შეკვეთილში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Paragraph Resort & Spa Shekvetili რამდენიმე თვეა სატესტო რეჟიმში მუშაობს. როგორც თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, სასტუმროს ოფიციალური გახსნა ზამთარში არ იგეგმება და სავარუდოდ, გაზაფხულისთვის გადაიწევს.
სასტუმროს ოპერირებას უწევს "მერიოტი", რომლის ვებგვერდზეც სასტუმროს ოფიციალური ჯავშანი 1 მარტიდან არის შესაძლებელი და 1 ღამის ფასი 251 ლარიდან იწყება. სხვადასხვა პერიოდში ნომრების ფასი, 251 ლარიდან 1 650 ლარის ფარგლებში მერყეობს. საპრეზიდენტო ნომრების ფასი კი 2 750-3 300 ლარის ფარგლებშია.
სასტუმროში 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერი იქნება. სასტუმრო კომპლექსი მოიცავს ასევე 2 000 კუბური მეტრი მოცულობის აკვარიუმს განაგრძეთ კითხვა და ნახეთ ფოტოები