Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნის კაფე "პიატო" ჩემი ახალი აღმოჩენაა
წიგნის კაფე "პიატო" ჩემი ახალი აღმოჩენაა

ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნით გა­დაღ­ლი­ლე­ბი ხში­რად ვე­ძებთ ად­გილს, სა­დაც მშვი­დად გან­ტვირ­თვას შევ­ძლებთ. მცი­რე ზო­მის, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოს მქო­ნე კა­ფე­ე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი კი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა. თუ კაფე გემ­რი­ელ კერ­ძებ­სა და გა­მორ­ჩე­ულ გა­რე­მოს კარ­გად უთავ­სებს ერ­თმა­ნეთს, მა­შინ ის ნამ­დვი­ლად ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით იტა­ლი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო სარ­გებ­ლობს. ნამ­დვი­ლი იტა­ლი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს სურ­ნე­ლი კი წიგ­ნის კაფე "პი­ა­ტო­ში" იგ­რძნო­ბა, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ აღ­მო­ვა­ჩი­ნე.

"პი­ა­ტოს" სამ­ზა­რე­უ­ლო გე­მოს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თა და სიმ­დიდ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი შეფმ­ზა­რე­უ­ლის - მიშა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის მარ­ჯვე ხე­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"ჩვენ­თან კერ­ძე­ბი ცო­ცხა­ლი და ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბის­გან მზად­დე­ბა. ყვე­ლას ვურ­ჩევ, ეწ­ვი­ონ ამ მარ­თლაც ჯა­დოს­ნურ ად­გილს. მე და მთე­ლი გუნ­დი ძა­ლა­სა და ენერ­გი­ას არ ვი­შუ­რებთ, რომ მომ­ხმა­რებ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ. და­მი­ჯე­რეთ, "პი­ა­ტო­ში" ერთხელ მო­სულ ადა­მი­ანს, სხვა­გან წას­ვლა აღარ მო­უნ­დე­ბა.

პი­ა­ტოს მნიშ­ვნე­ლო­ვან და­დე­ბით მხა­რეს წარ­მო­ად­გენს მისი ინ­ტე­რი­ე­რიც, რო­მე­ლიც ისეა მო­წყო­ბი­ლი, რომ ქმნის შეგ­რძნე­ბას, თით­ქოს თი­თო­ე­ულ სტუ­მარს თა­ვი­სი სივ­რცე აქვს და ისი­ნიც ისე გრძნო­ბენ თავს, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში. კაფე "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ე­ბის" ნა­წი­ლია, შე­სა­ბა­მი­სად გან­სა­კუთ­რე­ბით წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ნამ­დვი­ლად სა­მო­თხე­ში იგ­რძნო­ბენ თავს. ამას ემა­ტე­ბა ახალ­გაზ­რდა, სა­სი­ა­მოვ­ნო და მუ­დამ პო­ზი­ტი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც ხში­რად სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზებს უმ­ზა­დებს ხოლ­მე სტუმ­რებს" - ამ­ბობს მიშა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

იტა­ლი­უ­რი კერ­ძე­ბი, უგემ­რი­ე­ლე­სი ყა­ვის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი, უიშ­ვი­ა­თე­სი სა­ხე­ო­ბის ქარ­თუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო და უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი - ყო­ვე­ლი­ვე ამას სწო­რედ წიგ­ნის კაფე "პი­ა­ტო" აერ­თი­ა­ნებს. თუ გიყ­ვართ ლი­ტე­რა­ტუ­რა, მშვი­დი გა­რე­მო და გურ­მა­ნიც ბრძან­დე­ბით, საკ­მა­რი­სი მი­ზე­ზი გქო­ნი­ათ იმის­თვის, რომ სწო­რედ ამ კა­ფის ხში­რი სტუ­მა­რი გახ­დეთ. აქ ხში­რად ნა­ხავთ ადა­მი­ა­ნებს საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებ­ზე, ლანჩზე შეკ­რე­ბილ თა­ნამ­შრომ­ლებს, მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა თე­მას გა­ნი­ხი­ლა­ვენ, წყვი­ლებს, რომ­ლე­ბიც მშვიდ გა­რე­მოს ეძე­ბენ სა­სა­უბ­როდ, ისეთ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან: ან­დრო დგე­ბუ­ა­ძე, და­ვით გა­ბუ­ნია, კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვი­ლი, დათო ტუ­რაშ­ვი­ლი, ქეთი დო­ლი­ძე, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე და სხვა. რო­გორც ჩანს, ეს კაფე ერ­თნა­ი­რად იზი­დავს სხვა­დას­ხვა სფე­რო­სა და სეგ­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

წიგ­ნის კაფე "პი­ა­ტო" "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ებ­შია" გან­თავ­სე­ბუ­ლი და თქვენ გე­ლო­დე­ბათ. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით კაფე უკვე 5 ლო­კა­ცი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს- თბი­ლი­სი: ჭავ­ჭა­ვა­ძის #7, გა­გა­რი­ნის #7, ვაჟა-ფშა­ვე­ლას 47 , ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში - თე­ლა­ვი: ბახ­ტრი­ო­ნის და სა­ა­კა­ძის ქუ­ჩე­ბის კვე­თა; ბა­თუ­მი: მე­მედ აბა­ში­ძის #52.

წიგნის კაფე "პიატო" ჩემი ახალი აღმოჩენაა

წიგნის კაფე "პიატო" ჩემი ახალი აღმოჩენაა

ყოველდღიური რუტინით გადაღლილები ხშირად ვეძებთ ადგილს, სადაც მშვიდად განტვირთვას შევძლებთ. მცირე ზომის, სასიამოვნო გარემოს მქონე კაფეების მიმართ ინტერესი კი ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება. თუ კაფე გემრიელ კერძებსა და გამორჩეულ გარემოს კარგად უთავსებს ერთმანეთს, მაშინ ის ნამდვილად ხდება საზოგადოებრივი თავშეყრის მნიშვნელოვანი ადგილი. საქართველოში ასევე განსაკუთრებული პოპულარობით იტალიური სამზარეულო სარგებლობს. ნამდვილი იტალიური სამზარეულოს სურნელი კი წიგნის კაფე "პიატოში" იგრძნობა, რომელიც ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე.

"პიატოს" სამზარეულო გემოს მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით გამოირჩევა. ეს ყველაფერი კი შეფმზარეულის - მიშა ბერძენიშვილის მარჯვე ხელების დამსახურებაა.

"ჩვენთან კერძები ცოცხალი და ჯანსაღი პროდუქტებისგან მზადდება. ყველას ვურჩევ, ეწვიონ ამ მართლაც ჯადოსნურ ადგილს. მე და მთელი გუნდი ძალასა და ენერგიას არ ვიშურებთ, რომ მომხმარებლებს განსაკუთრებული კერძები შევთავაზოთ. დამიჯერეთ, "პიატოში" ერთხელ მოსულ ადამიანს, სხვაგან წასვლა აღარ მოუნდება.

პიატოს მნიშვნელოვან დადებით მხარეს წარმოადგენს მისი ინტერიერიც, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ ქმნის შეგრძნებას, თითქოს თითოეულ სტუმარს თავისი სივრცე აქვს და ისინიც ისე გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში. კაფე "ბიბლუსი გალერეების" ნაწილია, შესაბამისად განსაკუთრებით წიგნის მოყვარულები ნამდვილად სამოთხეში იგრძნობენ თავს. ამას ემატება ახალგაზრდა, სასიამოვნო და მუდამ პოზიტიური მომსახურე პერსონალი, რომელიც ხშირად სასიამოვნო სიურპრიზებს უმზადებს ხოლმე სტუმრებს" - ამბობს მიშა ბერძენიშვილი.

იტალიური კერძები, უგემრიელესი ყავის მრავალფეროვანი არჩევანი, უიშვიათესი სახეობის ქართული ღვინოები, სასიამოვნო გარემო და უამრავი საინტერესო წიგნი - ყოველივე ამას სწორედ წიგნის კაფე "პიატო" აერთიანებს. თუ გიყვართ ლიტერატურა, მშვიდი გარემო და გურმანიც ბრძანდებით, საკმარისი მიზეზი გქონიათ იმისთვის, რომ სწორედ ამ კაფის ხშირი სტუმარი გახდეთ. აქ ხშირად ნახავთ ადამიანებს საქმიან შეხვედრებზე, ლანჩზე შეკრებილ თანამშრომლებს, მეგობრებს, რომლებიც სხვადასხვა თემას განიხილავენ, წყვილებს, რომლებიც მშვიდ გარემოს ეძებენ სასაუბროდ, ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან: ანდრო დგებუაძე, დავით გაბუნია, კონსტანტინე კუბლაშვილი, დათო ტურაშვილი, ქეთი დოლიძე, გიორგი კეკელიძე და სხვა. როგორც ჩანს, ეს კაფე ერთნაირად იზიდავს სხვადასხვა სფეროსა და სეგმენტის წარმომადგენლებს.

წიგნის კაფე "პიატო" "ბიბლუსი გალერეებშია" განთავსებული და თქვენ გელოდებათ. საქართველოს მასშტაბით კაფე უკვე 5 ლოკაციაზე მდებარეობს- თბილისი: ჭავჭავაძის #7, გაგარინის #7, ვაჟა-ფშაველას 47 , ასევე რეგიონებში - თელავი: ბახტრიონის და სააკაძის ქუჩების კვეთა; ბათუმი: მემედ აბაშიძის #52.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს