შვიტა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება გულის მანკის, გულის ქრონიკული უკმარისობის დროს გამოწვეული შეშუპების სამკურნალოდ, შარდსადენი გზების დაავადებების (პიელიტი, ცისტიტი, ურეთრიტი) სამკურნალოდ. ხშირად შვიტას უნიშნავენ სხვა სამკურნალო ბალახების ნაკრებებთან ერთად, რომლებსაც აქვთ შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. გარდა აღნიშნულისა, შვიტას ნაყენები და ნახარშები გამოიყენება საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებების, ბუასილისა და საშვილოსნოდან სისხლისდენის, აგრეთვე ტყვიით მწვავე და ქრონიკული მოწამვლის დროს.
შვიტას ნახარშს აქვს მადეზინციფიცირებელი თვისება, ამიტომ მის საფენებს იყენებენ ძნელად შესახორცებელი წყლულებისა და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ. საზოგადოდ, შვიტა გამოიყენება სხვა სამკურნალო ბალახებთან ერთად კომპლექსურად.
შვიტას ნახარში ან ნაყენი არ შეიძლება მიიღოთ ნეფრიტების, ნეფროზების დროს, რადგან შესაძლებელია თირკმლის გაღიზიანება გამოიწვიოს.
შვიტას ნახარშს და ნაყენს იყენებენ არამარტო როგორც შარდმდენ, არამედ როგორც სისხლის აღმდგენ საშუალებას, თირკმლის და ნაღვლის კენჭოვანი დაავადების, ჰიპერტონიის და ათეროსკლეროზის დროს. შვიტას ნაყენი გამოიყენება პირის ღრუში გამოსავლებად სტომატიტისა და ტონზილიტის დროს...წაიკითხეთ სრულად