მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გარბიან კავკასიიდან?
რატომ გარბიან კავკასიიდან?

"რა­ტომ გარ­ბი­ან კავ­კა­სი­ი­დან" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს რუ­სუ­ლი მე­დია სტა­ტი­ას, სა­დაც კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის მიგ­რა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს. მათ შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლოც... მა­თი­ვე ცნო­ბით, კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი მსოფ­ლი­ო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის გა­დი­ნე­ბის მხრივ ლი­დე­რობს. გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, მიგ­რა­ცი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, სი­ღა­რი­ბეა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, კავ­კა­სი­ას თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კა აქვს.

2016 წლის, გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი­დან, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში, ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის სუ­რა­თი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, - სომ­ხე­თი 26,3 %, სა­ქარ­თვე­ლო, 16%, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი - 13,7%... ბე­ლო­რუ­სი, 17, 1%, მოლ­დო­ვა, 24,2%, უკ­რა­ი­ნა, - 12,3%... სა­უ­ბა­რია ახალ­გაზ­რდებ­ზე, რომ­ლე­ბიც სწავ­ლის შემ­დეგ, კა­რი­ე­რის გა­სა­კე­თებ­ლად, სა­მუ­შა­ოდ და სა­ცხოვ­რებ­ლად ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში მი­დი­ან...

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთს, - თუ ამ მხრივ, მას ადრე სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა არ ჰქონ­და, იქ მიგ­რა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 7,6 %-ს არ სცილ­დე­ბო­და, ბოლო წლებ­ში, 15-%ს გა­და­ა­ჭარ­ბა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის თქმით, ციფ­რებ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი რე­ა­ლო­ბა გა­ცი­ლე­ბით მძი­მედ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, - მხო­ლოდ 2016 წელს, რუ­სე­თი 11 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა პირ­მა და­ტო­ვა.

კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, კავ­კა­სი­ა­სა და მის მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში, მიგ­რა­ცი­ის მი­ზე­ზად უმუ­შევ­რო­ბა სა­ხელ­დე­ბა; სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, უცხო ქვეყ­ნებ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად წა­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ლი­დე­რობს. სომ­ხე­თი, მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უცხო­ეთ­ში წა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის სიმ­რავ­ლით, რე­გი­ონ­ში პირ­ველ ად­გილს არა­ვის უთ­მობს; სომ­ხუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, - ეს ნიშ­ნავს, რომ სომ­ხე­თი­დან, რო­გორც მცი­რე­მო­სახ­ლი­ა­ნი ქვეყ­ნი­დან "ტვი­ნის გა­დი­ნე­ბას" მას­შტა­ბუ­რი სახე აქვს...

"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სას­წავ­ლო პროგ­რა­მით ამე­რი­კა­ში მო­მი­წია წას­ვლა, მა­შინ მივ­ხვდი, რამ­ხე­ლა გან­სხვა­ვე­ბა იყო ამე­რი­კა­სა და ჩემს სამ­შობ­ლოს შო­რის... მივ­ხვდი, რომ სომ­ხეთ­ში ჩვე­მი მთა­ვა­რი ფუნ­ქცია შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა იყო და მორ­ჩა. მე კი გა­ნათ­ლე­ბა, კა­რი­ე­რა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი მინ­დო­და. იქ კი მო­მა­ვა­ლი არ მქონ­და. ეს იყო 2012 წელი და მას შემ­დეგ ვგეგ­მავ­დი ამე­რი­კა­ში წას­ვლას, ავიხ­დი­ნე კი­დეც..." - ამ­ბობს სო­მე­ხი ვიქ­ტო­რია ალექ­სა­ნი­ა­ნი.

იგი­ვეს ამ­ბობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ლეია ჰუ­სე­ი­ნო­ვა, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს. მისი თქმით, - იმ ქვე­ყა­ნა­ში იყო ახალ­გაზ­რდა, ნიშ­ნავს, რომ მო­მა­ვა­ლი არ გაქვს...

აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­დან ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის მხრივ არ­სე­ბუ­ლი სუ­რა­თი ასე­თია, - მოლ­დო­ვა, 23,5%, სომ­ხე­თი, - 14, 1, სა­ქარ­თვე­ლო, - 10,4; უკ­რა­ი­ნა, - 6,5; აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, - 2,4 %; ბე­ლო­რუ­სი, 1, 3%; რუ­სე­თი, 0, 5%;

ბევ­რად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში, - კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მათი ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, სი­ღა­რი­ბი­სა და უმუ­შევ­რო­ბის გარ­და, მუდ­მი­ვი ში­ში­სა და და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდაა. ჩეჩ­ნე­თი­დან ახალ­გაზ­რდე­ბის გა­დი­ნე­ბას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მწვა­ვედ დგას, - პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნა-შე­ვიწ­რო­ე­ბა. კა­დი­რო­ვი­სა და მისი გა­რე­მოც­ვის მიერ ათ­ვალ­წუ­ნე­ბუ­ლი ჩეჩ­ნე­ბი, ცდი­ლო­ბენ, ფა­რუ­ლად და­ტო­ვონ რეს­პუბ­ლი­კა და ევ­რო­კავ­ში­რის რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში, ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი მი­ი­ღონ.

2013 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სე­თი­დან, პო­ლო­ნეთ­სა და გერ­მა­ნი­ას ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის თხოვ­ნით, 28,3 ათას­მა მო­ქა­ლა­ქემ მი­მარ­თა, მათი 90% ჩე­ჩე­ნი იყო.

ყვე­ლა­ზე დიდი ჯგუ­ფი ჩეჩ­ნე­თი­დან გერ­მა­ნი­ა­ში მა­შინ წა­ვი­და, რო­დე­საც გროზ­ნო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში რამ­ზან კა­დი­რო­ვი მო­იყ­ვა­ნეს... თუმ­ცა, ასე­თი­ვე ნა­კა­დი შემ­დეგ­შიც გან­მე­ორ­და, - გერ­მა­ნი­ას იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხე­ბი მი­ა­წყდნენ, ვინც რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟიმს ებ­რძოდ­ნენ, მათ, რო­გორც "ბო­ე­ვი­კებს", დევ­ნიდ­ნენ და ზე­წო­ლის შე­დე­გად, "თავ­შე­სა­ფა­რი" სი­რი­ა­ში, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რი­გებ­ში იპო­ვეს...

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი სვეტ­ლა­ნა გე­ნუშ­კი­ნას თქმით, ასე­თი გა­დი­ნე­ბა ჩეჩ­ნე­თი­დან საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შემ­დეგ არ ყო­ფი­ლა... ზე­წო­ლის გარ­და, ჩეჩ­ნე­თი­დან ევ­რო­პა­ში მი­დი­ან ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­სა და ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი. ასე­ვე, მშობ­ლე­ბი, რო­მელ­თა შვი­ლებ­საც ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლის დი­აგ­ნო­ზი აქვთ. მათ იმე­დი აქვთ, რომ შვი­ლებს უცხო­ეთ­ში ბევ­რად მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას გა­უ­წე­ვენ.

რუ­სე­თი­დან მხო­ლოდ ჩეჩ­ნე­ბი არ გარ­ბი­ან, ამ მხრივ, ყარ­ა­ჩა­ე­ვო-ჩერ­ქე­ზეთ­შიც საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, რად­გან მათ ევ­რო­პა­ში შეს­ვლა უჭირთ, გეზს თურ­ქე­თის­კენ იღე­ბენ, სა­დაც მუს­ლი­მუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ შეღ­წე­ვას და თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას.

"ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზე გვა­კონ­ტრო­ლებ­დნენ. გვარ­თმევ­დნენ რე­ლი­გი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას, გვა­პა­ტიმ­რებ­დნენ, გვდევ­ნიდ­ნენ... ერთ ადა­მი­ან­ზე რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით იყო და არის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრუ­ლი... დე­და­ჩე­მი 2010 წელს მოკ­ლეს, მის წი­ნა­აღ­დე­გაც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე იყო აძ­რუ­ლი, არც წა­მი­კი­თხავს საქ­მე, არც მა­ინ­ტე­რე­სებ­და, - აბ­სურ­დუ­ლი მი­ზე­ზით მოკ­ლეს დე­და­ჩე­მი, მუხლს რა აზრი ჰქონ­და..."- წერს ყარ­ა­ჩა­ე­ვო-ჩერ­ქე­ზი ხამ­ზათ ჩერ­ნო­მორ­ჩენ­კო, რო­მე­ლიც 2013 წლი­დან თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს. მი­სი­ვე თქმით, სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ახლა რუ­სეთს მარ­თავს, ადა­მი­ა­ნებს მშვი­დად ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რატომ გარბიან კავკასიიდან?

რატომ გარბიან კავკასიიდან?

"რატომ გარბიან კავკასიიდან" - ამ სათაურით აქვეყნებს რუსული მედია სტატიას, სადაც კავკასიის ქვეყნებიდან მოსახლეობის მიგრაციაზე საუბრობს. მათ შორის არის საქართველოც... მათივე ცნობით, კავკასიის რეგიონი მსოფლიოში მოსახლეობის გადინების მხრივ ლიდერობს. გაეროს მონაცემების თანახმად, მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სიღარიბეა. ორგანიზაციის ცნობით, კავკასიას თავისი სპეციფიკა აქვს.

2016 წლის, გაეროს მონაცემების თანახმად, სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, ევროპასა და ამერიკაში, ემიგრაციაში წასული მოსახლეობის სურათი ასე გამოიყურება, - სომხეთი 26,3 %, საქართველო, 16%, აზერბაიჯანი - 13,7%... ბელორუსი, 17, 1%, მოლდოვა, 24,2%, უკრაინა, - 12,3%... საუბარია ახალგაზრდებზე, რომლებიც სწავლის შემდეგ, კარიერის გასაკეთებლად, სამუშაოდ და საცხოვრებლად ევროპის ქვეყნებში მიდიან...

რაც შეეხება რუსეთს, - თუ ამ მხრივ, მას ადრე საგანგაშო მდგომარეობა არ ჰქონდა, იქ მიგრაციის მაჩვენებელი 7,6 %-ს არ სცილდებოდა, ბოლო წლებში, 15-%ს გადააჭარბა. რუსული მედიის თქმით, ციფრებში გამოხატული რეალობა გაცილებით მძიმედ გამოიყურება, - მხოლოდ 2016 წელს, რუსეთი 11 მილიონზე მეტმა პირმა დატოვა.

კვლევების თანახმად, კავკასიასა და მის მეზობელ ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მიგრაციის მიზეზად უმუშევრობა სახელდება; სამხრეთ კავკასიაში, უცხო ქვეყნებში საცხოვრებლად წასული მოქალაქეების რაოდენობით, აზერბაიჯანი ლიდერობს. სომხეთი, მოსახლეობის პროცენტული რაოდენობიდან გამომდინარე, უცხოეთში წასული ახალგაზრდების სიმრავლით, რეგიონში პირველ ადგილს არავის უთმობს; სომხური მედიის ინფორმაციით, - ეს ნიშნავს, რომ სომხეთიდან, როგორც მცირემოსახლიანი ქვეყნიდან "ტვინის გადინებას" მასშტაბური სახე აქვს...

"15 წლის ვიყავი, როდესაც სასწავლო პროგრამით ამერიკაში მომიწია წასვლა, მაშინ მივხვდი, რამხელა განსხვავება იყო ამერიკასა და ჩემს სამშობლოს შორის... მივხვდი, რომ სომხეთში ჩვემი მთავარი ფუნქცია შვილების გაჩენა იყო და მორჩა. მე კი განათლება, კარიერა და წარმატებული მომავალი მინდოდა. იქ კი მომავალი არ მქონდა. ეს იყო 2012 წელი და მას შემდეგ ვგეგმავდი ამერიკაში წასვლას, ავიხდინე კიდეც..." - ამბობს სომეხი ვიქტორია ალექსანიანი.

იგივეს ამბობს აზერბაიჯანელი ლეია ჰუსეინოვა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. მისი თქმით, - იმ ქვეყანაში იყო ახალგაზრდა, ნიშნავს, რომ მომავალი არ გაქვს...

აღმოსავლეთ ევროპიდან ფულადი გზავნილების მხრივ არსებული სურათი ასეთია, - მოლდოვა, 23,5%, სომხეთი, - 14, 1, საქართველო, - 10,4; უკრაინა, - 6,5; აზერბაიჯანი, - 2,4 %; ბელორუსი, 1, 3%; რუსეთი, 0, 5%;

ბევრად მძიმე მდგომარეობაა ჩრდილოეთ კავკასიაში, - კვლევებმა აჩვენა, რომ მათი ქვეყნიდან გაქცევის მთავარი მიზეზი, სიღარიბისა და უმუშევრობის გარდა, მუდმივი შიშისა და დაუცველობის განცდაა. ჩეჩნეთიდან ახალგაზრდების გადინებას რამდენიმე მიზეზი აქვს, თუმცა ყველაზე მწვავედ დგას, - პოლიტიკური ნიშნით დევნა-შევიწროება. კადიროვისა და მისი გარემოცვის მიერ ათვალწუნებული ჩეჩნები, ცდილობენ, ფარულად დატოვონ რესპუბლიკა და ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, ლტოლვილის სტატუსი მიიღონ.

2013 წლის მონაცემებით, რუსეთიდან, პოლონეთსა და გერმანიას ლტოლვილის სტატუსის მიღების თხოვნით, 28,3 ათასმა მოქალაქემ მიმართა, მათი 90% ჩეჩენი იყო.

ყველაზე დიდი ჯგუფი ჩეჩნეთიდან გერმანიაში მაშინ წავიდა, როდესაც გროზნოში ხელისუფლების სათავეში რამზან კადიროვი მოიყვანეს... თუმცა, ასეთივე ნაკადი შემდეგშიც განმეორდა, - გერმანიას იმ ადამიანების ოჯახები მიაწყდნენ, ვინც რუსეთის პოლიტიკური რეჟიმს ებრძოდნენ, მათ, როგორც "ბოევიკებს", დევნიდნენ და ზეწოლის შედეგად, "თავშესაფარი" სირიაში, ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში იპოვეს...

უფლებადამცველი სვეტლანა გენუშკინას თქმით, ასეთი გადინება ჩეჩნეთიდან საბჭოთა კავშირის შემდეგ არ ყოფილა... ზეწოლის გარდა, ჩეჩნეთიდან ევროპაში მიდიან ტუბერკულოზისა და ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანები. ასევე, მშობლები, რომელთა შვილებსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვთ. მათ იმედი აქვთ, რომ შვილებს უცხოეთში ბევრად მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ.

რუსეთიდან მხოლოდ ჩეჩნები არ გარბიან, ამ მხრივ, ყარაჩაევო-ჩერქეზეთშიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, რადგან მათ ევროპაში შესვლა უჭირთ, გეზს თურქეთისკენ იღებენ, სადაც მუსლიმური ორგანიზაციების საშუალებით ცდილობენ შეღწევას და თავის დამკვიდრებას.

"ყველა ნაბიჯზე გვაკონტროლებდნენ. გვართმევდნენ რელიგიურ ლიტერატურას, გვაპატიმრებდნენ, გვდევნიდნენ... ერთ ადამიანზე რამდენიმე მუხლით იყო და არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული... დედაჩემი 2010 წელს მოკლეს, მის წინააღდეგაც სისხლის სამართლის საქმე იყო აძრული, არც წამიკითხავს საქმე, არც მაინტერესებდა, - აბსურდული მიზეზით მოკლეს დედაჩემი, მუხლს რა აზრი ჰქონდა..."- წერს ყარაჩაევო-ჩერქეზი ხამზათ ჩერნომორჩენკო, რომელიც 2013 წლიდან თურქეთში ცხოვრობს. მისივე თქმით, სისტემა, რომელიც ახლა რუსეთს მართავს, ადამიანებს მშვიდად ცხოვრების უფლებას არ აძლევს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე