედ აღიქ­მე­ბი­ან. მათ­თან მუ­შა­ო­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც, პრო­ფე­სი­ონ­ლიზ­მის კუ­თხით, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი აქვთ...

ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლის ანა კუზ­ნე­ცო­ვას თქმით, ერაყ­სა და სი­რი­ა­ში, არ­სე­ბობს ბაზა, სა­დაც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ასო­ბით ბავ­შვის გვა­რე­ბი და მო­ნა­ცე­მე­ბია შეგ­რო­ვი­ლი, რო­მელ­თაც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. ახლა მათ პრაქ­ტი­კუ­ლად, ქუ­ჩა­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა. მათი ეტა­პობ­რი­ვი დაბ­რუ­ნე­ბის­თვის, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, სა­ჭი­როა ფრთხი­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა.

"ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მხო­ლოდ და­ღეს­ტნი­დან 200 ბავ­შვია სი­ა­ში, თუმ­ცა არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად უფრო მე­ტია..."- ამ­ბობს კუზ­ნე­ცო­ვა, რომ­ლის თქმი­თაც, სი­რი­ი­სა და ერა­ყის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ბავ­შვე­ბის გა­მოყ­ვა­ნა­ში, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და ფე­დე­რა­ლუ­რი კო­მი­სი­აც მო­ნა­წი­ლე­ობს.

სექ­ტემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, სი­რი­ი­სა და ერა­ყის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ზო­ნა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 500-მდე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ბავ­შვი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათი უმე­ტე­სო­ბის ასა­კი 3 წელ­ზე მე­ტია... ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში, სი­რი­ი­დან რუ­სეთ­ში 43 ბავ­შვი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ასო­ბით ბავ­შვი ისევ სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბის ზო­ნა­ში რჩე­ბა...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI. GE

"ხალიფატის ბავშვები" - "ომის შვილების" მძიმე ხვედრი

"ხალიფატის ბავშვები" - "ომის შვილების" მძიმე ხვედრი

მას შემდეგ, რაც ერაყისა და სირიის ტერიტორიიდან ISIS-ის მებრძოლები განდევნეს, ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაიფანტნენ. მათი ორი მესამედი უცხოეთის ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან იყვნენ ჩასული. მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება... "ისლამურ სახელმწიფოს" აღმავლობის დროს, 30 ათასზე მეტი მეომარი ჰყავდა. საერთაშორისო ორგანიზაციების მონცემებით, მათი ძალიან დიდი ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიიდან იყო წასული, რომელთაც ძალიან ხშირად მიჰყავდათ თან თავიანი ოჯახის წევრები და უკან დაბრუნებას არც აპირებდნენ.

ქალებისა და ბავშვების ძირითადი ნაწილის შედინება ISIS –ის მიერ კონტროლირებად ტეროტირიაზე, 2015 წელს მოხდა. სხვადასხვა ცნობებით, ერაყსა და სირიაში, შესაძლოა, მხოლოდ დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან და ჩრდილოეთ კავასიის სხვა რეგიონებიდან ათასობით ბავშვი ჰყავდეთ წაყვანილი. ამას ემატება ისინი, ვინც იქ, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიბადა. მას შემდეგ, რაც ტერორისტები დაიფანტნე, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის წინაშე დადგა. დაღუპული მებრძოლების შვილების დაბრუნების ან შესვლის საკითხი, ყველა ქვეყანაში მწვავედ დგას.

რუსული მედია იმ პრობლემებზე წერს, რომელიც ბავშვებს რუსეთში შესვლისას ექმნებათ. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხი არის მათი პირადი საბუთების საკითხი, რომელიც მათ რუსეთის მოქალაქეობას ადასტურებს და რომელიც მათ, რა თქმა უნდა, არ აქვთ... ეს პრობლემა განსაკუთრებით ეხება ერაყს, იმისთვის, რომ იქიდან ბავშვი წამოიყვანო, მას შესაბამისი დოკუმენტები და სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ჰქონდეს. სირიაში ეს საკითხი უფრო ადვილად არის მოგვარებული, რადგან ბაშარ ასადს რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს და მან იქიდან რუსეთის ბავშვების გადმოყვანის საკითხი სასამართლოს თანხმობის გარეშე გადაწყვიტა.

"კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ დედები, რომლებიც რუსეთში შვილებთან ერთად ბრუნდებიან, მუდმივად საფრთხის ქვეშ არიან, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას მათზე, როგორც უკანონო შეირაღებული დაჯგუფების მონაწილეზე... მაგალითად, დაღესტანის სამი მცხოვრები, რომლებიც სირიდან ბაშვვებთან ერთად, გროზნოში სპეციალური რეისით წამოვიდნენ, ჩეჩნეთში ჩამოსვლისთანავე დააკავეს, რადგან ქალებზე ძებნა იყო გამოცხადებული..."- წერს რუსული პრესა.

მათივე ინფრომაციით, ერაყსა და სირიაში რუსი ბავშვების მოსაგროვებლად გახსნილია ცხელი ხაზი, თუმცა, რამდენად ობიექტურად და გამართულად მუშაობას ეს საინფორმაციო სამსახური, ძნელი გასაკრვევია... მეომრების შვილების რუსეთში დაბრუნებაში აქტიურად ჩართულია ხელმძღვანელობა და სასულიერო პირები ჩეჩნეთიდან. ისინი შევხდნენ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სენატორს ზიად საბსბაბის, რომელის ერაყისა და სირიის ხელმძვღანელობას შეხვდა.

თუმცა, ისიც უნდი თქვას, რომ დაბრუნებამდე და შემდეგაც ეს ბავშვები და მათი დედები, მუდმივი მეთვალყურების ქვეშ არიან, რადგან პოტენციურ საფრთხედ აღიქმებიან. მათთან მუშაობენ სოციალური სამსახურები, ფსიქოლოგები, რომელთა მიმართაც, პროფესიონლიზმის კუთხით, მედიის წარმომადგენლებს გარკვეული კითხვები აქვთ...

ბავშვთა უფლებების დამცველის ანა კუზნეცოვას თქმით, ერაყსა და სირიაში, არსებობს ბაზა, სადაც რუსეთის მოქალაქე ასობით ბავშვის გვარები და მონაცემებია შეგროვილი, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. ახლა მათ პრაქტიკულად, ქუჩაში უწევთ ცხოვრება. მათი ეტაპობრივი დაბრუნებისთვის, სხვადასხვა მიზეზების გამო, საჭიროა ფრთხილი და დაკვირვებული მუშაობა.

"ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ დაღესტნიდან 200 ბავშვია სიაში, თუმცა არაოფიციალურად უფრო მეტია..."- ამბობს კუზნეცოვა, რომლის თქმითაც, სირიისა და ერაყის საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიიდან ბავშვების გამოყვანაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფედერალური კომისიაც მონაწილეობს.

სექტემბრის მონაცემებით, სირიისა და ერაყის საბრძოლო მოქმედებების ზონაში, დაახლოებით 500-მდე რუსეთის მოქალაქე ბავშვი იმყოფებოდა, მათი უმეტესობის ასაკი 3 წელზე მეტია... ოქტომბერ-ნოემბერში, სირიიდან რუსეთში 43 ბავშვი ჩამოიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასობით ბავშვი ისევ საომარი მოქმედების ზონაში რჩება...

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე